საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
386აპ-06 14 ივნისი, 2010 წელი
თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2006 წლის 19 და იმავე წლის 25 ოქტომბერს მსჯავრდებულ ა. ხ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებებში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის საკითხი.
აღწერილობითი ნაწილი:
უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 19 ოქტომბრის განჩინებებში დასაშვებობის შესამოწმებლად საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, ასევე უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ, მსჯავრდებულ ხ-ის სახელი მითითებულია არასწორად. აღნიშნულ განჩინებებში ნაცვლად სახელისა ,,მ", მითითებული უნდა იყოს: ,,ა".
აღნიშნული უზუსტობა უნდა გასწორდეს, რაც გავლენას არ მოახდენს სასამართლოს დასკვნაზე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის ღონისძიებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 615-ე მუხლით და
დაადგინა:
უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 19 ოქტომბრის განჩინებებში დასაშვებობის შესამოწმებლად საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, ასევე უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უზუსტობა აღმოიფხვრას და აღნიშნულ განჩინებებში ნაცვლად სახელისა და გვარისა: ,,მ ხ-ი", ჩაიწეროს: ,,ა. ხ-ი".
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.