განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001986041
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№23აპ.-19 9 ივლისი, 2019 წელი
კ--------- გ-------, 23აპ.-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ირაკლი ქარდავას
ადვოკატ - ი---- მ----–----–---ს
მსჯავრდებულ - გ------- კ---------ს
მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ გ------- კ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---- მ----–----–---ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით გ------- კ---------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 13 მაისიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- კ---------მ ჩაიდინა ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, ქ-------–--–------–----------------------------–-, გ------- კ---------მ თავისი ყოფილი მეუღლის, ა----–----–---–ის მიმართ განახორციელა სასტიკი მოპყრობა, კერძოდ, მან ა----–----–---–ს მრავლობითი დაზიანება მიაყენა თავის არეში, რის შემდეგაც ა----–----–---–მა ამავე ბინის სააბაზანო ოთახში, ქამრის მსგავსი საგნის გამოყენებით, თავი ჩამოიხრჩო.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. მსჯავრდებულ გ------- კ---------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი---- მ----–----–--- საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ------- კ---------ს გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ გ------- კ---------ს მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა არ იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას გ------- კ---------ს საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, ვინაიდან განაჩენი ძირითადად ეფუძნება ა-–---- გ------------ს, ლ---- მ----–---–-ს, ნ---- მ------–---–-ს, გ---- ს--------ს, ზ------ კ---–---–ის, გ------- ო------–---–-ს, ა--------–---–-ს, ნ----------–- დ--------ს, ზ----- კ---------სა და ბ---–--- გ-------ს ჩვენებებს, თ----- კ---–---–ის დაკითხვის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის, 2014 წლის 6 ივლისისა და 2015 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებებს შემაკავებელი ორდერების დამტკიცების შესახებ და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლებიც საკმარისი არ არის გ------- კ---------ს საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ:
3. მოწმე ზ------ კ---–---–ის ჩვენებით, რომელიც გ------- კ---------სა და ა----–----–---–ის კამათის უშუალო თვითმხილველია, ირკვევა, რომ 2017 წლის 18 თებერვალს გ------- კ---------ს სახლში ნასვამი ა----–----–---–ი აგინებდა და ეჩხუბებოდა გ------- კ---------ს. ისინი ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც ა----–----–---–მა გ------- კ---------ს ხატი ესროლა, ხოლო გ------- კ---------მ დაზარალებულს ხელი გაარტყა სახეში და ჩაარტყა ხმის გამაძლიერებელი ტექნიკა.
4. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული თ----- კ---–---–ის ჩვენებით, ა----–----–---–ი მისი მეგობარია. 2017 წლის 18 თებერვალს, საღამოს საათებში, ა----–----–---–ი იმყოფებოდა მასთან, რის შემდეგაც გ------- კ---------სთან აპირებდა წასვლას და სახლის დალაგებას. მოწმის განმარტებით, ა----–----–---–მა უთხრა, რომ ბევრი ვალი ჰქონდა, რის შესახებაც არ სურდა გ------- კ---------ს გაეგო. საღამოს მეუღლისგან - ზ------ კ---–---–ისგან გაიგო, რომ გ------- კ---------მ სცემა ა----–----–---–ს.
5. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, ა----–----–---–ის გვამს გარეგნულად აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები, კერძოდ: სისხლნაჟღენთები და ნაჭდევი სახეზე, შუბლის მიდამოში წვრილკეროვანი სისხლჩაქცევებით; ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები ზედა და ქვედა კიდურებზე; ხანდაზმული ნაჭდევები ქვედა კიდურებზე; ხაზოვანი ფორმის ნაჭდევი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, დანარჩენი დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ატარებს დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს; შუბლის მიდამოში, მარცხნივ არსებული ნაჭდევი, ცხვირის ზედა მესმედში, მარცხნივ არსებული სისხლნაჟღენთი, ცხვირის ქვედა მესამედში, მარჯვნივ არსებული სისხლნაჟღენთი, შუბლის მიდამოში მარჯვნივ გარდამავალი, ზედა ქუთუთოზე და მარჯვენა თვალბუდის გარეთა მიდამოში არსებული წყვეტილი სისხლნაჟღენთი, შუბლის მიდამოს რბილ საფარში არსებული წვრილკეროვანი სისხლჩაქცევები, მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე არსებული სისხლნაჟღენთი, მარჯვენა მტევნის მე-5 თითის ფუძის უკანა ზედაპირზე არსებული ნაჭდევი, ორივე წვივის ზედა მესამედების წინა ზედაპირებზე არსებული თითო-თითო სისხლნაჟღენთი, მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე არსებული ორი ნაჭდევი განვითარებული უნდა იყოს სიკვდილის დადგომამდე უახლოეს წინა პერიოდში, ხოლო ორივე ბარძაყის შუა და ქვედა მესამედებში, ორივე მუხლის, ორივე წვივის ზედა და შუა მესამედებში, წინა და ნაწილობრივ გარეთა ზედაპირზე არსებული ფუფხით დაფარული წერტილოვანი ნაჭდევები ხანდაზმულობით შეესაბამება 5-9 დღეს; ასევე, გვამზე მარცხნივ, საზარდულის მიდამოში, აღინიშნება ნაჩხვლეტი ჭრილობა - ინიექციის კვალი, რომელიც განვითარებული უნდა იყოს სიკვდილის დადგომამდე უახლოეს წინა პერიოდში; ზემოაღნიშნული დაზიანებები მიზეზობრივ კავშირში არ არის დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
6. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები, მათ შორის: ა-–---- გ------------, ლ---- მ----–---–-, ზ----- კ--------- და ნ---- მ------–---–-, რომლებსაც არ დაუნახავთ 2017 წლის 18 თებერვალს თ---–--–------–----------------------------–-, გ------- კ---------სა და ა----–----–---–ს შორის განვითარებული მოვლენები, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ. ისინი ზოგადად აღწერენ გ------- კ---------სა და ა----–----–---–ს შორის 2017 წლის 18 თებერვლამდე არსებულ კონფლიქტურ ვითარებას, რაც განსახილველ შემთხვევაში არარელევანტურია, ვინაიდან პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- კ---------ს ბრალი მოიცავს 2017 წლის 18 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს (ა----–----–---–ზე განხორციელებული ძალადობის ერთჯერად აქტს - მრავლობითი დაზიანების მიყენებას თავის არეში).
7. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, ქ-------–--–------–----------------------------–-, გ------- კ---------მ თავის ყოფილ მეუღლეს - ა----–----–---–ს დაზიანებები მიაყენა თავის არეში. იმავე საღამოს ა----–----–---–მა ამავე ბინის სააბაზანო ოთახში, ქამრის მსგავსი საგნის გამოყენებით, თავი ჩამოიხრჩო.
8. ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ საკასაციო პალატა იმსჯელებს იმ საკითხზე შეიძლება თუ არა, რომ გ------- კ---------ს ქმედება (ა----–----–---–ისთვის თავის არეში დაზიანებების მიყენება) განსახილველ შემთხვევაში შეფასდეს სასტიკ მოპყრობად, რამაც ა----–----–---–ი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
9. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასტიკი მოპყრობა, როგორც თვითმკვლელობამდე მიყვანის საშუალება, შეფასებითი ცნებაა. დაზარალებულის მიმართ სასტიკი მოპყრობა გულისხმობს ისეთი ქმედების ან ქმედებათა ერთობლიობის ჩადენას, რომელიც დაზარალებულს განსაკუთრებულ ფიზიკურ ან ზნეობრივ ტანჯვას აყენებს. მოცემულ შემთხვევაში გ------- კ---------ს მიერ ა----–----–---–ის მიმართ ჩადენილი ქმედება ვერ შეფასდება სასტიკ მოპყრობად, ვინაიდან მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა გ------- კ---------ს მიერ ისეთი ქმედებების ჩადენა, რაც შეფასდებოდა როგორც მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც ა----–----–---–ი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
10. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე, რომლითაც დაცულია ბრალდებულის უფლება, ინფორმირებული იყოს წარდგენილი ბრალდების არსისა და საფუძვლების შესახებ, რაც მის მიერ დაცვის ჯეროვანი განხორციელების მიზანს ემსახურება. ,,{...} ბრალდებული ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საკმარისი ინფორმაციით, რაც საჭიროა მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების სრულად აღსაქმელად შესაბამისი დაცვის მოსამზადებლად {...} რაც შეეხება ბრალდებაში ცვლილებების შეტანას, მათ შორის ბრალდების ,,საფუძვლის“ შეცვლას, ბრალდებული სათანადოდ და სრულად უნდა იყოს ინფორმირებული აღნიშნულის თაობაზე და მას საკმარისი დრო და შესაძლებლობა უნდა მიეცეს იმისათვის, რომ აღნიშნულ ცვლილებებზე სათანადო რეაგირება მოახდინოს და დაცვა ახალი ინფორმაციის ან ბრალდების საფუძველზე ააგოს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Mattoccia v. Italy, №23969/94). სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისთვის დაცვის მხარისთვის დეტალურად იყოს ცნობილი მისთვის წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Pelissier and Sassi v. France, №25444/94).
11. ამ კონტექსტში საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ------- კ---------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოებს უნდა ემსჯელათ რამდენად დასტურდებოდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები და შეეფასებინათ, წარმოადგენდა თუ არა მსჯავრდებულის ქმედება (დაზარალებულისთვის თავის არეში დაზიანებების მიყენება) სასტიკ მოპყრობას, რამაც ა----–----–---–ი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. აღნიშნულის საპირისპიროდ სასამართლოები გასცდნენ გ------- კ---------სთვის წაყენებული ბრალის ფარგლებს: კერძოდ, პირის ბრალდების დადგენილების თანახმად, სასტიკ მოპყრობად შეფასებულია გ------- კ---------ს მიერ ა----–----–---–ისთვის თავის არეში მიყენებული მრავლობითი დაზიანების ფაქტი, ხოლო სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ა----–----–---–ი გ------- კ---------ს მხრიდან მუდმივად ექვემდებარებოდა ძალადობას, მასზე არაერთხელ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ფორმით, რაც, თავის მხრივ, აისახა ა----–----–---–ის ფსიქიკაზე. გარდაცვალებამდე გ------- კ---------მ ა----–----–---–ზე ფიზიკურად იძალადა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რაც წარმოადგენს ა----–----–---–ის მიმართ სასტიკ მოპყრობას.
12. სასამართლოს მიერ ბრალდების ფორმულირებაში დამატებითი გარემოებების მითითებამ (ა----–----–---–ი გ------- კ---------ს მხრიდან მუდმივად ექვემდებარებოდა ძალადობას, მასზე არაერთხელ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ფორმით, რაც, თავის მხრივ, აისახა ა----–----–---–ის ფსიქიკაზე) გავლენა მოახდინა გ------- კ---------ს ქმედების კვალიფიკაციაზე და გახდა კიდეც მისი საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების საფუძველი, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით დაცულ გარანტიებს.
13. ამდენად, საკასაციო პალატის აზრით საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მსჯავრდებულ გ------- კ---------ს მიერ ა----–----–---–ის თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობით, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ------- კ---------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
14. ვინაიდან პირის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებისთვის აუცილებელია დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა, საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: ის გარემოება, არის თუ არა ა----–----–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა ფიზიკური ტკივილის გამომწვევი, საკასაციო პალატის აზრით, განსახილველ შემთხვევაში უნდა შეფასდეს არა მარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც. მოწმე ზ------ კ---–---–ის ჩვენების, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმის მასალების ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გარდაცვლილ ა----–----–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები, თავისი სპეციფიკური ნიშნების გათვალისწინებით, ფიზიკური ტკივილის გამოწვევის გარეშე ვერ წარმოიშობოდა.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და მსჯავრდებულ გ------- კ---------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
16. რაც შეეხება სასჯელს, დანაშაულის ხასიათის, სასჯელის საკმარისობის, პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, გ------- კ---------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ------- კ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---- მ----–----–---ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებულ გ------- კ---------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 13 მაისიდან.
4. აღნიშნული სასჯელი დღეის მდგომარეობით მოხდილია, შესაბამისად, იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი ნივთმტკიცების ნაწილში დარჩეს უცვლელად.
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე