განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100113359376
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№837აპ-19 11 დეკემბერი, 2019 წელი
ჟ----–---–---ი თ-----, 837აპ-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ----- ჟ----–---–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------ ს-----ს საკასაციო საჩივარი თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
1.1. თ----- ჟ----–---–---მა 2007 წელს გაიცნო ს----------–--–ი ჩამოსული ი------–-ს მოქალაქე ნ----- ს-----ი, იგივე ნ------- ს-----–---–ი, რომელიც დაინტერესებული იყო ს----------–--–ი ბიზნესსაქმიანობით. თ----- ჟ----–---–---მა გადაწყვიტა მოტყუებით დაუფლებოდა ნ----- ს-----ის კუთვნილ თანხებს, მოიპოვა მისი ნდობა და დაარწმუნა, რომ ვითომ ბ------ს ქ.№--ში მიმდინარე მშენებლობის პროექტში, რომელსაც ახორციელებდა სს „ა-----ო“, ფლობდა მოგების 20% წილს. თ----- ჟ----–---–---ი ნ----- ს-----ს დაჰპირდა, რომ 1300000 აშშ დოლარს დაუბრუნებდა ორ წელში და ასევე გადასცემდა სს „ა-----ოში“ მოგების 20%-ს 60%, რაც მისი დაპირებით, იქნებოდა 3 300 000 აშშ დოლარის 60%. თ----- ჟ----–---–---ი ასევე დაჰპირდა ნ----- ს-----ს, რომ თუ ბ------ს ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის პროექტი ვადაში ვერ განხორციელდებოდა, მას გადაუფორმებდა ზემოაღნიშნული თანხით შეძენილ სს „ს--–--------------–ი“ (ამჟამინდელი სს „ბ-----------ი“) თავის კუთვნილ 4% აქციებს. 2007 წლის მაისსა და ივნისში ნ----- ს-----მა თ----- ჟ----–---–---ს, ამ უკანასკნელის მიერ მითითებულ ორ სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე, ი------–-დან ორ ტრანშად გადაურიცხა ჯამურად - 1 300 000 აშშ დოლარი, თუმცა წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებაზე თ. ჟ----–---–---მა უთხრა უარი, რის მიზეზად ასახელებდა სხვადასხვა გარემოებას. ვინაიდან თ----- ჟ----–---–---მა ნ----- ს-----ს დათქმულ ორ წელში არ დაუბრუნა დაპირებული თანხა, ნ----- ს-----მა თ----- ჟ----–---–---ს მოსთხოვა პირობის შესრულება, რის სანაცვლოდაც თ----- ჟ----–---–---მა ნ----- ს-----ს შესთავაზა სს „ს--–---------------ს“ თავისი კუთვნილი 4% აქციების გადაფორმება. თ----- ჟ----–---–---მა, რომელიც იყო სს „ს--–---------------ს“ დამფუძნებელი კომპანიის, სს ს--–--------- საფინანსო ჯგუფის პარტნიორის, შპს „ქ--------------ს“ 50% წილის მფლობელი და წარმოადგენდა სს „ს--–---------------ს“ არაპირდაპირ, ბენეფიციარ მესაკუთრეს და პირდაპირი წესით არ ფლობდა ბანკის აქციებს და შესაბამისად, არ ჰქონდა უფლება გაეყიდა, ან სხვაგვარი გზით გაესხვისებინა ბანკის აქციები, 2009 წლის 15 ოქტომბერს ნ----- ს-----ს, როგორც ზ------ ს-----ის მინდობილ პირს, გადაუფორმა შპს „ქ-------------–ი“ თავისი კუთვნილი 50% წილი, რითაც დაარწმუნა, რომ თითქოს, მისგან მიღებული თანხის, 1 300 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გადასცა სს „ს--–---------------ს“ თავისი კუთვნილი 4% წილი. 2010 წლის 26 მარტს შპს „ქ--------------ა“ გააფორმა სანოტარო აქტი პარტნიორ კომპანია „ს--–----------------------–--------------ნ“, რომლის თანახმად, სრულად გაიყიდა კომპანიის 100% წილი. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ქ-------------ს“ აქციები გაიყიდა 1800000 აშშ დოლარად განვადებით. ხელშეკრულების თანახმად, სს „ბ-----------ში“ დაიფარა ნ----- ს-----ის დავალიანება 499 000 აშშ დოლარი, ასევე შპს „ქ--------------ს“ დირექტორმა თ----- გ-------–----ა ნ----- ს-----ს, მიღება-ჩაბარების აქტებით, გადაუხადა 70 000 აშშ დოლარი, ასევე ნ----- ს-----ის ანგარიშზე ჩაირიცხა 188000 აშშ დოლარი. სულ ნ----- ს-----მა მიიღო 762 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ 538 000 აშშ დოლარს თ----- ჟ----–---–---ი დაეუფლა თაღლითურად.
აღნიშნული ქმედებით თ----- ჟ----–---–---მა ნ----- ს-----ს მიაყენა 538 000 აშშ დოლარის - დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.
1.2. თ----- ჟ----–---–---მა და ნ----- ს-----მა 2008 წლის 14 თებერვალს 50% წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს შპს „პ------–------------–----------ა“, რომლის ანგარიშზე საქმიანობის განსახორციელებლად ნ----- ს-----ის სავალუტო ანგარიშიდან, საწესდებო კაპიტალის შესავსებად, შპს „პ------–------------–----------ის“ ანგარიშსწორების ანგარიშებზე გადაირიცხა ჯამურად 205 429,10 აშშ დოლარი, ხოლო თ----- ჟ----–---–---მა შეიტანა 6 909.00 ლარი. 2008 წლის 5 ივნისს ნ----- ს-----ის სავალუტო ანგარიშიდან გადარიცხული თანხიდან კომპანიამ შეიძინა ავტომანქანა „მერსედეს GL 450“, რომლის ღირებულება შეადგენდა 104 111,20 ლარს. თ----- ჟ----–---–---მა გააგრძელა თავისი დანაშაულებრივი საქმიანობა, კვლავ ბოროტად ისარგებლა ნ----- ს-----ის ნდობით და მოტყუებით დაეუფლა მის კუთვნილ თანხებს, კერძოდ: დაარღვია კანონი „მეწარმეთა შესახებ“ და შპს „პ------–------------–----------ის“ წესდება და ნ----- ს-----ის, როგორც კომპანიის 50% წილის მფლობელისა და დამფუძნებელი პარტნიორისაგან მალულად, პარტნიორთა კრების მოწვევის გარეშე შენიღბულად 2008 წლის 1 ნოემბერს შპს „პ------–-----------–--------------ნ“ გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, გამსესხებელი თ. ჟ----–---–---ი უზრუნველყოფდა მსესხებელს 50 000 ლარს სესხით. სესხის გადახდის ვადად განისაზღვრა 2011 წლის 31 დეკემბერი. სესხის პროცენტი ხელშეკრულებით შეადგენდა წლიურ 18%-ს. საბუღალტრო ექსპერტიზის თანახმად, თ----- ჟ----–---–---მა კომპანიას ასესხა 14393,92 ლარი, რასაც 2009 წლის განმავლობაში დაერიცხა არა 18%–იანი, არამედ 26%–იანი სარგებელი, თუმცა პირობის შეცვლაზე ახალი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რითაც ხელოვნურად გაიზარდა კომპანიის ვალი თ----- ჟ----–---–---ის მიმართ. 2010 წლის 1 იანვრისათვის თ----- ჟ----–---–---ის მიმართ კომპანიის სესხის ძირმა თანხამ 26%-იან სარგებელთან ერთად შეადგინა 26 976.35 ლარი. თ----- ჟ----–---–---მა 2010 წლის 21 ივლისს შპს „პ------–------------–----------ის“ დირექტორთან - თ----- ა-----–--–-–---–---ნ, ნ----- ს-----თან, კომპანიის წესდებით დადგენილი წესით შეთანხმების გარეშე, გააფორმა ნასყიდობის ხელშკრულება, რომლის საფუძველზე, მის მიერ ერთპიროვნულად დადგენილ ფასად, 60000 ლარად შეიძინა კომპანიის კუთვნილი ავტომანქანა „MERCEDES-BENZ GL-450“, იმ მოტივით, რომ თითქოს, ამ გზით აინაზღაურა კომპანიის დავალიანება მის წინაშე. თ----- ჟ----–---–---მა ისარგებლა ნ----- ს-----ის ნდობით, თაღლითურად დაეუფლა კომპანიის კუთვნილ 104 111,20 ლარად ღირებულ ავტომანქანას „MERCEDES-BENZ GL-450“, რითაც ნ. ს-----ს მიადგა დიდი ოდენობით - 52 055 ლარის ზიანი.
აღნიშნული ქმედებით თ----- ჟ----–---–---მა ნ----- ს-----ს მიაყენა 52 055 ლარის დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.
1.3. თ----- ჟ----–---–---მა და თ----- ჯ---------მ 20-- წლის 4 ივნისს 50%-50% წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს შპს „ს------------ა“, რომლის წესდების მიხედვით, კომპანიის ძირითად საქმიანობას შეადგენდა ქვის დამუშავება. თ----- ჟ----–---–---მა, რომელსაც ჰქონდა მინდობილობა სს „ბ-----------ში“ ნ----- ს-----ის სავალუტო ანგარიშიდან გაეტანა თანხები, ნ----- ს-----ის კუთვნილი ანგარიშიდან გატანილი 120 000 აშშ დოლარით შეიძინა ქვის სამსხვრევი დანადგარი, ა/მანქანა „ზილი“ და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია N100522. თ----- ჟ----–---–---ის ნ. ს-----ისადმი დაპირებით, აღნიშნული კომპანიის დაარსების მიზანი იყო მიღებული მოგებიდან თავისი, ნ----- ს-----ისა და თ----- ჟ----–---–----ს კუთვნილი შპს „თ-------–-------7-ის“ დავალიანების დაფარვა რეგიონალური განვითარების ფონდის წინაშე, ასევე მისი დაპირებით, თ----- ჟ----–---–---ს ნ----- ს-----ისათვის ოფიციალურად უნდა გაეფორმებინა შპს „ს------------აში“ მისი წილობრივი მონაწილეობა. მიუხედავად დაპირებისა, თ----- ჟ----–---–---მა ნ----- ს-----ს არ გაუფორმა წილი შპს „ს------------აში“ და მესამე მეწილედ, მისგან მალულად დოკუმენტურად გააფორმა თ----- ჯ---------ს ძმა - მ--–---- ჯ---------. რაც შეეხება კომპანიის მოგებას, თ----- ჟ----–---–---მა ნ----- ს-----ი მოატყუა და უთხრა, რომ შპს „ს------------ამ“ მოგების სახით მიიღო მხოლოდ 60 000 ლარი, რაც გადაირიცხა შპს „თ-------–---------ის“ ანგარიშზე. საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „ს------------ა“ 2009–2011 წლებში მუშაობდა მოგებაზე. 2009 წელს კომპანიამ მიიღო მოგება - 48 612,74 ლარი, 2010 წელს – 58258,8 ლარი და 2011 წელს – 206818,07 ლარი. თ----- ჟ----–---–---ს 2009 წელს დივიდენდის სახით დაერიცხა - 16401,1 ლარი, 2010 წელს – 24530,2 ლარი და 2011 წელს 65394 ლარი და შპს „ს------------ის“ ანგარიშიდან მის სახელზე 2010-2011 წლებში გაცემულია 13 546,21 ლარის დივიდენდი. თ----- ჯ---------ს 2009 წელს დივიდენდის სახით დაერიცხა - 16401,09 ლარი, 2010 წელს - 24530,2 ლარი, 2011 წელს - 65394,28 ლარი და შპს „ს------------ის“ ანგარიშიდან მის სახელზე 2010–2011 წლებში გაცემულია 83 586,35 ლარის დივიდენდი. ხოლო მ--–---- ჯ---------ს 2011 წელს დივიდენდის სახით დაერიცხა - 11 372,92 ლარი. შპს „ს------------ის“ მოგებიდან, რაც შეადგენდა 206818,07 ლარს, შპს „თ-------–---ს“ ანგარიშზე გადარიცხვები მისი რეგიონალური განვითარების ფონდიდან აღებული სესხის დასაფარად არ განხორციელებულა. ამდენად, თ----- ჟ----–---–---მა მოატყუა ნ----- ს-----ი, არ გადაუფორმა დაპირებული წილი შპს „ს------------აში“, ასევე დაუმალა კომპანიის მოგების შესახებ, რითაც თაღლითურად დაეუფლა ნ----- ს-----ის კუთვნილ 120 000 აშშ დოლარს.
აღნიშნული ქმედებით თ----- ჟ----–---–---მა ნ----- ს-----ს მიაყენა 120 000 აშშ დოლარის - დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.
1.4. 2007 წლის 20 დეკემბერს თ----- ჟ----–---–---მა და თ----- ჯ---------მ 50%-50% წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს შპს „თ-------–--------“. 2006 წელს თ----- ჯ---------მ მესტიაში მდებარე სასტუმრო „თ-------–---ს“ შენობის შესაძენად სს „ს--–---------------დან“ გამოიტანა სესხი 155 000 აშშ დოლარი, მოთხოვნის უზრუნველყოფის სანაცვლოდ ბანკის წინაშე იპოთეკით დატვირთა მის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინა, მდებარე: თ---–--–ი, მ–-----ს ქუჩის N---ში, ბინა N-. 2008 წლის 7 ივნისისთვის თ----- ჯ---------ს დავალიანება სს „ბ-----------ის“ წინაშე სარგებელთან ერთად შეადგენდა 188 548 აშშ დოლარს. სასტუმრო „თ-------–---ს“ ფუნქციონირებისათვის საჭირო იყო რეგიონალური განვითარების ფონდიდან სესხის მიღება, ხოლო სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის სანაცვლოდ - თ----- ჯ---------ს ან თ----- ჟ----–---–---ის უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა რეგიონალური განვითარების ფონდის სასარგებლოდ. თ----- ჟ----–---–---ი განაგრძობდა თავის დანაშაულებრივ საქმიანობას და გადაწყვიტა მოტყუებით დაუფლებოდა ნ----- ს-----ის კუთვნილ თანხებს. ამ მიზნით მან ნ. ს-----ს დააფარინა თ----- ჯ---------ს დავალიანება სს „ბ-----------ის“ წინაშე - 188 548 აშშ დოლარი, იმ პირობით, რომ აღნიშნულ თანხას დაუბრუნებდა უკან რეგიონალური განვითარების ფონდიდან შემდგომში ასაღები სესხიდან, ასევე შპს „თ-------–---------ში“ გაუფორმებდა კომპანიის 33% წილს. 2008-2010 წლებში შპს „თ-------–---------მა“ რეგიონალური განვითარების ფონდიდან მიიღო სესხი ჯამურად - 1 900 000 აშშ დოლარი, საიდანაც არ დაიფარა ნ----- ს-----ის კუთვნილი 188 548 აშშ დოლარი, რითაც მას მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
აღნიშნული ქმედებით თ----- ჟ----–---–---მა ნ----- ს-----ს მიაყენა 188 548 აშშ დოლარის - დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.
1.5. სულ ნ----- ს-----ს თ----- ჟ----–---–---მა მიაყენა დიდი ოდენობით - 898,603 აშშ დოლარის ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით:
2.1. თ----- ჟ----–---–---ი, - დაბადებული 1--- წლის 9 დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 25 300 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2013 წლის 16 მაისიდან - 2013 წლის 18 მაისის ჩათვლით, თ----- ჟ----–---–---ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 300 ლარით და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 25000 ლარი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა, მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა.
3.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ თ----- ჟ----–---–---ის შპს „ა-----ო,“ „ქ-------------ს“, ასევე შპს „თ-------–-------7-ის“ ნაწილში დამნაშავედ ცნობა და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. დაცვის მხარემ მოითხოვა შპს „პ------–------------–----------ის“ და შპს „ს------------ის“ ეპიზოდებში განაჩენის გაუქმება და ოთხივე ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.1. თ----- ჟ----–---–---ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ წარდგენილი ბრალდების - შპს „ა-----ო-ქ--------------ს“, „თ-------–---------სა“ და „პ------–------------–----------ის“ ეპიზოდებში და გამართლდა. თ----- ჟ----–---–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (შპს „ს------------ის“ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10.300 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2013 წლის 16 მაისიდან - 2013 წლის 18 მაისის ჩათვლით, თ----- ჟ----–---–---ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 300 ლარით და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10.000 ლარი.
5. კასატორი – მსჯავრდებულ თ----- ჟ----–---–---ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ------ ს----- ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და თ----- ჟ----–---–---ის შპს „ს------------ის“ ნაწილშიც გამართლებას.
5.1. კასატორი უთითებს, რომ თ----- ჟ----–---–---ს არასდროს განუცხადებია უარი შპს „ს------------ის“ წილის გადაფორმებაზე. საქმის მასალებში არ მოიპოვება ნ----- ს-----ის მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება (გარდა სამოქალაქო სარჩელისა), რომელიც მიმართული იყო წილზე საკუთრების უფლების მოპოვებისათვის. მაგალითისათვის ასეთი შეიძლება ყოფილიყო ცალმხრივად ხელმოწერილი გარიგება, რომლის თაობაზეც ეცნობა თ----- ჟ----–---–---ს, ხოლო ამ უკანასკნელმა თავი აარიდა დოკუმენტის ხელმოწერას. სწორედ ხსენებულ სამოქალაქო საქმეზე 2012 წლის 6 იანვარს თ----- ჟ----–---–---მა მის მიერ წარდგენილ შესაგებელში ცნო ნ----- ს-----ის სასარჩელო მოთხოვნა – შპს „ს------------აში“ წილის გადაფორმებაზე.
5.2. კასატორის მოსაზრებით, განსახილველ საქმეში უდავოა, რომ ნ----- ს-----ის (კრედიტორის) 120 000 აშშ დოლარი სრულად მოხმარდა იმ საქმეს, რაც კრედიტორთან იყო შეთანხმებული (ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კომპანიაში გაიხარჯა მიზნობრივად, რაც სააპელაციო სასამართლომ უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია). სამოქალაქო სარჩელის მესამე სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, ნ----- ს-----ი თ----- ჟ----–---–---ისგან ითხოვდა მხოლოდ და მხოლოდ შპს „ს------------ის“ 25%–იან წილს და არა წილს და 120 000 აშშ დოლარს ერთდროულად. თ----- ჟ----–---–---ის მიერ 120 000 აშშ დოლარის მოტყუებით დაუფლების განზრახვა და თაღლითობად ქმედების კვალიფიკაციის შემადგენლობა იარსებებდა იმ შემთხვევაში თუ: თანხები არ იქნებოდა მიმართული კომპანიის მიზნებისათვის და მას თ----- ჟ----–---–---ი განკარგავდა პირადი მიზნებისათვის, ან წინააღმდეგი იქნებოდა კომპანიის წილის გადაფორმების ან/და აღნიშნულ წილს მესამე პირზე გაასხვისებდა. მოცემულ შემთხვევაში ასეთ ფაქტი არ არსებობს, ხოლო წილის საკუთრებაში გადაცემის სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია, რა უნდა მოემოქმედებინა თ----- ჟ----–---–---ს გარდა იმისა, რომ ხელუხლებელი დატოვა ნ----- ს-----ის წილის პროპორციული დივიდენდი და ცნო ნ----- ს-----ის სარჩელი. აღნიშნული კომპანიის წილის გაფორმებასთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერების თანახმად, თ----- ჟ----–---–---ი სამ კითხვას პასუხობს და არცერთი პასუხიდან არ იკვეთება ნ----- ს-----ისათვის წილის გადაფორმებისათვის თავის არიდების სურვილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და დაასკვნა, რომ დაცვის მხარის საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ----- ჟ----–---–---ის მიმართ შპს „ა-----ო-ქ--------------ს“, „თ-------–---------სა“ და „პ------–------------–----------ის“ ეპიზოდებში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მითითებული ნაწილები არც პროკურორს გაუხდია სადავოდ.
3. რაც შეეხება შპს „ს------------ის“ ეპიზოდს, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ ნაწილში არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ თ----- ჟ----–---–---ი ბრალდების მოცემულ ეპიზოდშიც უნდა გამართლდეს.
4. აღსანიშნავია, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, შპს „ს------------ის“ ეპიზოდი ეფუძნება ორ ფაქტობრივ გარემოებას:
· თ----- ჟ----–---–---მა, მიუხედავად დაპირებისა, ნ----- ს-----ს არ გაუფორმა წილი შპს „ს------------აში;“
· თ----- ჟ----–---–---მა ნ----- ს-----ს დაუმალა ინფორმაცია კომპანიის მოგების შესახებ და საბოლოოდ, თაღლითურად დაეუფლა მის კუთვნილ 120 000 აშშ დოლარს.
5. სააპელაციო სასამართლო ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდს დადასტურებულად მიიჩნევს: დაზარალებული მოწმის - ნ----- ს-----ის ჩვენებით, მოწმე თ----- ა-----–--–-–---–-ს ჩვენებით, ფარული ჩანაწერებით, საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტი-მოწმის დ------- გ----------ს ჩვენებით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დასახელებული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებს თ. ჟ----–---–---ის მიერ თაღლითობის შემადგენლობის ჩადენის ფაქტს, კერძოდ:
6. ნ----- ს-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2008 წელს თ----- ჟ----–---–---მა თ----- ჯ---------სთან ერთად დააფუძნა შპს „ს------------ა“, რისთვისაც მას გამოართვა ჯამურად - 120 000 აშშ დოლარი, კერძოდ: 80 000 აშშ დოლარად შეიძინა მესტიაში ქვის საფქვავი დანადგარი, 19 000 აშშ დოლარად - მანქანა „ზილი“ და 40 000 ლარით აიღო ლიცენზია. აღნიშნული 120 000 აშშ დოლარი გადარიცხა მისი პირადი ანგარიშიდან. თ----- ჟ----–---–---ი ჰპირდებოდა, რომ კომპანიის მუშაობის შედეგად დაუბრუნებდა მის მიერ გადახდილ თანხას - 120 000 აშშ დოლარს და ასევე გახდებოდა შპს „ს------------აში“ 50%-იანი წილის მფლობელი. მიუხედავად დაპირებისა, თ----- ჟ----–---–---ს არ დაუბრუნებია მის მიერ დახარჯული თანხა და არც წილი გადაუფორმებია ნ----- ს-----ის სახელზე. ამასთან, თ----- ჟ----–---–---მა მას დაუმალა მოგების არსებობა და მოატყუა, რომ თითქოს, კომპანიამ მიიღო მხოლოდ 60060 ლარის მოგება, რაც მთლიანად გადარიცხა შპს „თ-------–---------ს“ ვალის დასაფარად „მ--–------–ი“.
7. მოწმე თ----- ა-----–--–-–---–-ს ჩვენების მიხედვით, იგი იყო შპს „ს------------ის“ დირექტორი. შპს „ს------------ის“ სახელით შეიძინეს საფქვავი დანადგარი 40 000 აშშ დოლარად, რაც მას გადასცეს ნ----- ს-----მა და თ----- ჟ----–---–---მა. საჯარო რეესტრში ფირმა დარეგისტრირდა სამი პარტნიორის, თ----- ჯ---------ს, მისი ძმის - მ--–---- ჯ---------სა და თ----- ჟ----–---–---ის მონაწილეობით. რაც შეეხება ნ----- ს-----ს, მას მონაწილეობა აღნიშნულ შეთანხმებაში არ მიუღია და მის სახელზე წილი არ გაფორმებულა, მიუხედავად იმისა, რომ მან მითითებულ კომპანიაში ჩადო გარკვეული ფინანსური ინვესტიცია.
8. 2010 წლის 6 ოქტომბრის ნ----- ს-----ისა და თ----- ჟ----–---–---ის ფარული ჩანაწერით დადგინდა, რომ ნ----- ს-----ი ეკითხება თ-----ს „რა ხდება ჩემს ქონებაზე მიფორმებ, არ მიფორმებ?“ რაზედაც თ----- პასუხობს „გაფორმებას რა მნიშვნელობა აქვს, რა ხელს კიდებს ვინმე თუ რა?“, „გაფორმებას, როგორ არ აქვს მნიშვნელობა, გაფორმებას დიდი მნიშვნელობა აქვს“, „მოიყვანე მყიდველი და მივცემ“. „ს------ს არ მიფორმებ?“, „ს------ი გაფორმებულია შენზე“. „რა არის გაფორმებული ჩემზე 8%?“, „33%-ია ქონების“, „რა, ქონების 75% მ--–------ს არ მიეცი?“, „არა ეგ სესხია ჩვეულებრივი ჩათვალე გირაოა“, „რისი სესხია გადაფორმებული ეხლა“, „პირობითად აქვთ გაფორმებული, რომ მაქსიმუმ ხუთი წლის მერე უნდა გამოისყიდონ, არ ნახე ხელშეკრულება?“, „დღესვე რომ გამოვისყიდო?“, „დღესვე შეგიძლია, მეხვეწებიან აგერ გამოისყიდეო“. „და შემოსავლები ხომ არის იქ რაღაც?“ „მ--–------ი აკონტროლებს“. „თ-----, საფქვავს არ მიფორმებ?“, „საფქვავი რა 50%-ს გულისხმობ?“, „იყოს თუნდაც 50%“, „მოგცემ თუ გინდა მინდობილობას რა პრობლემაა“. „მინდობილობა არ მინდა, მინდა ჩემს სახელზე იყოს გაფორმებული, მაინტერესებს, მიფორმებ თუ არა?“. „გაგიფორმებ, რატომ გეშინია ასე, ვერ გავიგე“. „ჩემს სახელზე მინდა, რომ იყოს ჩემი ქონებები“.
9. შპს „ს------------ის“ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ჩატარებული საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ დ------- გ----------ს ჩვენებით დადგინდა, რომ შპს „ს------------ა“ 2009–2011 წლებში მუშაობდა მოგებაზე. 2009 წელს კომპანიამ მიიღო მოგება - 48 612,74 ლარის, 2010 წელს – 58258,8 ლარისა და 2011 წელს – 206818,07 ლარის ოდენობით. თ----- ჟ----–---–---ს 2009 წელს დივიდენდის სახით დაერიცხა - 16401,1 ლარი, 2010 წელს – 24530,2 ლარი და 2011 წელს - 65394 ლარი და შპს „ს------------ის“ ანგარიშიდან მის სახელზე 2010-2011 წლებში გაცემულია 13 546,21 ლარის დივიდენდი. თ----- ჯ---------ს 2009 წელს დივიდენდის სახით დაერიცხა - 16401,09 ლარი, 2010 წელს - 24530,2 ლარი, 2011 წელს - 65394,28 ლარი და შპს „ს------------ის“ ანგარიშიდან მის სახელზე 2010–2011 წლებში გაცემულია 83 586,35 ლარის დივიდენდი, ხოლო მ--–---- ჯ---------ს 2011 წელს დივიდენდის სახით დაერიცხა - 11 372,92 ლარი. შპს „ს------------ის“ მოგებიდან, რაც შეადგენდა 206818,07 ლარს, შპს „თ-------–---ს’’ ანგარიშზე გადარიცხვები, მისი რეგიონალური განვითარების ფონდიდან აღებული სესხის დასაფარად, არ განხორციელებულა.
10. ამდენად, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, თ. ჟ----–---–---ი ნ. ს-----ს ნამდვილად დაჰპირდა წილის გადაფორმებას შპს „ს------------აში.“ რაც შეეხება გარემოებას, რომ აღნიშნულის შემდეგ ნ. ს-----მა წილის გადაფორმების მოთხოვნაზე თ. ჟ----–---–---ისგან მიიღო უარი - უტყუარად დადასტურებული არ არის. ფარული ჩანაწერის თანახმად, ნ----- ს-----ი თ. ჟ----–---–---თან საუბრისას სხვადასხვა საკითხს ეხება. ჩანაწერის მიხედვით, ნ----- ს-----ის მიერ გაჟღერებული თხოვნის შემდეგ, თ----- ჟ----–---–---ი გარკვეულ კითხვებს სვამს, რაც არ შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც წილის გადაფორმებაზე უარის თქმად, ვინაიდან, როდესაც საბოლოოდ ნ----- ს-----ი გადაფორმების საკითხს ეხება, თ----- ჟ----–---–---ი მზადყოფნას გამოხატავს მის შესასრულებლად, კერძოდ კი, პირდაპირ პასუხობს, რომ „გაუფორმებს.“
11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თ----- ჟ----–---–---ის მიერ ნ. ს-----ისათვის წილის გადაფორმების საკითხის განხილვისას უნდა შეფასდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც, კერძოდ, მოწმე ა. კ---–-–---–-ს ჩვენება, 2012 წლის 16 იანვრის შესაგებელი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ივნისის საოქმო განჩინება.
12. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სამოქალაქო დავა ყველა შემთხვევაში არ გამორიცხავს პირის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობას, მაგრამ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში იმის დამადასტურებლად, რომ თ. ჟ----–---–---ი ზოგადად უარს არ აცხადებდა ნ. ს-----ისათვის შპს „ს------------აში“ წილის დათმობაზე, ადასტურებს 2012 წლის 16 იანვრის შესაგებელიც. აღნიშნული შესაგებლით დგინდება თ----- ჟ----–---–---ის დამოკიდებულება ნაკისრი ვალდებულებისადმი (წილის ნ----- ს-----ისათვის გადაფორმების თაობაზე). კერძოდ, მასში მითითებულია, რომ თ----- ჟ----–---–---მა განაცხადა თანხმობა, შპს „ს------------აში“ თავისი 46%-დან დაეთმო ნ. ს-----ისათვის კუთვნილი წილი.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-----– კ---–-–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2011 წლის 11 დეკემბერს მან მოამზადა სარჩელი, სადაც მოსარჩელე იყო ნ----- ს-----ი, ხოლო მოპასუხეები: თ----- ჟ----–---–---ი, თ----- ჯ--------- და ნ-----–---- ჟ----–---–---ი. იგი საადვოკატო მომსახურებას უწევდა ნ----- ს-----ს და სარჩელში თავადაც მითითებულია, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი. სარჩელი შეადგინა ნ----- ს-----თან ერთად. სასარჩელო მოთხოვნა იყო, რომ თ----- ჟ----–---–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდა 5 301 535 ლარის გადახდა, თ----- ჟ----–---–---ს და ნ-----–---- ჟ----–---–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებოდათ 112 500 აშშ დოლარის გადახდა, შპს „ს------------აში“ თ----- ჟ----–---–---ს მისი კუთვნილი 46%-იანი წილიდან ჩამორთმეოდა 25%-იანი წილი, რომელიც საკუთრებაში უნდა გადასცემოდა ნ----- ს-----ს; თ----- ჯ---------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდა 94 274.40 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული სარჩელი სასამართლომ 2012 წლის 12 ივნისის განჩინებით განუხილველად დატოვა.
14. აღსანიშნავია, რომ მოწმე ა. კ---–-–---–-ს მიერ მითითებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ივნისის საოქმო განჩინების თანახმად, ნ----- ს-----ის წარმომადგენელმა ა-----– კ---–-–---–-ა შუამდგომლობით მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის უკან გახმობა.
15. ამდენად, თ. ჟ----–---–---ის გამოხატული პოზიცია ფარულ ჩანაწერებსა და სამოქალაქო დავის დოკუმენტაციაში იყო ერთგვაროვანი. სხვა მტკიცებულება კი, რომელიც რაიმე ფორმით დაადასტურებდა თ. ჟ----–---–---ის მიერ ნ. ს-----ისათვის წილის გადაფორმებაზე უარს, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც თ----- ჟ----–---–---ის უარი შპს „ს------------აში“ წილის გადაფორმების თაობაზე ფაქტობრივად მისი ქმედების ბრალეულობას განაპირობებს, დაუშვებელია, რომ ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოშობდეს რაიმე სახის ეჭვებს. ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალები წილის გადაფორმებასთან დაკავშირებით უფრო მეტად გამოხატავს თ. ჟ----–---–---ის მზადყოფნას, ვიდრე უარს კონკრეტული ქმედების განხორციელებაზე, ლოგიკურად ჩნდება ეჭვი ბრალდების შინაარსის უტყუარობასთან დაკავშირებით. ყოველგვარი ეჭვი კი, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
17. რაც შეეხება შპს „ს------------ის“ მოგებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო აგრეთვე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას.
18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თანხა (120 000 აშშ დოლარი), რომელიც თავდაპირველად თ----- ჟ----–---–---მა ნ----- ს-----ისგან მიიღო, როგორც თავად ბრალდების ფაბულაშიცაა აღწერილი, სრულად გაიხარჯა მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის საჭიროებებისთვის. აღნიშნულის შემდეგ (როგორც ექსპერტიზის დასკვნით დგინდება) თ----- ჟ----–---–---ს 2009 წელს დივიდენდის სახით დაერიცხა - 16401,1 ლარი, 2010 წელს – 24530,2 ლარი და 2011 წელს - 65394 ლარი, ანუ ჯამურად - 106.325.3 ლარი, რომლიდანაც 2010-2011 წლებში გაცემულია მხოლოდ 13 546,21 ლარის დივიდენდი. ექსპერტმა დ------- გ----------მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია მოგება და არა - წმინდა მოგება. ამასთან, თ----- ჟ----–---–---ს მისი კუთვნილი დივიდენდი სრულად არ აუთვისებია და მხოლოდ ნაწილი (მთლიანი თანხის დაახლოებით 12%) მიიღო.
19. შესაბამისად, წარმოდგენილი საქმის მასალებით ქმედების სუბიექტური შემადგენლობა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებული არ არის. საქმის მასალებით არ იკვეთება თ----- ჟ----–---–---ის განზრახვა - მოეტყუებინა ნ----- ს-----ი, ამ გზით დაუფლებოდა მის კუთვნილ 120 000 აშშ დოლარს და არ გადაეფორმებინა დაპირებული წილი შპს „ს------------აში.“
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თ----- ჟ----–---–---ი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში სრულად უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ თ----- ჟ----–---–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------ ს-----ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
თ----- ჟ----–---–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის;
3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თ----- ჟ----–---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა 25 000 ლარი;
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 მაისის განჩინებით ქონების შესაძლო ჩამორთმევის მიზნით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: თ----- ჟ----–---–---ის სახელზე არსებულ დ--–----ს რაიონის, სოფელ ჭ---------–ი მდებარე მიწის ნაკვეთებს საკადასტრო კოდებით: 7------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------; ასევე, თ----- ჟ----–---–---ის სახელზე არსებულ ქ. თ---–--ი, კ--------–ი მდებარე მიწის ნაკვეთებს საკადასტრო კოდებით: 8-------------------; ასევე, თ----- ჟ----–---–---ის სახელზე არსებულ ქ. წ---–-----ო, რ---------–-ს ქუჩა N--ში მდებარე მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით 2--------, თ----- ჟ----–---–---ის სახელზე რეგისტრირებულ ,,TOYOTA LANDCRUISER LC150“ ავტომანქანას, სახ. ნომრით F------, შპს „ს------------აში“ (საიდენტიფიკაციო კოდი 2--------) მის კუთვნილ 46% წილს. თ----- ჟ----–---–---ის შვილის ნ-----–---- ჟ----–---–---ის სახელზე არსებულ მიწის ნაკვეთს, მდებარე: გ---------ი, გ----------ა, საკადასტრო კოდით: 8-------- და ქ. თ---–--ი, კ--------ს ქუჩა, შესახვევი 1, N-- საკადასტრო კოდით: 0---------------------
6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 ივნისის განჩინებით ქონების შესაძლო ჩამორთმევის მიზნით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: თ----- ჟ----–---–---ის სახელზე რეგისტრირებულ შპს „პ------–-----------–----------–ი“ (საიდენტიფიკაციო კოდი 2--------) მის კუთვნილ 50% წილსა და შპს „თ-------–-------7-ში“ (საიდენტიფიკაციო კოდი 2--------) მის კუთვნილ 8,40000000% წილს;
7. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ივნისის განჩინებით ქონების შესაძლო ჩამორთმევის მიზნით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: თ----- ჟ----–---–---ის სახელზე რეგისტრირებულ შპს „წ---–-----ოს წყალში“ (საიდენტიფიკაციო კოდი 2--------) მის კუთვნილ 50% წილს და თ----- ჟ----–---–---ის სახელზე ქ. თ---–--–ი, ს. ჩ--------ს ქუჩა 6/ა-ში მდებარე 45.00/1235.00 ფართს, საკადასტრო კოდით N0-.-----.0--.0--.0-.5---
8. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ქონების შესაძლო ჩამორთმევის მიზნით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: თ----- ჟ----–---–---ის სახელზე შპს „თ---–--ი 2---“-ში (საიდენტიფიკაციო კოდი 2--------) მის კუთვნილ 50% წილს, შპს „ღ----------------------–ი“ (საიდენტიფიკაციო კოდი 2--------) მის კუთვნილ 30% წილს და სააქციო საზოგადოება „ს-----------“-ში (28/5-27; კოდი 2--------- რეგისტრირებული გარდაბნის რაიონის სასამართლოს მიერ 7/12/1998) მის კუთვნილ 11,688124% წილს;
9. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული 1 ცალი DVD-R დისკი, თ----- გ---------ს ხმის ნიმუში ერთ ცალ CD-R დისკზე და თ----- გ---------ს ფოტოსურათის ნიმუში ერთ ცალ CD-R დისკზე, თ----- ჟ----–---–---ის ხმის ნიმუში ერთ ცალ CD დისკზე, 2013 წლის 22 ოქტომბრის სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნაზე დართული ერთი ცალი DVD-R დისკი, 2013 წლის 5 ნოემბრის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N------ დასკვნაზე დართული ერთ ცალი DVD-R დისკი, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული ორი ცალი CD-R და DVD-R დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე