განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2020
საქმის ნომერი
330100117001785993
თარიღი
10.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001785993

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№792აპ-19 10 აპრილი, 2020 წელი

დ----–---–- გ--–-, 792აპ-19 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ--–- დ----–---–-სა და მისი ადვოკატის - ი---- ი---------ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ--–- დ----–---–მა და მისმა ადვოკატმა ი---- ი---------მ, რომლებიც ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გ--–- დ----–---–-ს უდანაშაულოდ ცნობას.

 

კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო. განაჩენში შეცვლილია მოწმე ს--- გ------–---–-ს ჩვენების შინაარსი. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა გამოძიებაში მიცემული ჩვენებით ან იგი ხელოვნურად არის თანხვდენილი ი---- ჭ---------–--ს ჩვენებასთან. ს--- გ------–---–ს დაკითხვისას არ უთქვამს, რომ ის და მისი ძმა ერთად იყვნენ, როდესაც გ--–- დ----–---–მა უმიზეზოდ შეაგინა დედა, რაც მისმა ძმამ უამბო მამას - ი---- ჭ---------–--ს; ასევე უკრიტიკოდ არის გაზიარებული ი---- ჭ---------–--ს ჩვენება; სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება იყო ცალმხრივი და მიკერძოებული - არ დათვალიერებულა შემთხვევის ადგილი, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით არ ამოღებულა შემთხვევის ადგილზე მყოფ პირთა ტანისამოსი, სათანადოდ არ გამოკვლეულა ი---- ჭ---------–--ს მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად თვითდაზიანების მიყენების შესაძლო ფაქტი; ბრალდების მხარემ შეგნებულად არ წარუდგინა სასამართლოს გ--–- დ----–---–-ს მეუღლის ჩვენება, რომელიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ასევე, გ--–- დ----–---–-ს მიერ წარდგენილი ქურთუკის დათვალიერების ოქმი და ქურთუკი, რომელსაც ეტყობოდა ადამიანის ფეხსაცმლის კვალი; სასამართლომ მარტო იმიტომ შეიტანა ეჭვი გ--–- და დ--- დ----–---–ების ჩვენებებში ი---- ჭ---------–--ს მიერ ხელებითა და ფეხებით გ--–- დ----–---–-სთვის სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიყენებული დარტყმების თაობაზე, რომ გ--–- დ----–---–ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზიანება ერთი სისხლნაჟღენთის სახით მხოლოდ ხელის ზურგის ზედაპირზე ჰქონდა.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით გ--–- დ----–---–- (დაბადებული 1--- წლის 1-----–---) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

 

გ--–- დ----–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 1 დეკემბერს, დღის საათებში, თ---–--–-----------------–------------- კორპუსთან, გ--–- დ----–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი---- ჭ---------–--ს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ--–- დ----–---–მა და მისმა ადვოკატმა ი---- ი---------მ, რომლებმაც ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ--–- დ----–---–-ს უდანაშაულოდ ცნობა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3. ამდენად, უნდა შეფასდეს სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების შირაარსობრივი მხარე, რათა დადგინდეს, თუ რა ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადასტურების შესაძლებლობას იძლევა თითოეული მტკიცებულება და აკმაყოფილებს თუ არა მათი ერთობლიობა ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, კერძოდ:

 

4. საქართველოს შსს სსიპ 112-ის ოპერატიული სამმართველოს 2017 წლის 20 იანვრის წერილით ირკვევა, რომ 2016 წლის 1 დეკემბერს, 17:01 საათზე, ტელეფონის ნომრიდან 5-------- მოქალაქე მ--- ჩ-----–------ს მიერ დაფიქსირდა გამოძახება. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი 3----. შედგა რეაგირების ოქმი. საქმე გადაიბარა საქართველოს შსს ქ------–---------------------------–--- ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილებამ.

 

5. ი----- დ--------–---–- და ს----- ქ-------------- (პატრულ-ინსპექტორები) ბრალდების მხარემ მოხსნა სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან.

 

6. საქართველოს შსს ქ------–---------------------------–--- ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილებამ ცემის ფაქტზე №------- შეტყობინება გადასცა საქართველოს შსს ქ------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებას, სადაც გამოცხადდა მოქალაქე გ--–- დ----–---–-, რომელმაც განაცხადა, რომ სცემა მისი შვილის კლასელის მამამ, მაგრამ ვინაიდან თან ახლავს სამი მცირეწლოვანი შვილი, განცხადების დაწერის დრო არ აქვს და პოლიციაში გამოცხადდება მოგვიანებით.

 

7. 2016 წლის 1 დეკემბერს შედგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა №1) ირკვევა, რომ 2016 წლის 1 დეკემბერს საქართველოს შსს ქ------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილებაში გ--–- დ----–---–-ს განცხადების საფუძველზე, რომ იგი სცემა შვილის კლასელის მამამ, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

8. ამდენად, უტყუარად დადგენილია და არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2016 წლის 1 დეკემბერს 112-ში დარე-- და სამართალდამცავებისგან შველა ითხოვა გ--–- დ----–---–-ს მეუღლემ - მ--- ჩ-----–-----მა. გ--–- დ----–---–-ს განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მისი ცემის ფაქტზე.

 

9. ბრალდებულმა გ--–- დ----–---–მა განმარტა, რომ ჰყავს ოთხი შვილი. 2016 წლის 1 დეკემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, მის ტელეფონზე გაისმა უსიამოვნო ზარი. უცნობმა ჰკითხა, სად იყო იგი. მან მიუთითა სახლის მისამართი - ფ------------–--------- და დაინტერესდა, ვინ ესაუბრებოდა. უცნობმა უპასუხა, რომ მივიდოდა და ეტყოდა, ვინც იყო. ვინაიდან ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჰქონდა ჩართული, მისმა მეუღლემ მოისმინა და დაინტერესდა, ვინ ურეკავდა. მალევე უცნობმა ისევ დაურეკა და უთხრა, რომ სახლში ყოფილიყო, სადაც მალე მივიდოდა. ასე განმეორდა რამდენჯერმე. 20-30 წუთის შემდეგ კი დაურეკა, ჩამოდიო. მეუღლემ მარტო არ გაუშვა და ვაჟიშვილთან - დ---სთან ერთად გაჰყვა. კორპუსის ქვემოთ მას დახვდა ი---- ჭ---------–--, რომელიც ბოლთას სცემდა. იგი მიუახლოვდა ი---- ჭ---------–--ს და მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა გაიგო, რომ იგი იყო გ--–-, მოულოდნელად მუცელში ჩაარტყა, რასაც მოჰყვა მისი ცემა მუშტებითა და ფეხებით. იგი უმეორებდა ი---- ჭ---------–--ს, რომ ვიღაცაში ეშლებოდა, თუმცა დაზარალებული აგინებდა და ემუქრებოდა, რომ მოკლავდა. მის მეუღლეს პლანშეტი არ ჰქონია, ყვიროდა და ტელეფონით ცდილობდა პატრულში დარეკვას. ამასობაში ი---- ჭ---------–-- განაგრძობდა თავდასხმას. მას დაზარალებულისთვის საპასუხოდ არ დაურტყამს, რადგან აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო. ი---- ჭ---------–-- არ დაცემულა. მისმა მეუღლემ დარეკა საპატრულო პოლიციაში. როგორც კი თავდამსხმელმა გაიგო, რომ მისი მეუღლე ოპერატორს მისამართს კარნახობდა, გონს მოეგო და გაიქცა, თუმცა გზიდან მოაძახა, რომ მაინც მოკლავდა. 20 წუთში მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელსაც შეატყობინეს მომხდარის თაობაზე და შედგა რეაგირების ოქმი. პატრულმა შესთავაზა პოლიციის განყოფილებაში წაყვანა. დაადგინეს, რომ თავდამსხმელი იყო მისი შვილის თანაკლასელის მამა. პოლიციაში აუხსნეს, რომ შესაძლოა, ორივე მიეცათ პასუხისგებაში და იქნებ არ დაეწერა საჩივარი. მან ორი საათი გაატარა განყოფილებაში, რა დროსაც თან ახლდნენ მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც ნერვიულობდნენ. იგი ითხოვდა გამოეკითხათ, წინააღმდეგ შემთხვევაში წავიდოდა და ასეც მოიქცა. გვიან ღამით მას დაურეკა გამომძიებელმა და სთხოვდა პოლიციის განყოფილებაში გამოცხადებას, რაზეც მისგან უარი მიიღო. გამოიკითხა მეორე დღეს. ბრალის წარდგენის შემდეგ, შეხვდა პროკურორს და აუხსნა, რომ თავს იცავდა. მისი შვილის გამოკითხვისას გამომძიებელი არ აძლევდა ბავშვს თავისუფალი თხრობის საშუალებას, უსვამდა პასუხისშემცველ შეკითხვებს, რის გამოც გამოკითხვა აღარ გააგრძელებინა. ადვოკატი, რომელიც ბრალის წარდგენის შემდეგ აიყვანა, აღმოჩნდა თაღლითი და კეთილსინდისიერად არ იცავდა მის ინტერესებს. მან გამოკითხვისას გამომძიებელს წარუდგინა მისი ქურთუკი, რომელზეც იყო თავდამსხმელის ფეხის კვალი, რომელიც ამოიღეს. შემთხვევის დღეს იგი სკოლაში ბავშვებთან საერთოდ არ მისულა, მანქანით ელოდებოდა საბურთალოს ქუჩაზე.

 

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ--–- დ----–---–-ს ჩვენება შეესაბამება თვითმხილველი არასრულწლოვანი მოწმის დ--- დ----–---–-ს გამოკითხვის ოქმს, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მასში გადმოცემულ გარემოებებს პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული.

 

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში გ--–- დ----–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე დ--- დ----–---–-ს გამოკითხვის ოქმი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც იგი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

12. არასრულწლოვანი მოწმის - დ--- დ----–---–-ს 2017 წლის 13 იანვრის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, იგი ცხოვრობს თბილისში, ფ------------–----------ში მამასთან - გ--–- დ----–---–თან, დედა და და-ძმასთან ერთად. ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, ახალ წლამდე, სწავლის დამთავრდების შემდეგ, და-ძმასთან ერთად წამოვიდა სკოლიდან. კიბით დაეშვნენ ს----------------------–--- ქუჩაზე, სადაც მამა ელოდებოდათ მანქანით. შემთხვევამდე ერთი დღით ადრე მას და მის დას - თ------- დ----–---–ს მოუვიდათ ჩხუბი ს--- გ------–---–სა და მის ძმასთან. ერთმანეთს რამდენჯერმე დაარტყეს ხელი. ჩხუბის შესახებ არავისთვის უთქვამს. შემთხვევის დღეს, მამას ტელეფონმა დარეკა და ვინაიდან ხმამაღალ რეჟიმზე ჰქონდა ჩართული, მან გაიგონა, კაცის ხმა, რომელმაც მამას ჰკითხა: ,,გ--–- ხარო?“ როდესაც მამამ დაუდასტურა, რომ იყო გ--–-, კაცმა რამდენჯერმე სთხოვა ,,შენი ნახვა მინდა სასწრაფოდო“ და ეს იმდენჯერ გაუმეორა, რომ მამამ თქვა: ,,დაველოდოთ, რაღაც საქმე აქვსო“. კაცმა კიდევ რამდენჯერმე დარე--. მამა კარნახობდა, როგორ მისულიყო მათ სახლთან. ამასობაში მან ტანისამოსი ჩაიცვა და გარეთ გავიდა. ეზოში დაინახა ნაცრისფერი ,,ბე ემ ვე“, რომლის წინ დადიოდა უცნობი კაცი, სიგარეტს ეწეოდა და თავისთვის ამბობდა ,,ამ გ--–-ს სისხლს დავლევ დღესო“. ამ დროს ჩავიდნენ დედა და მამა. მამამ უცნობს ჰკითხა: ,,თქვენ მელოდებითო?“ უცნობი წავიდა მამასკენ და მაშინვე დაარტყა ჯერ სახეში ხელი, შემდეგ ფეხი - მუცელში. მამამ რამდენჯერმე ხელით დაიჭირა დარტყმები, თან ეუბნებოდა, ვიღაცაში გეშლებიო. მას ძალიან შეეშინდა და დაიწყო ტირილი. ჩხუბის დროს დედა ქურთუკში ექაჩებოდა უცნობს და ცდილობდა გაეშველებინა, შემდეგ კი დაიწყო საპატრულო პოლიციაში რეკვა. ამავე დროს უცნობი წავიდა მანქანისკენ და საბარგულიდან ამოიღო რკინის ნივთი, რითაც ბორბლებს უჭერენ. დედამ პოლიციაში დარეკა, მოუყვა ყველაფერს და დახმარება ითხოვა. როდესაც უცნობმა გაიგო, რომ დედამ პოლიციაში დარეკა და ყველაფერს მოუყვა, რკინის საგანი ჩადო მანქანაში და თავადაც ჩაჯდა. თან პოლიციას ლანძღავდა და ემუქრებოდა მამას. მანქანის შუშა ჩამოსწია და მამას დაუძახა ,,მაინც მოგკლავო“. ამ დროს მან დაინახა მისი სკოლელი ს--- გ------–---–-. იმ დღესვე მათთან მივიდა საპატრულო პოლიცია, ავიდნენ ბინაში და გამოკითხეს მამა. მერე პოლიციაში წავიდა დედასთან, მამასა და და-ძმასთან ერთად. პოლიციაში გაიგო, რომ უცნობი იყო ს--- გ------–---–-ს მამა.

 

13. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ--–- დ----–---–-ს ჩვენება ზედმიწევნით ემთხვევა დ--- დ----–---–-ს გამოკითხვის ოქმში გადმოცემული ინფორმაციას (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით და უტყუარად დგინდება, რომ გ--–- დ----–---–- შემთხვევის დღეს სკოლაში საერთოდ არ ყოფილა და იყო თავის სახლში, როდესაც დაურეკა და დაჟინებულად მოსთხოვა შეხვედრა ი---- ჭ---------–--მ, შეხვედრისას კი მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, შეხვედრისთანავე მოულოდნელად სცემა ხელებითა და ფეხებით. გ--–- დ----–---–ს ი---- ჭ---------–--სთვის საპასუხოდ არ დაურტყამს. გ--–- დ----–---–- იგერიებდა თავდასხმას და უმეორებდა ი---- ჭ---------–--ს, რომ ვიღაცაში ეშლებოდა. ი---- ჭ---------–--მ მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა თავდასხმა, რაც აშკარად გაიგონა, რომ გ--–- დ----–---–-ს მეუღლემ საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

 

14. თუ რა მიზნი ჰქონდა ი---- ჭ---------–--ს გ--–- დ----–---–თან შეხვედრისას, ნათლად იკვეთება დ--- დ----–---–-ს გამოკითხვის იმ ნაწილში, სადაც მოწმემ დაადასტურა, რომ გ--–- დ----–---–თან შეხვედრამდე ი---- ჭ---------–-- თავისთვის იმეორებდა ,,ამ გ--–-ს სისხლს დავლევ დღესო“. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ბრალდების მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

 

15. სასამართლოს გ--–- დ----–---–-სა და დ--- დ----–---–-ს განმარტებები გ--–- დ----–---–-ს ცემის თაობაზე სარწმუნოდ მიაჩნია, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ--–- დ----–---–ს მართლაც აღენიშნებოდა სხეულის დაზიანება, კერძოდ:

 

16. სსიპ ლევან სამხარაულოს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 6 დეკემბრის ექსპერტიზის №--------- დასკვნით, მოქალაქე გ--–- დ----–---–-ს სხეულზე არსებული დაზიანება - მარჯვენა მტევნის ხელზურგის ზედაპირზე მე-4-მე-5 ნების ძვლების არეში სისხლნაჟღენთის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს - 2016 წლის 1 დეკემბერს.

 

17. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-- ჩ---–--–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

 

18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ--–- დ----–---–-სა და დ--- დ----–---–-ს მიერ გაცხადებული გარემოებების საპირისპიროს მიუთითებენ ი---- ჭ---------–-- და ს--- გ------–---–-, კერძოდ:

 

19. დაზარალებულმა ი---- ჭ---------–--მ განმარტა, რომ ჰყავს ორი შვილი - 8 წლის ს--- გ------–---–- და 10 წლის გ------- ჭ---------–--. გ--–- დ----–---–-ს ქალიშვილი ს--- გ------–---–-ს ყოფილი თანაკლასელია. შემთხვევის დღეს, რომლის ზუსტი თარიღი არ ახსოვს, საღამოს, როდესაც შვილებს მიაკითხა სკოლაში, ნახა, რომ ბავშვი იყო ატირებული. ჩაეკითხა და გაარკვია, რომ ს---მ და გ--–- დ----–---–-ს შვილმა იკამათეს. სკოლაში მისულმა მსჯავრდებულმა დედა შეაგინა მის შვილებს, რაც მისმა შვილებმა გაიგონეს. როდესაც შეიტყო, რომ გ--–- დ----–---–მა, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვები შეერიგებინა, შეურაცხყოფა მიაყენა მათ, დამრიგებელს მოსთხოვა მისი ტელეფონის ნომერი. დაზარალებულმა განმარტა, რომ იგი არავის აპატიებდა მისი მეუღლისა და ოჯახის გინებას და გაბრაზება და განრისხება არის ქართველი მამაკაცის ნორმალური რეაქცია შეურაცხყოფაზე. მან დაურეკა გ--–- დ----–---–ს და გაიგო, რომ იგი ფ------------–----------ში იყო. მისამართის დასაზუსტებლად ხელმეორედაც დაურეკა. მისი შვილები მანქანაში ისხდნენ. შეხვედრისას მანქანიდან გადმოვიდა, გადაამოწმა, შემხვედრი ნამდვილად გ--–- დ----–---–- იყო თუ არა, შეეკითხა, რაში იყო საქმე და უთხრა, რომ მისი ბავშვებისა და მეუღლის შეგინებას არავის შეარჩენდა და არ აპატიებდა. იგი იყო აღელვებული და ჰქონდა აგრესიული ტონი. გ--–- დ----–---–ს მისი მიმართვა არ მოეწონა, აღმოჩნდა ძალიან ძლიერი და მოერია მას. მსჯავრდებულმა ერთხელ დაარტყა და ტუჩის არეში მიაყენა დაზიანება. მან ტკივილიც განიცადა და სისხლიც გამოანერწყვა. ყვრიმალთან შესაძლოა დაზიანება ჰქონდა, თუმცა არ ახსოვს. გ--–- დ----–---–ს მეუღლეც ეხმარებოდა, რომელიც რაღაც საგანს ურტყამდა მას, თუმცა მისგან დაზიანება არ მიუღია. დარტყმის შედეგად წაბარბაცდა და დაეცა, რა დროსაც ხელებითა და ფეხებით იგერიებდა გ--–- დ----–---–-სა და მისი მეუღლის თავდასხმას. ცოლ-ქმარი უშვერი სიტყვებით აგინებდა. მსჯავრდებულის მეუღლემ პოლიციაში დაიწყო რეკვა. გაიძახოდა, რომ თავს დაესხნენ და დროზე მისულიყვნენ საშველად. მან გააცნობიერა, რომ ატირებული ბავშვები ახლდნენ თან, შემთხვევის ადგილზე მივიდოდა პატრული, რომელიც სანამ სიმართლეს გაარკვევდა, დაადებდნენ მას ხელბორკილს და წაიყვანდნენ, რის გამოც გაერიდა იქაურობას. დაზიანებები თავად აღენიშნებოდა, მაგრამ ჩათვალა, რომ პატრული მაინც მას დააკავებდა. ექსპერტიზა ჩაუტარდა შემთხვევიდან მეორე დღეს. მას გ--–- დ----–---–-სთვის ფიზიკური შურაცხყოფა არ მიუყენებია, თუმცა ამის სურვილი ჰქონდა. შემთხვევის ადგილზე ბავშვები ტიროდნენ, მაგრამ არ იცის, გ--–- დ----–---–-ს შვილები იყვნენ თუ არა.

 

დაზარალებულმა ჩვენებაში არაერთხელ აღნიშნა, რომ იგი საერთოდ არ აპირებდა პოლიციაში საჩივრის დაწერას, მაგრამ გაიგო, რომ გ--–- დ----–---–მა ვრცელი საჩივარი (მისი სიტყვებით ,,ვეფხისტყაოსანი“) დაწერა მის წინააღმდეგ. ამასთან, მსჯავრდებული და მისი მეუღლე დაემუქრნენ ციხეში ამოლპობით, რის გამოც გადაწყვიტა, თავად მისულიყო და ჩაჰბარებოდა პოლიციას, რათა ეთქვა სიმართლე. შემთხვევის ადგილიდან წასულმა გ--------ს მოედანზე შემხვედრ პირველივე პატრულს მოუყვა, რაც მოხდა. პატრულთან გასაუბრების შემდეგ, როგორც ახსოვს, ხელი მოაწერა რაღაც დოკუმენტს. პატრულმა მიაცილა იგი დ---–---ს ქუჩაზე მდებარე პოლიციაში, სადაც დახვდა გ--–- დ----–---–-. პოლიციაში შეიტყო, რომ მსჯავრდებული ხშირად სტუმრობდა მათ საჩივრებით. პოლიციაში მისვლამდე ბავშვები მიიყვნა სახლში, სადაც გზად უნდა გაევლო. გამომძიებელთან ერთად შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებია, რადგან იყო გვიანი.

 

20. მოწმე ს--- გ------–---–მა განმარტა, რომ იგი არის ი---- ჭ---------–--ს ვაჟი. მისი თანაკლასელის - თ---ს (თ------- დ----–---–-) ძმამ დედა შეაგინა უმიზეზოდ, რადგან ეგონა, რომ იგი თ---ს სცემდა, რაც მისმა უფროსმა ძმამ მოუყვა მამას - ი---- ჭ---------–--ს. მამამ დაურეკა მასწავლებელს და გამოართვა თ---ს მამის ტელეფონი და მისამართი, რის შემდეგაც დაურეკა და უთხრა, რომ ქვემოთ ჩამოსულიყო, რადგან საქმე ჰქონდა. მამამ მხოლოდ ერთხელ დაურეკა თ---ს მამას, რადგან მისამართი მასწავლებელმა უთხრა და იცოდა. როდესაც თ---ს მამა (გ--–- დ----–---–-) ჩამოვიდა, მამამისმა უთხრა, რატომ იგინებოდა მისი შვილი. მოწმემ აქვე დასძინა, რომ საუბარს კარგად არ უსმენდა. იგი იჯდა მანქანაში. მანქანის შუშა ჩამოწეული იყო და დაინახა, რომ გ--–- დ----–---–მა პირველმა დაარტყა მამამისს. ესმოდა გინების ხმა, ერთმანეთს აგინებდნენ, თუმცა პირველად ვინ დაიწყო შურაცხყოფა, არ იცის. გ--–- დ----–---–ს თან ახლდნენ მისი მეუღლე და შვილები, რომლებიც ტიროდნენ. გ--–- დ----–---–-ს მეუღლე ,,აიპოდს“ ურტყამდა მამას თავში, თუმცა არ იგინებოდა, ამბობდა ბანდიტი მოვიდა ჩვენთან სახლში, პოლიცია გამოიძახეთო და თავადვე დარეკა პოლიციაში. გ--–- დ----–---–მა მამამისს ერთხელ დაარტა ტუჩებში და მან დაინახა, როგორ მოსდიოდა მამას სისხლი. შემდეგ მამამ დაარტყა გ--–- დ----–---–ს ფეხი, ხელი არ დაურტყამს, თუმცა სად მოარტყა, არ დაუნახავს, რადგან მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა და ყველაფერს ვერ ხედავდა. ჩუბის დროს არავინ დაცემულა. მისი ძმა მანქანაში მის გვერდით იჯდა და ყველაფერს ხედავდა. ისინი ორივენი ტიროდნენ, თუმცა მანქანიდან არ გადასულან. ამ შემთხვევის შემდეგ მათ ქუჩაში შეხვდათ პატრული, რომელმაც ისინი წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში. იგი შემთხვევიდან, მგონი, მეორე დღეს გამოიკითხა, იმავე დღეს - არა.

 

21. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ზედაპირულ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ გ--–- დ----–---–-ს მიერ ი---- ჭ---------–--ს მიმართ ჩადენილი სხვაგვარი ძალადობის ფაქტი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დასტურდება, როგორც დაზარალებულის, ისე მოწმეთა ჩვენებებით. სააპელაციო სასამართლო გვერდს უვლის ი---- ჭ---------–--სა და ს--- გ------–---–-ს ჩვენებების სიღრმისეულ შეფასებას (ჩვენებებში შეინიშნება ფაქტობრივი უზუსტობებიც), რომლებიც საფუძვლად დაედო გ--–- დ----–---–-ს მსჯავრდებას, მაშინ, როდესაც ი---- ჭ---------–--სა და ს--- გ------–---–-ს ჩვენებები, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება გ--–- დ----–---–-ს ჩვენებასა და დ--- დ----–---–-ს გამოკითხვის ოქმში გაცხადებულ ინფორმაციას (რომელიც არც ბრალდების მხარეს გაუხდია სადავოდ) და მეორე მხრივ, ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხველ გარემოებებს შეიცავს, კერძოდ:

 

22. საკასაციო პალატა იმეორებს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

23. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ი---- ჭ---------–--სა და ს--- გ------–---–-ს ჩვენებების შინაარსზე, რომლებიც საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს, იმსჯელებს მათზე და განმარტავს, რამდენად აკმაყოფილებს ბრალდების მხარის წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარობის სტანდარტს.

 

- ი---- ჭ---------–--მ განმარტა, რომ სკოლაში ნახა ატირებული შვილი, რომლისგანაც შეიტყო, რომ სკოლაში მისულმა გ--–- დ----–---–მა დედა შეაგინა მის შვილებს, რომლებმაც ეს გაიგონეს, მაშინ, როდესაც ს--- გ------–---–მა აღნიშნა, რომ მისი თანაკლასელის - თ---ს (თ------- დ----–---–-) ძმამ დედა შეაგინა უმიზეზოდ, რადგან ეგონა, რომ იგი თ---ს სცემდა, რაც მისმა უფროსმა ძმამ მოუყვა მამას. საყურადღებოა, რომ ს--- გ------–---–-ს ჩვენება ამ ნაწილში ემთხვევა დ--- დ----–---–-ს გამოკითხვის ოქმს, რომლის მიხედვით, შემთხვევამდე ერთი დღით ადრე მას და მის დას - თ------- დ----–---–ს მოუვიდათ ჩხუბი ს--- გ------–---–სა და მის ძმასთან, რა დროსაც მათ ერთმანეთს რამდენჯერმე დაარტყეს ხელი.

- ი---- ჭ---------–--მ განმარტა, რომ მან დაურეკა გ--–- დ----–---–ს და გაიგო, რომ იგი ფ------------–----------ში იყო. მისამართის დასაზუსტებლად ხელმეორედაც დაურეკა, მაშინ, როდესაც ს--- გ------–---–მა განმარტა, რომ მამამ მხოლოდ ერთხელ დაურეკა თ---ს მამას, რადგან მისამართი მასწავლებელმა უთხრა და იცოდა.

- ი---- ჭ---------–--ს განმარტებით, შეხვედრისას შეეკითხა გ--–- დ----–---–ს, რაში იყო საქმე და უთხრა, რომ მისი ბავშვებისა და მეუღლის შეგინებას არავის შეარჩენდა და არ აპატიებდა, თუმცა ს--- გ------–---–მა აღნიშნა, რომ შეხვედრისას მამამისმა გ--–- დ----–---–ს მოჰკითხა, რატომ იგინებოდა მისი შვილი.

- ს--- გ------–---–მა განმარტა, რომ გ--–- დ----–---–-ს მეუღლე არ იგინებოდა, ამბობდა ბანდიტი მოვიდა ჩვენთან სახლში, პოლიცია გამოიძახეთო და თავადვე დარეკა პოლიციაში, მაშინ, როდესაც ი---- ჭ---------–-- ცალსახად ამტკიცებდა, რომ ორივე ცოლ-ქმარი უშვერი სიტყვებით აგინებდა მას.

- ი---- ჭ---------–--მ განმარტა, რომ გ--–- დ----–---–-ს დარტყმის შედეგად წაბარბაცდა და დაეცა, რა დროსაც ხელებითა და ფეხებით იგერიებდა მსჯავრდებულისა და მისი მეუღლის თავდასხმას, ხოლო ს--- გ------–---–მა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ ჩუბის დროს არავინ დაცემულა.

- ი---- ჭ---------–--ს განმარტებით, დაცემის შემდეგ იგი ხელებითა და ფეხებით იგერიებდა თავდასხმას, ხოლო ს--- გ------–---–მა აღნიშნა, რომ გ--–- დ----–---–-ს დარტყმის შემდეგ მამამისმა საპასუხოდ დაარტყა გ--–- დ----–---–ს ფეხი, ხელი არ დაურტყამს.

- ი---- ჭ---------–--ს ჩვენებით პოლიციაში მისვლამდე მან ბავშვები მიიყვნა სახლში, სადაც გზად უნდა გაევლო, თუმცა ს--- გ------–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის შემდეგ მათ ქუჩაში შეხვდათ პატრული, რომელმაც ისინი წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში.

 

24. ამდენად, დაზარალებულ ი---- ჭ---------–--სა და მოწმე ს--- გ------–---–-ს ჩვენებებს სასამართლო აფასებს როგორც ურთიერთსაწინააღმდეგოს და ურთიერთგამომრიცხველს, რაც ერთობლიობაში უკარგავს მათ სანდოობას და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. შეუძლებელია სასამართლომ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უტყუარად დაადგინოს რაიმე ფაქტი ან გარემოება და მითუფრო, საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

25. საკასაციო პალატა ყურადღბას ამახვილებს საქმეში არსებულ სხვა გარემოებებზეც, კერძოდ:

 

26. ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ ი---- ჭ---------–--მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი არ აპირებდა გ--–- დ----–---–-ს წინააღმდეგ საჩივრის შეტანას, მაგრამ გაიგო, რომ მსჯავრდებულმა ვრცელი საჩივარი (მისი სიტყვებით ,,ვეფხისტყაოსანი“) დაწერა მის წინააღმდეგ. საყურადღებოა, რომ გარდა ი---- ჭ---------–--ს ჩვენებისა, ასევე გამომძიებელ დ----- გ----------–---–-ს ჩვენებითა და საქართველოს შსს ქ------–---------------------------–--- ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილების №------- შეტყობინებით დადასტურებულია, რომ გ--–- დ----–---–ს 2016 წლის 1 დეკემბერს არც ვრცელი საჩივარი დაუწერია და არც გამოკითხულა. გ--–- დ----–---–- გამოძიებაში პირველად გამოიკითხა შემთხვევიდან მეორე დღეს - 2016 წლის 2 დეკემბერს და მართლაც, ამ გამოკითხვის ოქმს ერთვის მისი ხელით შესრულებული ვრცელი შენიშვნები, ხოლო ი---- ჭ---------–-- გამოიკითხა შემთხვევის დღეს - 2016 წლის 1 დეკემბერს, 20:12-21:00 საათზე, რასაც წინ უსწრებს მისი განცხადება, რომელიც შედგენილია იმავე დღეს (ზუსტი დრო დაუდგენელია). ამდენად, გაურკვეველია, რომელ ვრცელ საჩივარს გულისხმობდა დაზარალებული, რომელმაც არაერთხელ დაბეჯითებით განმარტა, რომ პირველად სწორედ გ--–- დ----–---–მა შეიტანა მის წინააღმდეგ ვრცელი საჩივარი, რამაც განაპირობა სწორედ მისი შემდგომი ქცევა. დაზარალებულის ჩვენების სანდოობის შეფასებისას ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ი---- ჭ---------–--ს განმარტებით, შემთხვევის ადგილიდან წასულმა პირველივე შემხვედრ პატრულს მოუყვა, რაც მოხდა და პატრულთან გასაუბრების შემდეგ, როგორც ახსოვს, ხელი მოაწერა რაღაც დოკუმენტს, თუმცა სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ამის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლის არსებობის შემთხვევაში, მისი მოპოვება ბრალდების მხარისთვის რაიმე სირთულესთან არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

 

27. შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენების მთლიანი სურათის დასანახად და დაზარალებულის განწყობის დასადგენად, როდესაც მან მიაკითხა მსჯავრდებულს, მეტად საყურადღებოა ი---- ჭ---------–--ს განმარტება, რომ იგი არავის აპატიებდა თავისი მეუღლისა და ოჯახის გინებას და გაბრაზება და განრისხება არის ქართველი მამაკაცის ნორმალური რეაქცია შეურაცხყოფაზე. ი---- ჭ---------–--მ არ უარყო, რომ შეხვედრისთანავე გ--–- დ----–---–ს უთხრა, რომ თავისი ბავშვებისა და მეუღლის შეგინებას არავის შეარჩენდა. ამდენად, არც ბრალდების მხარეს გაუხდია სადავოდ ეს გარემოება და პალატასაც დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ი---- ჭ---------–-- იყო გაბრაზებული/განრისხებული და გ--–- დ----–---–ს თავისი ოჯახის შურაცხყოფისთვის პასუხის მისაგებად მიაკითხა.

 

28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, გარდა ი---- ჭ---------–--სა და ს--- გ------–---–-ს ჩვენებებისა, რომლებიც სასამართლოს შეფასებით ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ბრალდების მხარემ გ--–- დ----–---–-სათვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა მოწმეების - თ----- ხ-------სა და დ----- გ----------–---–-ს ჩვენებები და სსიპ ლევან სამხარაულოს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 6 დეკემბრის ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლებსაც საკასაციო პალატა ასევე დეტალურად მიმოიხილავს.

 

29. მოწმე თ----- ხ-------მ განმარტა, რომ იგი არის არასრულწლოვან ს--- გ------–---–-ს ბებია და როგორც კანონიერი წარმომადგენელი, ესწრებოდა მის გამოკითხვას. გამოკითხვამდე მას განემარტა მისი უფლება-მოვალეობანი. გამოკითხვა მიმდინარეობდა ნებაყოფლობით, ზეწოლის გარეშე. იგი ს---სთან ერთად გაეცნო გამოკითხვის ოქმს, რომელსაც ორივენი დაეთანხმნენ. გამოკითხვისას ს--- მე-2 კლასში სწავლობდა და წერა-კითხვა მეტ-ნაკლებად იცოდა. ფაქტს, რომლის გარშემოც ს--- გამოიკითხა, იგი არ შესწრებია. თუ სწორად ახსოვს, ს--- შემთხვევის დღესვე გამოიკითხა.

 

30. სასამართლო აღნიშნავს, რომ თ----- ხ------- არ არის ფაქტის თვითმხილველი მოწმე, ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანი მოწმის - ს--- გ------–---–-სა და მისი კანონიერი წარმომადგენლის - თ----- ხ-------ს მიერ მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე, მათი სწორად დამახსოვრებისა და სათანადოდ გადმოცემის უნარებზე და აღნიშნავს, რომ ს--- გ------–---–-ს ჩვენებით, იგი შემთხვევიდან, მგონი, მეორე დღეს გამოიკითხა, იმავე დღეს - არა, ხოლო თ----- ხ-------ს ჩვენების მიხედვით კი, თუ სწორად ახსოვს, ს--- შემთხვევის დღესვე გამოიკითხა, მაშინ, როდესაც დადგენილია, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ჩადენილია 2016 წლის 1 დეკემბერს, ს--- გ------–---–- კი გამოძიებაში გამოიკითხა 2016 წლის 22 დეკემბერს - შემთხვევიდან 21 დღის შემდეგ, რაც, ერთი მხრივ, აჩენს ეჭვს მოწმეთა მიერ მოვლენების სწორად აღქმასთან მიმართებით, ხოლო, მეორე მხრივ - ბადებს კითხვის ნიშნებს საგამოძიებო მოქმედების - არასრულწლოვნის გამოკითხვასთან დაკავშირებით.

 

31. მოწმე დ---- გ----------–---–მა (დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი) დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ 2016 წლის 1 დეკემბერს დაიწყო გამოძიება ცემის ფაქტზე, რომელსაც საფუძვლად დაედო საქართველოს შსს ქ------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილების ოპერატიული მორიგის შეტყობინება, რომ პოლიციაში გამოცხადდა გ--–- დ----–---–-, რომლის განმარტებით, მისი შვილის კლასელის მამამ სცემა, თუმცა ვინაიდან იყო სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა და დატოვა იქაურობა. გ--–- დ----–---–-ს წასვლის შემდეგ, პოლიციაში გამოცხადდა და განცხადებით მიმართა ი---- ჭ---------–--მ, რომ კონფლიქტი მოუვიდა შვილის კლასელის მამასთან. გამოძიების ფარგლებში გამოიკითნენ ი---- ჭ---------–-- და მისი არასრულწლოვანი შვილი, გ--–- დ----–---–- და მისი მეუღლე, დაინიშნა ექსპერტიზები. გ--–- დ----–---–-ს შვილი ვერ გამოკითხეს, რადგან მსჯავრდებული ხელს უშლიდათ. მას შემდეგ, რაც დადგინდა, ვინ დარეკა შემთხვევის დღეს პატრულში და ვინ მოახდინა შეტყობინებაზე რეაგირება, გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - ი----- დ--------–---–- და ს----- ქ--------------. მან გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება გ--–- დ----–---–ს. მას შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებია. დაზარალებულს მისთვის არ უთქვამს, რომ შემთხვევის ადგილზე მან სისხლის კვალი დატოვა. ისეთი გარემოება, რაც შემთხვევის ადგილის დათვალიერების საჭიროებას გააჩენდა, არც ბრალდებულს განუცხადებია. ი---- ჭ---------–-- საპატრულო ეკიპაჟს შემთხვევის ადგილზე არ დახვედრია და იგი მოგვიანებით გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში. მოწმემ ვერ გაიხსენა, გ--–- დ----–---–მა დააფიქსირა თუ არა გამოკითხვისას, რომ თან ჰქონდა ქურთუკი, შარვალი და სათვალე, რომელსაც აღენიშნებოდა ჩხუბის კვალი და არც ის, თუ შემდეგ რა მოიმოქმედა.

 

32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, არც დ----- გ----------–---–-ა ფაქტის თვითმხილველი მოწმე, თუმცა საყურადღებოა, რომ ამ მოწმის განმარტებით, შემთხვევის დღეს ი---- ჭ---------–-- პოლიციაში მას შემდეგ გამოცხადდა, რაც განყოფილების შენობა დატოვა გ--–- დ----–---–მა, მაშინ, როდესაც არც თავად ი---- ჭ---------–-- უარყოფს იმ ფაქტს, რომ პოლიციაში მისვლისას იქ დახვდა გ--–- დ----–---–-, რომელიც, პოლიციელებისვე განმარტებით, ხშირად სტუმრობდა მათ საჩივრებით. დ----- გ----------–---–-ს ჩვენებით, დაზარალებულს მისთვის არ უთქვამს, რომ შემთხვევის ადგილზე სისხლი გადმოანერწყვა, რის გამოც არ არსებობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ობიექტური საჭიროება, მაშინ, როდესაც დაზარალებულის განმარტებების გათვალისწინებით, შემთხვევის ადგილზე სისხლის კვალი უნდა ყოფილიყო, რაც გამომძიებელს ავალდებულებდა, დანაშაულის კვალის აღმოსაჩენად ჩაეტარებინა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

 

33. სსიპ ლევან სამხარაულოს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 6 დეკემბრის ექსპერტიზის №--------- დასკვნით, მოქალაქე ი---- ჭ---------–--ს სხეულზე არსებული დაზიანება - ქვედა ტუჩის ლორწოვანზე თითქმის ცენტრალურად ერთი უსწოროკიდეებიანი ჭრილობისა (ნასკდომის) და მარჯვენა ბარძაყის ქვემო მესამედში, წინა ზედაპირზე სისხლნაჟღენთების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლივად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს - 2016 წლის 1 დეკემბერს.

 

34. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-- ჩ---–--–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და დამატებით განმარტა, რომ იმის გარკვევა, დაზიანებები მიყენებულია დარტყმით თუ თვითდაზიანებით, მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება.

 

35. საკასაციო პალატა აღნიშნავს: საქართველოს შსს სსიპ 112-ის ოპერატიული სამმართველოს 2017 წლის 20 იანვრის წერილით დადგენილია, რომ გ--–- დ----–---–-ს მეუღლემ 2016 წლის 1 დეკემბერს, 17:01 საათზე, დარეკა 112-ში და შეატყობინა შემთხვევის შესახებ, თუმცა საპატრულო ეკიპაჟს ი---- ჭ---------–-- შემთხვევის ადგილზე არ დახვდათ და სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადდა და გამოიკითხა 2016 წლის 1 დეკემბერს, 20:12-21:00 საათის შუალედში. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც გ--–- დ----–---–-ს განმარტებით, მას ი---- ჭ---------–--სთვის დაზიანება არ მიუყენებია, შემთხვევის ადგილი არ დათვალიერებულა და, შესაბამისად, დაზარალებულის სისხლის კვალი, რომელიც ი---- ჭ---------–--სთვის მიყენებული შესაძლო დაზიანების გათვალისწინებით იქ უნდა ყოფილიყო, არ ამოღებულა, ამასთან, გამომძიებელ დ----- გ----------–---–ს, რომელმაც ნახა და გამოკითხა იგი პოლიციის განყოფილბაში, არც კი უხსენებია, რომ დაზარალებულს რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბუნდოვანია და უტყუარად არ დგინდება, თუ რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები დაზარალებულმა ი---- ჭ---------–--მ.

 

36. და ბოლოს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც გულისხმობს სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის სათანადოდ მომზადებულ და დაინტერესებულ მხარეთა ინიციატივისთვის მინდობას, თუმცა აქვე დასძენს, რომ ბრალდების მხარე ასევე ვალდებულია, გამოძიება წარმართოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ხოლო სასამართლომ - მხარეებს თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს და ამცირებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს. იმ ვითარებაში, როდესაც დადგენილია, რომ შემთხვევის თვითმხილველები იყვნენ ი---- ჭ---------–-- და მისი არასრულწლოვანი შვილი - ს--- გ------–---–-, გ--–- დ----–---–-, მისი მეუღლე - მ--- ჩ-----–------ და არასრულწლოვანი შვილი - დ--- დ----–---–-, აქედან სასამართლოს ჩვენება მისცეს მხოლოდ ი---- ჭ---------–--მ, ს--- გ------–---–მა და გ--–- დ----–---–მა, ხოლო დ--- დ----–---–-ს ჩვენება მხარეების მიერ სადავოდ არ იქნა მიჩნეული, თანაბარი რაოდენობისა და წონის სამხილების არსებობისას, სასამართლოსთვის არსებითად საინტერესო იქნებოდა შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმის - მ--- ჩ-----–------ს ჩვენების მოსმენა, რომელიც ბრალდების მხარემ დასაკითხ მოწმეთა სიაში არ შეიყვანა (თუმცა გამოძიებაში გამოკითხა), ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღნიშნული მოწმის დაკითხვის თაობაზე. დადგენილია, რომ გ--–- დ----–---–- არ ფლობდა სამართალწარმოების ენას. გამოძიების ეტაპზე მის ინტერესებს იცავდა ადვოკატი, რომლის კეთლსინდისიერება ბრალდებულმა სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას საეჭვოდ მიიჩნია. სამართალწარმოების ენის არმცოდნე ბრალდებულის ეფექტური დაცვა დიდწილად დამოკიდებული იყო სწორედ ადვოკატზე, რომელმაც დაცვის მხარის მიერ დასაკითხ მოწმეთა სიაში არ შეიყვანა გ--–- დ----–---–-ს მეუღლე - მ--- ჩ-----–------, რითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი გ--–- დ----–---–- საპროცესო მოწინააღმდეგის კეთილსინდისიერების იმედად დატოვა. ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლოში არ დაკითხულან პატრულის ეკიპაჟის წევრები - ი----- დ--------–---–- და ს----- ქ--------------, რომლებიც 2016 წლის 1 დეკემბერს გ--–- დ----–---–-ს მეუღლის შეტყობინების საფუძველზე პირველნი გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, რადგან ბრალდების მხარემ ზემოაღნიშნული მოწმეები მოხსნა სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან. სისხლის სამართლის საქმეს ნივთმტკიცებად არ ერთვის გ--–- დ----–---–-ს ქურთუკი, რომელიც, ამ უკანასკნელის განმარტებით, წარუდგინა გამომძიებელს და მასზე იყო დანაშაულის (თავდასხმის) აშკარა კვალი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ--–- დ----–---–-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, მტკიცებულებათა გამოკვლევა და მათი შეფასება წარიმართა ცალმხრივად, რაც გახდა უდანაშაულო პირის მსჯავრდების საფუძველი.

 

37. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა ან მხოლოდ ფიზიკური ტკივილი. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა გ--–- დ----–---–-ს მიერ სხვაგვარი ძალადობის ჩადენა.

 

38. საკასაციო სასამართლომ საქმეში არსებული როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებები: ი---- ჭ---------–--ს, ს--- გ------–---–-ს, თ----- ხ-------ს, დ----- გ----------–---–-სა და გ--–- დ----–---–-ს ჩვენებები, დ--- დ----–---–-ს გამოკითხვის ოქმი (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ), ექსპერტიზის დასკვნები ი---- ჭ---------–--სა და გ--–- დ----–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა, რომ ი---- ჭ---------–--ს ფიზიკური დაზიანებები გ--–- დ----–---–მა მიაყენა.

 

39. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს: იმ ვითარებაშიც კი, თუ უტყუარად დადასტურდებოდა გ--–- დ----–---–-ს მიერ ი---- ჭ---------–--სთვის დაზიანებების მიყენების ფაქტი, პალატას მიაჩნია, რომ გამოკვეთილი იქნებოდა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება - აუცილებელი მოგერიება, კერძოდ:

 

40. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.

 

41. აუცილებელი მოგერიება შესაძლებელია როგორც საკუთარი, ასევე სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების დროს თავდასხმა უნდა იყოს ობიექტურად, რეალურად საშიში და მომგერიებელს სუბიექტურად უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. ხელყოფა, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს რეალური, იგი უნდა იყოს ასევე მართლსაწინააღმდეგო, იმწუთიერი, რელევანტური ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი და სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული.

 

42. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–- დ----–---–ზე, რომელიც იმყოფებოდა საკუთარ სახლში, არ ჰქონდა არანაირი მოტივი თავს დასხმოდა დაზარალებულს, გაბრაზებული ი---- ჭ---------–--ს მოულოდნელი თავდასხმა, ხმამაღლა გაცხადებული მუქარის გათვალისწინებით, იყო რეალურად საშიში და გ--–- დ----–---–ს, თავდამსხმელისათვის დაზიანების მიყენების შემთხვევაშიც კი, ობიექტურად ექნებოდა თავდაცვის მიზანი, რომელიც იქნებოდა რელევანტური და განხორციელებული სამართლებრივი სიკეთის - ჯანმრთელობის/სიცოცხლის დაცვის სურვილით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილების შემთხვევაში, ვინაიდან ი---- ჭ---------–--ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, აღნიშნული დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას არ წარმოადგენს.

 

43. რაც შეეხება ი---- ჭ---------–--ს ქმედების შეფასებას, სასამართლო საქმეს განიხილავს კონკრეტული ბრალდებულის მიმართ და წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, ხოლო სხვა პირთა ქმედებების სამართლებრივი შეფასება, კვალიფიკაცია და მათ დამნაშავეობა/უდანაშაულობაზე მსჯელობა, ცდება მის კომპეტენციას.

 

44. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

45. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

46. მტკიცებულებების ერთობლიობა გულისხმობს სამხილებს შორის შინაარსობრივ კავშირს და გამორიცხავს მათ შორის არსებით წინააღმდეგობას. მტკიცებულებები, რომლებიც გამამტყუნებელ განაჩენს ედება საფუძვლად, უნდა ადასტურებდნენ ერთსა და იმავე გარემოებასა და ფაქტს და არ ტოვებდნენ მათში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველს.

 

47. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ--–- დ----–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, გ--–- დ----–---–- წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ გ--–- დ----–---–-სა და მისი ადვოკატის ი---- ი---------ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი გ--–- დ----–---–-ს მიმართ;

 

3. გ--–- დ----–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

4. გამართლებულ გ--–- დ----–---–-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე მ.ვასაძე

 

მოსამართლეები: ლ.ფაფიაშვილი

 

მ.გაბინაშვილი