განჩინება

სისხლის სამართლის 29.05.2019
საქმის ნომერი
330802219002979408
თარიღი
29.05.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802219002979408

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№20I-19 ქ. თბილისი

ე----- ი------ი, 20I-19 20 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - თემურ ცინდელიანის

ადვოკატ - ნ---- გ-----ის

თარჯიმან - მ------ ბ-----ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე----- ი------ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე----- ი------ის (E---- Y-----) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ---- გ-----ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ე----- ი------ის მიმართ თ--------ის რე------–--აში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

 

1.1 თ--------ის რე------–--ის ადანის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბერს განაჩენით ე----- ი------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თ--------ის რე------–--ის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი 15 წლის ასაკს მიუღწეველ ბავშვთან), ამავე კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის „d” ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი 15 წლის ასაკს მიუღწეველ ბავშვთან, მასწავლებლის მიერ) და 103-ე მუხლის მე-6 ნაწილით (სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი 15 წლის ასაკს მიუღწეველ ბავშვთან, რამაც დაზარალებულის ფსიქიკის დაზიანება გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვით.

 

1.2 ზემოაღნიშნული განაჩენი თ--------ის რე------–--ის მე-14 სისხლის სამართლის საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით კანონიერ ძალაში შევიდა.

 

1.3 2016 წლის 22 ივლისს თ--------ის რე------–--ის ადანის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ე----- ი------ის დაკავების შესახებ ბრძანება.

 

1.4 2017 წლის 7 ნოემბრიდან ე----- ი------ი თ--------ის რე------–--ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.

 

2. ე----- ი------ის მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

 

2.1 2018 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ე----- ი------ის ექსტრადიციის თაობაზე თ--------ის რე------–--ის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები.

 

2.2 2018 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ--------ის რე------–--ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე----- ი------ი.

 

2.3 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ე----- ი------ის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

 

2.4 თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით ე----- ი------ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 9 აპრილამდე.

 

2.5 თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით ე----- ი------ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2019 წლის 9 ივლისამდე.

 

2.6 თ--------ის რე------–--იდან მოწოდებული მასალების თანახმად, ე----- ი------ის მიერ თ--------ის რე------–--აში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2008 წლის 24 თებერვალს, ე----- ი------იმ, რომელიც მოცემული დროისთვის თ--------ის რე------–--ის ქ. ადანაში მდებარე შ----- დ------ის სახელობის დაწყებითი სკოლის დირექტორის პოზიციას იკავებდა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, სასწავლო საკითხთან დაკავშირებით, კაბინეტში დაიბარა ამავე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნ. ნ. იგი მივიდა ე----- ი------ისთან, რომელიც დაზარალებულს გულმკერდის მიდამოსა და სხვადასხვა ინტიმურ ადგილას ხელით ეხებოდა. დაზარალებულმა ე----- ი------ის გაუწია წინააღმდეგობა, თუმცა, მან ძალადობის გამოყენებით კვლავ განაგრძო იგივე ქმედება. ამ დროს კაბინეტში შევიდა ამავე სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელმაც ამის თაობაზე სკოლის ადმინისტრაციას შეატყობინა. ზემოაღნიშნული ფაქტის შედეგად დაზარალებულ ნ.ნ-ს ფსიქიკა დაუზიანდა. დანაშაულის ჩადენის დროისთვის დაზარალებული ნ.ნ. იყო 15 წელს მიუღწეველი.

 

3. 2019 წლის 6 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა ე----- ი------ის (E---- Y-----) თ--------ის რე------–--აში ექსტრადიცია, თ--------ის რე------–--ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი 15 წლის ასაკს მიუღწეველ ბავშვთან), 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის „d” ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი 15 წლის ასაკს მიუღწეველ ბავშვთან, მასწავლებლის მიერ) და 103-ე მუხლის მე-6 ნაწილით (სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი 15 წლის ასაკს მიუღწეველ ბავშვთან, რამაც დაზარალებულის ფსიქიკის დაზიანება გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თ--------ის რე------–--ის ადანის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2015 წლის 30 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

 

4.1 დასაშვებად იქნა ცნობილი ე----- ი------ის (E---- Y-----) თ--------ის რე------–--აში ექსტრადიცია, თ--------ის რე------–--ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი 15 წლის ასაკს მიუღწეველ ბავშვთან), 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის „d” ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი 15 წლის ასაკს მიუღწეველ ბავშვთან, მასწავლებლის მიერ) და 103-ე მუხლის მე-6 ნაწილით (სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი 15 წლის ასაკს მიუღწეველ ბავშვთან, რამაც დაზარალებულის ფსიქიკის დაზიანება გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თ--------ის რე------–--ის ადანის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2015 წლის 30 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

 

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე----- ი------ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ---- გ-----ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. თ--------ის რე------–--აში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე----- ი------ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 9 ოქტომბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.

 

4. კასატორის მითითებით, ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევის რისკს ქმნის ის ფაქტი, რომ საერთაშორისო კვლევების თანახმად, თ--------ის რე------–--აში, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, პატიმართა მიმართ მოპყრობისა და სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კუთხით მძიმე მდგომარეობაა, ხოლო ე----- ი------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას გადატანილი აქვს კარდიოლოგიური ოპერაცია, დაავადებულია ღვიძლის ,,ბ“ ჰეპატიტით. აგრეთვე, ე----- ი------ი წარმოშობით არის ქ-------, რის გამოც თ--------ის რე------–--აში დევნიან. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გარდა ე----- ი------ის მიერ გაცხადებული ინფორმაციისა, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რომელიც ე----- ი------ის ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის საფრთხეზე მიუთითებს, ანდა დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში თ--------ის რე------–--ის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. ამდენად, ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99 , § 73, 04.02.2005).

 

5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე----- ი------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ---- გ-----ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ბ. ალავიძე