განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100117002250893
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№654აპ-18 ქ. თბილისი
ს----–---–ი ზ------, 654აპ-18 18 აპრილი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პ----- ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ------ ს----–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ------- გ------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენით ზ------ ს----–---–ი, – დ----------–-------–-–-----------–ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ს----–---–ს განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 20 ნოემბრიდან.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენით დადგენილად მიიჩნია, რომ ზ------ ს----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ასევე – ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, კ---ის რაიონის სოფელ ა---––---–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ზ------ ს----–---–მა არასრულწლოვანი შვილის – გ------- ს----–---–ის თანდასწრებით, შელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს – ნ---- კ------–--ს მარცხენა ლოყაში ერთხელ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ნ---- კ------–--მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
·
2017 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, კ---ის რაიონის სოფელ ა---––---–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ზ------ ს----–---–მა შელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვან შვილს – გ------- ს----–---–ს დანით მარჯვენა მკლავში მიაყენა ერთი ჭრილობა, რის შედეგადაც გ------- ს----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: ზ------ ს----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში; მასვე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ქ------- გ------ი ითხოვს ზ------ ს----–---–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ ვერ დადგინდა, დაზარალებულმა გ------- ს----–---–მა რა ვითარებაში მიიღო დაზიანება და მასზე ფიზიკურად იძალადა თუ არა ზ------ ს----–---–მა, რადგან გ------- ს----–---–მა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, სხვა პირდაპირი მტკიცებულება კი საქმეში არ არსებობს.
5. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნათია კიკალია შესაგებლით ითხოვს ადვოკატ ქ------- გ------ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, ვინაიდან მსჯავრდებულ ზ------ ს----–---–ის ბრალეულობა უტყუარადაა დადასტურებული საქმეზე შეკრებილი, როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ისე – მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა გ------- ს----–---–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და ახლო ნათესავის (მამის) საწინააღმდეგოდ სასამართლოში არ მისცა ჩვენება, ზ------ ს----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია მოწმეების – ნ---- კ------–--ის, ნ-----–---- კ------–--ის, ლია ხ-------–--ის ჩვენებებით, პ----- ჯ---–--ის, ქ------- ბ-----–---–-ს, თ------- ს----–---–ის, ნ--- ღ---–----–---–ის დაკითხვის ოქმებით, გ------- ს----–---–ის ტანსაცმლის დათვალიერებისა და ამოღების 2017 წლის 20 ნოემბრის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 24 ნოემბრის №--------- დასკვნით, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის 2017 წლის 29 ნოემბრის №-----–- და ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 2 თებერვლის №------ დასკვნებით, ნ---- კ------–--ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ------ ს----–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ------- გ------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე