განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100117002307835
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №303აპ-19 ქ. თბილისი
ნ-----ი ჯ------, 303აპ-19 15 ოქტომბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ შმაგი გობეჯიშვილისა და მსჯავრდებულ ჯ------ ნ-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-------- გ---–---ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით ჯ------ ნ-----ი, –-------------–-------–--–---- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ჯ------ ნ-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით (დაზარალებულ დ----- ს------–---–ის ეპიზოდი) – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების – გ------- ჩ----–---–ისა და ლ---- ყ----------–---–ის ეპიზოდი) – 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და ჯ. ნ-----ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 3 აპრილიდან.
2. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: ჯ------ ნ-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და 120-ე მუხლზე. ჯ------ ნ-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 120-ე მუხლით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 3 აპრილიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2017 წლის 1 აპრილს, ღამის საათებში, ს-------ის რაიონის სოფელ მ-–-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა---------– ხ-----–---–ის მესაქონლეობის ფერმის მახლობლად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ჯ------ ნ-----მა მის ხელთ არსებული დანის გამოყენებით დ----- ს------–---–ს სახის არეში მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით; ამავე კონფლიქტის დროს ჯ------ ნ-----მა ლ---- ყ----------–---–ს გულმკერდის არეში, ხოლო გ------- ჩ----–---–ს – მუცლის არეში მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები.
4. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ჯ------ ნ-----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეფარდებას.
5. მსჯავრდებულ ჯ------ ნ-----ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ-------- გ---–---ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ჯ. ნ-----ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (გ------- ჩ----–---–ისა და ლ---- ყ----------–---–ის ეპიზოდი); ჯ------ ნ-----ის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლიდან (დ----- ს------–---–ის ეპიზოდი) სსკ-ის 124-ე მუხლზე და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, კერძოდ: დაზარალებულების – ლ---- ყ----------–---–ის, დ----- ს------–---–ის, გ------- ჩ----–---–ის, მოწმეების – გ------- თ-----–-–---–ის, ა---------– ხ-----–---–ის, თ----- ს------–---–ის, ზ---–-------- ნ-----ის, ხ----- კ---–---ის, რ---- ა--------ისა და სხვათა ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 12 მაისის №0--------, 2017 წლის 21 მაისის №0-------- და №0-------- დასკვნები – გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ჯ------ ნ-----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის აზრით, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ჯ------ ნ-----ის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (გ------- ჩ----–---–ისა და ლ---- ყ----------–---–ის ეპიზოდი) გამართლებისა და მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლიდან (დ----- ს------–---–ის ეპიზოდი) სსკ-ის 124-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ საფუძველსაა მოკლებული.
9. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაც ჯ------ ნ-----ის ქმედების საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონდა დაზარალებულების მოკვლის განზრახვა, რადგან ასეთის არსებობის შემთხვევაში მას ხელს არაფერი უშლიდა, განზრახვა სისრულეში მოეყვანა.
10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაეს სასამართლოში მანამდე არსებულ პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №508აპ-16) და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ შმაგი გობეჯიშვილისა და მსჯავრდებულ ჯ------ ნ-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-------- გ---–---ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე