განჩინება

სისხლის სამართლის 16.04.2019
საქმის ნომერი
190100117002046074
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100117002046074

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№635აპ-18 ქ. თბილისი

თ--------ეზ----, 635აპ-18 16 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ---- თ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ------– კ------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის განაჩენით ზ---- თ--------ე, --------------–-------–--–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით.

 

ზ---- თ--------ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 მაისიდან.

 

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ---- თ--------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 2-------------------- დროის შუალედში, ქ. რ-------ში, ლ------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს ,,მ-----------------------------–----–----ოს” რ-------ის ფილიალში, შეიჭრა გამოძიებით დაუდგენელი ტიპის იარაღით შეირაღებული ზ---- თ--------ე, რომელიც იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხა შპს ,,მ-----------------------------–----–----ოს“ რ-------ის ფილიალში მყოფ პირებს - ნ-----–- რ------ესა და ლ--–- ი-----–-–---–ს და მათგან მოითხოვა ,,მ-----------------------------–----–----ოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით ფულის მისთვის გადაცემა. ზ---- თ--------ის ქმედებით შპს ,,მ-----------------------------–----–----ოს“ მიადგა 28710 ლარისა და 10 თეთრის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ---- თ--------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ------– კ------ემ, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; ზ---- თ--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ეფუძნება ოდოროლოგიურ ექსპერტიზის დასკვნასა და კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარებულ ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა (მათ შორის: მოწმეების - ა. ქ-----–---–ის, დ. გ--–--ის, რ. წ------–---–ის, ნ. ბ-----–---–ის, ლ. ს-----------ის, ი. წ----–----ას, ზ. ე---–-–---–ისა და ვ. ბ----------ის ჩვენებები, ,,ლ------ს“ ოფისის დათვალიერების ოქმი, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ,,მ-----------------------------–----–----ოდან“ გამოთხოვილი გარე და შიდა ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი და ამავე ინფორმაციის ამსახველი დისკები, შპს ,,ჯ--------–იდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, ამავე ინფორმაციის ამსახველი დისკები და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა), რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ზ---- თ--------ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.

 

8. დაცვის მხარის განმარტებით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარებულია სისხლის სამართლის კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ხოლო ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერებაზე, სარწმუნოობასა და საკმარისობაზე, ასევე ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი, (მათ შორის: დაზარალებულებისა და მსჯავრდებულის ჩვენებების შეფასებასთან დაკავშირებით), ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ზ---- თ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ------– კ------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე