განჩინება

სისხლის სამართლის 13.05.2019
საქმის ნომერი
010100116001476464
თარიღი
13.05.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001476464

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№723აპ-18 ქ. თბილისი

ც-–--–--- ო-----, 723აპ-18 13 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ო----- ც-–--–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ----- ფ----------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენით ო----- ც-–--–---, – დაბადებული 1----–-–---------ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 16 მარტიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ო----- ც-–--–---მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2016 წლის 18 ივნისს, ღამის საათებში, ო----- ც-–--–---მ ქ------–---ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას თავში წყლიანი გრაფინის ჩარტყმით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა მასთან სტუმრად მყოფ მ------ ტ------–--ეს.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ო----- ც-–--–---მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ----- ფ----------ემ. კასატორებმა ითხოვეს ო----- ც-–--–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა ან მისი ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე და არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრა იმავე მოტივებით, რომლებზეც მითითებული ჰქონდათ სააპელაციო საჩივარში. გარდა აღნიშნულისა, კასატორები ასევე ასაჩივრებენ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლის საოქმო განჩინებას პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის შესახებ.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ო----- ც-–--–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამასთან, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ო----- ც-–--–--- იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

 

8. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლის საოქმო განჩინებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის შესახებ განიხილა საქართველოს სსსკ-ის 239-ე, 93-ე და 94-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

 

9. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

 

10. ამრიგად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ო----- ც-–--–--ისა და ადვოკატ რ----- ფ----------ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ო----- ც-–--–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ----- ფ----------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე