შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
218-საზ ქ. თბილისი
30 ივლისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 5 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 5 აგვისტოს განაჩენით გ. მ-ლი, ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 104-ე მუხლის 1-ლი, მე-7 პუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით, სსკ-ის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის 1-ლი, მე-5 პუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით; სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 14 ნოემბრიდან.
ამავე განაჩენით მ. მ-ძე, ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 104-ე მუხლის 1-ლი, მე-7 პუნქტებით – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, მეორე ნაწილით – 3 წლის ვადით, სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის 1-ლი, მე-5 პუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით, სსკ-ის 252-ე მუხლის მესამე ნაწილით – 2 წლის ვადით, სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 14 ნოემბრიდან.
ი. ჯ-ილი, ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 206-ე (ძვ. რედაქცია) მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. სასჯელის მოხდა მას დაეწყო 1997 წლის 14 ნოემბრიდან.
განაჩენით გ. მ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვოდა სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით; მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლებობა დამამძიმებელ გარემოებებში, ანგარებითა და სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; მანვე ჩაიდინა სხვისი ქონების განადგურება ცეცხლის წაკიდებით.
მსჯავრდებული გ. მ-ლი საჩივრით ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით გ. მ-ლს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის 1-ლი, მე-5 პუნქტებით, 104-ე მუხლის 1-ლი, მე-7 პუნქტებით, 157-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის 1-ლი და მე-5 პუნქტები (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 12 წლამდე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული ქმედებისათვის, შემსუბუქდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: „თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა ეშმცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში“.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით (ძვ. რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან და სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტი (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას განზრახ ჩადენილი მკვლელობისათვის, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. იმავე ქმედებისათვის, ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტი სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 14 წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს შესაბამისად ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტზე;
რაც შეეხება სსკ-ის 104-ე მუხლის პირველ პუნქტს _ ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. იმავე ქმედებისათვის, ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტი სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. იმის გამო, რომ არ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და დანიშნული სასჯელიც _ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა სანქციის ფარგლებშია, საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი პუნქტი არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტთან.
საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან რვა წლამდე. ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილი იმავე ქმედებისათვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ე. ი. შეიცვალა დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 157-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილზე.
მსჯავრდებულ გ. მ-ის სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 104-ე მუხლის პირველ პუნქტით, ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელის საბოლოო ზომად უნდა დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა მსჯავრდებულ მ. მ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი მის მიმართაც უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით მ. მ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის 1-ლი, მე-5 პუნქტებით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით, 104-ე მუხლის 1-ლი, მეშვიდე პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.
იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული მსჯავრდებულ მ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით (ძვ. რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითან, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითან და სასჯელის ზომად განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტი (ძვ. რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტზე.
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები დაკვალიფიცირებულია სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 104-ე მუხლის პირველი პუნქტით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
მსჯავრდებულ მ. მ-ეს სსკ-ის (ძვ. რედ.) 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით, 104-ე მუხლის პირველ პუნქტით და ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით სასჯელის საბოლოო ზომად უნდა დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.
რაც შეეხება განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც ი. ჯ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია სსკ-ის (ძვ. რედ.) 206-ე მუხლით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 5 აგვისტოს განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
მსჯავრდებულ გ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტი (ძვ. რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტზე;
გ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით (ძვ. რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ძვ.რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილზე;
მსჯავრდებულ გ. მ-ის სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 104-ე მუხლის პირველ პუნქტით, ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელის საბოლოო ზომად უნდა დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით (ძვ. რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითან, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითან და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტი (ძვ. რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტზე;
მსჯავრდებულ მ. მ-ეს სსკ-ის (ძვ. რედ.) 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით, 104-ე მუხლის პირველ პუნქტით და ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით სასჯელის საბოლოო ზომად უნდა დარჩეს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.