განაჩენი

სისხლის სამართლის 26.07.2019
საქმის ნომერი
200100113353329
თარიღი
26.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100113353329

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№739აპ.-18 ქ. თბილისი

ჯ------–--- ქ-------, 739აპ.-18 26 ივლისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივნების – ლელა სანიკიძის, კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ _ დავით გველესიანის

ადვოკატების – ლ---–- გ---------–---–ის, ლ---- დ-------ას

გამართლებულ - ქ------- ჯ------–--ის

მონაწილეობით განიხილა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ------ ს-----–---–ს, -დაბადებულს 1--- წელს და ქ------- ჯ------–---ს, - დაბადებულს 1--- წელს, - ბრალი დაედოთ თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქონებრივი უფლების მიღებაში მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად და დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თელავის რაიონის სოფელ ს--------ში მცხოვრები ნ------- ს-----–---–- გარდაიცვალა 2007 წლის 30 იანვარს, რომელსაც დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები: შვილები - ნ---- ს-----–---–-, ნ--- ს-----–---–-, ი--- ს-----–---–-, ქ--------- ს-----–---–-, მ---- ს-----–---–-, მშობლები - ქ------- ს-----–---–- და კ------ ს-----–---–-. ნ------- ს-----–---–-ს გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონება უნდა გადანაწილებულიყო შვიდ მემკვიდრეზე, თითოეულზე – მთლიანი ქონების 1/7 წილი.

 

ნ------- ს-----–---–-ს დამ - ქ------- ჯ------–---მ და მამამ - კ------ ს-----–---–მა განიზრახეს ნ------- ს-----–---–-ს შვილების-მემკვიდრეების: ი--- ს-----–---–-ს, ნ---- ს-----–---–-სა და ნ--- ს-----–---–-ს კუთვნილი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

კ------ ს-----–---–-, ქ------- ჯ------–--- და გ------- ჯ-------–---–- მემკვიდრეებს - ნ---- ს-----–---–ს, ი--- ს-----–---–სა და ნ--- ს-----–---–ს არაერთ შეხვედრაზე არწმუნებდნენ, რომ, ვინაიდან ნ------- ს-----–---–ს გარდაცვალების შემდეგ დარჩა ბანკის დიდი ვალი, აჯობებდა ბანკთან ურთიერთობა ჰქონოდა და სამკვიდრო ქონება მიეღო ერთ მემკვიდრეს - კ------ ს-----–---–ს, რომელიც უზრუნველყოფდა ვალის დაფარვას.

 

2007 წლის 4 აგვისტოს გაფორმდა ნ------- ს-----–---–-ს დანატოვარი ქონების თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების №----- ხელშეკრულება, თანამემკვიდრეებად აღიარებულ იქნენ: ნ--- ს-----–---–-, ნ---- ს-----–---–-, ი--- ს-----–---–-, ქ--------- ს-----–---–-, მ---- ს-----–---–-, ქ------- ს-----–---–- და კ------ ს-----–---–-. ქონების ღირებულებამ აუდიტის მაშინდელი შეფასებით შეადგინა 5 189 381 ლარი და ვალის დაფარვის უზრუნველსაყოფად თანამემკვიდრეთა წრიდან დასახელდა კ------ ს-----–---–-, რომელმაც აიღო ვალდებულება ბანკის ვალის დაფარვის შესახებ და მასზე გადავიდა ხელშეკრულებაში აღნიშნული სამკვიდრო ქონება.

 

კ------ ს-----–---–სა და ქ------- ჯ------–---ს განზრახული ჰქონდათ, რომ თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიეღოთ 2007 წლის 4 აგვისტოს ქონების თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების ხელშეკრულებაში მითითებული მემკვიდრეების - ნ--- ს-----–---–-ს, ნ---- ს-----–---–-სა და ი--- ს-----–---–-ს სამკვიდრო ქონების უფლება. ამ მიზნით 2007 წლის 28 სექტემბერს კ------ ს-----–---–მა, ყოველგვარი პირობებისა და ვალდებულებების გარეშე, ჩუქების №------ ხელშეკრულებით ქონება გადასცა შვილს - ქ------- ჯ------–---ს, რითაც მემკვიდრეებს – ი--- ს-----–---–ს, ნ---- ს-----–---–სა და ნ--- ს-----–---–ს მოუსპეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების დაბრუნების უფლება, რის შემდეგაც კ------ ს-----–---–მა და ქ------- ჯ------–---მ, თავის მხრივ, მართლსაწინააღმდეგოდ მიღებულ ქონებას გაუკეთეს რეალიზაცია, რითაც მემკვიდრეებს – ნ--- ს-----–---–ს, ნ---- ს-----–---–სა და ი--- ს-----–---–ს მიაყენეს დიდი ოდენობით ზიანი.

 

ვინაიდან, კ------ ს-----–---–სა და ქ------- ჯ------–---ს განზრახული ჰქონდათ მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ ნ------- ს-----–---–-ს შვილების-მემკვიდრეების ქონებას, მათ 2007 წლის 4 აგვისტოს თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების №----- ხელშეკრულებაში შეგნებულად არ შეიტანეს ნ------- ს-----–---–-ს საკუთებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე თ--–--ის რაიონის სოფელ ს--------ში. აღნიშნულს შემდეგ, ეს სახლი თ--–--ის მუნიციპალიტეტის სანიორის ტერიტორიული მართვის ორგანოს რწმუნებულის – ა-–---------- ბ-–-–---–ის მიერ 2007 წლის 21 აგვისტოს გაცემული №--- ყალბი ცნობის საფუძველზე, ქ------- ს-----–---–მა 2007 წლის 21 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურში დაარეგისტრირა თავის საკუთრებად.

 

საკუთრების მოწმობის მიღების შემდეგ ქ------- ს-----–---–მა სოფელ ს--------ში მდებარე ნ------- ს-----–---–-ს კუთვნილი სახლი (სარეგისტრაციო №------------) 2007 წლის 11 სექტემბერს ჩუქების ხელშეკრულებით აჩუქა შვილს, ქ------- ჯ------–---ს, რომელიც თაღლითურად, მოტყუებით დაეუფლა ნ------- ს-----–---–-ს მემკვიდრეთა ქონებას და ფიქციურად გაუკეთა რეალიზაცია. აღნიშნულ სახლში ამჟამად ცხოვრობენ ნ------- ს-----–---–-ს მშობლები. საცხოვრებელი სახლი ექსპერტიზის დასკვნით 2007 წლის აგვისტოს მდგომარეობით შეფასდა 260 000 ლარად.

 

ვინაიდან კ------ ს-----–---–სა და ქ------- ჯ------–---ს განზრახული ჰქონდათ მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ ნ------- ს-----–---–-ს შვილების-მემკვიდრეების ქონებას, მათ 2007 წლის 4 აგვისტოს თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების №----- ხელშეკრულებაში შეგნებულად არ შეიტანეს ნ------- ს-----–---–-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „ტოიოტა ლენდკრუიზერი“, საიდენტიფიკაციო ნომრით J----------------, სახელმწიფო ნომრით G------, რომელიც გაფორმებული იყო ნ------- ს-----–---–-ს მძღოლზე ნ-----–---- ა------–---–ზე და ავტომანაქანა „ჯიპ ჰამერ 2“, საიდენტიფიკაციო ნომრით 5----------------, სახელმწიფო ნომრით V------, რომელიც გაფორმებული იყო ნ------- ს-----–---–-ს მძღოლზე - ი---- ბ----–---–ზე. ავტომანქანებს შემდგომ გაუკეთდა რეალიზაცია, მათი ღირებულება ჯამურად შეადგენს 165 000 ლარს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კ------ ს-----–---–-სა და ქ------- ჯ------–--ის თაღლითურმა ქმედებებმა ჯამურად გამოიწვია 5 614 381 ლარის –დიდი ოდენობით ზიანი.

 

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენით კ------ ს-----–---–- გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ქ------- ჯ------–--- გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა და ითხოვა კ------ ს-----–---–-სა და ქ------- ჯ------–--ის მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მათი დამნაშავედ ცნობა იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მათ მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ქ------- ჯ------–--ისა და კ------ ს-----–---–-ს მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. როგორც ცნობილია, თაღლითობის დანაშაულებში ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რომელიც გამოიხატება ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებაში ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვაში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენებაც, რომელიც არსებობს დამნაშავესა და დაზარალებულს შორის, პირადი და ახლობლური ურთიერთობიდან გამომდინარე და ამ ნდობას დამნაშავე იყენებს სხვისი ქონებისა თუ ქონებრივი უფლების მოსაპოვებლად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

3. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულების - ნ--- ს-----–---–-ს, ნ---- ს-----–---–-ს, ი--- ს-----–---–-ს და ბრალდებულ ქ------- ჯ------–--ის ჩვენებებისა და ასევე, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საერთო ანალიზის შედეგად სრულიად აშკარად ჩანს კ------ ს-----–---–-სა და ქ------- ჯ------–--ის მხრიდან იმ ნდობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, რომელიც, ახლო ნათესაური ურთიერთობიდან გამომდინარე, მათ მიმართ ბუნებრივად გააჩნდათ ნ------- ს-----–---–-ს შვილებს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პირები მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ გარდაცვლილ ნ------- ს-----–---–-ს ქონებას, რომელიც კანონით მემკვიდრეებზე თანაბრად უნდა განაწილებულიყო.

4. აღნიშნულთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ თაღლითური ჩანაფიქრის განხორციელებამდე დამნაშავე, დაზარალებულის მხრიდან მის მიმართ გამოჩენილი ნდობის ბოროტად გამოყენებასთან ერთად, ხშირად მიმართავს სხვადასხვა დამატებით საშუალებას თავისი ნამდვილი განზრახვის შესანიღბად, მათ შორის – დაზარალებულთან სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულების გაფორმებას ან სხვაგვარი წერილობითი ვალდებულებების აღებას, რომელთა შესრულებას ის სინამდვილეში არ აპირებს. დამნაშავე ასეთ ხერხს მიმართავს საიმისოდ, რომ მოტყუებულ დაზარალებულს შეუქმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ამ უკანასკნელის კანონიერ ინტერესებს მისი მოქმედებით არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ამგვარი შემთხვევები განსაკუთრებით ტიპურია სწორედ უძრავ ქონებებთან დაკავშირებულ თაღლითობებში.

5. კ------ ს-----–---–მა და ქ------- ჯ------–---მ გამოიყენეს მსგავსი ხერხი თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის დაფარვისა და დაზარალებულების დაყოლიებისათვის მათსავე ინტერესების აშკარად საზიანო გარიგებაზე - კ------ ს-----–---–-სათვის თავიანთი წილების დათმობაზე. ზემოაღნიშნულ ფაქტს პირდაპირ ადასტურებს განსახილველ საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები:

6. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ქ------- ჯ------–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ნ------- ს-----–---–- იყო მისი ძმა, რომლის გარდაცვალების შემდეგ დარჩა არა მხოლოდ სამკვიდრო ქონება, არამედ – გასასტუმრებელი ვალებიც. თითქმის მთელი ქონება ბანკებს ჰქონდა დაყადაღებული. ყადაღისგან თავისუფალი იყო მხოლოდ „შ------ის“ რესტორანი და „ა----------.“ ვინაიდან მემკვიდრეები ბევრნი იყვნენ, ბანკმა მოითხოვა, რომ ქონება ერთ პირზე გაფორმებულიყო, რადგან ერთ პირთან მოლაპარაკება უფრო ადვილი იქნებოდა. ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე, ნ------- ს-----–---–-ს მთელი ქონება გადაფორმდა მამამისის - კ------ ს-----–---–-ს სახელზე იმ პირობით, რომ ბანკის ვალებს გაისტუმრებდნენ და შემდგომ მემკვიდრეები გაინაწილებდნენ დარჩენილ ქონებას. მალევე კ------ ს-----–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რომელმაც შემდეგ ქონება გადასცა მას. ქონების გადაცემიდან დღემდე ის ისტუმრებს ვალებს, რისთვისაც მოუწია სხვადასახვა ქონების გაყიდვა. ქ. ჯ------–---მ განმარტა, რომ ის ვალის გასტუმრების პარალელურად ეხმარებოდა ძმისშვილებს, უგზავნიდა ფულს. ისინი ასევე წილს იღებდნენ ყადაღისგან თავისუფალი ქონებიდან, შ------ის რესტორნიდან. იგი წარსულშიც თანახმა იყო და ახლაც თანახმაა, რომ მემკვიდრეებს დაუბრუნოს ქონება.

 

7. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ, დაზარალებულ ნ---- ს-----–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ქ------- ჯ------–--- მისი მამიდაა, კ------ ს-----–---–- – პაპა, ხოლო ნ------- ს-----–---–- მამა იყო. ნ------- ს-----–---–- გარდაიცვალა 2007 წლის 30 იანვარს. მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახის წევრები შეიკრიბნენ, რომ ქონება გაენაწილებინათ. მემკვიდრეობაში შეიტანეს 5 მილიონამდე ღირებულების ქონება, თუმცა მარტო ღვინის ქარხანა 17 მილიონადაა შეფასებული. მამამისს ბანკის ვალი ჰქონდა, 2 მილიონი. ვალში ჩადებული იყო „ს-----------ც,“ ადგილი, სადაც მამამისია დაკრძალული. მას და მის დებს უთხრეს, რომ ხელი უნდა მოეწერათ ხელშეკრულებაზე, რომ მამამისის მთელი ქონება გადასულიყო ერთ პირზე, კ------ ს-----–---–ზე, ვინაიდან ასე უფრო მოსახერხებელი იყო. მათ არ უნდოდათ ხელის მოწერა, მაგრამ მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ, ეუბნებოდნენ, რომ თუ ბანკის ვალს არ გაისტუმრებდნენ, „ს-----------ს“ ტერიტორიიდან მამის გადასვენება მოუწევდათ. მათ ქ------- ჯ------–---მ, ადვოკატმა თ----- მ---------–მა და ბიძამ – გ-- ჯ-------–---–მა უთხრეს, რომ როდესაც ბანკის ვალს გაისტუმრებდნენ, დარჩენილი ქონებიდან მათ წილ ქონებას დაუბრუნებდნენ. იმაზე არ უსაუბრიათ, რომ კ------ ს-----–---–- მთელ ქონებას ჩუქებით გადასცემდა ქ------- ჯ------–---ს. ეს, რომ, ეთქვათ, არაფრით არ მოაწერდნენ ხელს. ბოლოს მათ გადაწყვიტეს, რომ მოეწერათ ხელი და ის და მისი უფროსი და ივლისში წავიდნენ ნოტარიუს გ. ბ-----–---–თან. მათ წილები უნდა დაეთმოთ კ------ ს-----–---–-ს სასარგებლოდ. საბოლოოდ ხელშეკრულებას 4 აგვისტოს მოაწერეს ხელი. ქონების გადაფორმებიდან დღეებიც არ იყო გასული, რომ ქ------- ჯ------–---მ მას უთხრა, რომ სახლში მისვლისგან თავი შეეკავებინათ. შემდეგ ქ------- ჯ------–---მ მიკროავტობუსი უქირავა და ის და მისი დები ფაქტობრივად გაყარა სახლიდან. ისინი გადავიდნენ ა-–----ის გამზირზე, მამის ნაყიდ ბინაში, რამდენიმე დღეში კი გაიგო, რომ ქ------- ჯ------–---ს მთელი ქონება ჩუქებით გადაეცა. მას დღემდე არანაირი წილი არ მიუღია და მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა არის სამკვიდროს ერთი მეშვიდედი. მას ერთხელ ოპერაციის ფული დასჭირდა და ისიც არ მისცა მამიდამისმა – ქ------- ჯ------–---მ. მისი პატარა და როდესაც მივიდა სახლში, ბებომ კარი არ გაუღო, ხოლო შემდეგ ის წაიყვანეს და სწავლის საფასურს უხდიან, ორი წლის საფასური გადაუხადეს. დაზარალებულმა განმარტა, რომ მისმა ოჯახის წევრებმა: მამიდამ – ქ------- ჯ------–---მ და პაპამ - კ------ ს-----–---–მა მოატყუეს. ისინი დასთანხმდნენ ქონების კ------ ს-----–---–ზე გადაფორმებას, მაგრამ რომ სცოდნოდათ, ქ------- ჯ------–---ს ჩუქებით გადაეცემოდა ეს ქონება, არ დასთანხმდებოდნენ.

 

8. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ნ--- ს-----–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მამამისი ფლობდა დიდ ქონებას. ქ------- ჯ------–--- მისი მამიდაა. მანვე გაიგო, რომ მამამისს ,,ქ------------ის“ ორმილიონდოლარიანი ვალი ჰქონდა. ოჯახში საუბარი იყო, რომ სანამ ვალი არ დაიფარებოდა, სამკვიდრო ქონებას ვერ მიიღებდნენ. მამის გარდაცვალების შემდეგ ყველანი სტრესულ მდგომარეობაში იყვნენ. მამის გარდაცვალებისთანავე მათ მამამისის ბიძაშვილმა გ-- ჯ-------–---–მა, პაპამაც, ბებიამაც და მამიდამაც უთხრეს, რომ ვალი იყო დასაფარი – ორი მილიონი დოლარი, ბანკს არ უნდოდა შვიდ მემკვიდრესთან ურთიერთობა და მთელი ქონება ერთ მემკვიდრეზე, კ------ ს-----–---–ზე უნდა გაეფორმებინათ. ქ------- ჯ------–--- და პაპა, კ------ ს-----–---–- მას ეუბნებოდნენ, რომ კ------ ს-----–---–-სათვის უნდა გადაეცათ ქონება. ისინი დასთანხმდნენ, ვინაიდან არ უნდოდათ „ს-----------“ გაყიდულიყო. მას მოატყუეს, რადგან შემდეგ ეს ქონება კ------ ს-----–---–-სგან ქ------- ჯ------–---ზე გადაფორმდა. იგი ვერ წარმოიდგენდა, რომ ნათესავები ასე გასწირავდნენ. პირველ რიგში, იგი მოატყუა პაპამ, კ------ ს-----–---–მა. იგი ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთ თვეში მთელი ქონება ქ------- ჯ------–---ს გადაეცემოდა. როდესაც პაპას, კ------ ს-----–---–ს, მან მოსთხოვა პასუხი, რატომ გადაუფორმა ქონება ქ------- ჯ------–---ს, პაპამ და ბებიამ სახლიდან გააგდეს. ადვოკატის შეკითხვებზე განმარტა, რომ კ------ ს-----–---–- მისი პაპა იყო, იმიტომ ენდო და წილი დათმო მის სასარგებლოდ, რათა ვალი დაფარულიყო, მაგრამ მან მოატყუა და ქონება გადაუფორმა ქ------- ჯ------–---ს.

 

9. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ, დაზარალებულ ი--- ს-----–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მამის ქონებიდან ეკუთვნოდა ერთი მეშვიდედი. სამკვიდრო გაიხსნა გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ, დაახლოებით აგვისტო-სექტემბერში, ყველა მემკვიდრე თანაბრად იყო მოხსენებული. მიმდინარეობდა მოლაპარაკება, იგი იმ დროს არასრულწლოვანი იყო და მის ინტერესებს ნ---- ს-----–---–- წარმოადგენდა. იგი შეკრებებს არ ესწრებოდა. მისმა დამ, ნ---- ს-----–---–მა მას უთხრა, რომ მამას დარჩა ბანკის დიდი ვალი და მამის საფლავს საფრთხე ემუქრებოდა. ბოლოს გადაწყდა, რომ მთელი ქონება კ------ ს-----–---–ს გადაფორმებოდა, რადგან უმჯობესი იყო, რომ ბანკთან მხოლოდ ერთ მემკვიდრეს ეთანამშრომლა და მისმა დამ ნ---- ს-----–---–მა მის მაგივრად მოაწერა ხელშეკრულებას ხელი. მან არ იცოდა, რომ კ------ ს-----–---–- აპირებდა ქონების ქ------- ჯ------–--ისათვის გადაფორმებას. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე სეზონურად იღებს 1/7–ს მხოლოდ შ------ის რესტორნიდან და ა----------დან. მას თავი დაზარალებულად მიაჩნია, ზუსტად არ იცის, რა ქონება ეკუთვნოდა, მაგრამ იგი მამის ქონების მემკვიდრე იყო.

 

10. დაზარალებულთა ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება შემდეგი: ისინი ოჯახის წევრებმა დაარწმუნეს, რომ ბანკებთან ანგარიშსწორებისას და ასევე იმისათვის, რომ მამის ცხედარი არ ამოესვენებინათ ,,ს-----------ს“ ტერიტორიიდან, აუცილებელი იყო მთელი ქონების კ------ ს-----–---–ზე გადაფორმება, რომელიც ვალების გასტუმრების შემდეგ დარჩენილ ქონებას ისევ მათ - გარდაცვლილ ნ------- ს-----–---–-ს შვილებს დაუბრუნებდა. დაზარალებულებს, რომლებიც კეთილსინდისიერად ენდნენ საკუთარ პაპას, ეჭვი არ შეჰპარვიათ მის კეთილშობილურ განზრახვაში და დასთანხმდნენ მას ფორმალურ ოპერაციაში მონაწილეობაზე. თუმცა, როგორც კი კ------ ს-----–---–მა მიიღო ნ------- ს-----–---–-ს ქონება, მალევე (დაახლოებით ორ თვეში), წინასწარი შეთანხმებისამებრ, მთელი ქონება ჩუქებით გადასცა დანაშაულის თანაამსრულებელს – თავის ქალიშვილს, ქ------- ჯ------–---ს, რითაც დაზარალებულებს მოუსპო შესაძლებლობა, კ------ ს-----–---–-ს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოეთხოვათ თავიანთი კუთვნილი ქონების უკან დაბრუნება.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებულ განაჩენში სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოხატულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მემკვიდრეების მხრიდან, მათივე ერთობლივი გადაწყვეტილებით, საკუთარი წილების კ------ ს-----–---–ზე დათმობა მოხდა ნებაყოფლობით, ამიტომ ამ უკანასკნელის ქმედებაში არ არსებობს დაზარალებულთა კუთვნილი სამკვიდრო ქონების წილების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტი. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თაღლითობის უმრავლეს შემთხვევაში მოტყუებული დაზარალებული ყოველთვის თავისი ნებით ანუ „ნებაყოფლობით“ გადასცემს დამნაშავეს თავის ქონებას ან ქონებაზე უფლებას. მაგრამ აშკარაა, რომ დაზარალებულის ასეთი ნება ვერ გახდება დამნაშავის ქმედებაში თაღლითობის შემადგენლობის გამორიცხვისა და მისი გამართლების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ეს ნება ანუ „ნებაყოფლობითობა“ არ არის ნამდვილი, რადგან იგი განპირობებულია დამნაშავის მოქმედების კეთილსინდისიერებისადმი დაზარალებულის ყოვლად უსაფუძვლო რწმენით. აქვე გასათვალისწინებელია თაღლითობის, როგორც დანაშაულის, დამახასიათებელი კიდევ ერთი სპეციფიკა, კერძოდ, თაღლითის ნამდვილი, დანაშაულებრივი მიზანი მჟღავნდება და დაზარალებულისათვის საცნაური ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი მისთვის სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდება იმ ფაქტის წინაშე, რომ მისი საკუთრების უფლება ხელყოფილია და შესაბამისი ზიანიც დამდგარია, რადგან დამნაშავის საქმიანობა გარეგნულად უანგაროდ და კანონიერად გამოიყურება, რის გამოც დაზარალებულს მის მიმართ ეჭვი არ უჩნდება. მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია აქ მითითებული თაღლითობის ყველა ძირითადი და საერთო მახასიათებელი ელემენტი, რის გამოც ვერსია კ------ ს-----–---–-სა და ქ------- ჯ------–--ის უდანაშაულობის თაობაზე მოკლებულია კანონიერ საფუძველს.

12. სააპელაციო სასამართლო თავის განაჩენში საეჭვოდ მიიჩნევს კ------ ს-----–---–სა და ქ------- ჯ------–---ს შორის წინასწარი შეთანხმების ფაქტს, რათა ჯგუფურად დაუფლებოდნენ დაზარალებულთა კუთვნილ ქონებრივ წილებს და მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინათ ისინი. საპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები აღნიშნულის დასადასტურებლად. თუმცა საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ამგვარ მსჯელობას, რადგან სინამდვილეში ვითარება სხვაგვარადაა. ჯერ ერთი, ჯგუფური შეთანხმების არსებობა დასტურდება თუნდაც კ------ ს-----–---–-სა და ქ------- ჯ------–--ის მიერ დაზარალებულებთან წილების დათმობის თაობაზე დადებული ხელშეკრულების შემდგომ განხორციელებული იმ მოქმედებებით, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ხსენებული ხელშეკრულების გაფორმებისას დაზარალებულებისათვის მიცემულ განმარტებებსა და დათქმულ პირობებს ამ ხელშეკრულების მიზნებთან დაკავშირებით.

13. მეორეც, ის, რომ საქმეში არსებობს სათანადო მტკიცებულება, რომელთან მიმართებითაც სააპელაციო სასამართლოს განაჩენში არ არის მსჯელობა, კერძოდ, ის გარემოება, რომ ქ------- ჯ------–--ისთვის ქონების ჩუქება კ------ ს-----–---–ს წინასწარ ჰქონდა განზრახული და მემკვიდრეებისთვის მიცემული დაპირება იყო სიცრუე, კარგად ჩანს უდავოდ ცნობილი მტკიცებულების - ნოტარიუს გ. ბ-----–---–ის ჩვენებიდანაც. აღნიშნული ჩვენების თანახმად, როდესაც ის (გ. ბ-----–---–ი) მივიდა კ------ ს-----–---–თან სახლში, რათა მოეწერინებინა ხელი წილის გადანაწილების ხელშეკრულებაზე, იყო საუბარი, რომ მალევე გადააფორმებდნენ ქონებას ქ-------ზე და ის მიხედავდა ყველაფერს. გ. ბ-----–---–ის ჩვენებიდან ასევე დგინდება, რომ, როდესაც მას სთხოვეს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება, მან განუმარტა ქ------- ჯ------–---ს, რომ აღნიშნული იყო დარღვევა, მაგრამ ქ-------მა მას უთხრა, რომ მაინც გაეფორმებინა ხელშეკრულება, ვინაიდან „თავად მიხედავდა ვალებს“. აღნიშნული გარემოება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი წინასწარ შეცნობილად და ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდნენ, ხოლო მათ დანაშაულებრივ მიზნებს ააშკარავებს მათივე ქმედებებით დამდგარი შედეგები.

14. წინასწარი შეთანხმებით დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით მსჯელობისას, ასევე ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ გამართლებულები დაზარალებულებს დღენიადაგ არწმუნებდნენ, რომ თითქოს, ქონების კ------ ს-----–---–ზე გადაფორმების აუცილებლობა გამოწვეული იყო კრედიტორის მოთხოვნით – გაადვილებულიყო ვალის დაფარვის საბანკო პროცედურები, თუმცა ამის აუცილებლობის არსებობის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება (რომ დაზარალებულებს ქონების ერთ პირზე გადაფორმება საბანკო მიზანშეწონილობად თუ აუცილებლობად ჩაეთვალთ) ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულთა შეცდომაში შეყვანის მიზანს.

15. საკასაციო პალატა არ ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას იმის შესახებ, რომ კ------ ს-----–---–-ს მიერ ქ------- ჯ------–--ისთვის ქონების გადაფორმება გამოწვეული იყო არა თაღლითური განზრახვით, არამედ ობიექტური გარემოებით - კ------ ს-----–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, რამაც შეუძლებელი გახადა მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ როგორც დაზარალებულების ჩვენებებით, ისე ნოტარიუს გ. ბ-----–---–ისა და გ-- ჯ-------–---–-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ კანონით მემკვიდრეებზე წილების გადაფორმებისას კ------ ს-----–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე გამორიცხავდა მის მიერ რაიმე ბიზნესსაქმიანობის წარმართვის შესაძლებლობას. კერძოდ: დაზარალებულების განმარტებით, პაპა მამის გარდაცვალების შემდეგ ცუდად იყო; მოწმე გ. ბ-----–---–ის განმარტებით, მან სახლში მიაკითხა კ------ ს-----–---–ს, თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად, ვინაიდან იგი ავად იყო და თვითონ ვერ მიდიოდა ბიუროში; მოწმე გ. ჯ-------–---–-ს ჩვენებით კი, ნ-------ის გარდაცვალების შემდეგ „კ------ს წნევამ დაარტყა“, უჭირდა დამოუკიდებლად გადაადგილება, რის გამოც ნოტარიუსი მასთან სახლში მივიდა, რათა თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა.

16. საკასაციო პალატა არ იზიარებს ასევე დაცვის მხარის პოზიციას და სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, თითქოს, ქ------- ჯ------–---მ ქონება მიიღო კეთილშობილური მიზნებით და მზადაა, დაუბრუნოს ის ძმისშვილებს, რაც (დაცვის მხარის მოსაზრებით) გამორიცხავს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვას, ვინაიდან სწორედ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანზე, სხვა გარემოებებთან ერთად, მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ქ. ჯ------–--- დღემდე ჰპირდება დაზარალებულებს მათი მამის დანატოვარი ქონების დაბრუნებას. თუმცა პალატისათვის სრულიად გაუგებარია, ასეთი სურვილის რეალურად არსებობის შემთხვევაში, რა უშლიდა ხელს ქ. ჯ------–---ს, დაახლოებით 12 წლის განმავლობაში მართლაც დაებრუნებინა ქონება კანონით მემკვიდრეებისათვის. ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე არგუმენტირებული პოზიცია არც, ზოგადად, დაცვის მხარეს და არც პერსონალურად ქ. ჯ------–---ს, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს იმის შესახებაც, რომ ვინაიდან ქ------- ჯ------–--- პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ისტუმრებდა ვალებს და ა. შ., აღნიშნული გამორიცხავს თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობას - ვინაიდან, საკასაციო პალატის შეფასებით, ქ------- ჯ------–--- ასე იქცეოდა არა ძმისშვილების, არამედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ქონება რომელიც მან ჩუქების ხელშეკრულებით კ------ ს-----–---–-სგან მიიღო, დატვირთული იყო ბანკების სასარგებლოდ იპოთეკით და, ბუნებრივია, ვალების გადაუხდელობის შემთხვევაში იგი მას აუცილებლად დაკარგავდა.

18. უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ დგინდება დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, ვინაიდან, თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების №----- ხელშეკრულების გათვალისწინებით, დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის ოდენობა თითოეულისათვის პროპორციულია სამკვიდროს ერთი მეშვიდედისა (იმ ქონების გამოკლებით, რომელიც განაწილდა კანონით დადგენილი წესით - ,,შ------ის რესტორანი“ და ,,ა----------“), რაც აღემატება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოების (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) შერაცხვისათვის აუცილებელ ოდენობას.

 

19. რაც შეეხება ავტომანქანებსა და თ--–--ის რაიონის სოფელ ს--------ში მდებარე სახლთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ქონება არ იყო რეგისტრირებული ნ------- ს-----–---–-ს საკუთრებად, შესაბამისად, ისინი ვერ აისახებოდა სამკვიდროში. ამიტომ ქ------- ჯ------–--ისა და კ------ ს-----–---–-სთვის იმის ბრალად შერაცხვა, რომ ავტომანქანები და საცხოვრებელი სახლი განზრახ არ შეიტანეს სამკვიდრო ნუსხაში, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

20. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებების ობიექტური ანალიზი და ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი სავსებით საკმარის საფუძველს ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ქ------- ჯ------–--ისა და კ------ ს-----–---–-ს დამნაშავედ ცნობისათვის. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის გამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და ის შეიცვალოს გამამტყუნებელი განაჩენით, ხოლო ქ------- ჯ------–--ისა და კ------ ს-----–---–-ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს თაღლითობად, ჩადენილი ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და დიდი ოდენობით - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

21. სასჯელის განსაზღვრისას საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ქ------- ჯ------–--ის ასაკს, ასევე იმას, რომ იგი პირველადაა სამართალში, დანაშაულის ჩადენიდან მის მსჯავრდებამდე გასულია საკმაოდ დიდი დრო, რომლის განმავლობაშიც მას არ ჩაუდენია ახალი დანაშაული. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნები მიღწეული იქნება არასაპატიმრო სანქციის გამოყენებითაც.

 

22. რაც შეეხება კ------ ს-----–---–ს, საკასაციო პალატა ცნობად იღებს იმ ფაქტს, რომ განაჩენის გამოტანის მომენტისთვის იგი გარდაცვლილია, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, კ------ ს-----–---–- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სასჯელის დაუნიშნავად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და

 

დაადგინა:

 

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი;

 

3. კ------ ს-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის დაუნიშნავად;

 

4. ქ------- ჯ------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

 

5. ქ------- ჯ------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 აგვისტოს განჩინებით დაყადაღებულ, გ------- ჯ-------–---–-ს (პირადი №2----------) კუთვნილ, ქ. თ--–--ში, ს--------ის ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებას;

 

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე