განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2020
საქმის ნომერი
330100118002549716
თარიღი
25.02.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002549716

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №732აპ-19 ქ. თბილისი

კ------ დ------, 732აპ-19 24 თებერვალი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორების - ალიკა დვალაშვილის, ანა ლეკიაშვილის

ადვოკატ - ვ-–-------- მ------–---–-ს

მსჯავრდებულ - დ------ კ------ს

თარჯიმნების - ლ--–- გ-------–---–-ს, მ----- პ------–-ს, მ--- ჯ----–---ს

მონაწილეობით დახურულ სხდომაზე განიხილა მსჯავრდებულ დ------ კ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ---- მ-------–---–-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ანა ლეკიაშვილსა და მსჯავრდებულ დ------ კ------ს შორის;

 

4. დ------ კ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდოს ჯარიმა - 10 000 (ათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

5. დ------ კ------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 1 ივნისიდან;

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

 

7 განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

თავმჯდომარე მ. ვასაძე

 

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

 

მ. გაბინაშვილი