განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700067746
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№649აპ-18 ქ. თბილისი
ბ----------–---–ი ი----, 649აპ-18 25 აპრილი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი---- ბ----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ------------- ყ------ის, მსჯავრდებულ მ----- ფ---–----ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა---- ჩ------–---–ის, მსჯავრდებულ კ--- გ--------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ ქ-----–---–ის, მსჯავრდებულ გ------- შ----–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ------- კ-------–---–ის, მსჯავრდებულ გ--- კ---------სა და საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი პროკურორის - ვლადიმირ ვექილიანის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 დეკემბრის განაჩენით:
გ------- შ----–---–-, – დ----------–-------–-–----------------ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გ------- შ----–---–ს მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის 3 მარტიდან.
ა---------– მ--------------–--ი (დაუსწრებლად), – დ----------–-------–-–---------------ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით -თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ა---------– მ--------------–--ს მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყება განაჩენის აღსულების გამო მისი დაპატიმრების მომენტიდან;
გ--- კ---------ს, – დ----------–-------–-–---------ს, - მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 220–ე მუხლზე და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის 3 მარტიდან.
ი---- ბ----------–---–ის, – დ----------–-------–-–-------------ს, - მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 220–ე მუხლზე და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის 3 მარტიდან.
მ----- ფ---–----ას, – დ----------–-------–-–-------------ს, - მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 220–ე მუხლზე და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის 3 მარტიდან.
კ--- გ--------ს, – დ----------–-------–-–----------------–ს, - მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 220–ე მუხლზე და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის 3 მარტიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენით მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ვლადიმირ ვექილიანის, მსჯავრდებულ ი---- ბ----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - კ------------- ყ------ის, მსჯავრდებულ მ----- ფ---–----ას ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა---- ჩ------–---–ის, მსჯავრდებულ გ------- შ----–---–-ს, მსჯავრდებულ კ--- გ--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ------ ქ-----–---–ისა და მსჯავრდებულ გ--- კ---------ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:
2013 წლის 22 მარტს შპს „ს----------–-------------------–-------–------–------------------------ამ“ გამოაცხადა ტენდერი ზ---- ს-------ის სარწყავი სისტემის პალდოს სათავე ნაგებობის ზემო მაგისტრალური არხისა და მე–2 რიგის გამანაწილებლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე, რომლის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა - 10 210 568 ლარი (დღგ–ს ჩათვლით). აღნიშნულის საფუძველზე გამოცხადდა შესაბამისი ელექტრონული ტენდერი S------------, სადაც გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ს---“ (ს------------), რომელმაც წარმოადგინა პრეტენდენტთა შორის მინიმალური ღირებულების სატენდერო წინადადება. მისმა ოდენობამ შეადგინა - 6 857 000 ლარი.
2013 წლის 27 მაისს შპს „ს----------–-------------------–-------–------–------------------------ასა“ (შემსყიდველი) და შპს „ს---–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ზემოაღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე, რომლის ჯამური ღირებულება იყო - 6 857 000 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების მიღება–ჩაბარება უნდა მომხდარიყო ორმხრივად დამოწმებული შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა №2) საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს (მისი ნაწილის) მოცულობის შესაბამისად, რაც შემსყიდველისთვის წარმოადგენდა მიმწოდებელთან ანგარიშსწორების საფუძველს. ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესასრულებელ სამუშაოებს კონტროლს გაუწევდნენ შპს „ს----------–-------------------–-------–------–------------------------ის“ დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირები.
2013 წლის 21 ივნისს, მომსახურების შესყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულებებისა და შესაბამისი ტექნიკური დათვალიერების თანახმად, შპს „ს----------–-------------------–--------–------–------------------------ამ“ ზემოაღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უფლება გადასცა შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე ფიზიკურ პირებს: მ----- ფ---–----ას, ი---- ბ----------–---–სა და გ--- კ--------ეს, რომლებიც სარგებლობდნენ ხსენებული კომპანიის წარმომადგენელთა სტატუსით. ხელშეკრულებებისა და ტექნიკური დავალებების თანახმად, მითითებულ პირთა მიერ გასაწევ მომსახურებად განისაზღვრა: ზემოაღნიშნული სამუშაოების ტექნიკური შემოწმება, აღრიცხვა, დაფიქსირება და ფინანსური ანგარიშსწორების დოკუმენტის შემოწმება, შესრულებული სამუშაოთა აქტის (ფორმა №20) ხელმოწერით დამოწმება (დადასტურება), ასევე - შესრულებულ სამუშაოთა მოცულობებისა და ხარისხის შემოწმება.
ტექნიკური ზედამხედველები – მ----- ფ---–----ა, ი---- ბ----------–---–ი და გ--- კ--------ე დანაშაულებრივად შეკავშირდნენ შპს „ს----ს“ წარმომადგენლებთან - ა---------– მ--------------–--თან, კ--- გ-------ესთან, შპს „ს----ს“ ქვეკონტრაქტორი კომპანიის - „G--------ს“ ფაქტობრივ მფლობელსა და ხელმძღვანელთან - გ------- შ----–---–თან და გადაწყვიტეს მოტყუებით დაუფლებოდნენ შპს „ს----------–-------------------–-------–------–------------------------ის“ მიერ მითითებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას. ამ მიზნით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა, რომლის თანახმად, შპს „ს---–ს“ წარმომადგენლები - ა---------– მ--------------–--ი და კ--- გ-------ე, ქვეკონტრაქტორი კომპანიის - შპს „G--------ს“ ფაქტობრივ ხელმძღვანელ გ------- შ----–---–თან შეთანხმებით, აფორმებდნენ და ხელმოწერებით ამოწმებდნენ მიღება–ჩაბარებისა და შესრულებულ სამუშაოთა აქტებს (ფორმა №2), რომლებიც შეიცავდნენ ყალბ, ხელოვნურად გაზრდილ მონაცემებს შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების შესახებ, რასაც შპს „ს----------–-------------------–-------–------–------------------------ის“ წარმომადგენელთა სტატუსით, ასევე ხელმოწერით ადასტურებდნენ ტექნიკური ზედამხედველები: მ----- ფ---–----ა, ი---- ბ----------–---–ი და გ--- კ--------ე. ვინაიდან ამ პირთა მიერ შედგენილი და ხელმოწერით დადასტურებული მიღება–ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები (ფორმა №2) წარმოადგენს ანგარიშსწორების საფუძველს, შპს „ს----------–-------------------–-------–------–------------------------ამ“ შპს „ს---–ს“ ეტაპობრივად სრულად აუნაზღაურა ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებში (ფორმა №2) მითითებული თანხა, რომლის ნაწილსაც მოტყუებით დაეუფლნენ ორგანიზებული ჯგუფის წევრები.
2013 წლის 27 მაისიდან - 2014 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სულ გააფორმეს და შპს „ს----------–-------------------–-------–------–------------------------ას“ წარუდგინეს ყალბი მონაცემების შემცველი 19 ფორმა №2, რომელთა თანახმად, შესრულებული სამუშაოების ღირებულად დაფიქსირდა 6 628 920 ლარი, რაც შემსყიდველმა კომპანიამ სრულად აანაზღაურა. შპს „ს---–მ“ და მისმა ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ შპს „G--------მ“ ზ---- ს-------ის სარწყავი სისტემის პალდოს სათავე ნაგებობის ზ---- მაგისტრალური არხისა და მეორე რიგის გამანაწილებლების რეაბილიტაციის ფარგლებში რეალურად შესრულეს არა 6 628 920 ლარის, არამედ - 3 874 729 ლარის ღირებულების სამუშაოები. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა - მ----- ფ---–----ამ, ი---- ბ----------–---–მა, გ--- კ--------ემ, ა---------– მ--------------–--მა, კ--- გ-------ემ და გ------- შ----–---–მა შპს „ს----------–-------------------–-------–------–------------------------ისათვის“ წარდგენილ შესრულებულ სამუშაოს აქტებში (ფორმა №2) შეიტანეს ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად გაზარდეს შესრულებული სამუშაოთა მოცულობა, ღირებულება და მოტყუებით დაეუფლნენ შპს „ს----------–-------------------–-------–------–------------------------ას“ კუთვნილ 2 754 191 ლარს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
5. კასატორი - მსჯავრდებულ ი---- ბ----------–---–ის ადვოკატი კ------------- ყ------ი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, ი---- ბ----------–---–ის ქმედების სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებასა და სასჯელის იმ ზომით გამოყენებას, რაც მსჯავრდებულს უკვე მოხდილი აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
6. კასატორის მოსაზრებით, არგუმენტი, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულებს შეეძლოთ მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა, მათი სტაჟისა და გამოცდილებიდან გამომდინარე, სსკ-ის 220-ე მუხლის დასამტკიცებლად ვერ „გამოდგება,“ ვინაიდან ის, რომ ი. ბ----------–---–ი ნამდვილად ამ დარგის სპეციალისტი იყო, დადასტურებული არ არის. ი. ბ----------–---–ს არ განუცხადებია, რომ იგი სხვისი ნდობით ან მიბაძვით აწერდა ხელს ფორმა N2-ს. ცისკარიშვილი ავალებდა მას ხელი მოეწერა ფორმა N2-ზე (როგორც მის დამხმარეს). ადვოკატი უთითებს, რომ გულგრილობაც შეიძლება გამოიხატებოდეს არაერთჯერად ქმედებაში. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ი---- ბ----------–---–მა ფორმა N2-ებს ხელი თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის მიღების მიზნით მოაწერა; საინვენტარიზაციო დასკვნის მიხედვით, რადგან არხში წყალი მიედინებოდა, დახურულ ნაგებობებში შესრულებული სამუშაო არ აღწერილა. ექსპერტის დასკვნის თანახმად კი არხში წყლის დინების გამო ვერ ნახეს ჩატარებული სამუშაოები (სიგრძე - 8 585 მეტრი). დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ფარული სამუშაოები არ შეამოწმეს. ზედმეტად შესრულებული სამუშაოები ექსპერტიზას არ დაუფიქსირებია. ამასთან, სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ მიუსაჯა ი. ბ----------–---–ს ოთხი წელი.
7. კასატორი - მსჯავრდებულ მ----- ფ---–----ას ადვოკატი ა---- ჩ------–---–ი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, მ. ფ---–----ას ქმედების სსკ-ის 2201-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას; ადვოკატი არ ეთანხმება დანიშნულ სასჯელს და ითხოვს მისი იმ ზომით გამოყენებას, რაც მსჯავრდებულს უკვე მოხდილი აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან პირობითი მსჯავრის გამოყენებას.
8. კასატორის მითითებით, მ. ფ---–----ას არ ჰქონდა განზრახვა, მიეღო რაიმე უპირატესობა, ვინაიდან ის, სხვა ზედამხედველებისაგან განსხვავებით, მხოლოდ 2013 წლის ბოლომდე მუშაობდა. სასამართლომ არ იმსჯელა აღნიშნულზე და მისი ზედამხედველობა განიხილა სრული მოცულობით; შესაბამისად, მისი სასჯელის (4 წლით თავისუფლების აღვეთა) გათანაბრება სხვა მსჯავრდებულებთან არ არის სამართლიანი. გამოძიებამ ყურადღება არ მიაქცია მ. ფ---–----ას თხოვნას - გამოძიებასთან თანამშრომლობისა და სწორი ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით. ბრალდებამ მოწმის ჩვენება პროცესის საბოლოო სტადიაზე მიიღო. მ. ფ---–----ამ ხელი მოაწერა მხოლოდ 12 ფორმა N2-ს, საიდანაც სადავო არის მხოლოდ მე-12 ფორმა N2. კასატორის მითითებით, ამ დროს მსჯავრდებული იყო ავად, არ იყო სამსახურში და დოკუმენტი მას ხელმოსაწერად მიუტანეს. არასწორია სასამართლოს მითითება, რომ მ. ფ---–----ამ აღიარა სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სააპელაციო სასამართლომ დაცვის სააპელაციო საჩივარზე საერთოდ არ იმსჯელა (მან იმსჯელა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებაზე). დაცვის მხარე აგრეთვე არ მიიჩნევს სარწმუნოდ ექსპერტიზის დასკვნას.
9. კასატორი - მსჯავრდებული გ------- შ----–---–- და მისი ადვოკატი ვ------- კ-------–---–ი ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლას.
10. კასატორი უთითებს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შეპირების გამო გ. შ----–---–- იყენებდა დუმილის უფლებას, რაც ორივე ინსტანციის სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოიყენა; ელექტრონული ტენდერის გამოცხადებისას შედგა კომისია, რომელმაც გამარჯვებულ ფირმას („ს----ს“) მოსთხოვა ხარჯთაღრიცხვის წარდგენა გარკვეულ ვადაში, რაც გულისხმობდა დასახელებული თანხის ოდენობის რეალურ შესაბამისობას შესასრულებელ სამუშაოებთან. შპს „ს----მ“ წარადგინა დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვა, რაც კომისიამ დამაკმაყოფილებლად ჩათვალა და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩია „ს---,“ როგორც გამარჯვებული კომპანია და დაავალა ამ პროექტის განხორციელება; საქმეში არ არსებობს დასკვნა, რომელიც შეუძლებლად მიიჩნევდა პროექტის 6 857 000 ლარად განხორციელებას; ფასის შეთავაზებისას გ. შ----–---–-სათვის საერთოდ უცნობი იყო, ვინ იქნებოდნენ პროექტის ზედამხედველები და, შესაბამისად, ვერც მათთან ერთად დაგეგმავდა დანაშაულის ჩადენას; ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენა, ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული; გ. შ----–---–- დაჯდა კომპიუტერთან და დაწერა ციფრები, მაგრამ აღნიშნული შეათანხმა მშენებლებსა და ს----------ესთან; ამასთან, ს----------ის ჩვენება არასანდოა და ურთიერთგამომრიცხავი; ექსპერტიზის დასკვნაში არ ჩაითვალა მე-20 ფორმა N2-ით შესრულებული სამუშაობი. დაცვის მხარე არ მიიჩნევს სარწმუნოდ ექსპერტიზის დასკვნას. კასატორი უთითებს, რომ გ. შ----–---–-ს ხელმოწერა ფორმა 2-ზე დაფიქსირებული არ არის და, შესაბამისად, მას არაფერი გაუყალბებია.
11. კასატორი - კ--- გ-------ე და მისი ადვოკატი ზ------ ქ-----–---–ი ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანასა და კ--- გ--------ს მოსახდელი სასჯელის პირობითად ჩათვლას.
12. ადვოკატი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ კ. გ-------ე არ არის ნასამართლევი, გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია სრულყოფილად მიაწოდა და თავი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; მას ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები. მისი ოჯახი მძიმე მდგომარეობაშია.
13. კასატორი - მსჯავრდებული გ--- კ--------ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლასა და სასჯელის შემსუბუქებას.
14. მსჯავრდებული უთითებს, რომ არის 64 წლის, მე-2 ჯგუფის ინვალიდი და დიაბეტის მძიმე ფორმით დაავადებული - ინსულინის მომხმარებელი.
15. კასატორი - პროკურორი ვ. ვექილიანი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლასა და გ. კ---------ს, მ. ფ---–----ას, ი. ბ----------–---–ისა და კ. გ--------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
16. პროკურორი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ მ. ფ---–----ამ, გ. კ--------ემ, კ. გ-------ემ და ი. ბ----------–---–მა დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი მიღება-ჩაბარებისა და შესრულებულ სამუშაოთა აქტები (ფორმა N2). მოგვიანებით კი აღნიშნული ყალბი დოკუმენტაცია მათ სხვა დანაშაულის - თაღლითობის ჩასადენად გამოიყენეს. კ. გ-------ე იყო შპს „ს----ს“ მთავარი ინჟინერი. აღნიშნული თანამდებობა მან ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად თაღლითობის ჩასადენად გამოიყენა. იგი ხელმოწერით ადასტურებდა შესრულებულ სამუშაოთა აქტებს, რის შედეგადაც იღებდა თანხის ნაწილს. მ. ფ---–----ა, გ. კ--------ე და ი. ბ----------–---–ი ანალოგიურად მოქმედებდნენ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ისინი შპს „ს----------–-------------------–-------–------–----------------------ის“ ინტერესებს წარმოადგენდნენ და იქ იყვნენ დასაქმებულები. მ. ფ---–----ას, გ. კ---------ს, ი. ბ----------–---–ისა და კ. გ--------ს ქმედებები არ წარმოადგენს თაღლითობის წინაპირობას, მათი ქმედებენი უშუალოდ თაღლითობის შემადგენელი ნაწილია. დადასტურებულია, რომ ჯგუფი არ იყო შემთხვევით შექმნილი და მას წინ უსწრებდა დიდი პერიოდი, მათ შორის ა. მეღვინუთუხუცესისა და გ. შ----–---–-ს მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა აუცილებელი პირობის შექმნა. შპს „ს----------–-------------------–-------–------–----------------------ის“ სარეაბილიტაციო საქმიანობის ზედამხედველობის სამმართველოს უფროსად დანიშვნის შემდეგ მ. ფ---–----ა იყო ჯგუფის აქტიური წევრი და ხელს უწყობდა დანაშაულის გაგრძელებასა და კვალის დაფარვას. იგი იმ კომისიის ხელმძღვანელი გახდა, რომელსაც უნდა შეემოწმებინა მისი და მისი თანამზრახველების უკანონო საქმიანობა. სწორედ მისი კატეგორიული მოთხოვნით საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნაში მიეთითა, რომ ობიექტზე აღმოჩნდა კონტრაქტორის მიერ დამატებით შესრულებული სამუშაოები, რომელიც არ ყოფილა პროექტით გათვალისწინებული და არც გაუთვალისწინებელ სამუშაოთა ხარჯებიდანაა ანაზღაურებული.
9. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
11. პალატა გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას გ--- კ---------ს, ი---- ბ----------–---–ის, მ----- ფ---–----ასა და კ--- გ--------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ბრალად შერაცხული ქმედების საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ.
12. დაცვის მხარის პოზიციას - გ. შ----–---–-ს მიერ დუმილის უფლების მის წინააღმდეგ გამოყენების თაობაზე საკასაციო პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: თ. ს----------ის, ე. მ------ის, გ. ძ---–--ის, გ. ფ-----ას გ. მ-----–---–ის ჩვენებები, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა) ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეეპუნქტითა და სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
13. საკასაციო სასამართლო იზიარებს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას და არ ეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ იგი კატეგორიული არ არის. ექსპერტებმა - კ---- ა--------ემ და მ------ გ--–--ემ განაცხადეს, რომ მათ მიერ შედგენილი დასკვნა ზუსტია და არ არის სავარაუდო. მათ როგორც გვირაბში, ისე ფარულად შესრულებული სამუშაოები ჩათვალეს შესრულებულად. ექსპერტმა კ---- ა--------ემ კი დამატებით განმარტა, რომ მათ ყველაფერი აიღეს მეტობით და დაკლებით არაფერი დაუკლიათ.
14. მსჯავრდებულების - მ----- ფ---–----ასა და ი---- ბ----------–---–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლით დაკვალიფიცირებას საკასაციო პალატა აგრეთვე არ ეთანხმება და ამ ნაწილში სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
15. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 53-ე, 39-ე მუხლებს, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს, მსჯავრდებულთა მიერ დარღვეული მოვალეობის ხასიათსა და ზომას, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გ. შ----–---–-ს, გ. კ---------ს, ი. ბ----------–---–ის, მ. ფ---–----ასა და კ. გ--------ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი---- ბ----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ------------- ყ------ის, მსჯავრდებულ მ----- ფ---–----ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა---- ჩ------–---–ის, მსჯავრდებულ კ--- გ--------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ ქ-----–---–ის, მსჯავრდებულ გ------- შ----–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ------- კ-------–---–ის, მსჯავრდებულ გ--- კ---------სა და საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი პროკურორის - ვლადიმირ ვექილიანის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე