დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 02.10.2006
საქმის ნომერი
ას-378-774-06
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.10.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-378-774-06 ას-378-774-06 9 ოქტომბერი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის

მოსამართლე ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. მარტაშვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «თ-ის» მიმართ ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლით: 1983-2003 წლებში მოსარჩელე მუშაობდა თბილისის დ-ვის სახელობის ს. ქარხანაში, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის _ სს «თ-ნში». აღნიშნულ პერიოდში მხარემ მიიღო საწარმოო ტრავმა. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ.მ-შვილი დაავადდა პროფესიული ავადმყოფობის მესამე ჯგუფით შრომის უნარის 60%-ით დაკარგვით. მოსარჩელემ მოითხოვა ერთჯერადად ზიანის ანაზღაურება და ყოველთვიურად სარჩოს დანიშვნა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გ.მ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 28 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სს «თ-შენს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა2004წ. 3 სექტემბრიდან 2006წ. 3 აპრილამდე ერთჯერადად 5323,80 ლარის ანაზღაურება, 2006წ. 3 აპრილიდან კი მდგომარეობის შეცვლამდე, ყოველთვიურად 280,20 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს «თ-მმა» გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 17 ივლისის განჩინებით სს «თ-მის» საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან თხუთმეტდღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 616,44 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად. საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, აღნიშნული განჩინების ასლი სს «თ-მს» ჩაჰბარდა 2006წ. 11 სექტემბერს, თუმცა კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს «თ-მის» საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 17 ივლისის განჩინებით სს «თ-მის» საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან თხუთმეტდღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 616,44 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად.

საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, აღნიშნული განჩინების ასლი სს «თ-მს» ჩაჰბარდა 2006წ. 11 სექტემბერს, თუმცა კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

სსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს «თ-მს» საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს «თ-მის» საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს «თ-მის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.