განჩინება

სისხლის სამართლის 24.04.2019
საქმის ნომერი
010100218700050658
თარიღი
24.04.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700050658

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№663აპ-18 ქ. თბილისი

ც-------–---–ი ო----, 663აპ-18 24 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ო---- ც-------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–- ნ-----–--–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ო---- ც-------–---–ს, --------------–-------–--–---- ბრალად წარედგინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით; პოლიციელებსა და მათ სატრანსპორტო საშუალებებზე თავდასხმა, პოლიციელების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 11 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, გ---------ის რაიონის სოფელ გ---------ში ო---- ც-------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ზ----- უ----–---–ის „BMW-X5“ მარკის (სახ. №---------) ავტომობილს, რითაც დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.

 

2016 წლის 10 მაისს, დაახლოებით 23:45 წუთზე, ქ. გ---------ში, ვ-–----–----–ას ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორებმა - გ------- ა------–-–---–მა და მ--–---- მ-------–---–მა შეამჩნიეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული „BMW-ს“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც არ იმყოფებოდა მძღოლი. პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანასთან მყოფ მესაკუთრეს - ო---- ც-------–---–ს აცნობეს, რომ სატრანსპორტო საშუალება უნდა გადაეყვანათ საჯარიმო ავტოსადგომზე. ო---- ც-------–---–ი გახდა აგრესიული, დაუწყო გინება პოლიციელებს, აცხადებდა, რომ არ მისცემდა მათ ავტომანქანის გადაყვანის უფლებას, რის შემდეგაც დატოვა ტერიტორია. 2016 წლის 11 მაისს, დაახლოებით 01:10 საათზე, პატრულ-ინსპექტორებმა - გ------- ა------–-–---–მა და მ--–---- მ-------–---–მა დაიწყეს ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანისთვის საჭირო მოქმედებები, რომლის დროსაც პოლიციის თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობით განაწყენებული ო---- ც-------–---–ი, ქ. გ---------ში, თ---------–--ის ქუჩაზე, ცენტრალური საავტომობილო გზიდან, ზ----- უ----–---–ის კუთვნილი „BMW-X5“ მარკის (სახ. №---------) ავტომანქანიდან, რომელსაც მართავდა თვითონვე, ცეცხლსასროლი იარაღიდან საპატრულო პოლიციის კუთვნილი „შკოდას“ მარკის (სახ. N---------------------) ავტომანქანებისა და მის გვერდით მდგომი პოლიციელების მიმართულებით რამდენიმე გასროლით თავს დაესხა მათ, ხოლო შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად დაზიანდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ორივე ავტომანქანა.

 

ო---- ც-------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებსაც 2016 წლის 11 მაისს გ---------ის რაიონის სოფელ გ---------ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

 

ო---- ც-------–---–ი 2016 წლის 11 მაისს, ქ. გ---------ში, თ---------–--ის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებსა და მათ სატრანსპორტო საშუალებებზე თავდასხმისას, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას.

 

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 მარტის განაჩენით ო---- ც-------–---–ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე;

 

ო---- ც-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ო---- ც-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

 

ო---- ც-------–---–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 3 ივლისიდან.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო---- ც-------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით; პოლიციელებსა და მათ სატრანსპორტო საშუალებებზე თავდასხმა, პოლიციელების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო---- ც-------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატ გ--–- ნ-----–--–---–მა და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ მოტივებზე მითითებით: პოლიციელების - მ--–---- მ-------–---–ისა და გ------- ა------–-–---–ის ჩვენებები წინააღმდეგობრივია, რის გამოც სასამართლოს განაჩენის გამოტანისას ისინი არ უნდა გაეზიარებინა; გამამტყუნებელი მტკიცებულების მოპოვების მიზნით, პოლიციელებმა იძალადეს მოწმეებზე - გ--- თ---------–---–ზე, ზ------ უ----–---–სა და გ-- რ-------ზე; ზ----- უ----–---–ის ავტომანქანიდან ამოღებულ ანაწმენდებზე არსებული გენეტიკური პროფილი არ ეკუთვნის ნ-------- ც-------–---–ის ბიოლოგიურ შვილს - ო---- ც-------–---–ს. ამდენად, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ო---- ც-------–---–ის ბრალეულობას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა (მათ შორის: მოწმეების - მ--–---- მ-------–---–ის, გ------- ა------–-–---–ის, ა------ რ-----–---–ის, ი----- ც-------–---–ის, თ------ ბ--------–---–ის, ზ----- უ----–---–ის, ბ--- ა---–-----ის, გ------- მ-----ის, ზ------ ქ--------–ისა და ა-–---------- ა-----------ის ჩვენებები, ა---------– უ----–---–ის გამოკითხვის ოქმი, მაღაზია ,,ნ-------------------ან“ ამოღებული ვიდეოჩანაწერი, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, ცენტრალური საავტომობილო გზის დათვალიერების ოქმი, ადგილმდებარეობისა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, ექსპერტიზის N----, N----- 1----- დასკვნები და ბალისტიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნა), რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ო---- ც-------–---–ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.

 

9. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას პოლიციელების ჩვენებათა არასარწმუნოობის შესახებ და მიუთითებს, რომ ისინი თანმიმდევრულია, ვინაიდან ერთგვაროვნად აღწერენ ძირითად და არსებით ფაქტობრივ გარემოებებს (მსჯავრდებულის მიერ შემთხვევის ადგილზე ავტომანქანით გავლასა და ცეცხლის გახსნას), შეესაბამებიან როგორც ერთმანეთს, ისე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც პალატას არ გააჩნია მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.

 

10. დაცვის მხარის პოზიციით, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, ვინაიდან სასურველი ჩვენების მიღების მიზნით მოწმეებზე - ზ----- უ----–---–ზე, გ--- თ---------–---–სა და გ-- რ-------ზე განხორციელდა ზეწოლა. გარდა ამისა, ო---- ც-------–---–ის უდანაშაულობას ადასტურებს ის გარემოება, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ავტომანქანიდან ამოღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და არ ეკუთვნის ნ-------- ც-------–---–ის ბიოლოგიურ შვილს - ო---- ც-------–---–ს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ადვოკატის საჩივრის ამ არგუმენტებს დასაბუთებული და ამომწურავი პასუხი გასცა, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.

 

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ო---- ც-------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–- ნ-----–--–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე