განჩინება

სისხლის სამართლის 20.05.2019
საქმის ნომერი
080100118002608921
თარიღი
20.05.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002608921

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№784აპ-18 ქ. თბილისი

თ------- ქ---------, 784აპ-18 20 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ქ--------- თ-------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 მაისის განაჩენით ქ--------- თ-------, – დაბადებული 1----–-–----------------ს, ნასამართლობის არმქონე, – დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით.

 

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: ქ--------- თ-------ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 18 აგვისტოდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ--------- თ-------მ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2016 წლის 12 მაისიდან 13 მაისამდე დროის მონაკვეთში, ზუსტი დრო დაუდგენელია, ქ-------–ი, დ-----------–-----–----------------------ში მდებარე ბინაში, ქ--------- თ------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ს-------- გ---–----------ის კუთვნილ სხვადასხვა დასახელების ოქროს ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლას, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ქ--------- თ-------სათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც დასტურდება ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით: დაზარალებულ ს-------- გ---–----------ის, მოწმეების – გ-- გ---–-ას, ა---------– გ---–-ას, ვ-–- ი-----ის, შ------- ქ-----–-ას, მ---- თ---------ასა და რ---- მ-------–--ის ჩვენებებით, სასაქონლო ექსპერტიზის 2016 წლის 31 მაისის №--------- დასკვნით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებით, №16912 ხელშეკრულებით, შესყიდვის აქტითა და სხვა მტკიცებულებებით.

 

7. რაც შეეხება სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლების, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ქცევის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ქ--------- თ-------სათვის დანიშნული, მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა –შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას, რომლის პირობითად ჩათვლის საფუძველი, საკასაციო პალატის აზრით, არ არსებობს.

 

8. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ქ--------- თ-------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე