განჩინება

სისხლის სამართლის 25.04.2019
საქმის ნომერი
010141318700068671
თარიღი
25.04.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700068671

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№653აპ-18 ქ. თბილისი

გ-----–---–ი ვ-------, 653აპ-18 25 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ------- გ-----–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის განაჩენით ვ------- გ-----–---–ი, --------------–-------–--–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ე---------- ს-----–-–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ი---- კ------–--ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ს--–---- კ------ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთას - თითოეული სხვა სასჯელიდან დაემატა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ვ------- გ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

 

ვ------- გ-----–---–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2016 წლის 2 დეკემბრიდან.

 

ამავე განაჩენით ლ-–- წ---–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ“ ქვეპუნქტებებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ ლ-–- წ---–-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით.

 

ლ-–- წ---–-----ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2016 წლის 3 დეკემბრიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ------- გ-----–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით (ორი ეპიზოდი); ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 09:30 საათიდან 14:40 საათამდე პერიოდში, ქ. თ---–--–ი, გ-–----------------------------------ში მდებარე, ი---- კ------–--ის კუთვნილ N----–- ბინაში, ვ------- გ-----–---–მა შესასვლელი კარის საკეტის გულის დაზიანებით უკანონოდ შეაღწია და ფარულად დაეუფლა ოქროს სამკაულებსა და ფულად თანხას, რითაც დაზარალებულ ი---- კ------–--ეს მიადგა 1214 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2016 წლის სექტემბერში ვ------- ფ---–---–---–მა მეგობარს - ვ------- გ-----–---–ს შესთავაზა, გაექურდათ ქ. თ---–--–ი, მ----------------–--------------------------------ში მდებარე, ე---------- ს-----–-–---–ის კუთვნილი N----–----------–- ბინა. ვ------- გ-----–---–ი დასთანხმდა შემოთავაზებულ წინადადებას. 2016 წლის 7 ოქტომბერს, 13:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში იგი მეგობარ ლ-–- წ---–-----თან ერთად შეხვდა ვ------- ფ---–---–---–ს, რომელმაც მიიყვანა ე---------- ს-----–-–---–ის კორპუსთან და კონკრეტულად მიუთითა ბინა. ლ-–- წ---–-----მა და ვ------- გ-----–---–მა აღნიშნული საცხოვრებელი ბინის საკეტის დაზიანებით უკანონოდ შეაღწიეს ე---------- ს-----–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად დაეუფლნენ ოქროსა და ვერცხლის სამკაულებსა და 350 აშშ დოლარს. აღნიშნული ქმედებით ე---------- ს-----–-–---–ს მიადგა 2398 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2016 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში, ქ. თ---–--–ი, გ-–----------------------------------ში მდებარე, ს--–---- კ------ს კუთვნილ N-- ბინაში ვ------- გ-----–---–მა უკანონოდ შეაღწია და ფარულად დაეუფლა ოქროს სამკაულებს, ასევე - ,,DERUI-ის“ ფირმის სანთებელას, რითაც დაზარალებულ ს--–---- კ------ს მიადგა 6150 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 25 სექტემბრის განაჩენით ვ------- გ-----–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. 2016 წლის 2 დეკემბერს ქ. თ---–--–ი, მ----------------–---ში, ნ-----------------------------------------–---------------- არსებულ N---------–----------------------- გაჩერების მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ, განზრახი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ ვ------- გ-----–---–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რომლის დროსაც ამოიღეს ცივი იარაღი - დანა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ------- გ-----–---–მა, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო: განსახილველი დანაშაული ჩაიდინა ვ------- ფ---–---–---–მა, მეგობრების დახმარებით, რის შესახებაც არაერთხელ განაცხადა გამოძიების ეტაპზე; ბრალდების მხარეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, არ წარმოუდგენია; სასამართლოებმა განაჩენის გამოტანისას გაიზიარეს კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები, კერძოდ: პროკურორმა სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის პირობებში ერთ წარმოებად გააერთიანა მის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეები და დაზარალებულ ს--–---- კ------ს ეპიზოდზე მისგან აღებული სუნის ნიმუში გამოიყენა სხვა ეპიზოდებში მისი ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულების მოსაპოვებლად; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მოპოვებულია ვადის დარღვევით - ორი თვის დაგვიანებით, რაც ადასტურებს მის საეჭვოობას; სანთებელის ამოცნობა ჩატარებულია საქართველოს სსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან არ გამოვლენილა მისი ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები, რაც დაადასტურებდა მისი მეპატრონის ვინაობას, რითაც ასევე დაირღვა საპროცესო ნორმათა მოთხოვნები; ბრალის აღიარების მიზნით, პოლიციელებმა მას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გამომძიებლებმა და ექსპერტმა სუნის ნიმუში აუღეს იძულებით - სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხოლო გამომძიებლებმა ჩაუდეს ე.წ. ,,ატმიჩკები“; გაყალბებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა; პირის ბრალდების შესახებ დადგენილება შედგენილია საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით; სასამართლოებმა განაჩენის გამოტანისას გაითვალისწინეს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არასანდო და არასარწმუნოა - სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ვ------- ფ---–---–---–ის გამოკითხვის ოქმი ეწინააღმდეგება მისი მეუღლის - მ------ ი--------ის 2016 წლის 29 ნოემბრის გამოკითხვის ოქმს, წინააღმდეგობრივია ვ------- ფ---–---–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებიც; ასევე არასარწმუნოა პოლიციელთა ჩვენებები, ვინაიდან დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ და მათ მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება; კასატორის განმარტებით, უსაფუძვლოა ბრალდება ცივი იარაღის ტარების ნაწილშიც, ვინაიდან დანა ჩაუდეს პოლიციელებმა, რომელიც მისი ბინის ჩხრეკის დროს წამოიღეს.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმეების - ე---------- ს-----–-–---–ის, ე------ ი--------ის, მ------ ი--------ის, ი---- კ------–--ის, ს--–---- კ------სა და ლ---- ბ----–--ას ჩვენებებით, მოწმე ვ------- ფ---–---–---–ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N---------- დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N-------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------- დასკვნებით, შპს ,,მო------–---ან“ და შპს ,,მ------------ან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განაჩენით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის N-----–- დასკვნით დადასტურებულია ვ------- გ-----–---–ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

 

8. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს მსჯავრდებული, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ვ------- გ-----–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე