განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002148489
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №580აპ-18 ქ. თბილისი
ს-----–---–ი ნ----, 580აპ-18 18 მარტი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ---- ს-----–---–ის ი------ესების დამცველის, ადვოკატ ი- თ-------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის განაჩენით ნ---- ს-----–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 2 ოქტომბრიდან.
განაჩენით მსჯავრდებულ ნ---- ს-----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ნ---- ს-----–---–ი თავს დაესხა თ---–--–ი, ჯ--------ს ქუჩა №------ში მდებარე შპს ,,ი-------ს“ კუთვნილ ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორებს – ო-–-- გ---–--–---–-ა და ლ---- მ--------ს და დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა თანხის გადაცემა, თუმცა, მათი წინააღმდეგობის გამო, თანხის დაუფლება ვერ შეძლო.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა, რომლებიც სააპელაციო საჩივრებით ითხოვდნენ განაჩენის გაუქმებასა და ნ. ს-----–---–ის გამართლებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ---- ს-----–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი- თ-------მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ნ. ს-----–---–ის გამართლებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებისთვისაც ნ---- ს-----–---–ს მსჯავრი დაედო, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ. №117აპ-18).
7. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ნ---- ს-----–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულ ნ---- ს-----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ერთმანეთთან თანხვდენილი მტკიცებულებების ერთობლიობით.
8. უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის მითითება იმის შესახებ, რომ ნ---- ს-----–---–ის განზრახვაში არ იკვეთება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და მისი ქმედება განპირობებული იყო მასა და შპს „ი------ს“ შორის არსებული სადავო ვალდებულებითი ურთიერთობებით.
9. საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ ნ---- ს-----–---–ი დანის დემონსტრირებით შევარდა ბენზინგასამართი სადგურის საოპერატოროში, თანამშრომლებს დანას უქნევდა და ითხოვდა თანხას, ამასთან, ემუქრებოდა მათ სიცოცხლის მოსპობით. ამდენად, უსაფუძვლო და დამაჯერებლობას მოკლებულია მსჯავრდებულ ნ. ს-----–---–ის განმარტება, რომ იგი 22:00 საათზე ბენზინგასამართ სადგურზე მივიდა ხელმღვანელობასთან შესახვედრად და კუთვნილი სახელფასო დავალიანების მოსათხოვად, მაშინ, როდესაც თვითონვე ადასტურებს, რომ ამ დროს შპს „ი-------ს“ ხელმძღვანელობა იქ აღარ იქნებოდა; მხოლოდ მენეჯერი ზ---- ა----------ე შეიძლება დახვედროდა შემთხვევის ადგილზე და ამასთან, აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელს ხელფასების გაცემასთან კავშირი არ ჰქონია. უსაფუძვლოა ასევე ნ---- ს-----–---–ის მითითება, რომ დანა, რომელიც თან ჰქონდა ბენზინგასამართ სადგურზე მისვლისას, გზად მიმავალმა იპოვა ქუჩაში და თან წაიღო იმ პირებისაგან თავდაცვის მიზნით, რომლებიც იცოდა, რომ მოცემულ მომენტში, ღამის საათებში, ადგილზე არ დახვდებოდნენ.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ---- ს-----–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი- თ-------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე