განაჩენი

სისხლის სამართლის 08.01.2020
საქმის ნომერი
330100117001861602
თარიღი
08.01.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001861602

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№582აპ-19 ქ. თბილისი

მ--------- გ-------, 582აპ-19 8 იანვარი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------- მ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ბ-----ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განაჩენით გ------- მ---------, - დ----------–-------–-–-------------ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით გ------- მ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

 

გ------- მ---------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 მარტიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2017 წლის 23 იანვრიდან - 2017 წლის 25 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

2017 წლის 22 იანვარს, ღამით, ქ. თ---–--–ი, ბ------–---ის ქუჩაზე მდებარე, კორპუსი N--ის, ბინა N---ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნასვამმა გ------- მ---------მ, შელაპარაკების ნიადაგზე, ჩაიდინა ოჯახური ძალადობა გერი შვილის - შვიდი წლის გ------- კ-–-----ის მიმართ, მან ხელი დაარტყა ფეხში, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა გ------- კ-–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის 22 იანვარს, ღამით, ქ. თ---–--–ი, ბ------–---ის ქუჩაზე მდებარე, კორპუსი N--ის, ბინა N---ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნასვამმა გ------- მ---------მ, შელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვან გ------- კ-–-----ის თანდასწრებით, მეუღლეს - მ--- კ-–-----ეს ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც მ--- კ-–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------- მ--------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------- ბ-----ემ. ადვოკატმა მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ------- მ--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------- მ--------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------- ბ-----ემ და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ნაწილში გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის ერთ წლამდე შემცირება და მისი პირობითად ჩათვლა, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

6. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები არათუ გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით, არამედ ეწინააღმდეგება ერთმანეთს; გამომძიებელმა ნ. გ--–----ემ არ შეადგინა ბავშვის გამოკითხვის ოქმი, ვინაიდან იგი მისთვის სასარგებლო არ იყო (როგორც გ. მ--------ის გამამართლებელი მტკიცებულება); ექსპერტის ჩვენებითა და მის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით, გ. კ-–-----ეს დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. დაცვის მხარემ დააყენა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა, რაზეც მიიღო უარი, რომელსაც აგრეთვე ასაჩივრებს.

 

7. ამასთან, კასატორი უთითებს, რომ გ. მ--------ის სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასჯელის არცერთი დამამძიმებელი გარემოება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატა გ. მ--------ის ბრალეულობის ნაწილში სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის ფაქტი.

 

2. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საქმის მასალებში არ გამოკვეთილა გარემოება, რის საფუძველზეც პატრულ-ინსპექტორების - ზ. მ-------–---–-სა და გ. გ---–---ის ჩვენებები შესაძლოა საეჭვოდ მიჩნეულიყო. აღნიშნულ მოწმეთა მითითებით, მას შემდეგ, რაც მ. კ-–-----ეს განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და გ. მ--------ის მხრიდან საფრთხე აღარ ემუქრებოდა, დაზარალებული მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა საპირფარეშოდან ბავშვთან ერთად. ამასთან, საპირფარეშოდან გამოსვლისას მ. კ-–-----ეს სახეზე დაზიანებები ეტყობოდა. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსის, ექიმ ლ---–- კ---------ის ჩვენება შეესაბამება პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებს, კერძოდ, აღნიშნულმა მოწმემ აგრეთვე დაადასტურა საპირფარეშოდან ახალგაზრდა ქალის ბავშვთან ერთად გამოსვლის ფაქტი; მისი მითითებით, ქალი და ბავშვი იყვნენ შეშინებულები და იმალებოდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როდესაც მ--- კ-–-----ემ მშობლებს დაურეკა, უთხრა, რომ მეუღლის ეშინოდა, რის გამოც ბავშვთან ერთად სწორედ საპირფარეშოში იყო ჩაკეტილი და ითხოვდა დახმარებას (იხ. გ--- კ-–-----ისა და ხ------- ბ--------ის ჩვენებები). ის, რომ ადგილზე მისვლისას გ------- მ--------- იყო აგრესიული, დადასტურებულია მოწმეების - ხ. ბ--------ის, გ. კ-–-----ის, ზ. მ-------–---–-ს, გ. გ---–---ისა და ლ. კ---------ის ჩვენებებით.

 

3. ამდენად, დაცვის მხარის მოთხოვნა გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უარი - მისი აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე საფუძვლიანია (იხ. 2018 წლის 6 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, კერძოდ, 11:41-11:42), რის გამოც ამ საკითხთან დაკავშირებულ ადვოკატის პოზიციებს არ იზიარებს.

 

5. რაც შეეხება სასჯელს, ამ ნაწილში გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება, კერძოდ: თავისუფლების აღკვეთის ზომა უნდა შემცირდეს 1 წლამდე, ხოლო დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის თაობაზე მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შინაარსს, ინდივიდუალურად აფასებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ქმედების განხორციელების სახეს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მიუთითებს:

 

6. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, გ. მ--------- არ არის ნასამართლევი. ამასთან, ადვოკატმა გ------- ბ-----ემ საკასაციო საჩვართან ერთად (თანდართულ მასალად) წარმოადგინა დაზარალებულ მ--- კ-–-----ის განცხადება და მისი ორსულობის დამადასტურებელი დოკუმენტები. დაზარალებული ნოტარიულად დამოწმებულ წერილში უთითებს, რომ მას არავინ ჰყავს დამხმარე და იმყოფება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. აღნიშნულის შემდეგ, დაზარალებულმა განცხადებით კვლავ მომართა უზენაეს სასამართლოს (06.12.19), სადაც მიუთითა, რომ ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, რომლებსაც დამოუკიდებლად ყურადღებას ვერ აქცევს; გ------- მ--------- კი დაპატიმრებამდე შვილების აღზრდაში აქტიურად ეხმარებოდა; დაზარალებულმა უმორჩილესად ითხოვა გ. მ--------ის პატიმრობიდან გათავისუფლება. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მსჯავრდებულს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა.

 

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- მ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ადვოკატის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს და მისთვის განსაზღვრული სასჯელი შემცირდეს მინიმუმადე, ხოლო მოვალეობათა დარღვევის ზომისა და დანაშაულთა ერთობლიობის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატას დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა მართებულად არ მიაჩნია.

 

8. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ გ------- მ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ბ-----ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

გ------- მ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, გ------- მ---------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

 

3. გ------- მ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 მარტიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 23 იანვრიდან 2017 წლის 25 იანვრის ჩათვლით.

 

4. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ბ. ალავიძე