დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 06.03.2006
საქმის ნომერი
ას-20-471-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ ას-20-471-06 6 მარტი, 2006 წ ¹ ას-20-471-06 6 მარტი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. ქ-შვილის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 ივნისის განჩინებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 16 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში კერძო საჩივრის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი ვ. ქ-შვილს და მის წარმომადგენელ გ. თ-ძეს მითითებულ მისამართებზე გაეგზავნათ დადგენილი წესის მიხედვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006წ. 16 იანვრის განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა 2006წ. 2 თებერვალს, ხოლო მის წარმომადგენელს _ 2006წ. 1 თებერვალს.

2006წ. 26 იანვარს ქეთევან უ-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას, წარმოადგინა ვ.ქ-შვილის მიერ მის სახელზე გაცემული რწმუნებულება და 2006წ. 15 თებერვალს ჩაიბარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 16 იანვრის განჩინება.

სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში არც კერძო საჩივრის ავტორმა და არც მისმა წარმომადგენლებმა ხარვეზი არ გამოასწორეს.

სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.

პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 420-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ქ-შვილის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.