განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2019
საქმის ნომერი
010100113284433
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100113284433

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №566აპ-18 ქ. თბილისი

დ-------- ა--–--, 566აპ-18 20 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა--–-- დ---------ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- ბ---–-----ს საკასაციო საჩივრები, ასევე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა--–-- დ--------ს ბრალი დაედო ძარცვაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ან გამოძალვისათვის.

 

ა--–-- დ---------ათვის ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2013 წლის 12 ივნისს ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევი ა--–-- დ-------- ქ---------–----------–---–-------------------------------------------–--- მიმდებარე ტერიტორიიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა დ----- ც-–--–---ს კუთვნილ, 80 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონს.

 

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ა--–-- დ--------- ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

 

ა--–-- დ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ა--–-- დ--------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2017 წლის 11 დეკემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2013 წლის 27 ივნისიდან 2013 წლის 3 ივლისის ჩათვლით. ა--–-- დ--------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ყადაღა უნდა მოიხსნას ა--–-- დ--------- მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ა---------– დ--------- (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ--------–----------–----------–-----–--------------------------------------------------–-------------------------------------------------------------------------------- ლარის ღირებულების წილს.

 

აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

 

2013 წლის 12 ივნისს ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევი ა--–-- დ-------- ქ---------–----------–---–-------------------------------------------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე, თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დ----- ც-–--–---ს კუთვნილ, 80 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონს.

 

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ადილარ წირღვავამ სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა ა--–-- დ--------- მიმართ, კერძოდ, მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის შეფარდება, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ა--–-- დ-------- სხვის მოძრავ ნივთს დაეუფლა არა მოტყუებით, არამედ - აშკარად და, ამდენად, გამოკვეთილია ძარცვის და არა -თაღლითობის შემადგენლობა.

 

მსჯავრდებულ ა--–-- დ--------- ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ----- ბ---–-----მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა სასჯელის შემსუბუქება, აღნიშნა, რომ ა--–-- დ---------ათვის შეფარდებული სასჯელი ზედმეტად მკაცრია, ხოლო ასევე მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ---–- თ----------მ საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ა--–-- დ--------- გამართლება შერაცხულ ბრალდებაში, ვინაიდან სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა ა--–-- დ--------- ჩვენება და უარყო იგი, ასევე, არასწორად დაეყრდნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ არადამაჯერებელ მტკიცებულებებს, რომლებიც არ იყო საკმარისი ა--–-- დ--------- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

სააპელაციო სხდომაზე მსჯავრდებულმა ა--–-- დ--------მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადოკატებმა - პ----- ბ---–-----მ და გ---–- თ----------მ ითხოვეს მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორი - მსჯავრდებული ა--–-- დ-------- საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, ხოლო მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ----- ბ---–----- - გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

 

კასატორი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ადილარ წირღვავა საკასაციო საჩივრით ითხოვს ა--–-- დ--------- ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა მსჯავრდებულ ა--–-- დ---------ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- ბ---–-----ს საკასაციო საჩივრები, ასევე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას იმ ნაწილში, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ ა--–-- დ-------- მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაზარალებულ დ----- ც-–--–---ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს, თუმცა არ იზიარებს ქმედების სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ:

 

3. მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა დ----- ც-–--–---მ განმარტა, რომ 2013 წლის 12 ივნისს თავის მეგობარ რ---- თ-------სთან ერთად დილით, ადრე, ბ------–-, ავტოსადგურის ტერიტორიიდან სანაპიროს გავლით გაემგზავრა ჯ---- მიმართულებით. ქუჩაში მოძრაობისას საბაგიროსთან ვიღაც უცნობმა დაუძახა ,,ეი, ბიჭო, მოდი აქო’’ და ორივენი თავისთან იხმო. ეს პირი, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, იყო ა--–-- დ--------. ა--–-- დ-------- გაეცნო, როგორც „ა-----“. ა--–-- დ--------სთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი იდგა. ა--–-- დ--------მ გამოჰკითხა მათი ვინაობა, მას აინტერესებდა, ვინ იყო დ----- ც-–--–--- და მისი მეგობარი რ---- თ------- და საიდან იყვნენ. დ----- ც-–--–---მ და რ---- თ-------მ ყველაფერზე უპასუხეს. დ----- ც-–--–---ს ეჩქარებოდა, ამოიღო ტელეფონი და საათს დახედა, მაგრამ ტელეფონი დამჯდარი იყო. ტელეფონი შენიშნა ა--–-- დ--------მ და სთხოვა ეთხოვებინა, რაზეც უარი უთხრა „რად გინდა, დამჯდარია ელემენტი, არ გამოგადგებაო“, თუმცა ა--–-- დ--------მ კიდევ სთხოვა „მათხოვე და დაგიბრუნებო“, რის შემდეგაც დ----- ც-–--–---მ გადასცა მას ტელეფონი. ა--–-- დ--------მ ტელეფონი დაათვალიერა და იმის მაგივრად, რომ უკან დაებრუნებინა, ჯიბეში ჩაიდო. იმავდროულად დ----- ც-–--–---ს და რ---- თ-------ს საუბარი გაუბა ა--–-- დ--------- გვერდით მდგომმა ი----- უ----–---მ. საუბრის დროს ა--–-- დ--------მ დატოვა იქ მყოფები და ნელი ნაბიჯით წავიდა. რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა, რა დროსაც დ----- ც-–--–---მ მოსთხოვა, რომ დაებრუნებინა მისი ტელეფონი, მაგრამ ა--–-- დ--------მ უარი განუცხადა - „რა ტელეფონს მთხოვ, შენ ჩემთვის არაფერი გადმოგიციაო“ და პირიქით შეედავა, რატომ აბრალებდა. მოწმის განმატებით, იმავდროულად ი----- უ----–---მ ფეხსაცმელი მოსთხოვა რ---- თ-------ს, „გაიხადე ეგ ფეხსაცმელი, მე შენსას ჩავიცვამ, შენ ჩემი ჩაიცვიო“, რაც შეასრულა რ---- თ-------მ. ამის შემდეგ ი----- უ----–---მ თავში ხელი წამოარტყა დ----- ც-–--–---ს და ამჯერად მოსთხოვა მაისური გაეხადა, რაც შეასრულა დ----- ც-–--–---მ, მაისური გაიხადა და მიწაზე დადო. დ----- ც-–--–--- ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. სწორედ ამ დროს დაინახა პოლიციის ავტომანქანა. გაიქცა მისკენ, გააჩერა პოლიციის მუშაკი და მოუყვა ყველაფერს. პოლიციელებმა დ----- ც-–--–---, რ---- თ-------, ა--–-- დ--------, ი----- უ----–--- და სხვებიც, ვინც იქ იყვნენ, პოლიციის შენობაში მიიყვანეს. დ----- ც-–--–---მ მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში და ამოიცნო ის პირი, რომელმაც გამოართვა ტელეფონი. იქვე გაიგო, რომ იგი იყო ა--–-- დ--------. დ----- ც-–--–---მ სასამართლოს განუმარტა, რომ ტელეფონის ღირებულება შეადგენდა 80 (ოთხმოც) ლარს. წართმეული ტელეფონი დაუბრუნეს პოლიციელებმა.

 

4. მოწმე რ---- თ-------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2013 წლის ივნისში მეგობარ დ----- ც-–--–---სთან ერთად დილით, ადრე, ბ------–-, ავტოსადგურის ტერიტორიიდან სანაპიროს გავლით გაემგზავრა ჯ---- მიმართულებით. ქუჩაში მოძრაობისას საბაგიროსთან 5 პირი იდგა და მათგან ერთ - ერთმა დაუძახა ,,ეი, ბიჭო, მოდი აქო’’ და ორივენი თავისთან იხმო. ეს პირი, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, იყო ა--–-- დ--------. ა--–-- დ-------- გაეცნო, როგორც „ა-----“. ა--–-- დ--------სთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი იდგა. ა--–-- დ--------მ გამოჰკითხა მათი ვინაობა, მას აინტერესებდა, ვინ იყო დ----- ც-–--–--- და მისი მეგობარი რ---- თ------- და საიდან იყვნენ. დ----- ც-–--–---მ და რ---- თ-------მ ყველა კითხვაზე უპასუხეს. დ----- ც-–--–---ს ეჩქარებოდა, ამოიღო ტელეფონი და საათს დახედა, მაგრამ ტელეფონი დამჯდარი იყო. ტელეფონი შენიშნა ა--–-- დ--------მ და სთხოვა ეთხოვებინა. დ----- ც-–--–---მ უარი განუცხადა, უთხრა, „რად გინდა, დამჯდარია ელემენტი, არ გამოგადგებაო“. თუმცა ა--–-- დ--------მ კიდევ სთხოვა „მათხოვე და დაგიბრუნებო“, რის შემდეგაც დ----- ც-–--–---მ გადასცა ტელეფონი. ა--–-- დ--------მ ტელეფონი დაათვალიერა და იმის მაგივრად, რომ უკან დაებრუნებინა ჯიბეში ჩაიდო. იმავდროულად დ----- ც-–--–---ს და რ---- თ-------ს საუბარი გაუბა ა--–-- დ--------- გვერდით მდგომმა ი----- უ----–---მ. საუბრის დროს ა--–-- დ--------მ დატოვა იქ მყოფები და ნელი ნაბიჯით წავიდა. რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა, რა დროსაც დ----- ც-–--–---მ მოსთხოვა მას, რომ დაებრუნებინა თავისი ტელეფონი, მაგრამ ა--–-- დ--------მ უარი განუცხადა: „რა ტელეფონს მთხოვ, შენ ჩემთვის არაფერი არ გადმოგიციაო“. დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში სთხოვდა დ----- ც-–--–--- ა--–-- დ--------ს ტელეფონის დაბრუნებას, მაგრამ - უშედეგოდ. იმავდროულად ი----- უ----–---მ ფეხსაცმელი მოსთხოვა რ---- თ-------ს, რომელმაც შეასრულა მოთხოვნა, გაიხადა ფეხსაცმელი და გადასცა. ამის შემდეგ დ----- ც-–--–---ს ამჯერად მაისური მოსთხოვეს და დ-----მაც გაიხადა. სწორედ ამ დროს დ----- ც-–--–---მ პოლიციის მანქანა შენიშნა და მისკენ გაიქცა, თან იქ მყოფებს დაუძახა „არ შეგარჩენთ ეხლავე პოლიციას მოვიყვანო“. ა--–-- დ--------ც და დანარჩენი პირებიც მაშინვე გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან.

 

5. მოწმე ვ------- მ–-------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ბაზარში, საიდანაც იცნობს ა--–-- დ--------ს, დახლოებით 7-8 წელია. 2013 წლის 12 ივლისს მას ა--–-- დ--------მ უთხრა, რომ ფული სჭირდებოდა. თან ჰქონდა დედის ტელეფონი, რომლის გაყიდვა სურდა. ვ------- მ–-------მ იყიდა ,,ნოკიას’’ ფირმის ტელეფონი. რამდენიმე ხნის შემდეგ მას დაუკავშირდნენ პოლიციიდან და სთხოვეს, მისულიყო, სადაც მან გაიგო, რომ ტელეფონი, რომელიც ა--–-- დ--------მ გადასცა, არ იყო ა--–-- დ--------- დედის და იგი მოპარული იყო.

 

6. მოწმე კ---- კ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ ა--–-- დ--------სთან ერთად ლუდს სვამდა ქუჩაში. ქუჩაში გაიარა ვიღაც ორმა პირმა, რომლებიც ქუთაისელები აღმოჩნდნენ, ისინიც შეუერთდნენ სმას და გააგრძელეს დალევა. მთელი ღამე სვამდნენ და დაათენდათ. გამთენიისას ქუჩაში გაიარა ორმა პირმა. მათ ა--–-- დ--------მ დაუძახა და მიიხმო. ქუთაისელმა გამოჰკითხა ამ პირებს ვინაობა. ერთ-ერთმა, რომელიც გვარად ც-–--–--- აღმოჩნდა, ამოიღო ტელეფონი და საათს დახედა. ტელეფონი სთხოვა ა--–-- დ--------მ, მაგრამ მან არ მისცა და უთხრა არ გამოგადგება, ელემენტი განმუხტულიაო. მაგრამ ა--–--მა კიდევ სთხოვა, მათხოვე და უკან დაგიბრუნებო. ც-–--–---მაც ათხოვა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მან ტელეფონი უკან მოსთხოვა, ა--–-- დ--------მ აღარ დაუბრუნა. ამის შემდეგ ქუთაისელი შემობრუნდა და მეორე პირს თავზე ხელი წამოარტყა მოსთხოვა ფეხსაცმლის გახდა, ხოლო იმ პირს, ვისაც ა--–-- დ--------მ ტელეფონი გამოართვა, გვარად ც-–--–---ს, მაისურის გახდა მოსთხოვა. მან გაიხადა მაისური, დააგდო ძირს და ქუჩაში მოძრავი პოლიციის მანქანისაკენ გაიქცა. მეორე დღეს ა--–-- დ--------მ უთხრა კ---- კ-----ს, რომ ც-–--–---ს ტელეფონი ბაზარში ქალს მიჰყიდა.

 

7. მოწმე ს----- მ----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ იმყოფებოდა ბ------–-. იყო ნასვამი და დილით ადრე ქუჩაში გაიცნო პირები, რომლებთანაც დაიწყო დალევა. იგი სიგარეტზე წავიდა და როდესაც უკან დაბრუნდა, ა--–-- დ-------- იქ არ იყო, ტელეფონზე ლაპარაკობდა. იქვე დახვდა ორი ბავშვი. ამ ბავშვიდან ერთ-ერთი ითხოვდა, ტელეფონი დამიბრუნეთო. ვის სთხოვდა ტელეფონს, არ იცის. ამ ბავშვიდან ერთ-ერთმა ფეხსაცმელი და მაისური გაიძრო და გაიქცა, რის შემდეგაც პოლიციის მუშაკებთან ერთად დაბრუნდა. პოლიციის დანახვაზე ყველა იქ მყოფი გაიქცა.

 

8. 2013 წლის 13 ივნისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ვ------- მ–------- გამომძიებელ ი-----–- გ-------–---სთან ერთად მონაწილეობდა მობილური ტელეფონის დათვალიერებაში, რა დროსაც ვ------- მ–-------მ განაცხადა, რომ ტელეფონი არის სწორედ ის, რომელიც ა--–-- დ--------მ მიჰყიდა.

 

9. 2013 წლის 13 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა დ----- ც-–--–---მ ამოიცნო თავისი ტელეფონი და განმარტა, რომ ეს არის სწორედ ის ტელეფონი, რომელიც მოტყუებით გამოართვა ა--–-- დ--------მ.

 

10. სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგენლია, რომ „NOKIA-ს” ფირმის მობილური ტელეფონის საცალო-სარეალიზაციო საორიენტაციო ფასი, მისი ფაქტობრივი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს - 80 (ოთხმოც) ლარს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ----- ზ-----მ.

 

11. მსჯავრდებულმა ა--–-- დ--------მ განმარტა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, დ----- ც-–--–---სათვის ძალით ტელეფონი არ წაურთმევია, მისგან მხოლოდ ითხოვა ტელეფონი, მაგრამ შექმნილი ვითარების გამო იმ მომენტში ვეღარ დაუბრუნა. არც იცოდა, სად ენახა ც-–--–--- და ტელეფონი გაყიდა.

 

12. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომლითაც აპალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულ ა--–-- დ--------- უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება მსჯავრდებულ ა--–-- დ--------- მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი, თუმცა საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას მისი ქმედების კვალიფიკაციასთან მიმართებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

13. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ანუ ძარცვა მიეკუთვნება დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას და იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რის შედეგადაც პირს ეძლევა შესაძლებლობა, თავისი შეხედულებით გამოიყენოს სხვისი ქონება. ნივთის აშკარად დაუფლება ხდება მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის თანდასწრებით, ამასთან, აუცილებელია, მძარცველს შეგნებული ჰქონდეს მისი ქმედების აშკარა ხასიათი. ძარცვა აქტიური მოქმედებაა და გამოიხატება სხვისი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ხოლო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლი დასჯად ქმედებად მიიჩნევს მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას მოტყუებით. თაღლითობის დროს ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის მიერ. ობიექტური მხრივ, თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს, ქონების დაუფლება ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რაც თავისთავად, არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა. ამ დროს აუცილებელია დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ასევე აუცილებელია დადგინდეს ბრალდებულის მხრიდან მართლწინააღმდეგობა და ბრალეულობა აღნიშნული ქმედების განხორციელებაში. თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი – მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით, კონტრაგენტის დეზინფორმაციას, წინასწარი შეცნობით მის შეცდომაში შეყვანას, ხოლო მისი შეცდომაში შეყვანა შეიძლება განხორციელდეს წინასწარი შეცნობით ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე, ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვით, რომლის შეტყობინება სავალდებულო იყო დაზარალებულისათვის.

 

14. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის ჩვენებაზე, კერძოდ: მისი ჩვენებით დადგენილია, რომ როდესაც მან ამოიღო ტელეფონი და საათს დახედა, ტელეფონი შენიშნა ა--–-- დ--------მ, რომელმაც სთხოვა, ეთხოვებინა. მან უარი განუცხადა და უთხრა, რომ დამჯდარი იყო ელემენტი და არ გამოადგებოდა. ა--–-- დ--------მ თხოვნა გაუმეორა - „მათხოვე და დაგიბრუნებო“, რის შემდეგაც დ----- ც-–--–---მ მას გადასცა ტელეფონი. ა--–-- დ--------მ ტელეფონი დაათვალიერა და იმის მაგივრად, რომ უკან დაებრუნებინა, ჯიბეში ჩაიდო. იმავდროულად დ----- ც-–--–---ს და რ---- თ-------ს საუბარი გაუბა ა--–-- დ--------- გვერდით მდგომმა ი----- უ----–---მ. საუბრის დროს ა--–-- დ--------მ დატოვა იქ მყოფები და ნელი ნაბიჯით წავიდა. რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა, რა დროსაც დ----- ც-–--–---მ მოსთხოვა, რომ დაებრუნებინა ტელეფონი, მაგრამ ა--–-- დ--------მ უარი განუცხადა - „რა ტელეფონს მთხოვ, შენ ჩემთვის არაფერი გადმოგიციაო“ და პირიქით, შეედავა, რატომ აბრალებდა. დაზარალებულმა დ----- ც-–--–---მ როგორც ა--–-- დ--------ს, ასევე მის თანმხლებ პირებს არაერთხელ სთხოვა ტელეფონის დაბრუნება, თუმცა - უშედეგოდ. დაზარალებულის ჩვენება სრულად დასტურდება და თანხვდენილია შემთხვევის შემსწრე თვითმხილველი მოწმეების - რ---- თ-------ს, კ---- კ-----სა და ს----- მ----------ს ჩვენებებთან. ა--–-- დ--------- ბრალეულობა ასევე დასტურდება მოწმე ვ------- მ–-------ს ჩვენებით, რომლითაც დადგენილია, რომ მან ა--–-- დ---------აგან შეიძინა „ნოკიას“ ფირმის ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა რომ იყო მოპარული.

 

15. საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ დაზარალებულმა დ----- ც-–--–---მ ა--–-- დ--------ს ტელეფონი ნებაყოფლობით გადასცა და მსჯავრდებულმა მოატყუა, რომ დაუბრუნებდა, რაც ერთი შეხედვით, მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებულმა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ხერხად გამოიყენა - მოტყუება და, შესაბამისად, ჩაიდინა თაღლითობა, მაგრამ მის ქმედებაში გამოკვეთილია ძარცვის შემადგენლობა, კერძოდ:

 

16. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა დ----- ც-–--–---მ მსჯავრდებულ ა--–-- დ--------ს ტელეფონი გადასცა მხოლოდ იმწუთიერი სარგებლობისათვის და, ამდენად, აღნიშნული ნივთი დაზარალებულის თანხმობით ა--–-- დ--------- კანონიერ მფლობელობასა თუ სარგებლობაში ხანგრძლივი დროით არ გადასულა. ტელეფონის გადაცემისთანავე დაზარალებულმა ა--–-- დ--------ს დაუყოვნებლივ მოსთხოვა მისი უკან დაბრუნება, რაც მსჯავრდებულმა არ შეასრულა და ნაცვლად ამისა, იგი ჩაიდო ჯიბეში და შემდეგ რამდენიმე წუთით მოშორებით გავიდა. შემდეგ დაზარალებულმა ჯერ ა--–-- დ--------- თანმხლებ პირებს სთხოვა ნივთის დაბრუნება, ხოლო როცა მსჯავრდებული დაბრუნდა, ისევ მას მოსთხოვა, თუმცა - ამაოდ. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა თავისი ტელეფონი ა--–-- დ--------ს გადასცა მხოლოდ იმწუთიერი სარგებლობისათვის და მისი მოთხოვნის მიუხედავად, მსჯავრდებულმა ნივთი არ დაუბრუნა და აშკარად დაეუფლა მას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა ა--–-- დ--------მ მოტყუების ხერხი გამოიყენა დაზარალებულის ტელეფონის აშკარა დაუფლების, ანუ ძარცვის ჩადენის მიზნით. შესაბამისად, ა--–-- დ--------- მიერ ტელეფონის დაუფლებას ჰქონდა აშკარა ხასიათი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მსჯავრდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ აშკარად ეუფლებოდა სხვის ნივთს.

 

17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა ა--–-- დ--------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება.

 

18. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა სასჯელის შეფარდებისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილი განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე, ხოლო სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილი - მძიმე კატეგორიის დანაშაულს, მაგრამ მსჯავრდებულ ა--–-- დ---------ათვის შეფარდებული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა - საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის (ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას) ფარგლებშია. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, თუმცა იგი მიდრეკილია საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისკენ, რის გამოც მისთვის შეფარდებული სასჯელი სამართლიანია და არ არსებობს მისი როგორც დამძიმების, ასევე - შემსუბუქების საფუძველი. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ა--–-- დ---------ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- ბ---–-----ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

4. მსჯავრდებულ ა--–-- დ--------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე;

 

5. მსჯავრდებული ა--–-- დ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

6. მსჯავრდებულ ა--–-- დ--------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2017 წლის 11 დეკემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2013 წლის 27 ივნისიდან 2013 წლის 3 ივლისის ჩათვლით;

 

7. მსჯავრდებულ ა--–-- დ--------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ყადაღა მოეხსნას ა--–-- დ--------- მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ა---------– დ--------- (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ---------–----------–----------–-----–--------------------------------------------------–-------------------------------------------------------------------------------- ლარის ღირებულების წილს.

 

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე