განჩინება

სისხლის სამართლის 21.03.2019
საქმის ნომერი
010141318700066901
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700066901

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№604აპ-18 ქ. თბილისი

ტ-------ე ი-----–-, 604აპ-18 21 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულების – ო----- უ------–--ისა და ი-----–- ტ-------ის, ასევე მსჯავრდებულების – ო----- უ------–--ისა და თ-------- კ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------ ქ-----ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ივლისის განაჩენით ო----- უ------–--ე, –-------------–-------–--–-, ი-----–- ტ-------ე, – დ----------–-------–--–---- ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯათ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. ამავე განაჩენით თ-------- კ-------ე, – დაბადებული 1996 წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ დაკავების მომენტიდან – 2015 წლის 7 ოქტომბრიდან.

 

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო----- უ------–--ემ, ი-----–- ტ-------ემ და თ-------- კ-------ემ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; თ-------- კ-------ემ ასევე ჩაიდინა ყაჩაღობა იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· ო----- უ------–--ე, ი-----–- ტ-------ე და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის მრავალჯერ ნასამართლევი თ-------- კ-------ე 2015 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 10:10 საათზე, წინასწარი შეთანხმებით თავს დაესხნენ თ---–--–ი, ვ---------ის მ--- მიკრორაიონის მ--- კვარტლის №-- კორპუსის 4--- ბინაში განთავსებულ შპს „ხუ----------–-----–-----------ის“ ოფისში მყოფ თანამშრომლებს – ი---–ის, ვ-------- ფ---სა და ი------ ლ----ს. თავდასხმისას მათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, იარაღის გამოყენებით გაიტაცეს კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხა – 161000 ლარი, 7039 აშშ დოლარი და 9000 იენი, ასევე – ლ----ის კუთვნილი, 1000 ლარად ღირებული „აიფონისა“ და ი------ ლ----ს კუთვნილი, 400 ლარად ღირებული მობილური ტელეფონები. აღნიშნულის შემდეგ ოფისის სამივე თანამშრომელს წებოვანი ლენტით შეუკრეს ხელ-ფეხი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა ო----- უ------–--ემ და ი-----–- ტ-------ემ, ასევე მსჯავრდებულების – ო----- უ------–--ისა და თ-------- კ-------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ------ ქ-----მ.

 

6. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით მსჯავრდებული ო----- უ------–--ე და ადვოკატი მ------ ქ----- ითხოვენ ო----- უ------–--ისათვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრას; ასევე სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს მსჯავრდებული ი-----–- ტ-------ე.

 

7. ადვოკატი მ------ ქ----- საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განაჩენის გაუქმებას თ-------- კ-------ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

10. ადვოკატ მ------ ქ-----ს საკასაციო საჩივარს საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულ ვ------- ფ---ის ჩვენება, თ-------- კ-------ისა და გ--–- ს---–-----–---–ის საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის ოქმები და ამოღებული ნივთმტკიცებები, ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2015 წლის 16 დეკემბრის №4-------- დასკვნა, მოწმის – ექსპერტ გ------- ტ-------ისა და მოწმე გ------- მ----–--------ის ჩვენებები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოსა და 2014 წლის 3 ივნისის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის განაჩენები), რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს თ-------- კ-------ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.

 

11. რაც შეეხება მსჯავრდებულების – ი-----–- ტ-------ისა და ო----- უ------–--ის, ასევე – ო----- უ------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------ ქ-----ს საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს ი-----–- ტ-------ისა და ო----- უ------–--ისათვის სასჯელების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. პალატის მიერ დანიშნული სასჯელები არის სამართლიანი და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს.

 

12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულების – ო----- უ------–--ისა და ი-----–- ტ-------ის, ასევე მსჯავრდებულების – ო----- უ------–--ისა და თ-------- კ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------ ქ-----ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე