განჩინება

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
010100116001646673
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001646673

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №572აპ-18 ქ. თბილისი

გ-----–---–- ი-–-, 572აპ-18 19 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ბულბული მჟავანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი-–- გ-----–---–ს ბრალი დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაში იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 9 სექტემბერს, ქ. ბ------–ი, მ---------------ნ ჩ----ს მიმართულებით გასასვლელი გვირაბის შუა მონაკვეთში მოძრავმა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანამ, სახ.№---------, რომელსაც მართავდა ი-–- გ-----–---–-, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–10 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 33–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეით ზ------ ს----------ს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით ი-–- გ-----–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულ ი-–- გ-----–---–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

მსჯავრდებულ ი-–- გ-----–---–-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 10 იანვრის განჩინებით დადებული ყადაღა ი-–- გ-----–---–-ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქ------–---–ი, სოფელ ხ--–-–ი (დაზუსტებული ფართი – 3396.00 კვ/მ, ნაკვეთის საკუთრების ტიპი – საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1 (ზონა - ქ------–---ი 2-, სექტორი - 5-, კვარტალი - 0-, ნაკვეთი - 0--, საკადასტრო კოდი №2-.5-.0-.0--.)), 2000 ლარის წილს.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ი-–- გ-----–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, კერძოდ: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებია: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მის საფუძველზე ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა №--- და დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი არ შეიცავს ისეთი მნიშვნელოვანი ხასიათის ფაქტობრივ გარემოებებს, როგორიცაა ქვეითის მოძრაობის, შეჯახების, დავარდნისა და ავტომობილის გაჩერების ადგილი. საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ი-–- გ-----–---–- მოძრაობდა ნებადართულზე მეტი სიჩქარით; რომ იგი შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს (თუმცა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ ი-–- გ-----–---–- შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ზ------ ს----------ს).

 

დაზარალებულ ზ. ს----------ს არ ახსოვს შემთხვევის დეტალები და გონს მოვიდა მხოლოდ შემთხვევის შემდეგ. მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლები კი არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და თავიანთ ჩვენებებში აღწერენ მხოლოდ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას. მომხდარის დეტალებს აღწერს მხოლოდ ი-–- გ-----–---–-, რომლის ჩვენება კატეგორიულად განსხვავდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსიისაგან.

 

რაც შეეხება ბრალდების ძირითად მტკიცებულებას, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას, კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდება ი-–- გ-----–---–ს ედავება, რომ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ზ------ ს----------ს. იმისათვის, რათა დადგინდეს, დაარღვია თუ არა ი-–- გ-----–---–მა ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნები, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ექსპერტიზის დასკვნას.

 

აჭარის ა/რ–ის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ გაცემული 2016 წლის 27 ოქტომბრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის №---/ა დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლ ი-–- გ-----–---–ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალსიწინებით. ექსპერტმა ზ----- ხ--–---მ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე. ბრალდების მხარის ამ მტკიცებულების საპირისპიროდ დაცვის მხარემ წარმოადგინა რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა: 1) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული 2017 წლის 27 იანვრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შექმნილ საგზაო სიტუაციაში, ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ მძღოლს – ი-–- გ-----–---–ს, ტექნიკური თვალსაზრისით, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (დაჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა საქმის განხილვისას ექსპერტმა დ------ დ---–-ა; 2) ტრანსპორტისა და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის მიერ გაცემული 2017 წლის 28 თებერვლის კომპლექსური ექსპერტიზის №----- დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ მძღოლის – ი-–- გ-----–---–ს შექმნილ დაბრკოლებაზე და მოულოდნელად წარმოქმნილ საფრთხეზე კონტაქტის თავიდან აცილება და ავტომობილის გაჩერება, ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეეძლო. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მისი მანევრით - გვერდითა სამოძრაო ზოლში გადასვლით – არ მომხდარა, დამდგარი შედეგი მასზე არ იყო დამოკიდებული, მის ქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის უგულებელყოფა არ შეინიშნება. ექსპერტმა რ----- ვ--–------–---–-ა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე; 3) ტრანსპორტისა და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის მიერ გაცემული 2017 წლის 20 იანვრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის №--------- დასკვნის მიხედვით, მოცემულ კონკრეტულ გარემოებებში (როგორც გამოძიებით დადგენილ, ასევე განცხადებაში მოყვანილ შემთხვევაში) „მერსედესის“ მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეეძლო ცხენისთვის დაჯახების თავიდან აცილება და . . . მძღოლის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის წესების“ რომელიმე მუხლის მოთხოვნის შეუსრულებლობა არ აღინიშნება. ექსპერტმა ჰ---–--- ნ-----–--–---–-ა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

ნათელია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნას ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები.

 

სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების ავტორებმა - დ------ დ---–-ა, რ----- ვ--–------–---–-ა და ჰ---–--- ნ-----–--–---–-ა განმარტეს, რომ რადგან შემთხვევის ადგილი მდებარეობს დასახლებულ პუნქტში, სადაც მოქმედებს „დასახლებულ პუნქტებში“ მოძრაობისათვის დადგენილი წესები - სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 2 წამისა.

 

ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა ზ----- ხ--–-----ც დაადასტურა, რომ ნორმალური მოძრაობის პირობებში, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად, დასახლებულ პუნქტში საჭიროა არანაკლებ 2 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში – არანაკლებ 3 წამისა. კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არის დაუსახლებელი პუნქტი და ამის მიხედვით განსაზღვრა მან ეს საკითხი.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, იმ საკითხის გარკვევა, შემთხვევა დასახლებულ პუნქტში მოხდა თუ დაუსახლებელში, მნიშვნელოვანია, რადგან იგი არსებით გავლენას ახდენს დასკვნის შედეგებზე.

 

ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ავტორი აღნიშნავს, რომ შემთხვევა მოხდა დაუსახლებელ პუნქტში, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების ავტორები კატეგორიულად განმარტავენ, რომ მათ დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს მ-----------–ი - დასახლებულ პუნქტში, რომლის დასაწყისშიც განთავსებულია საგზაო ნიშანი 5.23.1 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“.

 

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილი განაჩენს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს დასაბუთებულად, როდესაც ის სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას ემყარება. სხვა პირდაპირი მტკიცებულება ი-–- გ-----–---–-ს ბრალის დასადასტურებლად არ არსებობს, ბრალდების მხარის ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა კი გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს ი-–- გ-----–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენას, რადგან დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები კატეგორიულად ეწინააღმდეგება მას და გამორიცხავს ამ უკანასკნელის ბრალეულობას.

 

6. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა ბულბული მჟავანაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ი-–- გ-----–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

9. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ. №296აპ-14; 119აპ-18). საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და ამასთან, გადაწყვეტილებაში მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც ი-–- გ-----–---–- უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

 

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ბულბული მჟავანაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე