შუამდგომლობა

სამოქალაქო 01.10.2003
საქმის ნომერი
3ა/108-02
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
01.10.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3ა-108-02 1 ოქტომბერი, 2003 წ. , ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი

განიხილა ბელარუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს შუამდგომლობა აღნიშნული სასამართლოს 2002წ. 6 მაისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

ბელარუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2002წ. 6 მაისის დადგენილებით ა. ც-ს დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის – 22784 რუსული რუბლის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ ბელარუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლომ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 იანვრის განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა მიღებული იქნა წარმოებაში. ამასთან, მოპასუხე ა. ც-ს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უფლება ჰქონდა მოეთხოვა შუამდგომლობის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი განიხილებოდა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.

ა. ც-ს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2002წ. 6 მაისის დადგენილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ამასთან, ამავე კანონის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69 მუხლებით, სსკ-ს 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. ცნობილ იქნეს ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2002წ. 6 მაისის კანონიერ ძალაში შესული დადგენილება 22784 რუსული რუბლის დაკისრების ნაწილში და იგი დაექვემდებაროს აღსრულებას.

აღნიშნული დადგენილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება