განჩინება

სისხლის სამართლის 25.04.2019
საქმის ნომერი
330100117002049712
თარიღი
25.04.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002049712

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№658აპ-18 ქ. თბილისი

ხ----–--–- მ------, 658აპ-18 25 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ------ ხ----–--–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ--- ს--------სა და თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ თამარ ზაქუტაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენით მ------ ხ----–--–-, – დაბადებული 1----–-–----------ს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,379-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მდგომარეობით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. მ------ ხ----–--–-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა და ამ ქმედებისთვის იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ------ ხ----–--–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 16 მაისიდან.

 

2. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: მ------ ხ----–--–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,379-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მდგომარეობით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. მ------ ხ----–--–-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა და ამ ქმედებისთვის იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ------ ხ----–--–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 16 მაისიდან.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ:

 

2017 წლის 15 მაისს, საღამოს, მთვრალ მ------ ხ----–--–ს, თ---–--–ი, დ------------–----------------–-----------------ში მდებარე თავის კუთვნილ, ბინა N---ში შელაპარაკება მოუხდა ბებიასთან - ნ--–- ნ-----–-–---–თან. აღნიშნულზე განაწყენებულმა მ------ ხ----–--–მა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ნ--–- ნ-----–-–---–ს დაუწყო უმოწყალოდ ცემა, რომლის დროსაც ხელები ყელზე შემოუჭირა, რის შედეგადაც ნ. ნ-----–-–---–ი ადგილზე გარდაიცვალა.

 

2017 წლის 17 მაისს მ------ ხ----–--–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. იმავე დღეს, დაახლოებით 16:30 საათზე, პენიტენციური დეპარტამენტის N- დაწესებულებაში გადაყვანისას, მ------ ხ----–--–- ამავე დაწესებულების ადმინისტრაციული კორპუსის ეზოდან შეეცადა გაქცევას, რა დროსაც იგი დააკავეს.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და მ------ ხ----–--–-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

 

6. კასატორის მოსაზრებით, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომელიც მ. ხ----–--–-ს ბრალს დაადასტურებდა. ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე კი განაჩენის გამოტანა არის დაუშვებელი. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ნ. ა----------ას ჩვენება გაბათილებულია პირველადი წყაროს ანუ ნ-----–- ბ---–----–---–ის ჩვენებით. კასატორი უთითებს, რომ თუ ადამიანი ფეთქებადია, ეს არ გულისხმობს, იმას რომ მან ადამიანი აუცილებლად უნდა მოკლას. კასატორისათვის ასევე გაუგებარია, რატომ ჩაითვალა საეჭვოდ მ. ხ----–--–-ს მშვიდად დგომა, როდესაც ადგილზე სასწრაფო მივიდა. სისტემა იყო მიკერძოებული და ორიენტირებული იმაზე, რომ მ. ხ----–--–- როგორმე ბრალდებულის სკამზე აღმოჩენილიყო. დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა საეჭვოს ხდის ბრალდების მხარის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზის დასკვნა ვერ ადასტურებს მ. ხ----–--–-ს ბრალეულობას. სახლში არსებულ ნივთებზე ნ-----–-–---–ისა და ხ----–--–-ს ბიოლოგიური მასალების აღმოჩენა ადასტურებს, რომ ისინი ერთად ცხოვრობდნენ. მ. ხ----–--–-ს საბოლოო სიტყვა არ ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ არცერთ მტკიცებულებას.

 

7. რაც შეეხება დაკავების ადგილიდან გაქცევის მცდელობას, აქ მოწმეთა ჩვენებები აშკარად „შეთითხნილია“ და მიმართულია იქითკენ, რომ თუ ამ „შეკერილ“ საქმეში მ. ხ----–--–- გამართლდებოდა, სხვა ბრალდება არსებულიყო, რითაც იგი პატიმრობაში აღმოჩნდებოდა.

 

8. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, მ. ხ----–--–-ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებებში (სსკ-ის 111-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტითა და სსკ-ის 19.379-ე მუხლის პირველი ნაწილით) და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

9. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეზიარებინა არა მიკერძოებულ მოწმეთა (ნ-----–- და მ------ ბ---–----–---–ები, მ---- და მ------ ხ----------–---–ები, ზ------ ხ----–--–-) ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამაჯერებელი ჩვენებები, არამედ - ნეიტრალურ მოწმეთა მიერ მითითებული გარემოებები, რომლებითაც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მოხუცი ნ--–- ნ-----–-–---–ის უმწეობა და მისი შვილიშვილის – მ------ ხ----–--–-ს მიერ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ფაქტი.

 

10. იმ პირობებში, როდესაც საკითხი ეხება 79 წლის მოხუც ქალბატონს და ობიექტურმა და ნეიტრალურმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ იგი ავადმყოფობდა, უჭირდა გადაადგილება, ხოლო მკვლელობის მომენტში ეკეთა ე.წ. „პამპერსი“ და ეცვა მხოლოდ წელწინდა (ე.წ. „რეიტუზი“), შესაბამისად, ცალსახად დგინდება მკვლელობის მომენტში ნ--–- ნ-----–-–---–ის უმწეო მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი. მტკიცებულებების შეფასებითა და ანალიზით ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მ------ ხ----–--–მა ჩაიდინა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბებიის მიმართ განზრახ მკვლელობა.

 

11. რაც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის შემცირების საკითხს, მისი შემცირების საფუძველი არ არსებობდა. ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა სცადა თავის მოკვლა, არ უნდა გამხდარიყო სასჯელთან დაკავშირებული შეღავათის საფუძველი.

 

12. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

13. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

14. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №527აპ-17 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

 

15. მკვლელობის მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა არ ეთანხმება ბრალდების პოზიციას და უთითებს, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა ნ--–- ნ-----–-–---–ის უმწეო მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ------ ხ----–--–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ბრალად შერაცხული ქმედების საქართველოს სსკ-ის 111-108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ.

 

16. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აპელირებს (მათ შორის: მ------ ხ----–--–-ს საბოლოო სიტყვასა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებზე) რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს.

 

17. საკასაციო სასამართლო აგრეთვე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ მ------ ხ----–--–-სათვის საქართველოს სსკ-ის 19.379-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება „შეთითხნილია.“ პალატას არ გააჩნია საფუძველი არ გაიზიაროს იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ მ------ ხ----–--–-ს ბადრაგირებას. ზ. ხ-------–---–მა, ი. ქ-----–--ამ, მ. ს-----–---–მა და ს. ტ---–-----მა სასამართლოში დაადასტურეს დაკავების ადგილიდან გადაყვანისას მ------ ხ----–--–-ს გაქცევის მცდელობის ფაქტი.

 

18. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის მიერ წარდგენილ ახალ მტკიცებულებასთან ერთად (2018 წლის 30 ივნისის პაციენტის გასინჯვის ბარათი) სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მ------ ხ----–--–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

 

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ მ------ ხ----–--–-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ--- ს--------სა და თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ თამარ ზაქუტაშვილის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ბ. ალავიძე