განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115786619
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №609აპ-18 22 მარტი, 2019 წელი
ტ-----–---–ი ნ---–-, 609აპ-18. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ---–- ტ-----–---–ის მიერ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების საკითხი.
აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ნ---–- ტ-----–---–ს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მიეცა 5 დღის ვადა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად. განჩინებით კასატორს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგიც.
2. საკასაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინება მსჯავრდებულ ნ---–- ტ-----–---–ს ჩაჰბარდა 2019 წლის 28 თებერვალს, მაგრამ მან არ შეავსო საკასაციო საჩივარში არსებული ხარვეზი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ საჩივარი არ შეესაბამება სსსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით კასატორს აძლევს 5 დღის ვადას, რომელიც საჭიროა საჩივრის ხარვეზის შესავსებად. თუ კასატორი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით საჩივარს განუხილველად ტოვებს, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ---–- ტ-----–---–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე