განჩინება

სისხლის სამართლის 07.05.2019
საქმის ნომერი
010141318700066151
თარიღი
07.05.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700066151

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ

საქმე №558აპ-18 ქ. თბილისი

ს-------- ზ----, 558აპ-18 3 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2019 წლის 18 მარტს მსჯავრდებულ ზ---- ს--------ს მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის მსჯავრდებულ ზ---- ს--------ს მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს უფლება აქვს, ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით აღმოფხვრას გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობა, რაც არ გამოიწვევს მის გაუქმებას ან შეცვლას.

 

3. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ გადაწყვეტილი არ არის 2016 წლის 18 აგვისტოს, 23:10-23:58 საათებს შორის შუალედში ჩატარებული ზ---- ს--------ს სამუშაო ოთახის ჩხრეკისას ამოღებული ნივთების განკარგვის ბედი, რაც წარმოადგენს უზუსტობას და, ამდენად, უნდა აღმოიფხვრას.

 

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განაჩენის სამოტივაციო ნაწილს უნდა დაემატოს 55-ე პუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენში გადაწყვეტილი არ არის 2016 წლის 18 აგვისტოს, 23:10-23:58 საათებს შორის შუალედში ჩატარებული ზ---- ს--------ს სამუშაო ოთახის ჩხრეკისას ამოღებული ნივთების განკარგვის ბედი, სახელდობრ: ზ---- ს--------ს სამუშაო ოთახის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა შავი ფერის „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი ორი მჭიდითა და ოთხი ვაზნით, ცეცხლსასროლი იარაღის ხუთი ოქროსფერი შეფერილობის ვაზნა, რომლებიც ინახება ს----------–----–-------------------------–-----------–--–-. ვინაიდან ზ---- ს-------- ამჟამად სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხსენებული ნივთები შესანახად უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ზ---- ს--------ს საკუთრების უფლების შენარჩუნებით, ხოლო ამავე ჩხრეკისას ამოღებული დანარჩენი ნივთები (მობილური ტელეფონები, სიმბარათები, მეხსიერების ბარათები, „ეიჩპის“ ფირმის პორტატული კომპიუტერი), რომლებიც ასევე ინახება ს----------–----–-------------------------–-----------–--–-, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს“.

 

5. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტი უნდა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ზ---- ს--------ს სამუშაო ოთახის ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი ორი მჭიდითა და ოთხი ვაზნით, ცეცხლსასროლი იარაღის ხუთი ოქროსფერი შეფერილობის ვაზნა, რომლებიც ინახება ს----------–----–-------------------------–-----------–--–-, შესანახად გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ზ---- ს--------ს საკუთრების უფლების შენარჩუნებით, ხოლო ამავე ჩხრეკისას ამოღებული დანარჩენი ნივთები (მობილური ტელეფონები, სიმბარათები, მეხსიერების ბარათები, „ეიჩპის“ ფირმის პორტატული კომპიუტერი), რომლებიც ასევე ინახება ს----------–----–-------------------------–-----------–--–-, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება ს----------–----–-----------------–--------–---------------–----------–-–-------------------–-, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. დანარჩენ ნივთმტკიცებათა განკარგვის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად“.

 

6. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას მითითებულ განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის მსჯავრდებულ ზ---- ს--------ს მიმართ გამოტანილ განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

 

2. განაჩენის სამოტივაციო ნაწილს დაემატოს 55-ე პუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენში გადაწყვეტილი არ არის 2016 წლის 18 აგვისტოს, 23:10-23:58 საათებს შორის შუალედში ჩატარებული ზ---- ს--------ს სამუშაო ოთახის ჩხრეკისას ამოღებული ნივთების განკარგვის ბედი, სახელდობრ: ზ---- ს--------ს სამუშაო ოთახის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა შავი ფერის „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი ორი მჭიდითა და ოთხი ვაზნით, ცეცხლსასროლი იარაღის ხუთი ოქროსფერი შეფერილობის ვაზნა, რომლებიც ინახება ს----------–----–-------------------------–-----------–--–-. ვინაიდან ზ---- ს-------- ამჟამად სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხსენებული ნივთები შესანახად უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ზ---- ს--------ს საკუთრების უფლების შენარჩუნებით, ხოლო ამავე ჩხრეკისას ამოღებული დანარჩენი ნივთები (მობილური ტელეფონები, სიმბარათები, მეხსიერების ბარათები, „ეიჩპის“ ფირმის პორტატული კომპიუტერი), რომლებიც ასევე ინახება ს----------–----–-------------------------–-----------–--–-, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს“.

 

3. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ზ---- ს--------ს სამუშაო ოთახის ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი ორი მჭიდითა და ოთხი ვაზნით, ცეცხლსასროლი იარაღის ხუთი ოქროსფერი შეფერილობის ვაზნა, რომლებიც ინახება ს----------–----–-------------------------–-----------–--–-, შესანახად გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ზ---- ს--------ს საკუთრების უფლების შენარჩუნებით, ხოლო ამავე ჩხრეკისას ამოღებული დანარჩენი ნივთები (მობილური ტელეფონები, სიმბარათები, მეხსიერების ბარათები, „ეიჩპის“ ფირმის პორტატული კომპიუტერი), რომლებიც ასევე ინახება ს----------–----–-------------------------–-----------–--–-, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება ს----------–----–-----------------–--------–---------------–----------–-–-------------------–-, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. დანარჩენ ნივთმტკიცებათა განკარგვის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად“.

 

4. აღნიშნული განჩინება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განაჩენის განუყოფელ ნაწილს.

 

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე