დასაშვებობის განჩინება

სისხლის სამართლის 06.05.2019
საქმის ნომერი
330100118002336089
თარიღი
06.05.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002336089

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №691აპ-18 6 მაისი, 2019 წელი

გ-----–---–ი ლ----, 691აპ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ---- გ-----–---–ის მიერ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების საკითხი.

აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ლ---- გ-----–---–ს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მიეცა 5 დღის ვადა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად. განჩინებით კასატორს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგიც.

 

2. საკასაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინება მსჯავრდებულ ლ---- გ-----–---–ს ჩაჰბარდა 2019 წლის 25 აპრილს, მაგრამ მან არ შეავსო საკასაციო საჩივარში არსებული ხარვეზი.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ საჩივარი არ შეესაბამება სსსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით კასატორს აძლევს 5 დღის ვადას, რომელიც საჭიროა საჩივრის ხარვეზის შესავსებად. თუ კასატორი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით საჩივარს განუხილველად ტოვებს, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ლ---- გ-----–---–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე