განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002240862
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
№589აპ-19 ქ. თბილისი
ჯ---–-ა გ-------, 589აპ-19 28 იანვარი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, მერაბ გაბინაშვილი
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - თორნიკე ნადირაძის
ადვოკატების - რ----- ჩ-----–---ს, ტ------– კ-------ს
მსჯავრდებულების - გ---- ბ---------ს, გ------- ჯ---–-ას
კანონიერი წარმომადგენლების - გ---- ბ---------ს, ნ---- ფ------ს, ლ---- ჯ---–-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ------- ჯ---–-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ------– კ-------ს, მსჯავრდებულ გ---- ბ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ----- ჩ-----–---სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ თორნიკე ნადირაძის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, 209-215-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სახელმწიფო ბრალმდებლის თორნიკე ნადირაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ თორნიკე ნადირაძესა და მსჯავრდებულ გ------- ჯ---–-ას შორის:
4. გ------- ჯ---–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 8 თვით; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 8 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით;
5. გ------- ჯ---–-ას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მისი მოხდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 4 დეკემბრიდან.
6. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7. მსჯავრდებულ გ---- ბ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ----- ჩ-----–---სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ თორნიკე ნადირაძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ბ. ალავიძე