განჩინება

სისხლის სამართლის 25.03.2019
საქმის ნომერი
080100115002319935
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100115002319935

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№594აპ-18 ქ. თბილისი

მ-------–--- ი-----–-, 594აპ-18 25 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი-----–- მ-------–--ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ქუთაისის საქა-–-ქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით ი-----–- მ-------–---, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა აეთვა-–- 2018 წლის 26 იანვრიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–- მ-------–---მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2012 წლის 18 ივლისს ვ----–---- მ--------ამ მიმართა ქ. ქ-------–ი, შპს ,,ქ----------------–--------------–ს”, ექიმ ი-----–- მ-------–---ს და დადგა აღრიცხვაზე. 2013 წლის 7 იანვარს ვ----–---- მ--------ას ჩაუტარდა საკეისრო კვეთა ექიმ ი-----–- მ-------–--ის მიერ. მას შეეძინა მამრობითი სქესის ახალშობილი და 2013 წლის 10 იანვარს გაწერეს სახლში. რამდენიმე დღეში ვ----–---- მ--------ას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც მიმართა ექიმ ი-----–- მ-------–---ს, რომელმაც გაუწია კონსულტაცია და ჩაუტარა გარკვეული პროცედურები. ზემოაღნიშნულის დროს ექიმმა ი-----–- მ-------–---მ არ მოახდინა პაციენტის ავადმყოფური მდგომარეობის შეფასება და სათანადო მკურნალობის ჩატარება, რის გამოც კიდევ უფრო გაუარესდა ვ----–---- მ--------ას ჯანმრთელობის მდგომარეობა და 2013 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 03:15 საათზე, გარდაიცვა-–- ქ---------------–---ო საავადმყოფოში მიყვანისთანავე.

 

4. კასატორი - მსჯავრდებული ი-----–- მ-------–--- ითხოვს გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; ბრალდების მხარე და სასამართლო გასცდნენ მისთვის წაყენებული ბრალის ფარგლებს; ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა მისი კავშირი ვ----–---- მ--------ას გარდაცვალებასთან; სასამართლომ სათანადოდ ვერ შეაფასა ის უტყუარი ფაქტი, რომ ვ----–---- მ--------ამ, მისმა დედამ და ქმარმა კატეგორიული უარი განუცხადეს ოთხჯერ გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაყვანაზე; სამშობიაროს თვითნებურად დატოვების ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რატომ გაიზიარა ბრალდების მხარის მოწმეების: გარდაცვლილი ვ----–---- მ--------ას დედის, ქმრის, მაზლებისა და რძლების ჩვენებები და არასარწმუნოდ მიიჩნია მედპერსონალის ჩვენებები; სათანადო არ შეფასდა ექსპერტების არაკვალიფიციურობა, არათანმიმდევრულობა, ურთიერთწინააღმდეგობრივი დასკვნები; სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია გარდაცვლილის სხეულში აღმოჩენილ ფსიქოტროპულ ნივთიერება ,,ფენობარბიტალზე“, რომელიც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ პაციენტის გარდაცვალება შეიძლება გამოეწვია სწორედ ამ პრეპარატის მიღებას; პაციენტის წერილობით ინფორმირებულ თანხმობაში ხელმოწერის გაყალბების ფაქტის დადგენისას ბრალდების მხარეს ვ----–---- მ--------ას მეუღლისა და სხვა თანმხლები პირების ხელწერის ნიმუშები ექპერტიზის ჩასატარებლად არ აუღია; ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობრივი და არასარწმუნოა (ვრცლად იხ. საკასაციო საჩივარი).

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პა-–-ტას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პა-–-ტის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

 

8. პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის -მოწმეების: გ------- ნ-----–--–---–ის, ა-–- მ--------ას, მ-------- ბ--–----ის, ნ-----–---- ნ-----–--–---–ის, მ------ კ-----–----სა და ვ------- ნ-----–--–---–ის ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის №---------, №---------, №--------- დასკვნები და ექსპერტთა ჩვენებები, დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის №--------- დასკვნა და ექსპერტთა ჩვენებები - უტყუარად ადასტურებენ ი-----–- მ-------–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

 

9. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოწმეების ჩვენებათა არასარწმუნოობის შესახებ და მიუთითებს, რომ რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებს შორის არ იკვეთება; საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ იკვეთება ასევე რაიმე სხვა ისეთი გარემოება, რაც პალატას მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს მისცემდა. რაც შეეხება ბრალდებულისა და მისი მეუღლის ჩვენებებს, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას მათი სხვა მტკიცებულებებთან შეუსაბამობისა და შესაბამისად, არ გაზიარების შესახებ.

 

10. პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ბრალის ფარგლების გაცდენის შესახებ და მიუთითებს, რომ ი-----–- მ-------–---ს მსჯავრი დაედო სწორედ მისთვის წარდგენილი ბრალდების ფარგლებში - კერძოდ: პაციენტის ავადმყოფური მდგომარეობის არასათანადო შეფასებისა და სათანადო მკურნალობის ჩაუტარებლობის გამო, რისი ერთ-ერთი მამტკიცებელი გარემოებაა ის ფაქტი, რომ არ მოხდა პაციენტის სათანადო ინფორმირება და ჰოსპიტალიზაცია. ამდენად, ამ კუთხით რაიმე შეუსაბამობა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას შორის (საქმე №438აპ-16) არ არსებობს.

 

11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის ექსპერტიზებს შორის რაიმე წინააღმდეგობა, რაც ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ გარემოებებს საეჭვოს გახდიდა, არ არსებობს. პალატა ყურადღებას ამახვილებს ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 3 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნაზე, რომლითაც შეფასდა როგორც გვამის პირველადი გამოკვლევის, ისე ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით ჩატარებული და, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი შპს ,,ვ--------ის“ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის მიერ ჩატარებული ექსპერტიზები. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ვ----–---- მ--------ას სიკვდილის მიზეზია ფილტვის არტერიის შიდა ტოტების თრომბოემბოლია. საკეისრო კვეთის შემდეგ განვითარებული ენდომიომეტრიტი გახდა სეპტიური შოკის, თრომბოემბოლიური გართულებებისა და ინტერსტიციული პნევმონიის განვითარების მიზეზი. შპს „ვ--------ის“ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნაში აღნიშნულია მხოლოდ მსხვილი ყალიბის სისხლძარღვები და ამის საფუძველზე აქვთ გამორიცხული თრომბოემბოლიური გართულება. 23 იანვარს, როდესაც პაციენტი მიყვანილი იყო სამშობიარო სახლში, ის უკვე იმყოფებოდა ინფექციურ-ტოქსიკური შოკის მდგომარეობაში. სათანადოდ ვერ შეაფასეს ვ. მ--------ას მდგომარეობა. ადგილზე კი ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, მაგრამ პაციენტი საჭიროებდა მკურნალობის გაგრძელებას სტაციონარში, კერძოდ, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, ვინაიდან გამოხატული იყო ინფექციურ-ტოქსიკური შოკისა და სუნთქვის უკმარისობის კლინიკა; 23.01-ში მე-3 სამშობიარო სახლში მიმართვის დროს პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, მისთვის უნდა დაესვათ დიაგნოზი: საკეისრო კვეთის შემდგომი სეპტიური ენდომიომეტრიტი, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, სეპტიური შოკი, პაციენტი საჭიროებდა რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებას. მკურნალ ექიმს უნდა მიემართა რეფერალური დახმარების სამსახურისათვის, რომელიც უზრუნველყოფდა მის გადაყვანას დანიშნულების ადგილზე; 23.01-ში არც პაციენტს და არც მის ახლობლებს ჰოსპიტალიზაციაზე ისტორიაში უარი არ აქვთ დაფიქსირებული. სამედიცინო ისტორიაში პაციენტის ან მისი პატრონის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცებდა რომ პაციენტმა უარი განაცხადა სტაციონარულ მკურნალობაზე, არ არსებობს; გამომდინარე იქიდან, რომ სახეზე იყო ლოქიომეტრა, რომელიც გრძელდებოდა თითქმის ორ კვირას, ჭრილობა კანზე იყო ინფიცირებული, პაციენტს სახლში აღენიშნებოდა ცხელება 38 გრადუს ცელსიუსამდე და მეტი და სტაციონარში განმეორებით მიმართვისას ჰქონდა მკვეთრი ჰიპოტონია 75/50, ტაქიკარდია, ქოშინი, პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე და საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციასა და ინტენსიურ თერაპიას; პაციენტის მდგომარეობა შეფასდა როგორც საშუალო სიმძიმის, მაშინ, როცა მდგომარეობა იყო მძიმე და სასურველი იყო მისი არა დღის სტაციონარში, არამედ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება. პაციენტის მდგომარეობა უნდა შეეფასებინათ მეანს და თერაპევტს ერთად და მათვე უნდა უზრუნველეყოთ მისი ინფორმირება და ჰოსპიტალიზაცია.

 

12. პალატა ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის პოზიციას, რომ მას არ მიეცა პაციენტის მკურნალობის საშუალება მ--------ას მიერ კლინიკის თვითნებურად დატოვების გამო, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ ამ ფაქტს გამორიცხავენ ვ----–---- მ--------ას მეუღლე და ახლობლები, პალატისთვის გაუგებარია, ვ----–---- მ--------ას რატომ უნდა დაეტოვებინა კლინიკა ისე, რომ არ გაერკვია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაშინ, როდესაც სწორედ ამ მიზნით მიიყვანა იგი მეუღლემ მკურნალ ექიმთან. არასარწმუნოა დაცვის მხარის ვერსია, რომ მ--------ა თანხის უქონლობის გამო გაიპარა, რადგან თავად ბრალდებულმა განმარტა ჩვენების მიცემისას, რომ მ--------ას მეუღლეს უთხრა, რომ თანხა არ იყო პრობლემა, არაფერი დაეხარჯებოდათ. გარდა ამისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედდის - მარიამ იობიძის ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც, 23 იანვარს გავიდა გამოძახებაზე, სადაც დახვდა ახალგაზრდა გოგო ჩივილებით. პაციენტმა უთხრა, რომ მისი მკურნალი ექიმის დანიშნულებით მკურნალობდა და გადაყვანაზე უარი განაცხადა. აღნიშნული გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად პალატა არასარწმუნოდ მიიჩნევს კასატორის ვერსიას პაციენტის მიერ კლინიკის თვითნებურად დატოვების შესახებ.

 

13. რაც შეეხება კასატორის პოზიციას, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული ის გარემოება, ხომ არ გახდა მ--------ას გარდაცვალების მიზეზი მის სისხლში აღმოჩენილი ნივთიერება ,,ფენობარბიტალი“, პალატა მიუთითებს ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 3 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, გვამის სისხლსა და შინაგან ორგანოებში აღმოჩენილი ნივთიერება ,,ფენობარბიტალი“ შესაძლებელია მოხვდა პრეპარატ „კორსიზის“ მიღების შედეგად, რომელიც ინიშნება დასამშვიდებლად. ამ პრეპარატის მიღებას არ შეეძლო, გამოეწვია თრომბოემბოლია და ამ გზით გამხდარიყო მ--------ას გარდაცვალების მიზეზი. გარდა ამისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს ექსპერტ მამუკა ნოსელიძის ჩვენებაზეც, რომლის მიხედვითაც არ იყო საჭიროება, მოეთხოვა ნივთიერება ,,ფენობარბიტალის“ დაწვრილებითი რიცხობრივი რაოდენობა, რადგან არ იყო ინტოქსიკაცია, ინტოქსიკაცია რომ ყოფილიყო, სხვა სურათი იქნებოდა.

 

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ი-----–- მ-------–--ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე