განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#010330119900021168
საქმე #სსდ-06-19 26 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი),ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - მ--- გ------
საჩივრის ავტორები _ ს----------–-------------ი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები - თ----- ლ--–--–---–ი, მ------- ი----ი
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2005 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2005 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით დისციპლინური დევნა აღიძრა ს----------–-------------ი სასამართლოს მოსამართლეების თ----- ლ--–--–---–ისა და მ------- ი----ის მიმართ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2005 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსამართლეები - თ----- ლ--–--–---–ი და მ------- ი----ი მიცემულ იქნენ დისციპლინურ პასუხისგებაში „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 2.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის (ზემოაღნიშნული მოსამართლეების მიერ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვისას დარღვეულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 571-ე, 567-ე, 602-ე მუხლების მოთხოვნები. კერძოდ, მ----------– მ---- ო---–- ჰ---------ის, ხ---- რ------–---–ის, ვ---- თ------------ნის და სხვათა სისხლის სამართლის საქმეებზე). სსსსკ-ის 567-ე მუხლის თანახმად, საკასაციო ინსტანციის სასამართლო არ იზღუდება საჩივარში ჩამოყალიბებული დასკვნებით და ვალდებულია, საქმე სრული მოცულობით შეამოწმოს, მათ შორის იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებსაც საკასაციო საჩივარი არ შეუტანიათ. ამასთან, საკასაციო ინსტანციის სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასარგებლოდ, მაგრამ არა აქვს უფლება გააუარესოს მისი მდგომარეობა. ზემოაღნიშნული კანონის 602.4. მუხლის შესაბამისად, თუ საქმეზე რამდენიმე მსჯავრდებულია და განაჩენი გასაჩივრებულია თუნდაც ერთ-ერთი მათგანის მიერ ან მსჯავრდებულის მიმართ, განაჩენი არც ერთი მსჯავრდებულის მიმართ არ შევა კანონიერ ძალაში, სანამ საქმეს არ განიხილავს ზემდგომი ინსტანცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადისიცპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ს----------–-------------ი სასამართლოს მოსამართლეების - თ----- ლ--–--–---–ისა და მ------- ი----ის მიერ დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნები.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2005 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით კიდევ ერთი დისციპლინური დევნა აღიძრა ს----------–-------------ი სასამართლოს მოსამართლეების - თ----- ლ--–--–---–ისა და მ------- ი----ის მიმართ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2005 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსამართლეები - თ----- ლ--–--–---–ი და მ------- ი----ი მიცემულ იქნენ დისციპლინურ პასუხისგებაში „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 2.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის (ზემოაღნიშნული მოსამართლეების მიერ დარღვეულ იქნა სსსსკ-ის 44.21. და 540.2. მუხლების მოთხოვნები კ---- ბ------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლომ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ აღიარა გარდაცვლილის - გ---- ბ------–---–ის დედა - ვ---- ბ------–---–ი. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში აღინიშნა, რომ წინასწარი გამოძიების წარმოებისას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ უკანონოდ იქნა ცნობილი დაზარალებულის ერთი დონის ორი უახლოესი ნათესავი - გარდაცვლილის დედა და მ-----–- ხ--------ა, რომელიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გარდაცვლილთან. განაჩენი გასაჩივრდა სააპელაციო წესით მსჯავრდებულისა და მ. ხ--------ას მიერ. სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის 18 აპრილის განჩინებით გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს. თბილისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა საკასაციო წესით, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გაუქმდა და საქმე ხელახლა განხილვისთვის დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც გააუქმა პირველი ინსტანციის განაჩენი და საქმე ხელახლა განხილვისთვის დაბრუნდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის გაზიარების შემთხვევაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლო სსსსკ-ის 540.2. მუხლის თანახმად, შეზღუდული იქნებოდა ემსჯელა საჩივრის საფუძვლიანობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარის პოზიცია პირველი ინსტანციის სასამართლოში განსხვავებული იყო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გააუქმა თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება, ამასთან, მ. ხ--------ას დაზარალებულად ცნობა სწორად მიიჩნია. აღნიშნულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი და კ---- ბ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 108-ე მუხლით. განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ.
კ---- ბ------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვისას მოქმედი სსსსკ-ის 68.2. მუხლის თანახმად, იმ დანაშაულთა საქმეებზე, რასაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება მის რომელიმე ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის 44.21. მუხლის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, მეუღლე (მათ შორის განქორწინებული). სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინების სავალდებულო პირობაა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში, რასაც, კონკრეტულ შემთხვევაში, გარდაცვლილსა და მ. ხ--------ას შორის ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, კ. ბ------–---–ის მიმართ რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულ იქნა საამისოდ არაუფლებამოსილი პირის მიერ.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიამ გააერთიანა დისციპლინური ბრალდების საქმეები, გაიზიარა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და 2005 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს----------–-------------ი სასამართლოს მოსამართლეები - თ----- ლ--–--–---–ი და მ------- ი----ი ბრალეულად ცნო „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხიმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 2.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომების - საქმის განხილვისას მოსამართლის მიერ კანონის უხეშ დარღვევაში, რისთვისაც მათ დაეკისრათ დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი - მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.
მითითებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოში გაასაჩივრეს მოსამართლეებმა თ----- ლ--–--–---–მა და მ------- ი----მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი, გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 17 აპრილის მომართვის საფუძველზე ზემოაღნიშნული საჩივრები „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 90-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის გამო, გადმოგზავნილ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში.
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 62-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 26 აპრილის განჩინებით მოსამართლეების - თ----- ლ--–--–---–ისა და მ------- ი----ის საჩივრები დატოვებულ იქნა ხარვეზზე, ვინაიდან, დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი აღარ აკმაყოფილებდა ამავე კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში განსახილველი საჩივარი არ შეესაბამებოდა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 61-ე მუხლს, რის გამოც, საჩივრის ავტორს დაევალა მითითებული ნორმის შესაბამისად, წარმოედგინა დასაბუთებული საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში, ზემოაღნიშნული ხარვეზების შევსების მიზნით, თ----- ლ--–--–---–ისა და მ------- ი----ის მიერ წარმოდგენილ იქნა საჩივარი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2005 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოითხოვეს მათი ბრალდების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი (გამამართლებელი) გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის კოლეგიური უმრავლესობის 2006 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს----------–-------------ი სასამართლოს მოსამართლეების - თ----- ლ--–--–---–ისა და მ------- ი----ის საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2005 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თ----- ლ--–--–---–მა და მ------- ი----მა 2019 წლის 19 თებერვალს განცხადებებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნეს, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2005 წლის 26 დეკემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაეკისრათ დისციპლინური პასუხისმგებლობა - მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. მათ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გაასაჩივრეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, რომელმაც 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით დაადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა, რის გამოც საქართველოს მთავრობას დაეკისრა ზიანის ანაზღაურება. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 20 დეკემბერს.
განცხადებების ავტორებმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2005 წლის 26 დეკემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებების გაუქმება და დისციპლინური სამართალწარმოების კანონით დადგენილი ვადების ამოწურვის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინებით თ----- ლ--–--–---–ისა და მ------- ი----ის განცხადებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2019 წლის 15 მარტის განჩინებით ს----------–-------------ი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების - თ----- ლ--–--–---–ისა და მ------- ი----ის განცხადებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.
საქმის ზეპირი მოსმენისას საჩივრის ავტორმა - მ------- ი----მა მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა სამართალწარმოების ვადების ამოწურვის გამო, ხოლო საჩივრის ავტორმა - თ----- ლ--–--–---–მა დააზუსტა მოთხოვნა და სადისციპლინო პალატის მიერ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების გარეშე გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
სადისციპლინო პალატის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელები არ დაეთანხმნენ წარმოდგენილ საჩივრებს და სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის სადისციპლინო კოლეგიაში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სადისციპლინო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საქმის სასამართლო განხილვისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2005 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სადისციპლინო კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადისციპლინო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2005 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსამართლეები - თ----- ლ--–--–---–ი და მ------- ი----ი მიცემულ იქნენ დისციპლინურ პასუხისგებაში „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 2.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კიდევ ერთი დისციპლინური დევნის აღძვრის შედეგად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2005 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსამართლეები - თ----- ლ--–--–---–ი და მ------- ი----ი მიცემულ იქნენ დისციპლინურ პასუხისგებაში „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 2.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის. მოსამართლეების მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას საფუძვლად დაედო მათ მიერ განხილული რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, რომელთა განხილვისას თ----- ლ--–--–---–ისა და მ------- ი----ის მიერ დარღვეულ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო და მატერიალურ ნორმათა მოთხოვნები.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიამ გააერთიანა დისციპლინური ბრალდების საქმეები, გაიზიარა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და 2005 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს----------–-------------ი სასამართლოს მოსამართლეები - თ----- ლ--–--–---–ი და მ------- ი----ი ბრალეულად ცნო „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხიმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 2.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის - საქმის განხილვისას მოსამართლის მიერ კანონის უხეშ დარღვევაში, რისთვისაც მათ დაეკისრათ დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი - მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.
მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრეს მოსამართლეებმა - თ----- ლ--–--–---–მა და მ------- ი----მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი (გამამართლებელი) გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის კოლეგიური უმრავლესობის 2006 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს----------–-------------ი სასამართლოს მოსამართლეების - თ----- ლ--–--–---–ისა და მ------- ი----ის საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2005 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ----- ლ--–--–---–მა და მ------- ი----მა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გაასაჩივრეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, რომელმაც 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით დაამტკიცა საქართველოს მთავრობის მხრიდან წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაცია და ევროკონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე საჩივრები ამოიღო განსახილველი საქმეების ნუსხიდან. განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 20 დეკემბერს.
სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ თ----- ლ--–--–---–მა და მ------- ი----მა სწორედ ევროსასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების საფუძველზე განცხადებებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიისა და უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების გაუქმება და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადის ამოწურვის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2019 წლის 15 მარტის განჩინებით ს----------–-------------ი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების - თ----- ლ--–--–---–ისა და მ------- ი----ის განცხადებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება. მოცემულ შემთხვევაში სადისციპლინო პალატა ახორციელებს განსახილველ დისციპლინურ საქმეზე ევროსასამართლოს მიერ 2018 წლის 27 ნოემბერს მიღებული განჩინების აღსრულებას დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით.
სადისციპლინო პალატის 2019 წლის 21 მარტის სხდომაზე საჩივრის ავტორმა - მ------- ი----მა მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა სამართალწარმოების ვადების ამოწურვის გამო, ხოლო ამავე წლის 26 მარტის სხდომაზე საჩივრის ავტორმა - თ----- ლ--–--–---–მა დააზუსტა მოთხოვნა და სადისციპლინო პალატის მიერ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების გარეშე გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
ყოფილმა მოსამართლეებმა - თ----- ლ--–--–---–მა და მ------- ი----მა დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იმ მოტივით გაასაჩივრეს, რომ მათ წინააღმდეგ მიმართული დისციპლინური სამართალწარმოება განხორციელდა ევროკონვენციის 6.1 მუხლის დარღვევით, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის მიმართულებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, თავის მხრივ, 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით დაამტკიცა საქართველოს მხრიდან შეთავაზებული ცალმხრივი დეკლარაცია, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ცნო ევროკონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა სამოქალაქო მიმართულებით მომჩივნის წინააღმდეგ ჩადენილ დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით და მატერიალური თუ არამატერიალური ზარალისა და ნებისმიერი ხარჯისათვის იტვირთა მომჩივნებისათვის 10 000 ევროს გადახდა თითოეული მათგანისთვის. ევროსასამართლომ ასევე გაითვალისწინა ცალმხრივ დეკლარაციაში მითითებული განმარტება, რომ მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების კანონში 2012 წლის 27 მარტს შეტანილი ცვლილების თანახმად, მომჩივნების დისციპლინური სანქციის სამართლებრივი საფუძველი - „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 2.2. მუხლის „ა“ ქვეპუნქტი (კანონის უხეში დარღვევა) გაუქმდა და მომჩივნებს 2014 წლის 1 აგვისტოდან მიენიჭათ ქვეყნის სხვა სასამართლო პოზიციაზე თავიანთი კანდიდატურების დაყენების უფლებამოსილება. ამდენად, მომჩივნებისთვის ჯერ კიდევ ღია იყო შიდა დონეზე სასამართლო დაცვის დამატებითი საშუალებები, რომელიც მიზნად ისახავდა ყოფილი მოსამართლეების უფლებების სრულყოფილ აღდგენას. ევროსასამართლომ ასევე გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ყოფილი მოსამართლე - მ------- ი----ი უკვე დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, ხოლო თ----- ლ--–--–---–თან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მისთვის ღია იყო ეროვნულ დონეზე მოსამართლედ გამწესების თავისუფლება.
სადისციპლინო პალატა მიუთითებს, რომ იმ დროს (2005წ.) მოქმედი დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის შესაბამისად, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა და პასუხისმგებლობის დაკისრება მიმდინარეობდა შემდეგი თანმიმდევრობით: თავდაპირველად, მოსამართლის მიმართ დევნას აღძრავდა საქართველოს იუსტიციის საბჭო, რომელიც დევნის აღძვრის შემთხვევაში საქმეს უგზავნიდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიას, რომელიც, თავის მხრივ, პასუხისმგებლობასა და სახდელს აკისრებდა მოსამართლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრდებოდა მოსამართლის მიერ, რაზეც გადაწყვეტილებას იღებდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭო. 2005 წლის 25 თებერვალს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებით დადგინდა, რომ სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრებულიყო მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიაში. ამავე კანონში 2005 წლის 25 ნოემბერს განხორციელებული ძირეული ცვლილების თანახმად, შეიცვალა ამავე კანონის III თავის დასახელება და დისციპლინური საქმეების განმხილველ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასების საკითხი. მართალია, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას ევროსასამართლოს მიერ მითითებული სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა არ დაურღვევია, თუმცა ზემოაღნიშნულ კანონში განხორციელებული ცვლილებით დისციპლინური საქმეების განმხილველ ორგანოდ განისაზღვრა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. ამდენად, სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ ს----------–-------------ი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების - თ----- ლ--–--–---–ისა და მ------- ი----ის დისციპლინური საქმე ხელახლა უნდა განიხილოს მითითებულმა კოლეგიამ.
სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ 2018 წლის 1 მაისიდან საქართველოს 20.04.2018წ. #2194 ორგანული კანონით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონი. მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოება მოწესრიგდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის XIII1 თავით. ამდენად, დღეს მოქმედი რედაქციით, კერძოდ, მითითებული კანონის 7563 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.
სადისციპლინო პალატის სხდომაზე საჩივრის ავტორმა - თ----- ლ--–--–---–მა მიუთითა იმ არგუმენტზე, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 7563 მუხლი, მართალია, ითვალისწინებს სადისციპლინო პალატის მიერ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას, თუმცა მხოლოდ ამავე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, რაც განსახილველ დისციპლინურ საქმეზე არ ვრცელდება. საჩივრის ავტორმა ასევე აღნიშნა, რომ სადიციპლინო პალატამ უნდა იმსჯელოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე, შეაფასოს იგი ევროსასამართლოს განჩინებაში მითითებული ძირითადი პრინციპებისა და გარანტიების შესაბამისად და თვითონ მიიღოს ყოფილი მოსამართლეების მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილება.
სადისციპლინო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის - თ----- ლ--–--–---–ის ზემოაღნიშნულ არგუმენტს და განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა მოცემულ შემთხვევაში ახდენს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების იმპლემენტაციას დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით. სახეზეა ევროსასამართლოს განჩინება, სადაც საქართველოს მთავრობამ აღიარა მომჩივნების წინააღმდეგ წარმართული დისციპლინური სამართალწარმოების უკანონობა, კერძოდ, მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივნების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება, რომელიც განახორციელა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ, არ იყო ჩატარებული კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს მიერ. სადისციპლინო პალატის აზრით, ვინაიდან ევროკონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა მოიცავს საქმის არსებითი განხილვის პროცედურულ ნაწილს, მოცემული საქმის ხელახალი განხილვისთვის დაბრუნების მოტივიც სწორედ ის არის, რომ პროცედურული დარღვევები გასწორდეს ქვედა რგოლიდან. სადისციპლინო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ხელმეორედ არ დაირღვეს ევროკონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, რაც ერთხელ უკვე დაირღვა და რაზეც ევროსასამართლომ მიუთითა მიღებულ განჩინებაში. სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ ევროსასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება, რის გამოც განახლდა საქმის წარმოება განსახილველ დისციპლინურ საქმეზე, ქმნის მოცემული საქმის სადისციპლინო კოლეგიაში განსახილველად დაბრუნების საფუძველს.
სადისციპლინო პალატა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოცემული დისციპლინური საქმე, რომელზეც განახლდა საქმის წარმოება ევროსასამართლოს მიერ მიღებული განჩინების საფუძველზე, არ არის იდენტური სადისციპლინო პალატის მიერ ადრე განხილული საქმეებისა, ვინაიდან წინა საქმეებისგან განსხვავებით, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ აღიარა ევროკონვენციის 6.1 მუხლის (სამართლიანი სასამართლო) დარღვევა, მომჩივნებისთვის, თითოეული მათგანისთვის იტვირთა 10 000 ევროს გადახდა. ამასთან, მიუთითა, რომ მომჩივნების დისციპლინური სანქციის სამართლებრივი საფუძველი - „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 2.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი (კანონის უხეში დარღვევა) 2012 წლის 27 მარტის კანონით გაუქმდა და მომჩივანს 2014 წლის 1 აგვისტოდან მიენიჭა ქვეყნის სხვა სასამართლო პოზიციაზე თავისი კანდიდატურის დაყენების უფლებამოსილება. ამასთან, ერთ-ერთი მომჩივანი - მ------- ი----ი უკვე დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ. აქედან გამომდინარე, მთავრობამ თხოვნით მიმართა სტრასბურგის სასამართლოს ევროკონვენციის 37-ე მუხლის შესაბამისად, ამოეღო საჩივრები განხილვის სიიდან. ევროსასამართლომ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული აღიარებითი ხასიათის ცალმხრივი განაცხადი, ასევე შეთავაზებული კომპენსაცია შეესაბამებოდა მსგავს საქმეებზე დაკისრებული თანხის ოდენობას, რის გამოც აღარ იყო გამართლებული განაცხადის შესაბამის ნაწილში მისი განხილვის გაგრძელება.
რაც შეეხება საჩივრის ავტორის - თ----- ლ--–--–---–ის მოთხოვნას - სადისციპლინო პალატის მიერ გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას, სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ იგი განსახილველ დისციპლინურ საქმეზე ევროსასამართლოს განჩინების აღსრულების საკითხს განიხილავს დისციპლინური სამართალწარმოების მიმართულებით, რის გამოც მართებულად მიაჩნია საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სადისციპლინო კოლეგიაში. აღნიშნული კოლეგია წარმოადგენს საქმის არსებითი განხილვის ორგანოს როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი კუთხით. სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, უნდა გაუქმდეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2005 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება, რადგან კოლეგია პირველი ინსტანციის წესით არსებითად იხილავს დისციპლინურ საქმეებს. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ უ-------ი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების - თ----- ლ--–--–---–ისა და მ------- ი----ის დისციპლინური საქმე ხელახლა უნდა განიხილოს მითითებულმა კოლეგიამ, რითაც დაცული იქნება საქმის სასამართლო წარმოების ინსტანციურობის პრინციპი და საჩივრის ავტორებს შესაძლებლობა მიეცემათ სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კვლავ გაასაჩივრონ ზემდგომ სასამართლოში - უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში.
სადისციპლონო პალატა ასევე მიუთითებს, რომ საჩივრის ავტორის - თ----- ლ--–--–---–ის მოსაზრება, რომ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შეუძლებელია, რადგან სადისციპლინო კოლეგია სრულყოფილად არ არის დაკომპლეტებული, რაც, თავის მხრიდან, სრულ უნდობლობას იწვევს კოლეგიისადმი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. სადისციპლინო პალატის აზრით, სადისციპლინო კოლეგიის არასრული შემადგენლობა და ჯერ არ არჩეული წევრების მიმართ უნდობლობის გამოცხადება, არავითარ კავშირში არ არის პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან.
რაც შეეხება დავის არსებით მხარეს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით განიმარტა, რომ სისხლის სამართლის მიმართულებით ევროკონვენციის 6.1 და მე-7 მუხლების დარღვევასთან წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ მიუთითა, რომ აღნიშნული საჩივრები არ შეესაბამებოდა სასამართლო პრაქტიკას. ევროსასამართლო მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ადრე მიღებული დასკვნების შესაბამისად, განმეორდა და აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმეში დისციპლინური წარმოება სისხლის სამართლის მიმართულებით არ ექცეოდა ევროკონვენციის 6.1 და მე-7 მუხლების ფარგლებში. ასევე, წარდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში არ შეესაბამებოდა ევროკონვენციის 35.3 (a) მუხლის ბუნებას, რის გამოც ამავე მუხლის შესაბამისად, საჩივრის აღნიშნული ნაწილის განხილვაზე უარი თქვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ თ----- ლ--–--–---–ისა და მ------- ი----ის საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 7562 მუხლით, 7563 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–-------------ი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების - თ----- ლ--–--–---–ისა და მ------- ი----ის საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2005 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას;
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /მაია ვაჩაძე/
მოსამართლეები: /ეკატერინე გასიტაშვილი/
/ვასილ როინიშვილიი/