განჩინება

სისხლის სამართლის 25.03.2019
საქმის ნომერი
330100116001228483
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001228483

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№484აპ-18 ქ. თბილისი

მ------–---–ი ვ-------, 484აპ-18 25 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ანა კვიჟინაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით ვ------- მ------–---–ი, – დ----------–-------–-–---------–--ს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 120–ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. ვ------- მ------–---–ს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

2014 წლის 3 ნ---მბერს თ---–--–ი, ა--–--------ის კორპუსის ეზოში, ვ------- მ------–---–ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა ე-–------ დ----–---–თან, რა დროსაც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელებსა და ფეხებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და ვ------- მ------–---–ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში.

 

6. კასატორის მითითებით, სამართალდამცავებმა დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს დაზიანებები მხოლოდ ა. დ----–---–ს აღენიშნებოდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადასტურებულია დაზარალებულის ფიზიკური დაზიანების ფაქტი. ვ--–---- დ-------–---–მა განმარტა, რომ დაზარალებული და ბრალდებული ჩხუბობდნენ და ურტყამდნენ ერთმანეთს. ზ------ კ-------მ კი მიუთითა, რომ ვ. მ------–---–ი და ე. დ----–---–ი ხმამაღლა საუბრობდნენ, თუმცა რატომ ჩხუბობდნენ არ იცის. რაც შეეხება ნ--- ტ-----–--ის ჩვენებას, იგი დაზარალებულის ჩვენებას ეწინააღმდეგება.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ, დაზარალებულ ე-–------ დ----–---–ის ჩვენებას უპირისპირდება ბრალდებულ ვ------- მ------–---–ის ჩვენება, რომელიც უარყოფს მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენას. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დაზარალებულის მიერ განმარტებული ფაქტობრივი გარემოებები (მისი ცემისა და დაზიანებების შესახებ) არ დგინდება იმგვარად, როგორც აღნიშნულზე თავად ე. დ----–---–ი მიუთითებს. ვ--–---- დ-------–---–მა განმარტა, რომ ე-–------ დ----–---–ი და ვ------- მ------–---–ი ჩხუბობდნენ, ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და უტყამდნენ ერთმანეთს. სახეზე მათ მხოლოდ „სიწითლეები“ ეტყობოდათ. ზ------ კ------- დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის კამათსა და ხმამაღალ საუბარს შეესწრო. ნ--- ტ-----–--ემ კი მიუთითა, რომ მან თავდაპირველად გაიგონა ე. დ----–---–ისა და ვ. მ------–---–ის ხმამაღალი შელაპარაკება. ე-–------ ავტომანქანით შევიდა ეზოში და გააჩერა ვ. მ------–---–ის ავტოფარეხიდან 2-3 მეტრში. მალევე გაიგონა ხმამაღალი შელაპარაკება; ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს ეჭიდავებოდნენ. რაც შეეხება ხ. გ------–-–---–სა და ზ. ხ----–--ეს, ისინი უშუალოდ ცემის ფაქტს არ შესწრებიან. ამდენად, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა არ არის საკმარისი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ანა კვიჟინაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე