განაჩენი

სისხლის სამართლის 21.03.2019
საქმის ნომერი
010141318700061289
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700061289

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №90აგ-18 21 მარტი, 2019 წელი

ბ--------–---–ი ლ----, 90აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ---- ბ--------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ----- მ---------–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 იანვრის განაჩენით ლ---- ბ--------–---–ი, - დ----------–-------–-–------------ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. ლ---- ბ--------–---–ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ლ---- ბ--------–---–ის ადვოკატ შ----- მ---------–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებული ლ---- ბ--------–---–ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც პირობით ჰქონდა ჩათვლილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ლ---- ბ--------–---–მა, რომელმაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრისა და 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 იანვრის განაჩენის (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის განაჩენის გათვალისწინებით) გაუქმება და დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული - ჯარიმისგან გათავისუფლება, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში - მისი ქმედების სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან სსკ-ის 2731-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ლ---- ბ--------–---–ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება: ლ---- ბ--------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ხოლო გადასასინჯი განაჩენი დამატებითი სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორი - მსჯავრდებულ ლ---- ბ--------–---–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ----- მ---------–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ლ---- ბ--------–---–ისთვის დამატებითი სასჯელის 3000 ლარის გაუქმებას.

 

6. კასატორის მითითებით, როდესაც არ არსებობს ძირითადი სასჯელი, დამატებით სასჯელად ჯარიმის დატოვება უკანონოა, ვინაიდან, დამატებითი სასჯელი არ არსებობს ძირითადი სასჯელის გარეშე. ასევე, რადგან მსჯავრდებული ჩადენილი დანაშაულისათვის იყო დაკავებული, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად), დანიშნული ჯარიმა - 3000 ლარი უნდა ჩაეთვალოს დაკავების ვადაში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ლ---- ბ--------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ----- მ---------–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; ხოლო ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ლ---- ბ--------–---–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (სასჯელის დაუნიშნავად) გადაკვალიფიცირება კანონიერია.

 

4. კანონიერია ასევე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმის (3000 ლარის) უცვლელად დატოვების შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგ., იხ. №71აგ-17 საქმე).

 

5. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ლ---- ბ--------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ----- მ---------–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

 

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

პ. ქათამაძე