განჩინება

სისხლის სამართლის 07.05.2019
საქმის ნომერი
330100117001899848
თარიღი
07.05.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001899848

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №577აპ-18 ქ. თბილისი

ბ--------- მ------, 577აპ-18 10 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განაჩენზე ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან გურაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ------ ბ---------ს, რ----- ნ---–---სა და ზ---– კ--–---ს ბრალი დაედოთ ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით).

 

მათ მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 12:40 საათზე, რ----- ნ---–---მ, მ------ ბ---------მ და ზ---– კ--–---მა უკანონოდ შეაღწიეს ქ------–--–------------------------------–------------------------------–- მდებარე დ---- მ---------სა და ვ-------- ლ-----ს საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით დ---- მ---------სა და ვ-------- ლ----ს გასტაცეს 30 000 აშშ დოლარი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენით მ------ ბ---------ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

მ------ ბ---------, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) თვითა და 30 (ოცდაათი) დღით თავისუფლების აღკვეთა.

 

მ------ ბ---------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 თებერვლიდან და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

რ----- ნ---–---ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

რ----- ნ---–---, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) თვითა და 30 (ოცდაათი) დღით თავისუფლების აღკვეთა.

 

რ----- ნ---–---ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 თებერვლიდან და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ზ---– კ--–----ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ზ---– კ--–----, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) თვითა და 18 (თვრამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთ.

 

ზ---– კ--–---ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 თებერვლიდან და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------ ბ---------მ, რ----- ნ---–---მ და ზ---– კ--–---მა ჩაიდინეს იძულება, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

მათ მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 12:40 საათზე, რ----- ნ---–---მ, მ------ ბ---------მ და ზ---– კ--–---მა ქ------–--–----------------------------------------------------------–- მდებარე დ---- მ---------სა და ვ-------- ლ-----ს საცხოვრებელ ბინაში აიძულეს ვ-------- ლ-----, გადაეცა მათთვის მისი კუთვნილი 30 000 აშშ დოლარი.

 

4. აპელანტის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქეთევან გურაშვილმა, მსჯავრდებულ მ------ ბ---------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ--- კ--–--–---მ, მსჯავრდებულ რ----- ნ---–---ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ--- ს--------მ და მსჯავრდებულმა ზ---– კ--–---მა.

 

ბრალდების მხარემ საჩივრით ითხოვა გასაჩივრბეულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: რ----- ნ---–---ს, მ------ ბ---------სა და ზ---– კ--–----ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით

 

დაცვის მხარემ საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და სამივე მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

5. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

6. კასატორის მოთხოვნა:

 

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქეთევან გურაშვილმა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ----- ნ---–---ს, მ------ ბ---------სა და ზ---– კ--–----ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

9. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა - რ----- ნ---–---მ, მ------ ბ---------მ და ზ---– კ--–---მა ჩაიდინეს ყაჩაღობა. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და მსჯავრდებულების ქმედებები სამართლებრივად სწორად დააკვალიფიცირა, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება.

 

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან გურაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე