განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.04.2019
საქმის ნომერი
010222219900021451
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე № 010222219900021451

საქმე №ა-1351-შ-36-2019 17 აპრილი, 2019 წელი

ა-1351-შ-36-2019 ნ-----–--დი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა ქათამაძე,ეკატერინე გასიტაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

 

შუამდგომლობის ავტორი – თ---რ ნ-----–--დი

 

მოწინააღმდეგე მხარე – ს---------ს ნ-----–--დის

 

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – საბერძნეთის ირაკლიოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება #332/2017

 

დავის საგანი – განქორწინება

 

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საბერძნეთის ირაკლიოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით მეუღლეთა - თ---რ ნ-----–--დისა და ს---------ს ნ-----–--დისს შორის 2015 წლის 28 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. 2019 წლის 19 მარტს თ---რ ნ-----–--დიმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საბერძნეთის ირაკლიოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების, გასაჩივრებაზე უარის თქმის განცხადებითა და სასამართლოს მოწმობის შესწავლით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა, ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მის გასაჩივრებაზე მხარეებმა უარი განაცხადეს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საბერძნეთის ირაკლიოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით მეუღლეთა - თ---რ ნ-----–--დისა და ს---------ს ნ-----–--დისს შორის 2015 წლის 28 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების, გასაჩივრებაზე უარის თქმის განცხადებითა და სასამართლოს მოწმობის შესწავლით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა, ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მის გასაჩივრებაზე მხარეებმა უარი განაცხადეს.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, საბერძნეთის ირაკლიოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ---რ ნ-----–--დის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის ირაკლიოს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მეუღლეთა - თ---რ ნ-----–--დისა და ს---------ს ნ-----–--დისს შორის 2015 წლის 28 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

მოსამართლეები: მზია თოდუა

 

პაატა ქათამაძე

 

ეკატერინე გასიტაშვილი