განჩინება

სისხლის სამართლის 04.06.2019
საქმის ნომერი
160141318002299726
თარიღი
04.06.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160141318002299726

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№811აპ-18 ქ. თბილისი

ბ-----–---ი ს----, 811აპ-18 4 ივნისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს---- ბ-----–---ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო----- ს----–---–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის განაჩენით ს---- ბ-----–---ი, – დ----------–-------–--–-, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რამაც შთანთქა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით, 7 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 8 თებერვლიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს---- ბ-----–---მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· ს---- ბ-----–---ი მარნეულის რაიონულმა სასამართლომ 2009 წლის 4 თებერვალს გაასამართლა ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისათვის. მან კვლავ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, საერთო წონით – 3,2567 გრამი, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2018 წლის 8 თებერვალს მ--------––--------------------- ჩატარებული ს---- ბ-----–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ს---- ბ-----–---მა და მისმა ადვოკატმა ო----- ს----–---–მა. მათ ითხოვეს განაჩენში ცვლილების შეტანა და ს---- ბ-----–---ისათვის სასჯელის შემსუბუქება იმ მოტივით, რომ მან დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და უდავოდ ცნო მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ს---- ბ-----–---ისათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც, გარდა თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით: 2018 წლის 8 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის 2----–-–--------------–-- №2------------- დასკვნით, მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით, მოწმეების: ბ-------- ა---------------ის, ა----- ა--------ის, ა-–----------ის, გ------- დ----------ის, დ----- გ----ის, ი----- ქ---–--ის გამოკითხვის ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

7. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მხედველობაში მიიღო დამნაშავის პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (რომლებზეც მითითებულია საკასაციო საჩივარში) და, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ს---- ბ-----–---ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც მოცემული მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ არის აშკარად მკაცრი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

8. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ს---- ბ-----–---ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო----- ს----–---–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე