დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ
საქმე №ბს-603(2კ-25) 28 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხი №ბს-603(2კ-25) ადმინისტრაციულ საქმეზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ი.გ-ამ, ნ.ც-ემ, დ.ზ-ამ, რ.თ-ემ, ტ.ჩ-ემ, მ.წ-ამ, კ.შ-ამ, ლ.ჩ-ემ, ჯ.ზ-მა, ნ.უ-ამ ( ა.უ-ას უფლებამონაცვლე), მ.ჩ-ემ, შ.ს-მა, ტ.კ-ემ, დ.გ-ემ, რ.ა-ემ, ს.ს-ემ, ო.ა-ემ, დ.დ-ემ, ს.ო-ამ და ე.შ-ემ 2017 წლის 6 აპრილს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 27.01.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 06.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 26.01.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 27.01.2017წ. №..., 26.01.2017წ. №..., 27.01.2016წ. №..., 27.01.2016წ. №..., , 26.01.2017წ. №... და 27.01.2017წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 9 მარტის №... გადაწყვეტილების, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 9 სექტემბრის №... გადაწყვეტილებისა და №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 9 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 მაისის განჩინებით მოსარჩელეთა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დაკმაყოფილდა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ყველა სახის რეგისტრაციის განხორციელება ქ. თბილისში, ..., ...ის დასახლების მიმდებარედ არსებულ, №..., №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო მონაცემებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
მოსარჩელეთა წარმომადგენელმა 2018 წლის 17 მაისს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, რომელმაც თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად მოითხოვა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №47 განკარგულების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 25 იანვრის №04.19.76 განკარგულებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით მ.კ-ის, ვ.ჩ-ის, ი.ჯ-ას, თ.გ-ის, მ.ი-ას, დ.ზ-ის, თ.ღ-ის, ნ.კ-ას, თ.რ-ის, ი.მ-ისა და სხვების (სულ 64 ფიზიკური პირის) შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ მ.კ-ე, ვ.ჩ-ე, ი.ჯ-ა, თ.გ-ი, მ.ი-ა, დ.ზ-ი, თ.ღ-ე, ნ.კ-ე, თ.რ-ი, ი.მ-ი, ნ.გ-ი, დ.შ-ი, მ.გ-ი, ნ.დ-ა, ი.მ-ი, ზ.დ-ა, გ.ა-ი, გ.ხ-ი, გ.გ-ე, ბ.ა-ი, ტ.ი-ი, ნ.ბ-ე, მ.ნ-ი, თ.კ-ე, ზ.ნ-ა, ზ.კ-ე, თ.ქ-ე, ნ.ს-ი, ე.ზ-ე, გ.დ-ი, ს.ვ-ე, მ.ჭ-ე, შ.ბ-ი, დ.კ-ე, ნ.ხ-ი, მ.დ-ი, ა.გ-ე, ე.ქ-ე, თ.დ-ა, ნ.ხ-ა, ქ.ბ-ე, ც.ღ-ე, ც.ა-ე, ი.ა-ი,, დ.მ-ი, ნ,კ-ა, მ.გ-ი,ც.მ-ე, ლ.ზ-ი, თ.მ-ი, მ.ლ-ი, დ.ჩ-ე, ქ.ვ-ა, ლ.კ-ი, მ.ბ-ი, ს.მ-ე, მ.მ-ე, ნ.ბ-ი, მ.ქ-ე, მ.ნ-ი, გ.თ-ე, ა.ბ-ა, ნ.ც-ი, გ.ა-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ააიპ ...
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით ი.გ-ას, ნ.ც-ის, დ.ზ-ას, რ.თ-ის, ტ.ჩ-ის, მ.წ-ას, კ.შ-ას, ლ.ჩ-ის, ჯ.ზ-ის, ნ.უ-ას (ა.უ-ას უფლებამონაცვლე), მ.ჩ-ის, შ.ს-ის, ტ.კ-ის, დ.გ-ის, რ.ა-ის, ს.ს-ის, ო.ა-ის, დ.დ-ის, ს.ო-ას და ე.შ-ის სარჩელზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1 თებერვლის №... რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ი.გ-ას, ნ.ც-ის, დ.ზ-ას, რ.თ-ის, ტ.ჩ-ის, მ.წ-ას, კ.შ-ას, ლ.ჩ-ის, ჯ.ზ-ის, ნ.უ-ას (ა.უ-ას უფლებამონაცვლე), მ.ჩ-ის, შ.ს-ის, ტ.კ-ის, დ.გ-ის, რ.ა-ის, ს.ს-ის, ო.ა-ის, დ.დ-ის, ს.ო-ას და ე.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 01.02.2017წ. №..., , 01.02.2017წ. №..., , 01.02.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 27.01.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., , 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 06.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 26.01.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 27.01.2017წ. №..., 26.01.2017წ. №..., 27.01.2016წ. №..., 27.01.2016წ. №..., 26.01.2017წ. №...და 27.01.2017წ. №... გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 06 მარტის №... გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 25 იანვრის №04.19.76 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №47 განკარგულება და მასვე დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ი.გ-ას, ნ.ც-ის, დ.ზ-ას, რ.თ-ის, ტ.ჩ-ის, მ.წ-ას, კ.შ-ას, ლ.ჩ-ის, ჯ.ზ-ის, ნ.უ-ას, მ.ჩ-ის, შ.ს-ის, ტ.კ-ის, დ.გ-ის, რ.ა-ის, ს.ს-ის, ო.ა-ის, დ.დ-ის, ს.ო-ას, ე.შ-ის, მ.კ-ის, ვ.ჩ-ის, ი.ჯ-ას,თ.გ-ის, მ.ი-ას, დ.ზ-ის, თ.ღ-ის,ნ.კ-ას, თ.რ-ის, ი.მ-ის, ნ.გ-ის, დ.შ-ის, მ.გ-ის, ნ.დ-ას, ი.მ-ის, ზ.დ-ას, გ.ა-ის, გ.ხ-ის, გ.გ-ის, ბ.ა-ის, ტ.ო-ის, ნ.ბ-ის, მ.ნ-ის, თ.კ-ის, ზ.ნ-ას, ზ.კ-ის, თ.ქ-ის, ნ.ს-ის, ე.ზ-ის გ.დ-ის, ს.ვ-ის,მ.ჭ-ის,შ.ბ-ის, დ.კ-ის, ნ.ვ-ის, მ.დ-ის, ა,გ-ის, ე.ქ-ის, თ.დ-ას,ნ.ხ-ას, ქ.ბ-ის, ც.ღ-ის, ც.ა-ის, ი.ა-ას, დ.მ-ის, ნ.კ-ას, მ.გ-ის, ც.მ-ის, ლ.ზ-ის, თ.მ-ის, მ.ლ-ის დ.ჩ-ის, ქ.ვ-ას, ლ.კ-ის, მ.ბ-ის,ს.მ-ის, მ.მ-ის, ნ.ბ-ის მ,ქ-ის, მ.ნ-ის, გ.თ-ის, ა.ბ-ას, ნ.ც-ისა და გ.ა-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ი.გ-ას, ნ.ც-ის, დ.ზ-ას, რ.თ-ის, ტ.ჩ-ის, მ.წ-ას, კ.შ-ას, ლ.ჩ-ის, ჯ.ზ-ის ნ.უ-ას (ა.უ-ას უფლებამონაცვლე), მ.ჩ-ის, შ.ს-ის, ტ.კ-ის, დ.გ-ის, რ.ა-ის, ს.ს-ის, ო.ა-ის, დ.დ-ის, ს.ო-ასა და ე.შ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით დ.შ-ის გარდაცვალების გამო, უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა შეჩერდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით გარდაცვლილი დ.შ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე გარდაცვლილი დ.დ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ვ.დ-ე, გარდაცვლილი შ.ს-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ე.ს-ი, გარდაცვლილი ნ.ც-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ ვ.წ-ი და ი.წ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე გარდაცვლილი ს.ო-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ ა.ო-ა და მ.ო-ა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერიისა და მთავრობის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განჩინებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერიისა და მთავრობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის/მთავრობის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი.გ-ას, ვ.წ-ის და ი.წ-ის (ნ.ც-ის უფლებამონაცვლეები), დ.ზ-ას, რ.თ-ის, ტ.ჩ-ის, მ.წ-ას, კ.შ-ას, ლ.ჩ-ის, ჯ.ზ-ის, ნ.უ-ას, მ.ჩ-ის, ე.ს-ის (შ.ს-ის უფლებამონაცვლე), ტ.კ-ის, დ.გ-ის, რ.ა-ის, ს.ს-ის, ო.ა-ის, ვ.დ-ის (დ.დ-ის უფლებამონაცვლე), მ.ო-ას და ა.ო-ას (ს.ო-ას უფლებამონაცვლე) და ე.შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2026 წლის 22 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა ი.ფ-იმა, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადებისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი კი სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ღონისძიებად განსაზღვრავს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვას.
დასახელებული კოდექსის 1991 მუხლით განსაზღვრულია, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 მაისის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ყველა სახის რეგისტრაციის განხორციელება ქ. თბილისში, ..., ...ის დასახლების მიმდებარედ არსებულ, №..., №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო მონაცემებში. ვინაიდან, ი.გ-ას, ვ.წ-ის და ი.წ-ის (ნ.ც-ის უფლებამონაცვლეები), დ.ზ-ას, რ.თ-ის, ტ.ჩ-ის, მ.წ-ას, კ.შ-ას, ლ.ჩ-ის, ჯ.ზ-ის, ნ.უ-ას (ა.უ-ას უფლებამონაცვლე), მ.ჩ-ის, ე.ს-ის (შ.ს-ის უფლებამონაცვლე), ტ.კ-ის, დ.გ-ის, რ.ა-ის, ს.ს-ის, ო.ა-ის, ვ.დ-ის (დ.დ-ის უფლებამონაცვლე), მ.ო-ას და ა.ო-ას (ს.ო-ას უფლებამონაცვლეები) სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აკრძალული ჰქონდა ყველა სახის რეგისტრაციის განხორციელება ქ. თბილისში, ..., ...ის დასახლების მიმდებარედ არსებულ, №..., №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო მონაცემებში;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა