განჩინება

სისხლის სამართლის 22.03.2019
საქმის ნომერი
010141318700066706
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700066706

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №587აპ-18 ქ. თბილისი

მ--------------ი ა------- 587აპ-18 20 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა------ მ--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ რ-------–---–-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივნისის განაჩენით ა------ მ--------------ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 24 სექტემბრიდან.

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

განაჩენით ა------ მ--------------ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ა------ მ--------------მა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,2453 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“ (31 აბის სახით). 2016 წლის 24 სექტემბერს ა------ მ--------------ი იმყოფებოდა ქ. თ---–--–ი, ვ---ს ქ. N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ზემოაღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ნაწილს - 0,0318 გრამ ,,ბუპრენორფინს“ უკანონოდ ინახავდა პირადად, საკუთარი შარვლის ჯიბეში, ხოლო დარჩენილ ნაწილს - 0,2135 გრამ ,,ბუპრენორფინს“ ასევე უკანონოდ ინახავდა ამავე მისამართზე გაჩერებულ ,,მიცუბიში პაჯერო იო-ს” მარკის ავტომანქანის საბარგულში.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ა------ მ--------------ის გამართლებას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ ა------ მ--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენა სხვა მტკიცებულებებთან ერთად დასტურდება მისი უახლოესი მეგობრებისა და ნათესავების - ე---------- ხ--------–---–-ს, ა-------- ს--------ა და ჯ---- ა-–-----–-–---–-ს მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით, რომლებითაც ირკვევა, რომ ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებული ამანათი და მასში მოთავსებული ნარკოტიკული ნივთიერებები ა------ მ-------------ს ეკუთვნოდა, რის თაობაზეც თავად მსჯავრდებულმაც განუმარტა პოლიციის თანამშრომლებს, ამასთან, ისიც აღნიშნა, რომ ,,რაღაც აბებს ელოდებოდა, თუმცა არ იცოდა, ნარკოტიკული ნივთიერება ამდენი თუ იქნებოდა“.

 

ა------ მ--------------ისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დასტურდება ასევე პოლიციის თანამშრომლების - ნ------- ფ--------–----ს, შ--–-- ჯ-----–---–-ს, ზ------ გ-----ს, ზ------ შ----–---–-ს, ლ---- ჩ---–----ა და დ----- ნ-----–---–-ს ჩვენებებითა და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებათა ამსახველი ოქმებით, რომლებითაც ირკვევა, რომ ა------ მ--------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად მისი სპორტული შარვლის მარჯვენა, წინა ჯიბიდან ამოიღეს 4 ოვალური ფორმის მოთეთრო აბი. ხოლო ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ავტომანქანის საბარგულიდან ამოიღეს საღეჭი რეზინისმაგვარი კანფეტები, რომელთა დეტალური დათვალიერებისას, ქაღალდის გახსნისას და მასში მოთავსებული შიგთავსის გულების დათვალიერებისას აღმოჩნდა 27 ოვალური ფორმის, მოთეთრო აბი. ამასთან, ქიმიური ექსპერტიზის №-------------რ დასკვნისა და ექსპერტების - ა-–---------- დ----------ა და თ----–- ნ-----–---–-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ ა------ მ--------------ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული თეთრი ოვალური ფორმის 31 აბი შეიცავს საერთო რაოდენობით - 0,2453 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“.

 

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ა------ მ--------------მა ამანათზე მიუთითა და არა - მასში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე, რომ მას ეკუთვნოდა და რომ ნარკოტიკული საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა ,,ჩაუდეს“. პალატამ აღნიშნა, რომ ა------ მ--------------ის პირადი ჩხრეკის ოქმს ხელს აწერენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები და თავად ა------ მ--------------ი, ხოლო ავტომანქანის ჩხრეკის ოქმს - საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები და ავტომანქანის მფლობელი - მსჯავრდებულის უახლოესი მეგობარი ა-------- ს------ი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ზემოაღნიშნულ ოქმებზე ა------ მ--------------სა და ა-------- ს------ს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისა და შედეგების მიმართ არანაირი შენიშვნა ან განცხადება არ დაუფიქსირებიათ. საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ა------ მ--------------ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ადგილზე დაილუქა, ხოლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტი იყო დალუქული, ხელმოწერილი და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

 

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომ მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ვინაიდან მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არსებითად არ ეწინააღმდეგება არც ერთმანეთს და არც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. მოწმეებმა დეტალურად და დამაჯერებლად აღწერეს განვითარებული მოვლენების თანმიმდევრობა და დაადასტურეს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არსებითად არ ეწინააღმდეგება არც ერთმანეთს და არც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ პოლიციის თანამშრომელთა მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებიდან მათ მიერ სასამართლოში ჩვენებების მიცემამდე გავიდა რამდენიმე თვე, რის გამოც სრულიად შესაძლებელია, მოწმეებს არ ახსოვდეთ გარკვეული დეტალები, თუმცა მათ დეტალურად და დამაჯერებლად აღწერეს ჩხრეკის მიმდინარეობა და ისიც, თუ ჩხრეკის შედეგად რა ამოიღეს.

 

იმის დასადასტურებლად, რომ ა------ მ--------------ს ამანათიდან ნარკოტიკული საშუალება არ ამოუღია, დაცვის მხარე აპელირებდა გაჭრილ ამანათზე და მიუთითებდა, რომ ეს გაკეთებულია (ამანათი გაჭრილია) მჭრელი საგნით, როგორიც არის დანა, ,,ბრიტვა“ ან მსგავსი საგნი, ხოლო მჭრელი საგანი ა------ მ--------------ის ჩხრეკისას არ აღმოჩენილა. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებითაც უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ავტომანქანის საბარგულში ამანათის მოთავსების ფაქტი და ის გარემოება, რომ ამანათის შენახვის შემდგომ იგი საბარგულთან რამდენიმე წამს გაჩერდა. მოწმე ა-------- ს------ი თავის ჩვენებაში აკონკრეტებს და მიუთითებს, რომ,,ა------ მ--------------ი რამდენიმე წამი საბარგულთან შეჩერდა, ალბათ, რაღაცის მოსაწესრიგებლად ან მოსაძებნად“. გარდა ამისა, საქმის მასალებით დადასტურებული არ არის, რომ ამანათი აუცილებლად მჭრელი საგნით იყო გაჭრილი, უფრო მეტიც, მოწმე ლ---- ჩ-------ს ჩვენებით, იგი შესაძლებელია გასაღებითაც ყოფილიყო გაჭრილი, შესაბამისად, დაცვის მხარის აპელირება, იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ა------ მ--------------ს მჭრელი საგანი არ აღმოაჩნდა, იგი ამანათს ვერ გაჭრიდა და იქიდან ნარკოტიკულ საშუალებას ვერ ამოიღებდა, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.

 

საქმეში არსებული პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმების მიხედვით დასტურდება, რომ ა------ მ--------------ის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ნაწილი - 0,0318 გრამი ,,ბუპრენორფინი“, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 0,2135 გრამი ,,ბუპრენორფინი“ კი ამოიღეს ავტომანქანის ჩხრეკისას.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა------ მ--------------ს არ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის არც სამედიცინო და არც სპეციალური უფლებამოსილების საფუძველზე მინიჭებული უფლება. შესაბამისად, მისი ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ა------ მ--------------ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული თეთრი ოვალური ფორმის 31 აბი შეიცავს 0,2453 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ ა------ მ--------------ს არ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის არც სამედიცინო და არც სპეციალური უფლებამოსილების საფუძველზე მინიჭებული უფლება.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა------ მ--------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ------ რ-------–---–-ა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ა. მ--------------ის გამართლებას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ.იხ.№96აპ-17; 429აპ-17), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - შ--–-- ჯ-----–---–-ს, ზ------ გ-----ს, ზ------ შ----–---–-ს, ლ---- ჩ---–----, დ----- ნ-----–---–-ს, ე---------- ხ--------–---–-ს, ა-------- ს--------ა და სხვათა ჩვენებებით, პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა ა------ მ--------------ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივნისის განაჩენი უცვლელად დატოვა. სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით - გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

 

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვა (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ა------ მ--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ რ-------–---–-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე