განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001475894
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№412აპ-18 3 იანვარი, 2019 წელი
თ---------ა მ-----–-, 412აპ-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ-----–- თ---------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა---------- ს----------ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის განაჩენით მ-----–- თ---------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----–- თ---------ამ ჩაიდინა ადამიანის დევნა აღმსარებლობისა და რწმენის გამო და მის რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით,ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 08:25 საათზე, თ---–--–ი, ე.წ. „ა-–--------------------ში“, გ---------–ე-----ის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ----- ნ--------ა და ი---- გ---–---–---–ი ქადაგებდნენ თავიანთი აღმსარებლობის - სარწმუნოება ,,ი-----------–-ის“ შესახებ, რა დროსაც გამვლელმა მ-----–- თ---------ამ, რელიგიური
შეუწყნარებლობის მოტივით, ნ----- ნ--------ასა და ი---- გ---–---–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი – მსჯავრდებულ მ-----–- თ---------ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა---------- ს----------ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ-----–- თ---------ას მიერ დანაშაულის ჩადენას, სასამართლოში არ წარუდგენია. უფრო მეტიც, დაზარალებულების ჩვენებები ეწინააღმდეგება ექსპერტიზის დასკვნას, ვინაიდან დაზიანება - სისხლნაჟღენთის სახით, განვითარებული მოჭერით და არა დარტყმით, მხოლოდ ნ-----ა ნ--------ას აღენიშნებოდა; უსამართლოა მ-----–- თ---------ასთვის შეფარდებული სასჯელიც, ვინაიდან იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მის შემოსავალს წარმოადგენს მხოლოდ შემოწირულობები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ მ-----–- თ---------ას საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ-----–- თ---------ამ ნამდვილად ჩაიდინა ადამიანის დევნა აღმსარებლობისა და რწმენის გამო და მის რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით,ძალადობით, კერძოდ - დაზარალებულებისა და მოწმე დ----- ს----–---–ის ჩვენებებითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ მ-----–- თ---------ამ ი---- გ---–---–---–სა და ნ----- ნ--------ას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამასთან, მ-----–- თ---------ას მხრიდან დაზარალებულების მიმართ გამოვლენილი აგრესიის მოტივი სწორედ მათი რელიგიური მოღვაწეობა იყო, რაც ასევე დასტურდება ნ----- ნ--------ასა და ი---- გ---–---–---–ის ჩვენებებით, რომელთა თანახმადაც, 2016 წლის 18 ივლისს, დილის საათებში, თ---–--–ი, ე.წ. „ალ-------------------ში“, ქადაგებდნენ თავიანთი აღმსარებლობის - ,,ი-----------–-ის“ შესახებ, ი---- გ---–---–---–ს ხელში ეჭირა რელიგიური ლიტერატურა, მათ ამ დროს შეაჩერეს მ-----–- თ---------ა, რომელიც გახდა აგრესიული, ყვიროდა - ,,შე ი-------–--ო“, მოიხსენიებდა მათ ,,ქუჩის ქალებად“ და აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
3. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ადვოკატ ა---------- ს----------ის განმარტებას, რომ დაზარალებულების ჩვენებები ეწინააღმდეგება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ვინაიდან ნ----- ნ--------ასა და ი---- გ---–---–---–ის ჩვენებებში გადმოცემული გარემოებები შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით ურთიერთშეთანხმებულია. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნულით დასტურდება,რომ ნ----- ნ--------ას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის სახით,რაც ასევე არ ეწინააღმდეგება დაზარალებულების ჩვენებების იმ ნაწილებს, სადაც აღწერენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მსჯავრდებულის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო ნ----- ნ--------ას ეტყობოდა დალურჯებები,ხოლო ი---- გ---–---–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფის დროს განიცადა ძლიერი ტკივილი სახის არეში. მას თავიდან აღენიშნებოდა სახის სიწითლე, რამაც დროთა განმავლობაში გაუარა და დალურჯებები არ ჰქონია. საკითხის შეფასებისას მნიშვნელოვანია ექსპერტ თ---------- ქ----–--ის განმარტებაც, რომლის თანახმადაც, ნ-----ა ნ--------ამ მიიღო თუ არა დაზიანება ხელის მოჭერით, ამის კატეგორიულად მტკიცება არ შეუძლია.
4. რაც შეეხება მ-----–- თ---------ასთვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით - მ-----–- თ---------ა არის სოციალურად დაუცველი, მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს შემოწირულობები, ხასიათდება დადებითად, - სამართლიანი იქნება მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება და სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის - 500 ლარის განსაზღვრა.
5. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განაჩენი მ-----–- თ---------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში არის კანონიერი და დასაბუთებული, რომლის გაუქმების საფუძველი არ არსებობს, ხოლო სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ-----–- თ---------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა---------- ს----------ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მ-----–- თ---------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. გირაოს უზრუნველყოფის მიზნით მ-----–- თ---------ას საკუთრებაში არსებულ, თ---–--–ი, წ-----------–---–ის ქ. N1--ში მდებარე უძრავი ქონების (არასაცხოვრებელი სხვენი, ფართი: 31,56 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0--1--0-.0--.0--.0--5--) – 1000 ლარის ეკვივალენტურ ნაწილს მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღა.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
პ. სილაგაძე