შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
204-საზ ქ. თბილისი
30 ივლისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ზ. ჩ-ძე, ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 9 წლის ვადით, სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლის ვადით, მე-2 ნაწილით – 4 წლის ვადით, მეოთხე ნაწილით – 9 წლის ვადით, სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 13 წლის ვადით, სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 24 ივნისიდან.
ამავე განაჩენით პ. კ-ძე ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის (ძვ. რედაქცია) 1-ლი, მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 9 წლის ვადით. სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლის ვადით, მე-2 ნაწილით – 4 წლის ვადით, მეოთხე ნაწილით - 9 წლის ვადით, სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 13 წლის ვადით. სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 24 ივნისიდან.
განაჩენით ზ. ჩ-სა და პ. კ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა და ტარება; მათვე ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვოდა სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით; სატრანსპორტო საშუალებათა გატაცება, რასაც თან ერთვოდა ძალადობის გამოყენება ან მუქარა, ანდა რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი; მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ორი ან მეტი პირისა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს, ანგარებითა და სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით.
მსჯავრდებული ზ. ჩ-ძე საჩივრით ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის იმ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც ყველაზე მსუბუქია და ამ კანონის მიხედვით მისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით ზ. ჩ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე, მეოთხე ნაწილებით, 240-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ.რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისა და შენახვისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ხუთიდან ათ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართდის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: „თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში“.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებთან და მას უნდა მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან და სასჯელის ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 104-ე მუხლის მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით, რომელით ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას განზრახ ჩადენილი მკვლელობისათვის, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით და ისეთი საშუალებით, რომელიც წარმოადგენს საშიშროებას მრავალ პირთა სიცოცხლისათვის, სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით და ისეთი საშუალებით, რომელიც წარმოადგენს საშიშროებას მრავალ პირთა სიცოცხლისათვის) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 14 წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 104-ე მუხლის მეექვსე და მეშვიდე პუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს შესაბამისად ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე.
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც ზ. ჩ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-9 ქვეპუნქტებით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, 240-ე მუხლის მეორე ნაწილით უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
მსჯავრდებულ ზ. ჩ-ეს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-9 პუნქტებით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით სასჯელის საბოლოო ზომად უნდა დარჩეს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ პ. კ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი მის მიმართაც უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით პ. კ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებით, 240-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, მსჯავრდებულ პ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამხამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან, სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ, მეორე ნაწილებთან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე, მეშვიდე პუნქტები (ძვ.რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებზე, ვინაიდან ახალი კანონის ამ დანაშაულების ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც პ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები დაკვალიფიცირებულია სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-9 ქვეპუნქტებით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
მსჯავრდებულ პ. კ-ეს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-9 ქვეპუნქტებით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, 240-ე მუხლის მეორე ნაწილითა და ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით სასჯელის საბოლოო ზომად უნდა დარჩეს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეექვსე, მეშვიდე პუნქტებით (ძვ. რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებზე;
მისივე ქმედება, საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტიდან (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მიესაჯოს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ძვ. რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე და მიესაჯოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ზ. ჩ-ეს სსკ-ის 104-ე მუხლის (ძვ.რედაქცია) 1-ლი, მე-4, მე-9 პუნქტებით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით სასჯელის საბოლოო ზომად დარჩეს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ პ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან და სასჯელის ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ, მეორე ნაწილებთან და მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე, მეშვიდე პუნქტები (ძვ. რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ „დ“ ქვეპუნქტებზე.
მსჯავრდებულ პ. კ-ეს სსკ-ის 104-ე მუხლის (ძვ.რედაქცია) 1-ლი, მე-4, მე-9 პუნქტებით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით სასჯელის საბოლოო ზომად უნდა დარჩეს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საკასთაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.