განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700066143
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№493აპ-18 ქ. თბილისი
თ-------- ტ--------, 493აპ-18 12 მარტი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ცაცუასა და მსჯავრდებულ ტ-------- თ--------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--–---- ს--–----ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით ვ------–-- ა-------, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, ,,ბ’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.
ტ-------- თ--------, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, ,,ბ’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.
გ--–- მ-------–---–-, - დ----------–-------–--–ს, - დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, ,,ბ’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
ა-–---------- ჭ--–---, - დ----------–-------–--–ს, - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა”, ,,ბ’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გ------- ს--------, - დ----------–-------–--–ს, - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა”, ,,ბ’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2016 წლის 1 ივნისს გ--–- მ-------–---–მა, ტ-------- თ--------მ და ვ------–-- ა------მა დააარსეს კომპანია შპს ,,ნ-------------–--,’’ რომლის 100% წილი გაფორმდა ვ------–-- ა-------ს სახელზე. კომპანიის დაარსების მიზანი იყო მოქალაქეთა მოტყუება და მათგან თანხების მიღება, თითქოსდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან ავტომანქანების ჩამოყვანისა და რეალიზაციის სანაცვლოდ.
2016 წლის 21 ივლისს შპს ,,ნ-------------–--ს’’ დირექტორის - ვ------–-- ა-------ს მიერ დამზადებული ფაქსიმილიის გამოყენებით ტ-------- თ--------მ, ვ------–-- ასოაიანსა და გ--–- მ-------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება კ----–-- ჩ-------სთან ავტომანქანა ,,მიცუბიში L200-ის“ ევროპის ქვეყნიდან 3510 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. კ----–-- ჩ-------მ შპს ,,ნ-------------–--ს’’ ოფისში ტ-------- თ--------ს ხელზე გადასცა თანხის ნაწილი - 2 900 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 20-30 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა ,,მიცუბიში L200“. შპს ,,ნ-------------–--ს’’ ზემოთ აღნიშნული მანქანა არ შეუძენია და კ----–-- ჩ------ის კუთვნილ 2 900 აშშ დოლარს მოტყუებით, თითქოსდა მანქანის შეძენის სანაცვლოდ, თაღლითურად დაეუფლნენ ტ-------- თ--------, ვ------–-- ა------- და გ--–- მ-------–---–-.
2016 წლის 19 ივლისს შპს ,,ნ-------------–--ს’’ დირექტორის - ვ------–-- ა-------ს მიერ დამზადებული ფაქსიმილიის გამოყენებით ტ-------- თ--------მ, ვ------–-- ა------სა და გ--–- მ-------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება ზ---- თ------–---–თან ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსის“ აშშ-დან 3 500 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. ზ---- თ------–---–მა შპს ,,ნ-------------–--ს’’ ოფისში გადაიხადა 3 500 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდ მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსი’’. შპს ,,ნ-------------–--ს’’ ზემოთ აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და ზ---- თ------–---–ის კუთვნილ 3 500 აშშ დოლარს მოტყუებით, თითქოსდა მანქანის შეძენის სანაცვლოდ, თაღლითურად დაეუფლნენ ტ-------- თ--------, ვ------–-- ა------- და გ--–- მ-------–---–-.
2016 წლის 19 ივლისს შპს ,,ნ-------------–--ს’’ დირექტორის - ვ------–-- ა-------ს მიერ დამზადებული ფაქსიმილიის გამოყენებით ტ-------- თ--------მ, ვ------–-- ა------სა და გ--–- მ-------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება ნ---- ი-----ესთან ავტომანქანა ,,BMW X5-ის“ აშშ-დან 15 500 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. ნ---- ი-----ემ შპს ,,ნ-------------–--ს’’ ოფისში ორ ეტაპად გადასცა ტ-------- თ--------ს თანხის ნაწილი - 1 000 და 7 000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა ,,BMW X5“. შპს ,,ნ-------------–--ს“ ზემოთ აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და ნ---- ი-----ის კუთვნილ 8 000 აშშ დოლარს მოტყუებით, თითქოსდა მანქანის შეძენის სანაცვლოდ, თაღლითურად დაეუფლნენ ტ-------- თ--------, ვ------–-- ა------- და გ--–- მ-------–---–-.
2016 წლის 15 ივლისს შპს ,,ნ-------------–--ს’’ დირექტორის - ვ------–-- ა-------ს მიერ დამზადებული ფაქსიმილიის გამოყენებით ტ-------- თ--------მ, ვ------–-- ა------სა და გ--–- მ-------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება გ-------– პ------სთან, ეს უკანასკნელი მოქმედებდა მეგობრის - გ-- დ-------ას თხოვნით, რომელმაც გამოუგზავნა თანხა და მისთვის უნდა შეეძინა ავტომანქანა ,,ჰოუნდაი ელანტრა“ 3 300 აშშ დოლარის საფასურად. გ-------– პ------მ ტ-------- თ--------ს გადასცა ხელზე თანხის ნაწილი - 2 000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა ,,ჰიუნდაი ელანტრა“. შპს ,,ნ-------------–--ს’’ ზემოთ აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და გ-- დ-------ას კუთვნილ 2 000 აშშ დოლარს მოტყუებით, თითქოსდა მანქანის შეძენის სანაცვლოდ, თაღლითურად დაეუფლნენ ტ-------- თ--------, ვ------–-- ა------- და გ--–- მ-------–---–-.
2016 წლის 11 ივლისს შპს ,,ნ-------------–--ს’’ დირექტორის - ვ------–-- ა-------ს მიერ დამზადებული ფაქსიმილიის გამოყენებით ტ-------- თ--------მ, ვ------–-- ა------სა და გ--–- მ-------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება გ------- შ-–--–---–თან ავტომანქანა ,,BMW X5-ის“ აშშ-დან 11 500 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. გ------- შ-–--–---–მა ტ-------- თ--------ს გადასცა ხელზე თანხა 2 ეტაპად - 6 000 აშშ დოლარი და 5 500 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა ,,BMW X5“. შპს ,,ნ-------------–--ს’’ ზემოთ აღნიშნული მანქანა არ შეუძენია და გ------- შ-–--–---–ის კუთვნილ 11 500 აშშ დოლარს მოტყუებით, თითქოსდა მანქანის შეძენის სანაცვლოდ, თაღლითურად დაეუფლენენ ტ-------- თ--------, ვ------–-- ა------- და გ--–- მ-------–---–-.
2016 წლის 8 ივლისს შპს ,,ნ-------------–--ს’’ დირექტორის - ვ------–-- ა-------ს მიერ დამზადებული ფაქსიმილიის გამოყენებით ტ-------- თ--------მ, ვ------–-- ა------სა და გ--–- მ-------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება შ----- ხ----–--–--ასთან ავტომანქანა ,,ფოლკსვაგენ გოლფ-6-ის’’ ევროპიდან 3 700 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. შ----- ხ----–--–--ამ შპს ,,ნ-------------–--ს’’ ანგარიშზე გადარიცხა ფულადი თანხის ნაწილი - 3 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა ,,ფოლკსვაგენ გოლფ-6“. შპს ,,ნ-------------–--ს’’ ზემოთ აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და შ----- ხ----–--–--ას კუთვნილ 3 200 აშშ დოლარს მოტუებით, თითქოსდა ავტომანქანის შეძენის სანაცვლოდ, თაღლითურად დაეუფლნენ ტ-------- თ--------, ვ------–-- ა------- და გ--–- მ-------–---–-.
2016 წლის 6 ივლისს შპს ,,ნ-------------–--ს’’ დირექტორის - ვ------–-- ა-------ს მიერ დამზადებული ფაქსიმილიის გამოყენებით ტ-------- თ--------მ, ვ------–-- ა------სა და გ--–- მ-------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება ჯ------– ქ-----ასთან ავტომანქანა ,,ლექსუს GX470-ის’’ 9 000 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. ჯ------– ქ-----ამ შპს ,,ნ-------------–--ს’’ანგარიშზე გადარიცხა თანხის ნაწილი 4 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა ,,ლექსუს GX470’’. შპს ,,ნ-------------–--ს’’ ზემოთ აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და ჯ------– ქ-----ას კუთვნილ 4 500 აშშ დოლარს მოტყუებით, თითქოსდა მანქანის შეძენის სანაცვლოდ, თაღლითურად დაეუფლნენ ტ-------- თ--------, ვ------–-- ა------- და გ--–- მ-------–---–-.
2016 წლის 4 ივლისს შპს ,,ნ-------------–--ს’’ დირექტორის - ვ------–-- ა-------ს მიერ დამზადებული ფაქსიმილიის გამოყენებით ტ-------- თ--------მ, ვ------–-- ა------სა და გ--–- მ-------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება მ-----– ხ-----–---–თან ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცის C230-ის’’ აშშ დან 3 300 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. მ-----– ხ-----–---–მა შპს ,,ნ-------------–--ს’’ ოფისში ხელზე გადასცა ტ-------- თ--------ს თანხის ნაწილი - 2 900 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცი C230’’. შპს ,,ნ-------------–--ს’’ ზემოთ აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და მ-----– ხ-----–---–ის კუთვნილ 2 900 აშშ დოლარს მოტყუებით, თითქოსდა მანქანის შეძენის სანაცვლოდ, თაღლითურად დაეუფლნენ ტ-------- თ--------, ვ------–-- ა------- და გ--–- მ-------–---–-.
2016 წლის 2 ივლისს შპს ,,ნ-------------–--ს’’ დირექტორის - ვ------–-- ა-------ს მიერ დამზადებული ფაქსიმილიის გამოყენებით ტ-------- თ--------მ, ვ------–-- ა------სა და გ--–- მ-------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება მ----- ო--–---–თან ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსის’’ აშშ-დან 2 900 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. მ----- ო--–---–მა შპს ,,ნ-------------–--ს’’ ოფისში ტ-------- თ--------ს ხელზე გადასცა თანხა - 2 900 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსი.“ შპს ,,ნ-------------–--ს’’ ზემოთ აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და მ----- ო--–---–ის კუთვნილ 2 900 აშშ დოლარს მოტყუებით, თითქოსდა მანქანის შეძენის სანაცვლოდ, თაღლითურად დაეუფლნენ ტ-------- თ--------, ვ------–-- ასოაიანი და გ--–- მ-------–---–-.
2016 წლის 1 ივლისს შპს ,,ნ-------------–--ს’’ დირექტორის - ვ------–-- ა-------ს მიერ დამზადებული ფაქსიმილიის გამოყენებით ტ-------- თ--------მ, ვ------–-- ა------სა და გ--–- მ-------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება ს----- ბ-----ასთან ავტომანქანა ,,BMW X5-ის’’ აშშ დან 24 200 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. ს----- ბ-----ამ შპს ,,ნ-------------–--ს’’ ანგარიშზე ჩარიცხა თანხის ნაწილი 2 ეტაპად - 500 აშშ დოლარის და 11 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა ,,BMW X5’’. შპს ,,ნ-------------–--ს’’ ზემოთ აღნიშნულ ავტომანქანა არ შეუძენია და ს----- ბ-----ას კუთვნილ 12 100 აშშ დოლარს მოტყუებით, თითქოსდა მანქანის შეძენის სანაცვლოდ, თაღლითურად დაეუფლნენ ტ-------- თ--------, ვ------–-- ა------- და გ--–- მ-------–---–-.
2016 წლის 30 ივნისს შპს ,,ნ-------------–--ს’’ დირექტორის - ვ------–-- ა-------ს მიერ დამზადებული ფაქსიმილიის გამოყენებით ტ-------- თ--------მ, ვ------–-- ა------სა და გ--–- მ-------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება გ---- ნ-------–---–თან ავტომანქანა ,,BMW 750-ის’’ აშშ-დან 5 300 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. გ---- ნ-------–---–მა შპს ,,ნ-------------–--ს’’ თანხის ნაცვლად გადაუფორმა მისი კუთვნილი ავტომანქანა ,,მერსედეც ბენცი E240’’, ღირებული 4 500 აშშ დოლარად, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა ,,BMW 750’’. შპს ,,ნ-------------–--ს’’ ზემოთ აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და გ---- ნ-------–---–ის კუთვნილ ავტომანქანა ,,მერსეც ბენც E240-ს’’, ღირებულს 4 500 აშშ დოლარად, მოტყუებით, თითქოსდა მანქანის შეძენის სანაცვლოდ, თაღლითურად დაეუფლნენ ტ-------- თ--------, ვ------–-- ა------- და გ--–- მ-------–---–-.
2016 წლის 29 ივნისს შპს ,,ნ-------------–--ს’’ დირექტორის - ვ------–-- ა-------ს მიერ დამზადებული ფაქსიმილიის გამოყენებით ტ-------- თ--------მ, ვ------–-- ა------სა და გ--–- მ-------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება ვ------- მ-----–-–---–თან ავტომანქანა ,,აუდი A6-ის“ ევროპის ქვეყნიდან 2400 ევროს საფასურად ჩამოყვანის შესახებ. ვ------- მ-----–-–---–მა შპს „ნ-------------–--ს“ ანგარიშზე გადარიცხა თანხის ნაწილი - 1900 ევრო, რის სანაცვლოდან მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა ,,აუდი A6“. შპს „ნ-------------–--ს“ ზემოთ აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და ვ------- მ-----–-–---–ის კუთვნილ 1900 ევროს მოტყუებით, თითქოსდა მანქანის შეძენის სანაცვლოდ, თაღლითურად დაეუფლნენ ტ-------- თ--------, ვ------–-- ა------- და გ--–- მ-------–---–-.
2016 წლის 28 ივნისს შპს ,,ნ-------------–--ს’’ დირექტორის - ვ------–-- ა-------ს მიერ დამზადებული ფაქსიმილიის გამოყენებით ტ-------- თ--------მ, ვ------–-- ა------სა და გ--–- მ-------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება ლ-–- ს---–-----–--ესთან ავტომანქანა „BMW 535-ის“ აშშ-დან 6100 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. ლ-–- ს---–-----–--ემ ტ-------- თ--------ს ხელზე გადასცა თანხის ნაწილი - 5 550 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა „BMW 535“. შპს „ნ-------------–--ს“ ზემოთ აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია და ლ-–- ს---–-----–--ის კუთვნილ 5 550 აშშ დოლარს მოტყუებით, თითქოსდა მანქანის შეძენის სანაცვლოდ, თაღლითურად დაეუფლნენ ტ-------- თ--------, ვ------–-- ა------- და გ--–- მ-------–---–-.
2016 წლის 28 ივნისს შპს ,,ნ-------------–--ს’’ დირექტორის - ვ------–-- ა-------ს მიერ დამზადებული ფაქსიმილიის გამოყენებით ტ-------- თ--------მ, ვ------–-- ა------სა და გ--–- მ-------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ხელშეკრულება ქ------- ყ--–-----სთან ავტომანქანა ,,MAZDA CX-7-ის“ აშშ-დან 1500 აშშ დოლარის საფასურად ჩამოყვანის შესახებ. ქ------- ყ--–-----მ შპს „ნ-------------–--ს“ ოფისში ტ-------- თ--------ს ხელზე გადასცა თანხა - 1500 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდან მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მიეღო ავტომანქანა ,,MAZDA CX-7”. შპს „ნ-------------–--ს“ ზემოთ აღნიშნულ ავტომანქანა არ შეუძენია და ქ------- ყ--–-----ს კუთვნილ 1500 აშშ დოლარს მოტყუებით, თითქოსდა მანქანის შეძენის სანაცვლოდ, თაღლითურად დაეუფლნენ ტ-------- თ--------, ვ------–-- ა-------, ა-–---------- ჭ--–--- და გ--–- მ-------–---–-.
სულ ტ-------- თ--------, ვ------–-- ა------- და გ--–- მ-------–---–- წინასწარი შეთანხმებით, თაღლითურად დაეუფლნენ დიდი ოდენობით თანხას - 65 050 აშშ დოლარსა და 1900 ევროს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა კონსტანტინე ცაცუამ და მსჯავრდებულმა ტ-------- თ--------მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატ მ--–---- ს--–----ამ.
4.1. ბრალდების მხარემ წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს გ------- ს--------სა და ა-–---------- ჭალიძის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, ,,ბ’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, იმ მოტივით, რომ
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იყო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
4.2. მსჯავრდებულმა ტ-------- თ--------მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს ტ-------- თ--------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ ტ-------- თ--------ს მიმართ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; ტ-------- თ-------- კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებივ მოვალეობას შპს „ნ-------------–--ში“ და არასოდეს ჰქონია მიზნად, ჩაედინა თაღლითობა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
8. პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დასკვნას გ------- ს--------სა და ა-–---------- ჭალიძის ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების არასაკმარისობის თაობაზე და, ამდენად, ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მათი დამნაშავედ ცნობის შესახებ.
9. უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის პოზიცია ტ-------- თ--------ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან დაზარალებულების - ვ------- მ-----–-–---–ის, კ----–-- ჩ------ის, ქ------- ყ--–-----ს, მ----- ო--–---–ის, შ----- ხ----–--–--ას ნ---- ი-----ის, გ---- ნ-------–---–ის, ლ-–- ს---–-----–--ის, ზ---- თ------–---–ის, გ------- შ-–--–---–ის, ს----- ბ-----ას, ჯ------– ქ-----ას, გ-- დ-------ას ჩვენებებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ტ-------- თ--------მ დაზარალებულები მოატყუა, რომ თითქოს, ჩამოჰყავდათ ავტომანქანები, რის საფუძველზეც მათთან გააფორმა ხელშეკრულებები და გადაახდევინა შესაბამისი თანხები, მაშინ, როცა წინასწარ იცოდა, რომ ავტომანქანებს კლიენტებისთვის არ ჩამოიყვანდნენ და მათთან ხელშეკრულებებს მათი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით დებდნენ.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ცაცუასა და მსჯავრდებულ ტ-------- თ--------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--–---- ს--–----ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე