განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700068966
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№682აპ-18 ქ. თბილისი
ჯ-----–---–- გ-------–, 682აპ-18 7 მაისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ-------– ჯ-----–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ----–-- მ------–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით:
გ-------– ჯ-----–---–-, - დაბადებული 1----–-–-------------ს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ,” „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ნოემბრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარი და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ გ-------– ჯ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის 3 ნოემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 აპრილის განაჩენით გ-------– ჯ-----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
გ-------– ჯ-----–---–- სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2014 წლის 6 ივნისს. ამის შემდეგ, 2016 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, მან უკანონოდ შეაღწია თ---–--–ი, ვ---------–------------------------------–------ კორპუსში მდებარე, ა-–---------- ი------ის კუთვნილ ბინა N--ში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მის კუთვნილ, 150 ლარად ღირებულ ერთ ოქროს ჯვარსა და 400 ლარად ღირებულ ერთ ოქროს სამაჯურს; ასევე ი- ა------–---–ის კუთვნილ, 200 ლარად ღირებულ ორ ოქროს ჯვარს, 400 ლარად ღირებულ ერთ ოქროს ბეჭედს, 300 ლარად ღირებულ ერთ ოქროს ბეჭედს, 100 ლარად ღირებულ ერთ ოქროს გულსაკიდს, 150 ლარად ღირებულ ერთ წყვილ საყურეს, 30 ლარად ღირებულ „MICHAEL KORS-ის” ფირმის ქალის ოქროსფერ მაჯის საათსა და 100 ლარად ღირებულ ერთ ვერცხლის ბეჭედს.
გ-------– ჯ-----–---–-ს დანაშაულებრივი ქმედებით ა-–---------- ი------ს მიადგა 550 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ხოლო ი- ა------–---–ს - 1280 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და გ. ჯ-----–---–-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
6. კასატორის მითითებით, ამოცნობის ოქმები შედგენილია ერთსა და იმავე დღეს, რამდენიმესაათიანი ინტერვალით. ამასთან, ვ. ა------–---–მა განმარტა, რომ პირები, რომლებიც გ. ჯ-----–---–თან ერთად იდგნენ ამოსაცნობად, არსებითად არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. ოქმში არ არის მითითებული, რომ ვ. ა------–---–მა გ. ჯ-----–---–- ამოიცნო. სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი ადასტურებს, რომ გ-------– ჯ-----–---–- 13:40 საათზე (როგორც ამას ვ. ა------–---–ი უთითებს) ვერაფრით იქნებოდა ვარკეთილის მიმდებარედ. სასამართლოები ისეთ მტკიცებულებებს დაეყრდნენ, რომლებიც არსებითი დარღვევით იქნა მოპოვებული.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. მოწმეების - ა-–---------- ი------ის, ვ-–- ა------–---–ის, ი- ა------–---–ის ჩვენებები, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს გ-------– ჯ-----–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ,” „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იმ საკითხებზე, რაზეც საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აპელირებს (მათ შორის: ამოცნობის ოქმის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით შედგენასა და დაზარალებულ ა. ი------ის განცხადების სიყალბის თაობაზე), რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს.
11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ-------– ჯ-----–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ----–-- მ------–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე