განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802219002979880
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№19I-19 ქ. თბილისი
ტ----–----- ი-----, 19I-19 20 მაისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან _ კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ _ დემეტრე ჯინჯოლიას
ადვოკატების _ ი----- ხ-------–---–-სა და ი----- ბ-----–---–ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ი----- ტ----–-----ს
თარჯიმან _ ნ-----–- გ------–--ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი----- ტ----–-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი----- ხ-------–---–-სა და ი----- ბ-----–---–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ 2012 წლის 29 მაისს რ------ის ფ-------–-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ ტ------ის საგამოძიებო სამმართველოს საგამოძიებო ნაწილმა გამოიტანა დადგენილება ი----- ტ----–-----ს ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, ი----- ტ----–-----ს ბრალი დაედო რ------ის ფ-------–-ის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, გასაღების მიზნის გარეშე) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. 2012 წლის 31 მაისს რ------ის ფ-------–-ის ქალაქ ტ------ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ი----- ტ----–-----ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენეს პატიმრობა.
3. 2012 წლის 23 ივლისს ი----- ტ----–-----ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენეს ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
4. 2012 წლის 29 ოქტომბერს რ------ის ფ-------–-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ ტ------ის საგამოძიებო სამმართველოს საგამოძიებო ნაწილის გადაწყვეტილებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების დარღვევასთან დაკავშირებით, გამოცხადდა ი----- ტ----–-----ს ძებნა.
5. 2016 წლის 29 თებერვალს რ------ის ფ-------–-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ ტ------ის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების გადაწყვეტილებით გამოცხადდა ი----- ტ----–-----ს საერთაშორისო ძებნა.
6. 2016 წლის 25 მარტს რ------ის ფ-------–-ის ქალაქ ტ------ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ი----- ტ----–-----ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენეს პატიმრობა.
7. 2016 წლის 31 ოქტომბერს გამოცხადდა ი----- ტ----–-----ს ძებნა ინტერპოლის არხებით.
8. 2018 წლის 10 ოქტომბერს რ------ის ფ-------–-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ ტ------ის საგამოძიებო სამმართველოს საგამოძიებო ნაწილმა გამოიტანა დაზუსტებული დადგენილება ი----- ტ----–-----ს ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, მას ბრალი დაედო რ------ის ფ-------–-ის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, გასაღების მიზნის გარეშე) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
9. რ------ის ფ-------–-იდან მოწოდებული მასალების მიხედვით, ი----- ტ----–-----ს მიერ რ------ის ფ-------–-აში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის 29 მაისს რ------ის ფ-------–-ის ქალაქ ტ------ში ი----- ტ----–-----მ კონკრეტულად დაუდგენელ ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, სათანადო ნებართვის გარეშე, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ფენილაცეტილინდოლის“ (1–(1H-ინდოლი-3-ილ)-2-ფენილეტანოლი) ნაწარმოების შემცველი ნარევი, რომლის საერთო მასა შეადგენდა 0,4565 გრამს და გასაღების მიზნით გარეშე, პირადი მოხმარებისათვის უკანონოდ ინახავდა გამჭვირვალე პაკეტში, შარვლის უკანა, მარჯვენა ჯიბეში. იმავე დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე, ტ------ში, ი--–-----------ის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე, ი----- ტ----–----- შეაჩერეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა, რა დროსაც, პირადი შემოწმების შედეგად, მისი შარვლის უკანა, მარჯვენა ჯიბეში აღმოაჩინეს და ამოიღეს გამჭვირვალე პაკეტი და მასში მოთავსებული ზემოხსენებული ნარკოტიკული საშუალება, რომლის საერთო მასა შეადგენდა 0,4565 გრამს, რაც რ------ის ფ-------–-ის კანონმდებლობით წარმოადგენს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას.
აღწერილი ქმედებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია რ------ის ფ-------–-ის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების მიზნით გარეშე), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
10. ი----- ტ----–-----ს დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში დაკვალიფიცირდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
11. 2018 წლის 13 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რ------ის ფ-------–-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი----- ტ----–-----.
12. 2018 წლის 15 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ი----- ტ----–-----ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
13. 2018 წლის 11 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ი----- ტ----–-----ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2019 წლის 13 მარტამდე.
14. 2018 წლის 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ი----- ტ----–-----ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე – 2019 წლის 13 ივნისამდე.
15. ამჟამად ი----- ტ----–----- მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციურ დაწესებულებაში.
16. 2019 წლის 6 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართ პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა ი----- ტ----–-----ს რ------ის ფ-------–-აში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია რ------ის ფ-------–-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ ტ------ის საგამოძიებო სამმართველოს საგამოძიებო ნაწილის 2018 წლის 10 ოქტომბრის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რ------ის ფ-------–-ის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, გასაღების მიზნის გარეშე).
17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა და დასაშვებად იქნა ცნობილი ი----- ტ----–-----ს რ------ის ფ-------–-აში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილი რ------ის ფ-------–-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ ტ------ის საგამოძიებო სამმართველოს საგამოძიებო ნაწილის 2018 წლის 10 ოქტომბრის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რ------ის ფ-------–-ის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, გასაღების მიზნის გარეშე).
18. კასატორები, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი----- ტ----–-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატები – ი----- ხ-------–---–- და ი----- ბ-----–---–ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ ი----- ტ----–-----ს რ------ის ფ-------–-ის ქალაქ ტ------ის ადგილობრივი ხელისუფლება პოლიტიკურად სდევნიდა ბიზნეს–საქმიანობასთან დაკავშირებით; მის მიმართ ბრალდება არის გამოგონილი და ი----- ტ----–-----ს დევნა შერჩევითი სამართლით ხორციელდება; გაურკვეველია ისიც, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენად უსაფრთხო იქნება მისი ტრანსპორტირება რ------ის ფ-------–-აში. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორები ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმებას და ი----- ტ----–-----ს რ------ის ფ-------–-აში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.
19. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
20. პროკურორი დემეტრე ჯინჯოლია არ დაეთანხმა საკასაციო საჩივრის ავტორთა მოთხოვნას და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. რ------ის ფ-------–-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი----- ტ----–----- საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 13 სექტემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ი----- ტ----–-----ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატებმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე რეალური ინფორმაცია, რაც მის მიმართ რ------ის ფ-------–-აში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას (ECtHR, №36378/02, შამაევი და სხვები საქართველოსა და რ------ის წინააღმდეგ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), 12/04/2005, §352). უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (ECtHR, №46827/99 , 46951/99 , მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) 04/02/2005, §70).
6. იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ი----- ტ----–-----ს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევის საფრთხის არსებობის შესახებ და ასეთი ვითარება არც საქმის მასალებიდან იკვეთება, კასატორთა ზოგადი განცხადება უფლებების დარღვევის რისკის არსებობასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას ექსტრადიციის განხორციელებაზე უარის თქმისთვის.
7. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ რ------ის ფ-------–-ის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მთავარ პროკურატურას წარმოუდგინა გარანტია, რომლის თანახმად: „ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა არ ისახავს მიზნად ი----- ტ----–-----ს პოლიტიკური მოტივით დევნას მისი რასობრივი კუთვნილების, აღმსარებლობის, ეროვნების ან პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით და რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ი. ტ----–----- არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას; იგი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა უფლებით, მათ შორის – ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობით“.
8. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ი----- ტ----–----- არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, რადგან იგი რ------ის ფ-------–-ის მოქალაქეა. საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ი----- ტ----–----- არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით და საქართველოში მას თავშესაფარი არ გააჩნია.
9. გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურამ ი----- ტ----–-----ს შესახებ მოიძია ინფორმაცია ინტერნეტის ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემებში, რომლებშიც მის მიმართ დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ი----- ტ----–-----ს ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია რ------ის ფ-------–-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ ტ------ის საგამოძიებო სამმართველოს საგამოძიებო ნაწილის 2018 წლის 10 ოქტომბრის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რ------ის ფ-------–-ის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, გასაღების მიზნის გარეშე) კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი----- ტ----–-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი----- ხ-------–---–-სა და ი----- ბ-----–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე