განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340100119002932827
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№149აპ-20 10 აპრილი, 2020 წელი
კ-------–---–- გ---, 149აპ-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ზუბაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენი გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენის შეცვლას და გ--- კ-------–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გ--- კ-------–---–-ს ნაწილობრივ გამართლებას, ხოლო ნაწილობრივ, მისი ქმედების კვალიფიკაციის შცვლას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ დაზარალებულმა ჟ--- ო---–---–მა უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, თუმცა დაზარალებულის ჩვენება არ ყოფილა გ--- კ-------–---–-ს ბრალეულობის დამადასტურებელი ერთადერთი მტკიცებულება. ჟ--- ო---–---–ის სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და 2018 წლის ოქტომბერში ფიზიკური ძალადობის ფაქტი დასტურდება მოწმეების - ა-----------ს, ნ---- ხ-------–---–-სა და ი-------------–-–---–-ს ჩვენებებით, ხოლო გ--- კ-------–---–-ს მიერ ოჯახის წევრის წამება დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეების - ნ---- ხ-------–---–-სა და ი-------------–-–---–-ს ჩვენებებითა და სამედიცინო ცნობით დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსხვერპლის შიშველ კანზე ანთებული სიგარეტით ზემოქმედება (რაც არ გამორიცხა სამედიცინო ექსპერტმა), განხორციელებული არაერთხელ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ასევე მსხვერპლის შიშველ სხეულზე ხელებითა და ფეხებით ცემა იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას და წარმოადგენს წამებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
2018 წლის სექტემბრიდან გ--- კ-------–---–-, გენდერული ნიშნითა და შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ჟ--- ო---–---–ს, კერძოდ, ეუბნებოდა, რომ მას, როგორც მამაკაცს, უფლება ჰქონდა, მოქცეოდა მეუღლეს საკუთარი შეხედულებისამებრ და ჟ--- ო---–---–ი ვალდებული იყო, დამორჩილებოდა მის ნებისმიერ მოთხოვნას და ემოქმედა მისი მითითებით. 2018 წლის ოქტომბრის დაუდგენელ რიცხვში, გ--- კ-------–---–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ქ------------–- მდებარე ხევში, ჟ--- ო---–---–ს მუშტებით სცემა თავის არეში. გ--- კ-------–---–-ს აღნიშნული ქმედებების შედეგად ჟ--- ო---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2018 წლის 7 დეკემბერს გ--- კ-------–---–მა გ-----------------------------–------–--–-, ე.წ. ,,ფ-----------ს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა მეუღლე - ჟ--- ო---–---–ი, რომლისგანაც სხეულზე ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით ითხოვდა, ეღიარებინა სავარაუდო სქესობრივი კავშირი და დაესახელებინა პარტნიორის ვინაობა. უარის მიღების შემდეგ, გ--- კ-------–---–მა, აღნიშნული კავშირის აღიარებისა და ამავე ურთიერთობის გამო მისი დასჯის მიზნით, დაახლოებით 10 წუთის ინტერვალით, 3-5 წუთის განმავლობაში, ანთებული სიგარეტით მკერდისა და დუნდულოს არეში დაზიანებები მიაყენა ჟ--- ო---–---–ს, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
გ--- კ-------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ამავე კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის წევრის წამება, ესე იგი პირისათვის ან მესამე პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულებების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის.
3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით:
გ--- კ-------–---–- (დაბადებული 1----–-–-------------) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა (2018 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ეპიზოდი).
გ--- კ-------–---–-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
გ--- კ-------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო - 2018 წლის 8 დეკემბრიდან.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ - გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა და ითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენის შეცვლა და გ--- კ-------–---–-ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 7 დეკემბერს გ--- კ-------–---–მა გ-----------------------------–------–--–-, ე.წ. ,,ფ-----------ს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, მეუღლეს - ჟ--- ო---–---–ს მიაყენა სხეულის დაზიანებები - მრავლობითი სისხლნაჟღენთები ორივე ქვედა კიდურზე, მარჯვენა მტევნისა და მარცხნივ, თეძოს მიდამოში, ასევე - ორი ზედაპირული დამწვრობა მარცხენა ძუძუზე და ერთი ასეთივე დამწვრობა - მარცხენა დუნდულოზე, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა, რომ 2018 წლის სექტემბრიდან გ--- კ-------–---–-, გენდერული ნიშნითა და შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ჟ--- ო---–---–ს და რომ 2018 წლის ოქტომბერში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ქ------------–- მდებარე ხევში, მუშტებით სცემა მას თავის არეში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მოთხოვნა გ--- კ-------–---–-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გ--- კ-------–---–-ს მიერ მეუღლეზე - ჟ--- ო---–---–ზე ძალადობის ფაქტი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად არ დადასტურდა გ--- კ-------–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში თავადვე აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ჟ--- ო---–---–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, ხოლო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებიდან - მოწმე ა-----------ს გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ ჟ--- ო---–---–ს მითითებულ პერიოდში თვალთან ჰქონდა შესიება და სილურჯე, რომელიც, დაზარალებულის განმარტებით, ბავშვმა მიაყენა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჟ--- ო---–---–ი აგროვებდა გადახდის ქვითრებს, რათა მეუღლისათვის ეჩვენებინა, ვერ გახდება იმის უპირობოდ მტკიცების საფუძველი, რომ გ--- კ-------–---–- მეუღლეზე ძალადობდა. ნ---- ხ-------–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ ჟ--- ო---–---–ი მითითებულ პერიოდში იყო დასუსტებული, რასაც თავად დაზარალებული სამსახურის გამო გადაღლას უკავშირებდა; ჟ--- ო---–---–ის განწყობის ცვლილებაზე საუბრობს ასევე მოწმე ი-------------–-–---–- მისი გამოკითხვისას (უდავო მტკიცებულება). ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ცალსახად დაადასტურებდა 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გ--- კ-------–---–-ს მიერ მეუღლეზე - ჟ--- ო---–---–ზე ძალადობის, სისტემატური შურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების ფაქტს.
3. საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ გ--- კ-------–---–-ს საქმის მასალები, შეამოწმა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა გ--- კ-------–---–-სათვის შერაცხული მსჯავრდების (2018 წლის 7 დეკემბრის ეპიზოდი) დამძიმებასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ 2018 წლის 7 დეკემბერს სწორედ გ--- კ-------–---–მა მიაყენა მეუღლეს - ჟ--- ო---–---–ს სხეულის დაზიანებები - მრავლობითი სისხლნაჟღენთები ორივე ქვედა კიდურზე, მარჯვენა მტევნისა და მარცხნივ თეძოს მიდამოში, ასევე - ორი ზედაპირული დამწვრობა მარცხენა ძუძუზე და ერთი ასეთივე დამწვრობა - მარცხენა დუნდულოზე, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ძლიერი ტკივილი და ტანჯვა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტზის №--------- დასკვნითა და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - ნ----- ჯ-------ს ჩვენებით, ცნობით ჟ--- ო---–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მოწმეების - ნ---- ხ-------–---–-ს, ც---–- ო---–---–ის, ი-------------–-–---–-სა და ბ--- ა---–------ს ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, თუმცა არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ გ--- კ-------–---–-ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახური ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) კვალიფიკაცია არ არის მართებული და გ--- კ-------–---–-სთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის წამება) წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ოჯახის წევრის მიმართ არაადამიანური მოპყრობა), შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლით კრიმინალიზებულია წამება - ესე იგი პირისათვის ან მესამე პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის.
6. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოში არ დაკითხულა დაზარალებული ჟ--- ო---–---–ი, ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა იმის უტყუარად დადგენა, გ--- კ-------–---–-ს ამგვარი მოპყრობა ემსახურებოდა თუ არა სპეციალურ მიზანს - მეუღლის მხრიდან ღალატის აღიარებას ან დასჯას, ურომლისოდაც არ არის გამოკვეთილი წამების შემადგენლობისათვის სავალდებულო სპეციალური მიზანი - ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს გ--- კ-------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათზე, ინტენსივობასა და მძიმე შედეგებზე, თუმცა ყურადღებას არ მიაქცევს წამების შემადგენლობისათვის სავალდებულო სპეციალურ მიზანს, ურომლისოდაც ეს დანაშაული არ არსებობს.
7. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას გ--- კ-------–---–-ს მიერ 2018 წლის 7 დეკემბერს ჩადენილი ქმედების ოჯახურ ძალადობად კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ გ--- კ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ არაადამიანური მოპყრობა და მის ქმედებას ადეკვატური სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.
8. საკასაციო პალატა აღნიშნავს: იმისათვის, რათა გავავლოთ ზღვარი ოჯახურ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობას შორის, უნდა გავაანალიზოთ ამ დანაშაულთაგან დაცვის სამართლებრივი სფერო (ობიექტები), დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ნიშნები და მოქმედების ფარგლები.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით კი, დასჯადია დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა - პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ასევე მისი პატივი და ღირსება. დანაშაული გამოიხატება: ა) პირის დამცირებაში; ბ) იძულებაში; გ) არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენებაში; დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობაც შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ძლიერი ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი ან მორალური ტანჯვა.
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება, მათ შორის - მეუღლე.
12. ამდენად, ყოველგვარი უხეში ან/და ძალადობრივი მოპყრობა ვერ ჩაითვლება არაადამიანურად. მოპყრობა არაადამიანურია, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანისადმი მოქცევის ზნეობრივ (მორალურ) წესებს. ძალადობასა (მათ შორის ოჯახურ) და არაადამიანურ მოპყრობას ერთმანეთისგან განასხვავებს ზემოქმედების სიმძიმე და შედეგის ხარისხი, რომელიც ერთ შემთხვევაში დაკავშირებულია - ფიზიკურ ტკივილთან ან ტანჯვასთან, თუმცა თან არ სდევს ჯანმრთელობის დაზიანების მძიმე შედეგი, ხოლო მეორე შემთხვევაში - ძლიერ ფიზიკურ/ფსიქიკურ ტკივილთან ან მორალური ტანჯვასთან, რაც სისასტიკის მინიმალურ ზღვარს უნდა სცდებოდეს და მსხვერპლში ხანგრძლივ ფიზიკურ ან სულიერ განცდებს უნდა იწვევდეს.
13. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“ (იხ. Opuz v. Turkey, 2009 წლის 9 ივნისი, No.33401/02) ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,... რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ. ოპუზის საქმეში განმცხადებელი და დედამისი განმცხადებლის ქმრის სისტემატური ძალადობრივი თავდასხმების მსხვერპლნი იყვნენ, რაც დასრულდა დედამისის მოკვლით. განმცხადებლის ქმრის მხრიდან მუდმივად გამწვავებადი ძალადობის ისტორიის გათვალისწინებით, რის შესახებაც ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ, სასამართლომ დაასკვნა, რომ მათ შეეძლოთ, განეჭვრიტათ სასიკვდილო თავდასხმა. სისხლის სამართალწარმოება განმცხადებლის ქმრის მიმართ დაწყებული იყო მანამდეც, მაგრამ მთავრობა ამტკიცებდა, რომ დევნის განმახორციელებელ ორგანოებს თითოეულ შემთხვევაში, როცა დაიწყეს დევნა, უწევდათ შიდა სამართლის თანახმად მისი შეწყვეტა, რადგან განმცხადებელს და დედამისს გაჰქონდათ თავიანთი საჩივრები. სასამართლომ დაასკვნა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო არ იყო საკმარისი სახელმწიფოს იმ პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებიც მოითხოვდა ოჯახური ძალადობის ყველა ფორმის დასასჯელად სისტემის შექმნასა და ეფექტიან ამოქმედებას, აგრეთვე დადგინდა, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი პოზიტიური ვალდებულება, გაეტარებინა პრევენციული ოპერატიული ღონისძიებები რისკის ქვეშ მყოფი ინდივიდის სიცოცხლის დასაცავად. ამას ერთოდა ისიც, რომ გამოძიება იყო არასაკმარისად სწრაფი, შესაბამისად, განცხადებლის დედის მიმართ დადგინდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა, ხოლო თავად განცხადებლის მიმართ - მე-3 მუხლის, აგრეთვე - მე-14 მუხლის, როგორც მე-2, ისე მე-3 მუხლთან მიმართებით, დარღვევა.
14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ნათლად ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რომ კონვენციის მე-3 მუხლის მოქმედების ქვეშ მოხვდეს. აღნიშნული მინიმუმის შეფასება დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, როგორიცაა მოპყრობის ხანრგძლივობა, მისი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური შედეგები და ზოგ შემთხვევაში, მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა (იხ. მათ შორის Ireland v. the United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, § 162; Jalloh v. Germany 2006 წლის 11 ივლისი, § 67; Gäfgen v. Germany, 2010 წლის 1 ივნისი § 88 და Svinarenko and Slyadnev v. Russia, 2014 წლის 17 ივლისი, § 114). მე-3 მუხლის საწინააღმდეგო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული პრეტენზიები, შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა გამყარდეს. ამ მტკიცებულებების შესაფასებლად სასამართლო ადგენს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცების სტანდარტს, მაგრამ დასძენს, რომ ასეთი მტკიცება შესაძლებელია გამომდინარეობდეს საკმაოდ ძლიერი, მკაფიო და შეთანხმებული დასკვნებისა ან მსგავსი უტყუარი ვარაუდებიდან. სასამართლომ მოპყრობა „არაადამიანურად“ მიიჩნია იმიტომ, რომ, inter alia, იგი იყო წინასწარ განზრახული, გამოიყენებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში და განაპირობა აქტიური ფიზიკური ხელყოფა და ინტენსიური ფიზიკური და სულიერი ტანჯვა (იხ. Labita v. Italy, 2000 წლის 6 აპრილი, § 120; Ramirez Sanchez v. France, § 118; Gäfgen v. Germany, 2010 წლის 1 ივნისი § 89).
15. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტზის №--------- დასკვნით (----------- დადგენილია, რომ პირადი შემოწმებისას ჟ--- ო---–---–ს აღენიშნებოდა: მრავლობითი სისხლნაჟღენთები ორივე ქვედა კიდურზე, მარჯვენა მტევნისა და მარცხნივ თეძოს მიდამოში, ასევე - ორი ზედაპირული დამწვრობის უბანი მარცხენა ძუძუზე და ერთი ასეთივე დამწვრობის უბანი - მარცხენა დუნდულოზე. დაზიანებები, სისხლნაჟღენთების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო დამწვრობა - რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი ზემოქმედებით. დაზიანებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 7 დეკემბერს.
16. საექსპერტო კვლევისას ჟ--- ო---–---–ის პირადი გასინჯვის მონაცემებით (ჟ--- ო---–---–ის გადმოცემით), 2018 წლის 7 დეკემბერს, 11:00-12:00 საათზე, მეუღლემ წაიყვანა ტყეში, სადაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ურტყამდა მუშტებს და ფეხებს სხეულის სხვადასხვა მიდამოში (თავში რამდენჯერმე მოხვდა მუშტი), ასევე რამდენჯერმე დაადო ანთებული სიგარეტი გულმკერდზე, მარცხნივ და მარცხენა დუნდულოზე. ამის შემდეგ იქვე, ტყეში, მოსთხოვა ტანსაცმლის გახდა და დაამყარა ნაძალადევი სქესობრივი კავშირი.
17. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----- ჯ-------მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ჟ--- ო---–---–ის სხეულზე არსებული დამწვრობა შესაძლებელია, გამოწვეული ყოფილიყო სიგარეტის ზემოქმედებითაც.
18. პალატა გვერდს არ აუვლის დაზარალებულის მიერ საექსპერტო შემოწმებისას გაცხადებულ სავარაუდო სექსუალურ ძალადობას, თუმცა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში და აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე სასამართლოს უფრო სიღმისეული მსჯელობა იქნებოდა ბრალდების ფარგლებს გაცდენა და ახალი ბრალდების ფორმულირება, რაც ცალსახად სცდება მის უფლებამოსილებას.
19. დაზარალებულ ჟ--- ო---–---–ის დედის, მოწმე ნ---- ხ-------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში, დილის საათებში, დაურეკა ქალიშვილს - ჟ--- ო---–---–ს, რომლისგანაც შეიტყო, რომ მეუღლესთან ერთად თელავში მიდიოდა. დაახლოებით 12 საათზე ქალიშვილმა უთხრა, რომ იყო ცუდად და ბავშვს დაუტოვებდა. ჟ---მ ბავშვი მიუყვანა და წავიდა. საღამოს 5-6 საათისთვის ჟ--- სახლში დაბრუნდა, თუმცა ტკივილისგან კარში ჩაიკეცა და ცუდად გახდა. მან ქალიშვილი სახლში შეიყვანა და ნახა, რომ იყო ნაცემი, სხეულზე ჰქონდა ჰემატომები და დამწვრობები. ჟ---მ უთხრა, რომ მეუღლემ წაიყვანა ჩუმლაყში, ე.წ. ,,ფ----------ში“ და სცემა. მიუხედავად იმისა, რომ ჟ--- ტკივილისგან იტანჯებოდა, მას ჭრილობები არ დაუმუშავა, რადგან არის მედდა და არ უნდოდა ექსპერტიზისთვის ხელი შეეშალა.
20. დაზარალებულ ჟ--- ო---–---–ის დის, მოწმე ც---–- ო---–---–ის გამოკითხვის ოქმით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) ირკვევა, რომ 2018 წლის 7 დეკემბერს დედის თხოვნით მივიდა მის სახლში, სოფელ ჩუმლაყში, სადაც ნახა ჟ--- ო---–---–ი, რომელიც იყო ძალიან ცუდად, სტრესისგან მეტყველება უჭირდა, რის გამოც მასთან არ უსაუბრია. დედამ სთხოვა, დაერეკა პოლიციაში, რადგან ჟ--- ქმრის მიერ იყო ნაცემი. მან დედის ტელეფონით დარეკა პოლიციაში.
21. ჟ--- ო---–---–ის თანამშრომლის, მოწმე ი-------------–-–---–-ს გამოკითხვის ოქმით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) ირკვევა, რომ 2018 წლის ნოემბერში ჟ--- ო---–---–ს შენიშნა ხასიათის ცვლილება, იგი გახდა გულჩათხრობილი, ცდილობდა განმარტოებას, ძალდატანებით იცინოდა. იმავე წლის დეკემბერის დასაწყისში კი, ჟ---ს მდგომარეობა დამძიმდა, რდგან სულ ნამტირალევი დადიოდა და საერთოდ აღარ იცინოდა, პერიოდულად გონებას კარგავდა და დამამშვიდებლებს სვამდა. იმავე თვეში ჟ---მ რამდენიმე დღით სამსახური გააცდინა. როდესაც დაბრუნდა, ცუდად გახდა და ერთი კვირით დაითხოვეს. როგორც გაიგო, ჟ---ს მეუღლემ სცემა და ოჯახი დაენგრა.
22. მოწმე ბ--- ა---–-----მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ გამოძიების პროცესში მან გამოკითხა დაზარალებული ჟ--- ო---–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მისი მეუღლე გ--- კ-------–---–- ბოლო პერიოდში იყო მის მიმართ აგრესიული და ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას. 2018 წლის 7 დეკემბერს მეუღლემ წაიყვანა სოფელ ჩუმლაყში, ე.წ. ,,ფ-----------ს“ ტერიტორიაზე, სადაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წააქცია და ფეხებითა და ხელებით ურტყამდა, ასევე ორჯერ დაადო ანთებული სიგარეტი მკერდისა და დუნდულოს არეში, რითაც მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ჟ--- მეუღლის აგრესიულ ქცევას უკავშირებდა მის ეჭვიანობას. გამოკითხვისას ჟ---ს თვალნათლივ ეტყობოდა სილურჯეები ხელსა და მკლავზე. ჟ--- გამოიკითხა სახლში, რადგან პოლიციაში მისვლა ვერ შეძლო, თავს სუსტად გრძნობდა.
23. ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) დადგენილია, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს ჟ--- ო---–---–ს გაეწია ექიმ-ფსიქიატრის კონსულტაცია, რა დროსაც აღენიშნებოდა შფოთვითი და დეპრესიული სიმპტომატიკა. დაესვა დიაგნოზი: მოუსვენრობა და შფოთვა, განწირულობის შეგრძნება. პაციენტი დაავადებას უკავშირებდა ფსიქოტრავმას.
24. საკასაციო პალატამ გ--- კ-------–---–-ს მიერ ჟ--- ო---–---–ის მიმართ მოპყრობის შეფასებისას მხედველობაში მიიღო დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანებები, განსაკუთრებით - დამწვრობები (არაერთი), რომელიც, როგორც ცალკე აღებული, ასევე სხვა დაზიანებებთან ერთობლივად, ნორმალური ფიზიკური განვითარებისა და ჯანმრთელობის მქონე ადამიანისათვის ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილის გამომწვევია. დადგენილია, რომ ჟ--- ო---–---–ი მიყენებული დაზიანებებისგან გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილისგან სახლის კარში ჩაიკეცა. ასევე, დადასტურებულია, რომ დაზარალებული ძალადობის შემდგომ იყო სტრესში, უჭირდა საუბარი, მათ შორის ოჯახის წევრებთან, ვერ შეძლო საგამოძიებო ორგანოში მისვლა და გამოიკითხა სახლში, დასჭირდა ფსიქიატრის დახმარება, აწუხებდა პოსტტრავმული მოუსვენრობა, შფოთვა და განწირულობის შეგრძნება, რაც ცალსახად მიუთითებს მსხვერპლის მიერ განცდილ ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვაზე.
25. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ--- კ-------–---–-ს მიერ ჟ--- ო---–---–ისთვის მიყენეული დაზიანებები: მრავლობითი სისხლნაჟღენთები ორივე ქვედა კიდურზე, მარჯვენა მტევნისა და მარცხნივ თეძოს მიდამოში, ასევე -ორი ზედაპირული დამწვრობა მარცხენა ძუძუზე და ერთი ასეთივე დამწვრობა - მარცხენა დუნდულოზე, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ძლიერი ტკივილი (ფიზიკური და ფსიქიკური) და ტანჯვა, ცდება ოჯახურ ძალადობას და აღწევს სისასტიკის იმ ზღვარს, რაც ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არაადამიანურ მოპყრობას, ესე იგი პირის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ და ფსიქიკური ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის პირველი ნაწილით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მითითებულ ნაწილში უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულ გ--- კ-------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია და შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში როგორც ამ ქმედების სამართლებრივი შეფასების, ასევე - სასჯელის ნაწილშიც.
26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
27. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
28. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა, მათ შორის - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
29. საკასაციო პალატა აქვე დასძენს, რომ ადამიანის უფლლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნები ვრცელდება სამართალწარმოების მთლიან პროცესზე, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას ადამიანი არასათანადო მოპყრობისაგან, რომელიც ასევე მოიცავს დამნაშავისათვის დასაბუთებული და სათანადო სასჯელის დაკისრების ვალდებულებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მართალია, უმეტესწილად, ეროვნული სასამართლოების არჩევანზეა დამოკიდებული, თუ რა სანქციები უნდა დაწესდეს ადამიანის წამებისა და მკვლელობისათვის, სასამართლოს, როგორც კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული - კონვენციის ამ ორი ყველაზე ფუნდამენტური უფლების დაცვაზე პასუხისმგებელ უზენაეს ორგანოს, მართებს განახორციელოს თავისი საზედამხედველო უფლებამოსილება და ჩაერიოს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს აშკარა შეუსაბამობა ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და შეფარდებულ სასჯელს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოების ვალდებულება, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება, თავის მნიშვნელობას დაკარგავდა, ხოლო ზემოთ მითითებული მუხლებით განმტკიცებული უფლებები პრაქტიკაში არაეფექტიანი იქნებოდა (იხ. Gäfgen v. Germany, 2010 წლის 1 ივნისი, § 123-124; Opuz v. Turkey, 2009 წლის 9 ივნისი, § 165).
30. საკასაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს (გ--- კ-------–---–-ს მიერ საკუთარი მეუღლისათვის ძლიერი ფიზიკური/ფსიქიკური ტკივილისა და ტანჯვის მიყენება), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაული, დარღვეულია ადამიანის აბსოლუტური უფლება, რომელიც გამონაკლისს არ ითვალისწინებს), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (დაზარალებულს მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის თერმული დამწვრობის სახით), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (გ--- კ-------–---–ს სურვილს, ურყევ ნებას სასტიკად ეძალადა მეუღლეზე), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა, შეპყრობილი იყო მოუსვენრობით, შფოთვით, განწირულობის შეგრძნებით) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გ--- კ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ზუბაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. გ--- კ-------–---–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;
4. გ--- კ-------–---–-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
5. გ--- კ-------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. გ--- კ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში, დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.ვასაძე
მოსამართლეები: ლ.ფაფიაშვილი
მ.გაბინაშვილი