განაჩენი

სისხლის სამართლის 17.02.2020
საქმის ნომერი
010141319700088180
თარიღი
17.02.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141319700088180

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№603აპ-19 ქ. თბილისი

მ-----–---–- ვ------, 603აპ-19 8 იანვარი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ------ მ-----–---–-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით:

 

1.1. ვ------ მ-----–---–-, - დაბადებული 1--- წლის 2- ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 111-138–ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით.

 

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა წინა სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და 6 თვე და ვ------ მ-----–---–ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 21 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2016 წლის 19 მარტიდან.

 

2. ვ------ მ-----–---–ს მსჯავრად დაედო ოჯახის წევრის მიმართ (რომელსაც არ შესრულებია 14 წელი) მამათმავლობა და სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

 

3. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

3.1. 2016 წლის 3 თებერვალს, ღამით, გ------ რაიონის სოფელ ქ--------––ი მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ვ------ მ-----–---–მა ძალადობით, ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით თავისი ცხრა წლის შვილის - ზ------- ნ-----–---–ის მიმართ ჩაიდინა მამათმავლობა და სხვაგვარი სექსუალური ძალადობა გაუკუღმართებული ფორმით, რის შედეგად დაზარალებულს მიადგა მორალური ზიანი.

 

4. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ------ მ-----–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ--- ტ--------–---–-ა.

 

4.1. სააპელაციო საჩივრებით ისინი ითხოვდნენ მსჯავრდებულ ვ------ მ-----–---–-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

6. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ------ მ-----–---–მა და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

6.1. კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და უთითებს, რომ იგი სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. დაზარალებულმა ზ------- ნ-----–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 3 თებერვალს სახლში იმყოფებოდნენ თვითონ, მისი მამა და პაპა, ხოლო დედა და ძმა იყვნენ საავადმყოფოში. ზ------- ნ-----–---–ს ეძინა, მას ხმაურზე გაეღვიძა. ვ------ მ-----–---–- დალევას სთავაზობდა გ----- მ-----–---–ს, დაათრო იგი და დააძინა. ამის შემდეგ ვ------ მ-----–---–- საწოლში შეუწვა მოწმეს, გახადა ტანსაცმელი, თვითონაც გაიხადა და სასქესო ორგანოთი საჯდომზე მიაწვა. ზ------- ნ-----–---–მა ტკივილი იგრძნო და დაიყვირა, ვ------მ მას „შემოარტყა თავ–პირში“. იცოდა, რომ კიდევ შემოარტყამდა და მეტი აღარ დაუყვირია. თანაც, მის პაპას რომ გაეგო, ვ------ მასაც სცემდა და „ისიც ხომ ცოდო იყო“. ამის შემდეგ ვ------ მ-----–---–მა ხელი მოაკიდებინა თავის სასქესო ორგანოზე, თავადაც ხელი მოკიდა და მასტურბირებდა. შემდეგ სასქესო ორგანო პირში ჩაუდო და სასქესო ორგანოდან სითხე წამოუვიდა, რის შემდეგაც მან საწოლი და თავისი სასქესო ორგანო ზ-------ს წინდით გაწმინდა. ამის შემდეგ ზ-------მ და ვ------ მ-----–---–მა ზ-------ს საწოლში დაიძინეს.

 

3. დაზარალებულმა აგრეთვე განმარტა, რომ დილით თავი მოიმძინარა და როდესაც ვ------ მ-----–---–- წავიდა, მოწმეს მობილურ ტელეფონზე დაურეკა დედამ, ლ-- ნ-----–---–მა, რა დროსაც უთხრა, რომ მამამ გააუპატიურა. დედამ ტირილი დაიწყო და ტელეფონი გათიშა. ლ. ნ-----–---–მა დაურეკა ზ-------ს ბებიას, რომელმაც მოწმე სოფლის საბჭოში წაიყვანა, სადაც ზ------- ნ-----–---–მა მათ მომხდარის შესახებ უამბო, შემდეგ კი დარეკეს პოლიციაში. მოწმემ ფაქტის შესახებ, დედისა და ბებიის გარდა, უამბო ორივე პაპას. მისივე განმარტებით, ვ------ მ-----–---–- მას ხშირად ეჩხუბებოდა, სცემდა მთვრალი და ფხიზელიც. გარკვეული ხნით ადრე ვ------მ იგი ძირს დაახეთქა და ფეხებით სცემა, რის გამოც ზ------- ცუდად გახდა და პირიდან სისხლი სდიოდა. დაზარალებულის განმარტებით, ვ------ მ-----–---–- ხშირად უმიზეზოდ სცემდა მეუღლეს, ასევე - პაპას. როგორც დაზარალებული განმარტავს, ვ------ მ-----–---–მა სექსუალური ხასიათის ქმედება მის მიმართ სხვა დროსაც ჩაიდინა, რის სანაცვლოდაც სთავაზობდა ათ ლარს.

 

4. აღსანიშნავია, რომ საკასაციო პალატამ არაერთხელ იმსჯელა დაზარალებულის ჩვენების მნიშვნელობაზე იმ კატეგორიის საქმეებთან მიმართებით, რომლებიც თავისი ბუნებით მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა და მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობას, შესაბამისობას სხვა მტკიცებულებებსა და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან (მაგ. იხ. №253აპ-15 გადაწყვეტილება). საკასაციო პალატამ უნდა შეაფასოს, არის თუ არა მოწმის ჩვენება სანდო და ხომ არ არსებობს საქმეში ისეთი გარემოებები, რომლებიც მოწმის გულწრფელობის მიმართ საფუძვლიან ეჭვებს გააჩენდა.

 

5. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზ------- ნ-----–---–მა დეტალურად აღწერა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მოწმე, ფსიქოლოგ ნ---- ბ------–---–-ს ჩვენებას, რომელიც ზ------- ნ-----–---–ის გამოკითხვას დაესწრო. ნ. ბ------–---–-ა სასამართლოს განუცხადა, რომ დაზარალებულმა დეტალურად აღწერა მამის სექსუალური ძალადობა. მისი ნაამბობი არ ჰგავდა ფანტაზიას ან სხვის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რადგან ასეთ დროს ხდება დეტალების შელამაზება და მეორედ და მესამედ თხრობისას ზრდასრული ადამიანიც კი ვერ იმეორებს ზუსტად ერთსა და იმავეს. აღნიშნული ადასტურებს, რომ გადმოცემული ფაქტები რეალობაა. მხედველობაშია მისაღები გამომძიებელ რ--------- გ-------–---–-ს ჩვენებაც, რომელმაც მიუთითა, რომ ზ------- ნ-----–---–მა ისეთ დეტალებზე ისაუბრა, რაც მხოლოდ თავისი თვალით ექნებოდა ნანახი, რადგან შეუძლებელია ცხრა წლის ბავშვმა ასეთ დეტალებზე ისაუბროს მაშინ, როდესაც მისი ოჯახის მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მას ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება და სახლში ტელევიზორიც კი არ აქვთ. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ დაზარალებული მოწმის მიერ ბებიისათვის, საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია ფაქტობრივად ერთგვაროვანია.

 

6. დაზარალებულის ბებიამ - ნ----- ნ-----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წლის 4 თებერვალს, მას შემდეგ, რაც შვილმა – ლ-- ნ-----–---–მა დაურეკა და ვ------ მ-----–---–-ს სახლში მისვლა სთხოვა, იგი ზ------- ნ-----–---–თან წავიდა. სახლთან მისვლისას ზ------- მას ტირილით მიეგება, ლოყა შეწითლებული ჰქონდა. ზ-------მ უამბო, რომ სამ თებერვალს ვ------ მ-----–---–- მთვრალი მივიდა სახლში, შევიდა ზ-------სთან ოთახში, ჩაუწვა ლოგინში, წელს ქვევით გახადა, თვითონაც გაიხადა, სასქესო ორგანოთი უკანა ტანში მიაწვა, შემდეგ ხელი მოაკიდებინა და პირში ჩაუდო სასქესო ორგანო. ნ----- ნ-----–---–მა შვილიშვილი წაიყვანა სოფლის საბჭოში (გ------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------–-ს ადმინისტრაციულ ერთეულში), გამგებლის წარმომადგენელ ი---- ჯ------–---–---ნ. ზ------- ნ-----–---–მა მასაც იმავენაირიდ უამბო მამის მხრიდან სქესობრივი ძალადობის შესახებ. ი---- ჯ------–---–-ა დარეკა პოლიციაში, სადაც წაიყვანეს ზ------- ნ-----–---–ი და ნ----- ნ-----–---–ი. მომხდარი ძალადობა ბავშვმა ანალოგიურად აღწერა პოლიციაში, სადაც იგი გამოკითხა გამომძიებელმა მოწმის, ფსიქოლოგისა და თარჯიმნის თანდასწრებით. ამ შემთხვევის შემდეგ ზ------- ნ-----–---–ი იმყოფებოდა მასთან სახლში, სადაც აკითხავდა ვ------ მ-----–---–-, წაყვანის მიზნით, მაგრამ ზ------- მას ემალებოდა, რადგან მამის ეშინოდა. დაახლოებით ერთ კვირაში ზ------- წაიყვანეს თავშესაფარში. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ დაკავების შემდეგ ვ------ მ-----–---–- მეუღლეს ურეკავდა, უგზავნიდა წერილებს და სთხოვდა ეთქვა, რომ ზ-------მ ყველაფერი მოიგონა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა. ვ------ მ-----–---–- ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს. მეუღლეს სცემდა, სახლიდან აგდებდა, შემდეგ კი აკითხავდა მშობლების სახლში და უკან მიჰყავდა. ვ------ მ-----–---–- ზ-------საც ხშირად სცემდა, მისი თანდასწრებით იგინებოდა. მეუღლესთან ერთ–ერთი კონფლიქტის დროს ვ------ მ-----–---–მა მას ცხვირი გაუტეხა.

 

7. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის ბებიის მიერ დაზარალებულის სოფლის საბჭოში მიყვანის ფაქტი დაადასტურა თავად ი---- ჯ------–---–-ა, რომელმაც მოწმედ დაკითხვის დროს განაცხადა, რომ 2016 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით თორმეტიდან ცამეტ საათამდე დროის შუალედში, გ------ რაიონის სოფელ ქ--------–-ს ადმინისტრაციის შენობაში მასთან მივიდა ნ----- ნ-----–---–ი ცხრა წლის შვილიშვილ ზ------- ნ-----–---–თან ერთად და უთხრა, რომ ზ-------ზე სექსუალურად იძალადა მისმა მამამ – ვ------ მ-----–---–მა.

 

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენებას აგრეთვე შეესაბამება საქმეში წარმოდგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ზ------- ნ-----–---–ის არამხოლოდ საცვლის უკანა და წინა მხარეს, შიდა ზედაპირზე არსებული ღია მონაცრისფრო ლაქები შეიცავს სპერმას, რომლის გენეტიკური პროფილის ძირითადი წილი და ვ------ მ-----–---–-ს გენეტიკური პროფილი იდენტურია, არამედ აგრეთვე ზ------- ნ-----–---–ის საწოლიდან ამოღებულ მოცისფრო საბანზე, ორ ადიალაზე და ზეწარზე არსებული ღია მონაცრისფრო და მოყვითალო ლაქებიც შეიცავს სპერმას, რომლის ერთი წილი ვ------ მ-----–---–-ს გენეტიკური პროფილის იდენტურია.

 

9. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა – შ------- კ--–------მ და ი- ე----------მ.

 

10. დაცვის მხარის მოწმეების - ნ----- ლ------–---–-ს, მ------ ლ------–---–-სა და ე-–--- ს------–---–-ს მითითებით, ზ------- ნ-----–---–მა მათთან საუბარში აღნიშნა, რომ იგი პაპამ დაარიგა. თავად ვ------ მ-----–---–მა ჩვენების მიცემის დროს, თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მიუთითა, რომ ზ-------მ მას თავშესაფრიდან დაურეკა და უთხრა, რომ პაპამ და ბებიამ ოცი ლარი მისცეს იმის სანაცვლოდ, რომ მამისათვის გაუპატიურება დაებრალებინა.

 

11. დაცვის მხარის მოწმეთა დასახელებულ პოზიციებს საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება, ვინაიდან ისინი წარმოდგენილი საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს. დაზარალებულს როგორც სოფლის საბჭოში მისვლისას, ისე საგამოძიებო ორგანოში დაკითხვისას და სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას არსად უხსენებია, რომ იგი ბებიამ ან/და პაპამ დაარიგა. აგრეთვე, გამომძიებელ რ--------- გ-------–---–-ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ზ------- ნ-----–---–ს მისი მონათხრობის შემდეგ დაუსვეს კითხვები, რომლებსაც პასუხობდა იმავენაირიდ, განსხვავებებისა და წინააღმდეგობების გარეშე.

 

12. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს ვ------ მ-----–---–-ს ბრალეულობის ნაწილში სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ არ არსებობს რაიმე სახის გარემოება, რომელიც საფუძვლიან ეჭვებს გააჩენდა დაზარალებულის ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით.

 

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონით საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, ე.ი მამათმავლობა და სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია 14 წელი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 2017 წლის 1 ივნისს მოქმედ სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტს (გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია 14 წელი დანაშაული), რაც ანალოგიურად ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

14. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ------ მ-----–---–-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ–ის 111-138–ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ–ის 111-137–ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (2017 წლის 1 ივნისს მოქმედი რედაქცია).

 

15. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი ქმედების სახეს, სიმძიმეს, მის განსაკუთრებულად ამორალურ ხასიათს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, მის ნასამართლობას და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ–ის 111-137–ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზომის, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით, მთლიანად მიმატების პრინციპით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ვ------ მ-----–---–-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

ვ------ მ-----–---–-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ–ის 111-138–ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ–ის 111-137–ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (2017 წლის 1 ივნისს მოქმედი რედაქცია).

 

ვ------ მ-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 111-137–ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 1 ივნისს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 20 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს წინა სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1 წელი და 6 თვე და ვ------ მ-----–---–ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 21 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2016 წლის 19 მარტიდან;

 

3. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ბ. ალავიძე