განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2020
საქმის ნომერი
330100116001593945
თარიღი
05.03.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001593945

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №376აპ-19 ქ. თბილისი

გ----------- ს-------, 376აპ-19 5 მარტი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ – ანა სიგუას

ადვოკატ – ნ------- ც--–---ს

გამართლებულ – ს------- გ-----------ს

თარჯიმან - ი------ ნ------ს

მონაწილეობით დახურულ სხდომაზე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა სიგუას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა სიგუას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განაჩენი გაუქმდეს;

 

3. ს------- გ----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

4. მსჯავრდებული ს------- გ----------- დაკავებულ იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და შესახლდეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში;

 

5. მსჯავრდებულ ს------- გ----------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2020 წლის 5 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 12 სექტემბრიდან 2017 წლის 10 ივნისის ჩათვლით;

 

6. გაუქმდეს მსჯავრდებულ ს------- გ-----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო;

 

7. ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ს------- გ-----------ს საფულე მასში მოთავსებული საბუთებით, რომელიც ამოღებულია ა----- ი-----–----სგან დათვალიერების შედეგად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- ა----- ი-----–----ს ტანსაცმელი, რომელიც ამოღებულია ა----- ი-----–----სგან დათვალიერების შედეგად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ა----- ი-----–----ს;

 

- ა----- ი-----–----ს თმის, ფრჩხილის, ნერწყვისა და ნაცხის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

- ს------- გ-----------ს თმის, ნერწყვისა და ხელის კვლების ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

- საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;

 

- საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამოღებული ნიადაგის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

- შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერები DVD დისკზე დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;

 

- სს „კ-------დან“ გამოთხოვილი გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერები DVD დისკზე დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;

 

- ა----- ი-----–----სგან დათვალიერების შედეგად ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

- ს------- გ-----------ს „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ამოღებულია თ----–-- გ-----------სგან დათვალიერების შედეგად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ს------- გ----------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- შპს „ჯ------–-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია - 558 519326 სატელეფონო ნომერზე განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების ამსახველი მონაცემების CD დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;

 

- 2016 წლის 1 ნოემბერს მობილური ტელეფონის დათვალიერებისას ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;

 

8. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე მ. ვასაძე

 

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

 

მ. გაბინაშვილი