განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2019
საქმის ნომერი
190100118002727536
თარიღი
13.12.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002727536

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

#526აპ.-19 ქ. თბილისი

დ-------- ზ-----, 526აპ.-19 13 დეკემბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ----- დ--------ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენით ზ----- დ--------, – დ----------–-------–--–ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 30 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაემატა წინა – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ზ----- დ-------ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 22 ოქტომბრიდან.

 

2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ზ----- დ-------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით ზ----- დ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე საქართველოს სსკ-ის 41-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ზ----- დ-------მა დაასრულა 2017 წლის 16 ოქტომბერს.

 

· ი--- ე-–-–---–- და ზ----- დ-------- არიან და-ძმა და ცხოვრობენ ერთად რ-------–ი, მ----–---–ის მესამე გასასვლელის მ---- კორპუსის ბინა №--ში. 2018 წლის 22 ოქტომბერს, ურთიერთშელაპარაკებისას, ზ----- დ-------მა ი--- ე-–-–---–- იდაყვით მიიმწყვდია კედელთან და იდაყვითვე ყელში წაუჭირა. შედეგად ი--- ე-–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა-----– ც-------ამ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ზ----- დ--------ს გამართლება იმ მოტივით, რომ ი--- ე-–-–---–- დაესხა თავს ზ----- დ-------ს, რომელიც თავს იცავდა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორი – მსჯავრდებული ზ----- დ-------- საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს, რომლებიც ემყარება სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

2.1. ზ----- დ-------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს შელაპარაკება მოუხდა დასთან, რომელმაც საპასუხოდ სახე დაუკაწრა, მან კი მოსაშორებლად მოუჭირა ხელი.

 

2.2. დაზარალებულმა ი--- ე-–-–---–მა სასამართლოზე აჩვენა, რომ შემთხვევის დღეს სიგარეტის გამო იჩხუბა ნასვამ ძმასთან – ზ----- დ-------თან; უნდოდა სახლიდან გასვლა, რა დროსაც ზ-----მა იდაყვით კედელთან მიიმწყვდია, იდაყვითვე წაუჭირა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა; სწორედ ამ დროს ჩამოაკაწრა სახე ძმას, რომლის მკაცრად დასჯას არ ითხოვს; დაზარალებულმა ასევე განაცხადა, რომ ხელის მოჭერის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.3. მოწმე გ------- ი-----–-–---–ის ჩვენებით, მონაწილეობდა ბრალდებულის დაკავებაში; ბინაზე მისვლისას ზ----- დ-------- სახლში იყო, მათ დანახვაზე გახდა აგრესიული და იწევდა თავის დისკენ. მას სახეზე ეტყობოდა ნაკაწრები, რომლებზეც თქვა, რომ დამ მიაყენა.

 

2.4. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 26 ოქტომბრის №--------- დასკვნით: „ი--- ე-–-–---–ს ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევები კისრის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად“. ექსპერტმა ბ---- მ-------–--ემ დაადასტურა თავისი დასკვნის სისწორე.

 

3. გარდა ზემოაღნიშნულისა, ზ----- დ--------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დასტურდება 2018 წლის 22 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ფოტოსურათებით. საგამოძიებო ექსპერიმენტში ასახული გარემოებები დაადასტურა მასში მონაწილე ექსპერტმა ი-----–- წ------ამ.

 

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ----- დ-------მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედება.

 

5. რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატის აზრით, დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ზ----- დ-------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ზ----- დ--------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

3. მსჯავრდებულ ზ----- დ-------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 30 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ზ----- დ-------ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯოს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

5. მსჯავრდებულ ზ----- დ-------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 22 ოქტომბრიდან;

 

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე