განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2020
საქმის ნომერი
190100118002532108
თარიღი
12.03.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002532108

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №543აპ-19 ქ. თბილისი

დ------–---- ლ-------–-, 543აპ-19 12 მარტი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ-------–- დ------–----სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--- რ----ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განაჩენით ლ-------–- დ------–----, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ლ-------–- დ------–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

2. გასაჩივრებული განაჩენით ლ-------–- დ------–---ს მსჯავრი დაედო ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ლ-------–- დ------–---- განქორწინებულია მეუღლესთან - ჯ--–--- ზ------–---–თან, რომელიც არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება თ----- ქ------–---სთან. 2018 წლის 8 ივნისს თ----- ქ------–--- მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ლ-------–- დ------–----სა და ჯ--–--- ზ------–---–ის საერთო შვილის სანახავად სკოლაში, რაც ცნობილი გახდა ლ-------–- დ------–----სათვის. აღნიშნულით განაწყენებული ლ-------–- დ------–---- იმავე დღეს მივიდა ქ. რ-------–ი, ა-------–-ს ქუჩა N4----ში მდებარე თ----- ქ------–--ის საცხოვრებელ ბინაში. მას კარი გაუღო თ----- ქ------–--ის დედამ - ც---- კ-----–---–მა, რომელიც ლ-------–- დ------–---ს არ აძლევდა ბინაში შესვლის საშუალებას, რადგან იგი აგრესიული იყო და იწევდა მისი შვილის - თ----- ქ------–--ისაკენ, რის გამოც ლ-------–- დ------–---მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ც---- კ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად,გულმკერდის არეში ნაჭდევების სახით.

 

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელმაც ითხოვა განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ლ-------–- დ------–----ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. მსჯავრდებული ლ-------–- დ------–---- და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ--- რ---- საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ლ. დ------–----ს გამართლებას. კასატორების მოსაზრებით, განაჩენი უკანონოა, მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია, სასჯელის ზომა აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს ლ-------–- დ------–----ს ძალადობაზე ც---- კ-----–---–ის მიმართ და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ლ-------–- დ------–----სათვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:

 

3. დაზარალებულ ც---- კ-----–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 8 ივნისს მასთან იმყოფებოდა მისი ქალიშვილი შვილიშვილთან ერთად, ცოტა ხანში მივიდა ჯ--–---ი. სახლში ასევე იყო მისი ამხანაგი - შ------- შ---–---–-. ჯ--–---ს და ლ-------–- დ------–---ს ჰყავთ საერთო ქალიშვილი, რომელიც არის 11-12 წლის, ოთხი დღის განმავლობაში ის მათთან ცხოვრობდა, რადგან ღამის 9-10 საათზე ბავშვმა დაურეკა მამამისს და უთხრა, რომ დედამ სახლიდან გამოაგდო იმის გამო, თუ რატომ ჰქონდა ურთიერთობა მამამისის მეორე ბავშვთან. ჯ--–---მა ბავშვი მათთან მიიყვანა. იგი ჩანთით იყო და ტანსაცმელი ჰქონდა ჩალაგებული. ოთხი დღის განმავლობაში ერთხელაც არ მიუკითხავს ლ-------–-ს ბავშვისთვის. ჯ--–---მა თქვა, რომ ლ-------–- იყო მისული და ბავშვის ნახვა უნდოდა, რომელიც სკოლაში იყო. ლ-------–-მ დაურეკა ჯ--–---ს, გაბრაზებული იყო, რომ მისი შვილის სკოლაში მისული იყო მისი ცოლი თ-----. სკოლიდან როდესაც მოვიდნენ, ბავშვი მათთან იყო, მათთან ცხოვრობდა და მას არ უნდოდა ლ-------–-ს სანახავად ჩასვლა. მამამისმა ჩაუყვანა ბავშვი დედას, ბავშვს ნივთები არ წაუღია. ლ-------–- დ------–---- თ----- ქ------–---ს ეძახდა, რომ ჩასულიყო, ქვემოდან ილანძღებოდა. იგი არ ჩადიოდა. დაურეკა ჯ--–---ს და უთხრა, რომ ლ-------–-ს სახლში არ შეუშვებდა. მიუხედავად ამისა, ლ-------–- მაღლა ავიდა და დააკაკუნა კარზე. თავად გაუღო კარი. ლ-------–-მ უთხრა, რომ მის გოგოსთან უნდოდა ლაპარაკი. ის შეურაცხყოფას აყენებდა მას და მის შვილს, „პრასტიტუტკას“ ეძახდა. ლ-------–- ამბობდა, რომ მისი შვილისთვის თავი დაენებებინათ. ლ-------–- ძალით ცდილობდა სახლში შესვლას, ამიტომ ხელით გაწია კარიდან, მან კი დასარტყმელად გამოიწია. ლ-------–- კარს იქით იდგა და ხელით ექაჩებოდა კარს. ლ-------–- მიტრიალდა და ც---- კ-----–---–მა კარის მიხურვა დააპირა, მაგრამ ამ დროს ლ-------–-მ ისევ გაიწია მისკენ. აგრესიული იყო და შეტევაზე გადადიოდა, სწორედ ამ დროს ჩამოკაწრა, ამის გამო თავადაც ხელი ჰკრა. ჯერ ლ-------–-მ ჩამოკაწრა და თვითონ ამის შემდეგ ჰკრა ხელი. ორ ადგილას ეტკინა, არ ახსოვს დარტყმა რამდენი იყო. ჭიდაობაში შეიძლება ტკივილი მასაც მიეყენებინა. ლ-------–- ხედავდა სახლში რა ხდებოდა. ლ-------–-ს გოგო მეზობლის კართან იდგა, მეუღლე დაბლა იყო. არ იცის მისი შვილი და ლ-------–- პირადად შეხვედრილან თუ არა ერთმანეთს. იცის, რომ შეტყობინებებს სწერდა და შეურაცხყოფას აყენებდა.

 

4. მოწმე თ----- ქ------–--ის ჩვენებებით, 2018 წლის 8 ივნისს სახლში იყვნენ ის, მისი შვილი, დედამისი, მეგობარი, ქმარი ჯ--–--- ზ------–---–ი და მისი ქმრის შვილი. ბავშვი ოთხი დღე იყო მათთან, ვინაიდან დედამისმა - ლ-------–- დ------–---მა გამოაგდო სახლიდან და ბავშვი ბარგით დახვდათ გარეთ. ჯ--–---ს ერთი დღის უნახავი ჰყავდა ბავშვი, სანამ ის მათთან გადმოვიდოდა. წინა დღეს ჯ--–---მა მისი შვილები ერთმანეთს გააცნო, მეორე დღეს კი ლ-------–-მ ბავშვი გამოაგდო სახლიდან. ამ დღეების მანძილზე ლ-------–- ურეკავდა ბავშვს, იმ დღესაც დაურეკა. დაბლა ჩავიდა მისი მეუღლე. ლ-------–- ყვიროდა, რომ ჩასულიყო თ-----. ის არ ჩავიდა. ცოტახანში კარზე ბრახუნი იყო და თან ყვიროდა ლ-------–-. დედამისმა ც---- კ-----–---–მა გაუღო კარი. ლ-------–-მ უთხრა, რომ თ-----სთან უნდოდა ლაპარაკი და თან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. აგრესიულად იქცეოდა. დედამისს ,,ეჯიკავებოდა“, რომ შეეშვა სახლში, გაღიზიანებული იყო, იმუქრებოდა. დედამისი ხელით უშლიდა, რომ ლ-------–- არ შესულიყო სახლში, ის კი იწევდა. დედამისი შიგნით იდგა, ლ-------–- - გარეთ, მხოლოდ ცალი ფეხი შემოდგა შიგნით და ამ დროს ჩამოკაწრა დედამისს. იგი ხედავდა კართან რა ხდებოდა, კარი იყო ნახევრად გახსნილი. სამზარეულოდან როცა გადიოდა დაინახა, რომ მთლიანად გაიღო კარი. ლ-------–- მხრით აწვებოდა, რომ შეეშვათ სახლში. დედამისი ეუბნებოდა, რომ წესიერად ელაპარაკა. ლ-------–-მ ჩამოკაწრა დედამისს, რომელიც ცდილობდა გაეწია განზე. ც---- კ-----–---–მა ხელით გაწია ლ-------–-, დედამისს ნაკაწრი ჰქონდა. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე შ------- შ---–---–მა და დამატებით განმარტა, რომ ლ-------–- გაღიზიანებული იყო. ბილწსიტყვაობდა თ-----ს მისამართით.

 

5. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მოქალაქე ც---- კ-----–---–ს ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევი გულმკერდის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ---- მ-------–---მ.

 

6. მოწმე ჯ--–--- ზ------–---–მა როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ისარგებლა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (ყოფილი მეუღლის) ლ-------–- დ------–----ს მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

 

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ-------–- დ------–---მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედება.

 

8. კასატორი ასევე ასაჩივრებს სასჯელის სამართლიანობას. კასატორის აზრით, სასჯელის ზომა აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.

 

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ-------–- დ------–---ს კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, რომელთა ერთადერთი მარჩენალია, ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, რომელიც თითქმის დანგრეულია და იხდის ბინის ქირას - 150 ლარს, არა აქვს პენსია და არ იღებს ალიმენტს.

 

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესად გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებისთვის ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას“ (ბავშვის უფლებათა კოდექსი, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი).

 

11. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მოიცავს მათ შორის ბავშვის კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, საზოგადოებრივი და სხვა ინტერესების გათვალისწინების საჭიროებას.

 

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კონვენცია აკისრებს მშობელს ვალდებულებას თავისი შესაძლებლობისა და ფინანასური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისთვის საჭირო ცხოვრების პირობები (მუხლი 27, პუნქტი 2).

 

13. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

 

14. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ჯარიმის ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

 

15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, ეკონომიკური პირობების, მის კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი შვილების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სამართლიანი იქნება მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება და სასჯელის სახედ და ზომად მინიმალური ოდენობის ჯარიმის (500 ლარი) განსაზღვრა.

 

16. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განაჩენი ლ-------–- დ------–----ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში არის კანონიერი და დასაბუთებული, რომლის გაუქმების საფუძველი არ არსებობს, ხოლო სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება, სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით.

 

17. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სამოტივაციო ნაწილში არსებულ ხარვეზზე, კერძოდ, განაჩენის სამოტივაციო ნაწილში ლ-------–- დ------–----სთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სამართლიანობის შეფასებისას სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ზ------ ბ--------–---–-სთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს“.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ლ-------–- დ------–----სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--- რ----ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

3. მსჯავრდებულ ლ-------–- დ------–---ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ლ-------–- დ------–----სათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

 

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

 

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

 

მ. ვასაძე