განაჩენი

სისხლის სამართლის 17.03.2020
საქმის ნომერი
330100118002513502
თარიღი
17.03.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002513502

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №725აპ-19 ქ. თბილისი

ღ-------–-–---–- ა---------–, 725აპ-19 17 მარტი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა---------– ღ-------–-–---–-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენით ა---------– ღ-------–-–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.

 

გაუქმდა ა---------– ღ-------–-–---–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.

 

განაჩენით ა---------– ღ-------–-–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წელს სსიპ ი------–--ს ს---–ის თ---–---ს ფილიალში ა---------– ღ-------–-–---–ს მომსახურება გაუწია ი------–--ს ს---–ის თანამშრომელმა თ----- ბ----------მ, რის შემდეგაც სასიყვარულო ურთიერთობის მიზნით, ა---------– ღ-------–-–---–- რამდენჯერმე შეეცადა მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, რაც გამოიხატა მისი მხრიდან თ----- ბ----------ს თვალთვალში. ა---------– ღ-------–-–---–- 2017-2018 წლებში პერიოდულად მიდიოდა ი------–--ს ს---–ში, დგებოდა თ----- ბ----------ს სამუშაო მაგიდასთან ან მის შორიახლოს და უთვალთვალებდა, მისი ნებართვის გარეშე უღებდა ფოტოსურათებს და დაჟინებით უცქერდა. გარდა ამისა, იგი ითხოვდა მასთან დალაპარაკებას/შეხვედრას, რაც ძირითადად უკავშირდებოდა თ----- ბ----------ს მიმართ წარმოშობილ სიმპათიას/სასიყვარულო გრძნობას. აღნიშნული ქმედებებით თ----- ბ---------- განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას, იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, იყო დათრგუნული და შეშინებული, რის გამოც იძულებული გახდა, შეეცვალა ცხოვრების წესი, ეშინოდა სახლიდან გასვლის და გადაწყვეტილი ჰქონდა ასევე სამსახურის შეცვლაც. აღნიშნულით კი თ----- ბ----------ს მიადგა მორალური ზიანი.

 

2. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა---------– ღ-------–-–---–მა, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. მსჯავრდებული ა---------– ღ-------–-–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. დაზარალებულ თ----- ბ----------ს ჩვენებით 2016 წლის მდგომარეობით მუშაობდა თ---–---ს ი------–--ს ს---–ში ხანგრძლივი სივრცის ოპერატორის პოზიციაზე, 2--ე სივრცეში. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მსჯავრდებული მან მიიღო როგორც მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობა, რის გამოც უარს ეუბნებოდა მისი დის სახელზე არსებული განცხადების ჩაბარებაზე. მიუხედავად ამისა, იგი მაინც დაჟინებით ითხოვდა განცხადების ჩაბარებას, რომელიც ბოლოს ჩაიბარა, თუმცა, შენიშვნის ველში ჩაწერა კომენტარი. დაახლოებით 10 დღის შემდეგ, მოქალაქე კვლავ მივიდა მის სამუშაო მაგიდასთან თანმხლებ პირთან ერთად, რა დროსაც თავის მხრივ, დაუძახა „ხომ გითხარით დახარვეზდება განცხადება და დაგიკავშირდებიანო“. ზოგადად, მოქალაქის მიღება ხდება რიგის ნომრით, თუმცა, ვინაიდან იცოდა, რომ იყო პრობლემური მოქალაქე და იცნობდა მის საქმეს, ამასთან, ვინაიდან ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მიდიან სხვა ოპერატორთან და შემდეგ ამბობენ, რომ მათ სხვანაირად განუმარტეს იგივე საკითხის მოწესრიგება, იმის მისახვედრებლად, რომ საქმე სწორად გაკეთდა და აღარ შეეწუხებინა სხვა თანამშრომლები, გამოელაპარაკა მას. ამავე დროს მიიღო სხვა მოქალაქე და ამით დაასრულა მსჯავრდებულთან ურთიერთობა. ამის შემდეგ, ა---------– ღ-------–-–---–- პერიოდულად, კვირაში ერთხელ ან ორჯერ დადიოდა ი------–--ს ს---–ში, თუმცა დაზარალებულს ეგონა რომ იმავე საქმესთან დაკავშირებით. მოგვიანებით მიხვდა რომ ეს ასე არ იყო, რადგან მსჯავრდებული მიდიოდა „თ-------“ ბანკში, რომელიც მისი სამუშაო მაგიდის პირდაპირ მდებარეობს, დგებოდა იქვე და იქიდან უყურებდა საათობით, ასევე, როდესაც უფროსთან მიდიოდა, მიჰყვებოდა ხოლმე მას სივრცის ტერიტორიაზე, საპირფარეშოშიც კი და სთხოვდა დალაპარაკებოდა, ასევე უღებდა ფოტოებს. იმ შემთხვევაში, თუ მის მოსვლას იგი ვერ შეამჩნევდა საქმეში გართული, მსჯავრდებული მივიდოდა მის წინ, დადგებოდა, დაენახვებოდა და შემდგომ დგებოდა მასთან ახლოს ტერიტორიაზე. თავიდან ფიქრობდა, რომ „საქმე რომ არ გაუკეთდა“, მას აბრალებდა, თუმცა, მერე მიხვდა, რომ საქმისთვის არ მიდიოდა. 2017 წლის მარტის თვეში, იგი ემსახურებოდა მოქალაქეს, რა დროსაც ღ-------–-–---–მა მას სამუშაო მაგიდაზე დაუდო კონვერტი. ვინაიდან მოქალაქე ჰყავდა და არ უნდოდა ეფიქრა რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო მიიღო, მაგალითად ქრთამი და ა.შ., მაშინვე გახსნა კონვერტი, რომელშიც იდო მისი წერილი. წერილში სთხოვდა დალაპარაკებოდა, მოსწონდა და მასთან უნდოდა ურთიერთობა. რეაგირების მიზნით, თ. ბ---------- დაუკავშირდა ხელმძღვანელს ი----- დ------–--ს. თავის მხრივ, ი----- დ------–--მ აღნიშნული წერილის ასლი აჩვენა მენეჯერს. აღნიშნულის შემდეგ, დაცვის თანამშრომლები არაერთხელ გაესაუბრნენ მსჯავრდებულს (მათ შორის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც) და აუხსნეს რომ თუ იგი განაგრძნობდა ვიზიტებს, შეექმნებოდა პრობლემა თ.ბ----------ს. ამის შემდეგ, ა---------– ღ-------–-–---–- 2-3 კვირის განმავლობაში აღარ გამოჩენილა, თუმცა შემდეგ კვლავ გააგრძელა ვიზიტები. 2018 წელს აპრილის თვეში, როდესაც კვლავ გამოჩნდა მსჯავრდებული, თ. ბ----------მ აცნობა აუდიტს, რომელთან შეთანხმებითაც, ვინაიდან მათ არ გააჩნდათ საკმარისი უფლებამოსილება, დარეკა საპატრულო პოლიციაში და დაიწყო პროცედურები. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე იგი გამოკითხეს და შემდეგ ამოცნობაც ჩატარდა, რა დროსაც დანამდვილებით ამოიცნო ა---------– ღ-------–-–---–-. რაც შეეხება მის ემოციურ მდგომარეობას, პირველ რიგში, მსჯავრდებულის ეს ქმედებები იწვევდა მასში გაღიზიანებას, ასევე, იყო სულ დაძაბული - „ცალი თვალით“ საქმეს აკეთებდა, მეორეთი კი მსჯავრდებულის გადაადგილებას უკვირდებოდა, რადგან დაცვის თანამშრომლებიც სწერდნენ, რომ მსჯავრდებულის მოსვლა, მათთვის შეეტყობინებინა, რის გამოც ეშლებოდა მუშაობაში ხელი. მას გაუჩნდა შიში, რომ ემუქრებოდა საფრთხე, ეშინოდა სახლშიც არ გაჰყოლოდა, ფიქრობდა სამსახურის შეცვლასაც.

 

3. მოწმე ნ--- ნ-----–---–-ს ჩვენებით მუშაობს თ---–---ს ი------–--ს ს---–ში,----ე სივრცეში. თ----- ბ----------ს სამსახურიდან იცნობს წელიწადზე მეტია, არიან მეგობრები და კოლეგები და ზის მის გვერდით უშუალოდ. იგი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული მას მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი. მისთვის თ-----სგან ცნობილი გახდა, რომ მოქალაქე რომელსაც გაუწია მომსახურება, იყო კონფლიქტური. იგი ითხოვდა ისეთ მომსახურებას, რომელიც მათ საქმიანობაში არ შედიოდა. ამის შემდეგ იგი სისტემატურად აკითხავდა თ-----ს, ჯდებოდა მისი სამუშაო მაგიდის წინ მოსაცდელ სკამზე, ხან უყურებდა გასასვლელი შუშებიანი კარებიდან, რომელიც არის თ-----ს პირდაპირ, ასევე მათთან ახლოს მდებარე „თ-------“ ბანკიდან, რა დროსაც მან თავად დაინახა როგორ უყურებდა იგი თ-----ს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ამ დროს მის მზერაში ისეთი მზერა დაიჭირა, თითქოს ამბობდა „აი, მაინც ვერ შემაშინეთო“. ეს ის პერიოდი იყო, როცა თ-----ს უკვე გაცხადებული ჰქონდა პოლიციაში, ასევე ინფორმირებულნი იყვნენ დაცვის თანამშრომლები და ზემდგომი პირები, რომლებიც პირადად გაესაუბრნენ მოქალაქეს. აღნიშნული შემთხვევისას თ.ბ----------მ მუშაობა ვერ გააგრძელა, რადგან იყო აღელვებული, გაღიზიანებული და დათრგუნული, რადგან არ იცოდა რა უნდოდა აღნიშნულ მამაკაცს მისგან. ამ უკანასკნელმა ერთხელ წერილიც დაუტოვა ბ----------ს, რატომ არ აქცევდა სათანადო ყურადღებას. რაც შეეხება „ს--------“-ს, აღნიშნავს, რომ მათ სამსახურში არსებობს ჩაცმულობის წესები, აქვთ სპეციალური ფორმა, რომელიც არ არის გამომწვევი და ამ წესის დაცვა კონტროლდება ყოველდღიურად. თ-----ს მხრიდან წესის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

4. მოწმე ნ--- ბ-----–---–-ს ჩვენებით დაახლოებით 4 წელია რაც მუშაობს ი------–--ს ს---–ის თ---–---ს ფილიალში უფროს სპეციალისტად,----ე სივრცეში. თ----- ბ----------ს იცნობს როგორც თანამშრომელს და აქვს კოლეგიალური ურთიერთობა. მსჯავრდებული სასამართლო სხდომამდე (საქმის არსებითი განხილვისას დაკითხვის ეტაპამდე) არ უნახავს. თ-----სგან იცის, რომ მსჯავრდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხშირად აკითხავდა სამსახურში, იჯდა მის წინ, სისტემატურად უყურებდა, დაჟინებით აკვირდებოდა, მათ შორის ჰქონდა შემთხვევას ადგილი, როდესაც კარებიდან უყურებდა, რადგან თ----- ბ----------ს სამუშაო მაგიდის პირდაპირ არის ი------–--ს ს---–ის შესასვლელი შუშის კარი, რომელიც ამჟამად დახურულია, თუმცა, შემოხედვისას ჩანს თ----- ბ----------ს სამუშაო ადგილი. იგი შესაძლებელია კვირაში სამჯერ მისულიყო, თუმცა, შემდგომ ერთი კვირა აღარ გამოჩენილიყო, დადგენილი რეჟიმი არ ჰქონდა. შესწრებია სიტუაციას, როდესაც თ----- ბ---------- მიდიოდა კოორდინატორთან იმის სათქმელად, რომ ეს პიროვნება კვლავ მის წინ იჯდა და დაჟინებით აკვირდებოდა მას. ეს აღელვება და სამუშაო პროცესში ჩართვა გარკვეულ დროს მოითხოვდა. რაც შეეხება შინაგანაწესს, ეკრძალებათ მოქალაქეებთან არაფორმალურად ურთიერთობა, მათ აქვთ ფორმა, რომელიც შედგება შავი პიჯაკის, თეთრი პერანგის, ყელსახვევის/ჰალსტუჰისა და ბეიჯისგან, გოგონებს ეკრძალებათ გამომწვევი ტანისამოსის ტარება, რაზეც ხორციელდება კონტროლი აუდიტისა და ხარისხის მართვის სამსახურის მიერ დღეში რამდენჯერმეც კი, არ სმენია თ-----ს მხრიდან ფორმის ტარების წესის დარღვევის შესახებ. თ. ბ---------- არის გაწონასწორებული პიროვნება და მოქალაქეებთან არ შედის კონფლიქტში.

 

5. მოწმე ი----- დ------–--ს ჩვენებით 2012 წლიდან მუშაობდა თ---–---ს ი------–--ს ს---–ში სექტორის მენეჯერის პოზიციაზე. მისი ფუნქცია იყო დაქვემდებარებული სექტორის მართვა და მოქალაქეებთან ურთიერთობა. იგი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს არ იცნობს, ხოლო თ----- ბ---------- დაახლოებით 3 წლის განმავლობაში იყო მის დაქვემდებარებაში მყოფი პირი. ერთ დღეს მასთან, კოორდინატორების ოთახში, მივიდა ძალიან განერვიულებული თ----- ბ----------, და უთხრა, რომ ასე მუშაობის გაგრძელება აღარ შეეძლო და იმ მომენტისთვის ითხოვა ნებართვა სამსახურიდან გასვლის თაობაზე. მან პირველად ნახა ასეთ სიტუაციაში მყოფი თ-----, იგი იყო გაწითლებული და კანკალებდა. მან უთხრა, რომ მუდმივად უთვალთვალებდა ერთი პიროვნება, ჯდებოდა მისი სამუშაო ადგილის წინ მდებარე სკამზე, ასევე, უყურებდა დიდი კარებიდან და უღებდა ფოტოებს. იგი გაჰყვა თ-----ს სამუშაო ადგილისკენ, რომ ენახა ეს პიროვნება, რა დროსაც მან დაანახა ასაკოვანი კაცი, რომელიც იჯდა თ-----ს მაგიდის მოპირდაპირედ სკამზე. როგორც კი მათ ყურადღება მიაქციეს, იგი ადგა და გავიდა. აღნიშნულ დროს მოქალაქეს არც რიგის ნომერი ჰქონდა ხელში და არც მომსახურებას იღებდა. ადასტურებს, რომ პიროვნება, რომელიც იქ იჯდა, მსჯავრდებული ა---------– ღ-------–-–---–-ა. ბ----------მ მას გადასცა წერილიც, რომელიც ზემოაღნიშნულმა მამაკაცმა დაუტოვა. თავის მხრივ, მან მენეჯერს მისცა ამ წერილის ასლი, რომელმაც საქმის კურსში ჩააყენა შიდა უსაფრთხოების სამსახური და აუდიტი. ”ვერ გავაგრძელებ აქ მე მუშაობას, შეუძლებელია“ - ეს სიტყვები მას პირადად უთხრა თ-----მ. ამის შემდეგ, ძალიან მოკლე ვადაში (იმავე დღეს ან შემდგომ დღეს) მას თ----- ბ---------- დაუკავშირდა და აცნობა, რომ მსჯავრდებული კვლავ დაბრუნდა, რის შემდეგაც ა. ღ-------–-–---–ს გაესაუბრნენ უსაფრთხოების თანამშრომლები და გააფრთხილეს, რომ არ შეეწუხებინა მათი თანამშრომელი და მიეცა მისთვის მუშაობის საშუალება. რაიმე ეტიკეტის დარღვევა და კლიენტების პრეტენზიები არც ოფიციალური საჩივრის სახით და არც არაოფიციალურად, თ-----ს შესახებ არ გაუგია. იგი აღნიშნავს, რომ თ----- ბ---------- იყო ერთ-ერთი საყრდენი თანამშრომელი, საქმიანი, ფორმალური და დისტანციური.

 

6. მოწმე კ------------- ბ-------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს თ---–---ს ი------–--ს ს---–ის უსაფრთხოების სამსახურში. თ----- ბ----------ს საქმის შესახებ იცის, რომ მას ავიწროებდა მოქალაქე, რომელიც დაჟინებით უყურებდა, უღებდა ფოტოებს და ხელს უშლიდა მუშაობაში, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, იგი გაესაუბრა ა---------– ღ-------–-–---–ს - აუხსნა, რომ შვილიშვილის ტოლთან ასე არ უნდა მოქცეულიყო და გააფრთხილა, რომ მსგავს საქციელს შემდგომში ადგილი აღარ ჰქონოდა. მსჯავრდებულმა განუმარტა, რომ თ.ბ---------- მოსწონდა და სურდა მასთან ურთიერთობა, თუმცა, დაპირდა, რომ ასეთი რამ აღარ გამეორდებოდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იგი აღარ გამოჩენილა, თუმცა შემდგომ კვლავ დაბრუნდა. თ----- ბ---------- აღნიშნულს განიცდიდა, ნერვიულობდა და სამსახურის შეცვლაზეც კი საუბრობდა, ასევე ითხოვა ნახევარი საათით მოშორებულიყო სამსახურს, რომ მსჯავრდებული წასულიყო, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ეს მამაკაცი საღამომდე იქ რჩებოდა.

 

7. მსჯავრდებულმა ა---------– ღ-------–-–---–მა სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ პროკურორის ვერსია მთლიანად აგებული იყო დაზარალებულის ტყუილებზე.

 

8. მოწმე უ–---- კ--------მა განმარტა, რომ 2018 წლის 8 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მან მიიღო ინფორმაცია თ----- ბ----------ს ადევნებასთან დაკავშირებით, რაზეც პატაკით მოახსენა ხელმძღვანელ პირებს, რის შემდეგაც მოხდა მისი მოწმის სახით გამოკითხვა.

 

9. მოწმე ჭ---–- ღ-–-----მა განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: დაზარალებულთან ფოტოსურათით ამოცნობა, დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი წერილის და ფოტომასალის დათვალიერება, თ. ბ----------სათვის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაცნობა და უფლებების განმარტება, მოწმეთა გამოკითხვა. მათ შორის უ–---- კო-------ს და ა---------– ღ-------–-–---–-ს გამოკითხვა.

 

10. დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 20 მაისს, შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–- თ---–---ს სამმართველოს პოლიციის მე-- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, თ----- ბ----------ს მიერ, 1------ განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე დასართავად წარმოდგენილი წერილის ფოტო ასლი დათვალიერებულ იქნა ა---------– ღ-------–-–---–-ს მონაწილეობით. ფოტოასლი არის ხელით შესრულებული, თაბახის თეთრი ფერის ფურცელზე. ტექსტი იწყება სიტყვებით: „თ----- ბ----------“-ს თაყვანისმცემლისგან“. შემდეგ ფურცლის შუა ნაწილში წერია სიტყვა: „განცხადება“ რომლის ქვემოთ ფრჩხილებში ჩასმული არის წინადადება: „შენგან ჩემდამი ყურადღების მოდუნებასთან დაკავშირებით“. აღნიშნულის შემდეგ იწყება აბზაცით ტექსტი: თ-----, ზუსტად სამი თვის წინ დამპირდი, რომ დაგელაპარაკებიო, მაგრამ პირობას დღემდე არ ასრულებთ. რატომ? ეჭვი ხომ არ გეპარება ჩემში? სიტყვას ფასი უნდა დაადო იცოდე. დისტანციაზე ურთიერთობა რა წესია გამაგებინე? მოვალ, შორიდან დაგინახავ, წავალ. ამას წინათ ცოტა მეტხანს გავჩერდი, შენ კი საპასუხოდ ყარაულთან გაიქეცი, თითქოს შენი სამსახურის შინაგანაწესი დამერღვიოს. ან რაიმე აგრესია მეგრძნობინებინოს შენთვის. აგრესიას შენ ჩემგან ვერასოდეს ვერ იგრძნობ. არც შენს სამსახურში, არც მის გარეთ და საერთოდ არსად. რაც შეეხება ანდროიდით შენთვის სურათის გადაღებას, მე შენთვის სურათი ფარულად (მალულად), არ გადამიღია, არამედ გადაგიღე დემონსტრაციულად. სხვათაშორის სურათში გაბრაზება არ გეტყობა, უფრო მეტი გახარებული ხარ. ფორმალური პროტესტი მერე გამოხატე მე რომ გადაღება დავასრულე. ვერ გამიგია, შენთვის სურათის გადაღება დანაშაულად მეთვლება? პირიქით, ჩემში იმ დღეს (სურათის გადაღების დღეს) გადაწყდა ყველაფერი. შენ იმ დღეს სწორად მოიქეცი, თორემ ჩემი მხრიდან უკვე დაკარგული მყავდი, მანამდე გამაბრაზე და იმიტომ. კერძოდ, ჩავთვალე: „თუ დაიმალა არ უნდა ჩემი ნახვა, თუ მიგვიღო, ცხადია უნდა. თუ არ დაიმალა, მაგრამ არ მიგვიღო, მაინც უნდა (შენ თავისუფლად შეგეძლო არ გამოჩენილიყავი, რადგან ჩვენი მოსვლის დრო იცოდი). შენ მესამე გზა აირჩიე. ვთქვი, თუ თ-----მ მესამე გზა აირჩია არ გავბრაზდეთქო, მაგრამ ემოციას ავყევი და მაინც გავბრაზდი. თ----- ასე არ გამოვა არაფერი. დამიჯერე, პოვნა ძნელია, დაკარგვა კი ადვილი. აქედან გამომდინარე, უნდა დამელაპარაკო, რადგან სერიოზულად მინდა შენი ახლოს გაცნობა (წესიერად ერთმანეთს არ ვიცნობთ) იქნებ გამოგვივიდეს რამე. მე რამოდენიმე დღეში მოვალ, შენის ნებართვით.“ წერილის ფოტოასლის დათვალიერებისას ა---------– ღ-------–-–---–მა განმარტა, რომ ზ/აღნიშნული წერილი დაწერილია მის მიერ, შესრულებულია მისი ხელით და იგი თ----- ბ----------ს სამსახურში მაგიდაზე დაუდო 2017 წლის 12 მარტს, როდესაც იგი ი------–--ს ს---–ში მივიდა ზ/აღნიშნული წერილის თ----- ბ----------სთვის გადასაცემად. აღნიშნული წერილის ფოტოასლი დათვალიერების შემდეგ დაერთო ოქმს, დაულუქავ მდგომარეობაში.

 

11. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ მსჯავრდებულ ა---------– ღ-------–-–---–-ს მიერ გამოკითხვებით მოწოდებული ინფორმაციის ადგილზე შემოწმების მიზნით, მსჯავრდებულ ა---------– ღ-------–-–---–-ს და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით ი------–--ს ს---–ში მსჯავრდებულმა მიუთითა 2--ე სივრცეზე და განმარტა, რომ იქ ნახა და გაიცნო თ----- ბ----------. აღნიშნულის შემდეგ მან მიუთითა სივრცეში ადგილზე და განმარტა, რომ აღნიშნული ადგილიდან მოახდინა მან ფოტოს გადაღების იმიტაცია. მისი მითითებით, ამ დროს თ----- ბ---------- 2--ე სივრცის შუა ადგილას იჯდა. ასევე მიუთითა იმ ტერიტორიაზე, სადაც შემდგომში იჯდა თ----- ბ---------- და ასრულებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას.

 

12. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა - თ----- ბ----------მ ყოველგვარი ძალდატანებისა და წინააღმდეგობის გარეშე ამოსაცნობად წარმოდგენილ პირებს შორის ამოიცნო ა---------– ტ----ს-ძე ღ-------–-–---–- შემდეგი ნიშნებით: ხორბლისფერი ოვალური პირსახით, მოკლედ შეჭრილი შუბლზე შემელოტებული ჭაღარა თმით, მუქი ფერის რკალისებური წარბებით, ღია ფერის თვალებით, საშუალო ზომის ცხვირით და თხელი ფორმის ტუჩებით.

 

13. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა - კ------------- ბ-------–---–მა ყოველგვარი ძალდატანებისა და წინააღმდეგობის გარეშე ამოსაცნობად წარმოდგენილ პირებს შორის ამოიცნო ა---------– ტ----ს-ძე ღ-------–-–---–- შემდეგი ნიშნებით: ხორბლისფერი ოვალური პირსახით, მოკლედ შეჭრილი შუბლზე შემელოტებული ჭაღარა თმით, მუქი ფერის რკალისებური წარბებით, ღია ფერის თვალებით, საშუალო ზომის ცხვირით და თხელი ფორმის ტუჩებით.

 

14. კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ისჯება ადევნება - პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, უსაფრთხო გარემო და ცხოვრების წესის თავისუფლება.

 

15. გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, ა---------– ღ-------–-–---–ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ადევნება, ესე იგი უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, კერძოდ: ა---------– ღ-------–-–---–ს 2016 წელს სსიპ. ი------–--ს ს---–ის თ---–---ს ფილიალში, მომსახურება გაუწია ი------–--ს ს---–ის თანამშრომელმა თ----- ბ----------მ, რის შემდეგ მასთან სასიყვარულო ურთიერთობის მიზნით, ა---------– ღ-------–-–---–- რამდენჯერმე ცდილობდა ამ უკანასკნელთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, რაც გამოიხატება მისი მხრიდან თ----- ბ----------ს თვალთვალში. ა---------– ღ-------–-–---–- 2017-2018 წლებში პერიოდულად მიდიოდა ი------–--ს ს---–ში, დგებოდა თ----- ბ----------ს სამუშაო მაგიდასთან ან მის შორიახლოს და უთვალთვალებდა, მისი ნებართვის გარეშე უღებდა ფოტოსურათებს, დაჟინებით უცქერდა, გარდა ამისა, იგი ითხოვდა მასთან დალაპარაკებას/შეხვედრას, რომელიც ძირითადად უკავშირდებოდა თ----- ბ----------ს მიმართ წარმოშობილ სიმპატიას/სასიყვარულო გრძნობას. აღნიშნული ქმედებებით თ----- ბ---------- განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას, იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, იყო დათრგუნული და შეშინებული, რის გამოც იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი, გადაწყვეტილი ჰქონდა ასევე, სამსახურის შეცვლაც, ეშინოდა სახლიდან გასვლა. აღნიშნულით კი თ----- ბ----------ს მიადგა მორალური ზიანი.

 

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს რომ განაჩენში მითითებული დასკვნები არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. კერძოდ, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით დაადასტურებდა რომ თ. ბ----------ს „ეშინოდა სახლიდან გასვლა“, ან რომ „იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი“.

 

17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ („სტამბოლის კონვენცია“) მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. კონვენციის 34-ე მუხლით დადგენილია, რომ: ,,მხარეები იღებენ საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს მეორე პირის მიმართ მრავალჯერადი მუქარის შემცველი ქცევით გამოხატული წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც მასში საფრთხის შიშს იწვევს“. კონვენცია ნათლად განმარტავს, რომ ადევნება არის ქალის მიმართ ძალადობის ფორმა. იმავდროულად, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე სტამბოლის კონვენციაც სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადად აცხადებს მხოლოდ ისეთ ქცევას, რომელიც დაზარალებულში იწვევს საფრთხის შიშს და დაზარალებულს აყენებს ცხოვრების ჩვეული წესის არსებითად შეცვლის საჭიროების წინაშე.

 

18. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაზარალებული განიცდიდა დისკომფორტს, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ქმედების სსკ-ის 1511 მუხლით კვალიფიკაციისათვის საჭიროა ფსიქიკური ტანჯვის, ცხოვრების წესის არსებითად შეცვლის ან ასეთი შეცვლის საჭიროების რეალურად არსებობის მტკიცება, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, თუ როდის დაიწყო, გაგრძელდა და დასრულდა ა---------– ღ-------–-–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედებები. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმად, შეფასება ვერ მიეცემა კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებს, რადგან ამ ნორმის მიღებამდე (2017 წლის 4 მაისის კანონი, ძალაში შევიდა 2017 წლის 1 ივნისიდან) პირის მიერ განხორციელებული ამგვარი ქმედებები არ ითვლებოდა დანაშაულად. შესაბამისად, სასამართლო სამართლებრივად ვერ შეაფასებს 2017 წლის 1 ივნისამდე ჩადენილ ქმედებებს, მათ შორის მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისათვის სასიყვარულო შინაარსის მქონე წერილის დატოვების ფაქტს და მით უფრო, ვერ გაანალიზებს ამ წერილის შინაარსობრივ მხარეს (დაზარალებულის ჩვენებით, საქმეში წარმოდგენილი სასიყვარულო შინაარსის წერილი ა---------– ღ-------–-–---–მა მას სამუშაო მაგიდაზე დაუტოვა 2017 წლის მარტში), მსჯავრდებულის ვიზიტებს ი------–--ს ს---–ის თ---–---ს ფილიალში.

 

20. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადევნება, როგორც პიროვნების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, შეიძლება შედგებოდეს ცალკე აღებული არადანაშაულებრივი ქმედებებისგან, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს კონტექსტს, თუ რა პირობებში ხორციელდება მსგავსი ქმედებები. თუმცა ამის მიუხედავად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი ეხება მსჯავრდებულის მიერ 2017 წლის 1 ივნისამდე ( კანონის ამოქმედებამდე) განხორციელებულ ქმედებებს. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილისა და მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი აღნიშნული მტკიცებულებები ვერ იქნება გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას.

 

21. კანონის ამოქმედების შემდეგ მსჯავრდებულის ი------–--ს ს---–ის თ---–---ს ფილიალში ყოფნის ფაქტი დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებულ თ. ბ----------სა და მოწმე კ. ბ-------–---–ის ჩვენებებით, რომელიც ეხება 2018 წლის აპრილის შემთხვევას, მსჯავრდებულის განმარტებით, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ ნამდვილად იმყოფებოდა ი------–--ს ს---–ში 2018 წლის თებერვალ-აპრილის განმავლობაში 4-5ჯერ პირად საქმეზე, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი და საქმეში არსებული დოკუმენტაციითაც (ტ.1 ს.ფ.36-42).

 

22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებული მტკიცებულებების არასაკმარისობაზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ ა---------– ღ-------–-–---–-ს საქმეზე დაკითხულ მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების უმეტესობა არის ირიბი ხასიათის, ეყრდნობა დაზარალებულისგან მოპოვებულ ინფორმაციას და წარმოადგენს მის პერიფრაზს. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების ნაწილი, რომელიც ეხება სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის მონათხრობს, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. განაჩენს საფუძვლად შეიძლება დაედოს აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების მხოლოდ ის ნაწილი, რომლის უშუალო პირველწყარო თავად მოწმეა და ეხება კანონის ამოქმედების შემდეგ განხორციელებულ ქმედებებს.

 

23. მოწმის სახით დაკითხული პირები - ნ--- ნ-----–---–-, ნ--- ბ-----–---–- და ი----- დ------–-- თავიანთ ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ პირადად არ იცნობენ ბრალდებულს და მათთვის საქმის გარემოებების შესახებ თ----- ბ----------საგან გახდა ცნობილი. შესაბამისად, მოწმე ნ--- ნ-----–---–-ს ჩვენების ის ნაწილი, რომ მისთვის თ-----სგან ცნობილი გახდა, რომ მოქალაქე რომელსაც გაუწია მომსახურება, იყო კონფლიქტური, ითხოვდა ისეთ მომსახურებას, რომელიც მათ საქმიანობაში არ შედიოდა. ამის შემდეგ იგი სისტემატურად აკითხავდა თ-----ს, ჯდებოდა მისი სამუშაო მაგიდის წინ მოსაცდელ სკამზე, ხან უყურებდა გასასვლელი შუშებიანი კარებიდან, რომელიც არის თ-----ს პირდაპირ, ასევე მათთან ახლოს მდებარე „თ-------“ ბანკიდან“ არის ირიბი ჩვენება , ანალოგიურად განაჩენის დასაბუთებისთვის არუნდა იქნეს გამოყენებული მოწმე კ. ბ-------–---–ის ჩვენების ის ნაწილი, რომელიც ასახავს დაზარალებულისგან მიღებულ ინფორმაციას და წარმოადგენს ირიბ ჩვენებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N746აპ-19, 21/02/2020)

 

24. განაჩენის დასაბუთებისთვის არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული მოწმე კ. ბ-------–---–ის ჩვენების ის ნაწილიც, რომელიც წარმოადგენდა პირდაპირ ჩვენებას და რომელშიც მოწმე მიუთითებს რომ: „იგი გაესაუბრა ა---------– ღ-------–-–---–ს - აუხსნა, რომ შვილიშვილის ტოლთან ასე არ უნდა მოქცეულიყო და გააფრთხილა, რომ მსგავს საქციელს შემდგომში ადგილი აღარ ჰქონოდა. მსჯავრდებულმა განუმარტა, რომ თ. ბ---------- მოსწონდა და სურდა მასთან ურთიერთობა, თუმცა, დაჰპირდა, რომ ასეთი რამ აღარ გამეორდებოდა“, ვინაიდან (როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა) აღნიშნული ჩვენება, ისევე როგორც მოწმე ი. დ------–--ს ჩვენება ეხება კანონის ამოქმედებამდე პერიოდს - 2017 წლის 1 მაისის შემთხვევას.

25. განაჩენის დასაბუთებისთვის გამოყენებული უნდა ყოფილიყო ნ--- ნ-----–---–-ს ჩვენების ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა კანონის ამოქმედების შემდეგომ პერიოდს და ეხებოდა ვითარებას, რომლის უშუალო შემსწრეს (ინფორმაციის პირველწყაროს) თავად წარმოადგენდა. მაგ. ჩვენების ის ნაწილი, სადაც მოწმე მიუთითებს, რომ მან თავად დაინახა “როგორ უყურებდა მსჯავრდებული თ-----ს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ამ დროს მის მზერაში ისეთი მზერა დაიჭირა, თითქოს ამბობდა „აი, მაინც ვერ შემაშინეთო“.

 

26. საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია, რომ ა---------– ღ-------–-–---–- 2018 წელს ნამდვილად იმყოფებოდა სსიპ ი------–--ს ს---–ში; ამასთან, უტყუარად არ დგინდება, რომ მისი ამ დაწესებულებაში მისვლის მიზანი იყო თ----- ბ----------ს ნახვა, ვინაიდან საქმის მასალებიდან გამომდინარე, შპს „ჯ-----------------------------------“ დავალებით წყლის ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით 2018 წლის 22 იანვრიდან ა---------– ღ-------–-–---–ს რამდენჯერმე მოუწია მისვლა ი------–--ს ს---–ში.

 

27. ადევნების ნებისმიერი ობიექტი, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლია. ფსიქიკური ტანჯვა ადამიანის შინაგანი განცდაა, რომელიც სტრესულ მდგომარეობას უკავშირდება. ფსიქიკური ტანჯვა არ შეიძლება იყოს ერთჯერად, დროის მცირე მონაკვეთში განცდილი დისკომფორტი, იგი არის დროის ხანგრძლივ პერიოდში მიმდინარე პროცესი, რაც შეიძლება გამოიხატოს გამუდმებული ფიქრით, შიშით, მღელვარებით, უძილობით და ა.შ.

 

28. „ცხოვრების წესის“ იძულებით ცვლილებასთან მიმართებით კანონმდებელი დანაშაულის დასრულებას უკავშირებს ორ ალტერნატივას: ა) მნიშვნელოვანი შეცვლა, ე.ი. პირის ცხოვრების წესი უკვე შეცვლილია; ბ) მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება, ე.ი. დამნაშავის ქმედებები ობიექტურად შეუძლებელს ხდის დაზარალებულმა გააგრძელოს ცხოვრება საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრული და შერჩეული ცხოვრების წესით. ტერმინი „მნიშვნელოვანი“, როგორც შემადგენლობის ნორმატიული ნიშანი, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ არაარსებითი, უმნიშვნელო ხასიათის ცვლილება ან ცვლილების საჭიროება გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადევნებისთვის. მნიშვნელოვანი ხასიათის ცვლილება ან ცვლილების საჭიროება ნიშნავს პირის ცხოვრების ჩვეული რიტმის იმგვარ დარღვევას, როდესაც დაზარალებულს სასურველი ქცევის განხორციელებისთვის სჭირდება ზედმეტი დროისა და ენერგიის ხარჯვა, ზედმეტი ეკონომიკური სახსრების გამოყენება ან სხვა ისეთი მოქმედების განხორციელება ან მისგან თავის შეკავება, რაც მომეტებულ დისკომფორტს უქმნის დაზარალებულს. ამასთანავე, ფსიქიკურ და ფიზიკურ ზიანთან ერთად, მსხვერპლმა შეიძლება განიცადოს ეკონომიკური ზარალიც.

 

29. „ცხოვრების წესის“ იძულებითი ცვლილების ან მისი რეალური საჭიროების მტკიცებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ის გარემოება, რომ თ----- ბ----------მ თ---–---ს ი------–--ს ს---–ში სექტორის მენეჯერ ი----- დ------–--ს უთხრა - ,,ვერ

გავაგრძელებ აქ მე მუშაობას, შეუძლებელიაო“(რასაც არ მოჰყოლია დაზარალებულის მხრიდან არავითარი კონკრეტული ღონისძიებები ანდა მენეჯერის მხრიდან შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. მაგ. სამუშაო გრაფიკის ანდა სამუშაო სივრცის/ ადგილის შეცვლა) და მოწმე კ------------- ბ-------–---–ის მიერ ჩვენებაში აღნიშნული გარემოება, რომ დაზარალებული სამსახურის შეცვლაზეც კი ფიქრობდა

(თუმცა ამ შემთხვევაშიც არ დასტურდება არსებითად შეცვლის რეალური საჭიროება). ამასთანავე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, აღნიშნული ჩვენებები ეხება კანონის ამოქმედებამდე პერიოდს.

 

30. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ერთნაირ მტკიცებულებით სტანდარტს ყველა კატეგორიის დანაშაულთან მიმართებით ქმედების ხასიათის და სპეციფიკის მიუხედავად. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში პირის მსჯავრდებისთვისაც მისი ბრალეულობა დადასტურებული უნდა იყოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს ერთიან დანაშაულს ალტერნატიული შედეგებით და ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის საჭიროა სახეზე იყოს ამ მუხლში მითითებული რომელიმე შედეგის დადგომა, რაც უნდა დასტურდებოდეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და საკმარისი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

 

32. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაზარალებული თ----- ბ---------- განიცდიდა დისკომფორტს მსჯავრდებულ ა---------– ღ-------–-–---–-ს მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, რომ დაზარალებული იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი (ან იდგა ასეთი რეალური საჭიროების წინაშე) ან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

33. კანონის ამოქმედების შემდეგ მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედებით დაზარალებულისთვის ფსიქიკური ტანჯვის მიყენება დასტურდება მოწმე ნ. ნ-----–---–-ს ჩვენებით, რომელიც აღნიშნავს რომ თავად შეესწრო ერთ ფაქტს 2018 წლის 30 აპრილს, როდესაც საჯარო სივრცეში დისტანციიდან უყურებდა მსჯავრდებული დაზარალებულს 5 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც დაზარალებული იყო გაღიზიანებული, დათრგუნული, რადგან არ იცოდა რა უნდოდა აღნიშნულ მამაკაცს მისგან და ვერ აგრძელებდა სამუშაო პროცესს, რის გამოც მიიღო სათანადო ზომები და გამოიძახა საპატრულო პოლიცია. საქმეზე არ ჩატარებულა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

 

34. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს რა რომ პირის ბრალეულობა დადასტურებული უნდა იქნეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, განაჩენი არ შეიძლება ეყრდნობოდეს ირიბ ჩვენებებს და იმავდროულად პირს ვერ დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს არ წარმოადგენდა სისხლის სამართლებრივი წესით დასჯად ქმედებას, მიდის დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

 

35. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, ECtHR, (GC), 13/12/2012; Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16/09/2014). საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც: ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“.

 

36. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დასაშვები მტკიცებულებები სასამართლოს არ აძლევს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ა---------– ღ-------–-–---–მა 2017 წლის 1 ივნისის შემდეგ ჩაიდინა ადევნება, ესე იგი უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

37. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას პროცესუალურ დარღვევებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი არ იკვეთება, კერძოდ:

 

კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დარღვეულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მოთხოვნები. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ა---------– ღ-------–-–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გამო საჩივრები შესაძლებელია სააპელაციო წესით ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ; ხოლო ამავე კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. შესაბამისად, მოსამართლე უფლებამოსილი იყო საქმე განეხილა ერთპირიოვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

38. უსაფუძვლოა კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში განვითარებული ზოგადი მსჯელობები მის მიმართ საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევის შესახებ (თითქოს მას არ მიეცა რეპლიკითა და საბოლოო სიტყვით გამოსვლის უფლება), რადგან საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქმის როგორც 1-ლი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში განხილვისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის საპროცესო უფლებების დარღვევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ა---------– ღ-------–-–---–-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განაჩენი ა---------– ღ-------–-–---–-ს მიმართ.

 

3. ა---------– ღ-------–-–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. გამართლებულ ა---------– ღ-------–-–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

5. ცნობად იქნას მიღებული, რომ ა---------– ღ-------–-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

6. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ერთი ცალი ლაზერული დისკი რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

 

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

 

მ. ვასაძე