განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002172939
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №634აპ-18 ქ. თბილისი
თ------ა ლ-–-, 634აპ-18 12 აპრილი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ-–- თ------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---------- კ---------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით ლ-–- თ------ა, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 1 ოქტომბრიდან.
განაჩენით მსჯავრდებულ ლ-–- თ------ას მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 8 საათსა და 55 წუთზე, ლ-–- თ------ამ და სხვა პირმა ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს ქ.თ---–--–ი, დ------------–ი, ი.პ------–-ს ქუჩა, კორპუსი N----ში მდებარე ე-–---- ჭ-------ს საცხოვრებელ ბინა N--ში, სადაც ლ-–- თ------ა იარაღის გამოყენებით თავს დაესხა ამ უკანასკნელს, კერძოდ: იარაღიანი ხელის ე-–---- ჭ-------სათვის თავში ჩარტყმითა და მისი ძირს დაგდებით, ფიზიკური ძალისა და ე.წ ,,წებოვანი ლენტის“ გამოყენებით, შეუკრა ხელები და ფეხები, რის შემდეგაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ე-–---- ჭ-------ს კუთვნილ თანხას 300 ლარამდე ოდენობით, ,,ნოკიასა“ და ,,სამსუნგის“ ფირმის ორ მობილურ ტელეფონს და მისი მეუღლის - დ----- ფ---–---ს კუთვნილ ე.წ. ,,სასტარტო სპორტულ“ იარაღს.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ-–- თ------ამ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას და მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას; სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ-–- თ------ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ---------- კ---------მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით ლ. თ------ასათვის დანიშნული სასჯელის შემცირებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ: კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით: ლ-–- თ------ას აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - გ---- თ-----ს, მ-----– მ-----–-–---–-ს, დ----- ფ---–---ს, ე-–---- ჭ-------ს, გ--- ტ--------ს, ლ---- ხ-–---ს, შ----- კ------–---ს, მ------–- ჯ--------ს, ნ------ თ-----–-–---–-ს, ბ--------- ი------–---–-ს, ე------ ნ--------------ა და ზ---- დ--------ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირადი ჩხრეკისა და ტანსაცმლის ამოღების ოქმებით, ე-–---- ჭ-------ს კუთვნილი ტანსაცმლის ამოღების, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოცნობის ოქმებით დადგენილია ლ-–- თ------ას მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ლ-–- თ------ას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, შესაბამისად, არ არსებობს მისი შემსუბუქების (საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების) საფუძველი.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ-–- თ------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---------- კ---------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე